იდეალური

მეცინება ამ სურათზე

მეცინება ამ სურათზე

ამ კვირაში ძალიან შევეჩვიე ჩემ ძველ ბლოგს, სადაც სულ რაღაც 36 პოსტი მაქვს დაწერილი და ძალიან მიხარია რომ საერთოდ მაქვს და მქონდა ეს უკანასკნელი. საოცრად კარგი შეგრძნებაა ძველი ჩანაწერების კითხვა, ზოგ პოსტს ისე უცხო თვალით ვკითხულობ, დაჯერებაც მიჭირს ჩემი დაწერილია თუ არა. კიდევ ერთხელ ვინანე რომ სურვილის მიუხედავად არასდროს მქონია დღიური. დაკვირვების საშუალება მეძლევა-ვხვდები რა შეიცვალა ჩემში, როგორ გავიზარდე,რა მადარდებდა მაშინ, რა ხდება დღეს .. მოკლედ უსასრულოდ შეიძლება ამ ჩამონათვალის გაგრძელება. მოკლედ, გადავაწყდი ჩემ ძველ პოსტს, რომელიც რომელიღაც უცხოური საიტიდან მითარგმნია და იდეალურ მამაკაცს აღწერს. საერთოდ ასეთ რაღაცეებს არ ვუჯერებ ხოლმე, არასდროს მიმიღია სერიოზულად “როგორ მოვიქცეთ პირველ პაემანზე” ტიპის სტატიები, მაგრამ ზოგჯერ “ამჩატება” არც ისე ცუდია მემგონი.  ახლა, გადავწყვიტე გადმოვაკოპირო ის სტატია და შევადარო ჩემ მეორე ნახევარს, და გავიგო ერთი რამდენად იდეალურია : )

***

ბიჭები: ყოველთვის იმას ამბობენ რასაც არ გულისხმობენ.
გოგოები: არასდროს ამბობენ რა აქვთ გულში.

იპოვეთ ისეთი ბიჭი:
1)  რომელიც დაგიძახებთ ლამაზს და არა ვნებიანს ან მიმზიდველს.

არასდროს არ უხსენებია ჩემი მისამართით ვნებიანი, მითუმეტეს მიმზიდველი. ძირითადად ჩვენი გამოგონილი მოფერებითი სიტყვებით შემოიფარგლება ხოლმე და გარეგნობასაც არ ივიწყებს, როცა გამოვიპრანჭები ( ძალისხმევას წყალში არ მიყრის, რას ვერჩი) . +1 ქულა.

2) რომელიც გადმოგირეკავს მაშინაც როცა უთიშავ ტელეფონს.

რამდენიც გინდათ, იმდენი შემთხვევა მაქვს ასეთი. +1 ქულა
3) რომელიც ჩუმად უყურებს ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და უსმენს შენს გულისცემას , ან არ იძინებს მხოლოდ იმიტომ რომ უყუროს როგორ გძინავს.

ეს არ შემიმოწმებია, თუმცა ზაფხულის პიკნიკებზე ყოფილა ხოლმე ცის ყურების შემთხვევები და ბოლოს რომელიმე ჩვენგანს აღმოხდება რომ უზომოდ ბედნიერია ამ წუთით. მგონი, აქაც რომ მივაწერო ქულა ობიექტურობას არ დავკარგავ. +1
3)რომელიც ცდილობს დაგავიწყოს ყველაფერი ამ სამყაროში…

მგონი აქ ქულას ვერ დავწერ. მეხსიერების დაკარგვას არ ვუჩივი არც პირდაპირი, არც ალეგორიულ-რომანტიული მნიშვნელობით.
4)რომელსაც მუდამ ხელი ექნება შენზე ჩაკიდებული , მეგობრების თანდასწრებითაც…

ყოველთვის ასე დავდივართ და სხვანაირად ვერ-არ წარმომიდგენია, ვინც არ უნდა იყოს “დამსწრე”.+1 ქულა

5)რომელიც ყოველდღე შეგახსენებს რა ბედნიერია რომ მის გვერდით ხარ.

კი ესეც ხშირია, მხოლოდ ის დღეებია გამონაკლისი როცა ვიკამათებთ ან მე გადავწყვეტ რომ რომელიმე საკითხის მიმართ, ჩემი საყვარელი პროტესტის ფორმა გამოვიყენო და გავიბუტო. +1 ქულა.
6)რომელიც ყველას დაუფარავად ეტყვის რომ შენ ის ერთადერთი ხარ.

ჩემი თანდასწრებით ამაზე არავისთან ულაპარაკია.  თუმცა, მგონი ეს ისედაც გასაგებია. +1 ქულა
7) რომელიც გულში ჩაგიკრავს მაშინაც თუ ხელს კრავთ.

მე თვითონ მიკვირს, როგორ არ დაიღალა ჩემი გამოხტომებით. აქაც +1 ქულა.

 

შედეგი:

7 შესაძლო ქულიდან 6. მშვენიერი შედეგია. ამ სიას თუ დავუჯერებ, თვით სრულქმნილი არსება მიპოვია. 🙂 ეს ისე, გასართობად, თორემ ძლიან კარგად მომეხსენება რომ ყველა ადამიანი თვითონ ქმნის თავის იდეალს და ამაში დასარწმუნებლად არანაირი ტესტი არაა საჭირო. ამას უბრალოდ გრძნობ.  ის ფილმი ხომ გახსოვთ, ქორწილის თარიღი, მთავარი გმირი კაცს რომ დაიქირავებს დის ქორწილში წასასვლელად, ყველას რომ ეგონოს ვითომ შეყვარებული ყავს და ბედნიერია. იქ არის ასეთი ფრაზა, “ყველა ქალს ისეთი სიყვარული აქვს, როგორც ჭირდება”, რომელსაც მე სრულებით ვეთანხმები-ცხოვრების თანამზგავრს ყველა თვითონ ირჩევს ( ყოველშემთხვევაში თეორიულად ასეა) და როგორი იქნება “ის ერთადერთი”, ღრმად ინდივიდუალურია.

Advertisements

8 Responses to “იდეალური”


  1. 1 მარი ამ იანვარი 19, 2012, 3:02 PM

    აუ :\ ახლოს მინდა მყავდეს!

  2. 2 მოლი ბლუმი იანვარი 19, 2012, 4:22 PM

    რა საყვარლად გულბრყვილო ტექსტია 🙂

  3. 3 მოლი ბლუმი იანვარი 19, 2012, 6:22 PM

    ტექსტი კი არა, ტესტი :სორი:

  4. 6 tamara იანვარი 23, 2012, 6:28 AM

    ჰო, ტესტი არ ვიცი, მაგრამ ჩემს ძველ პოსტებს გადავხედე მეც ამ ორიოდე დღის წინ და ლამის გავიგუდე სიცილით… ისეთი გულუბრყვილოდ გაბრაზებულ-აღშფოთებული მომეჩვენა საკუთარი შარშანდელი თავი 🙂 ახლაც მიკვირს, როგორ არავინ დამცინა დღემდე 🙂

    • 7 Chiamaria იანვარი 23, 2012, 4:00 PM

      მართლა ძალიან სასაცილოებია ჩემებიც 🙂 ძალიან ბავშური. არ მჯერა რომ 3 წლის წინ ასეთ სისულელეებზე ვფიქრობდი. :))))


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: