ლიტ-ანკეტა

მოკლედ, იმედია ძალიან ყელში არ ამოგიყვანეთ ის ფაქტი რომ ადრეც ვბლოგერობდი, ერთი წელი “გავქაჩე” და მერე მოვეშვი. 1 წლის შემდეგ ისევ დავბრუნდი და სულ მალე ისევ 1 წლის გახვდები : ) მაგრამ ამ პოსტში სულ სხვა რამეს გთავაზობთ. თეგ თამაშს “ლიტ-ანკეტა”, რომელიც ჩემი “ბლოგერობის” პირველ სერიაში ძალიანაც პოპულარული იყო და ეხლა მსურს მისი რეინკარნირება 2012 წლის ბლოგ-რეალობაში. ანკეტა 10 კითხვისგან შედგება, ქვემოთ კი ჩემ პასუხებს ნახავთ.

1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?– “შთამბეჭდავში” ალბათ ძალიან დასამახსოვრებელი, ძალიან საინტერესო,ბევრის მომცემი იგულისხმება. სიმართლე რომ ვთქვა, ცოტა უგულისყუროდ ვკითხულობდი წელს, უდროობის გამო ხანგრძლივი ნაწყვეტებით და განსაკუთრებული შთაბეჭდილებების ქვეშ არ ვარ. თუმცა მაინც გამოვარჩევდი რემარკის “ტრიუმფალურ თაღს”.

2. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი– პოეზია დიდად არ მიყვარს და ვერც სამი გამორჩეულის დასახელებას შევძლებ, თუმცა ტერენტი გრანელის შემოქმედება ჩემ ხასიათთან და განწყობასთან ყველაზე ახლოსაა.

3. სამი ყველაზე საყვარელი მწერალიჯეინ ოსტინი, თეოდორ დოსტოევსკი ( ეს მამაჩემის გაველნაა, მადლობა მამა), მარკესი.

4. რომელ წიგნზე გიტირიათ?– არც ერთზე,  ფილმებზე უფრო მიჩუყდება გული.

5. რომელ წიგნს დასცინეთ? – დაცინვით არა, თუმცა “არ-მოწონებული” წიგნების გამოძებნა შემიძლია. მაგალითად, ბოლოს ვცადე ინგლისელი მწერალი ქალის, დორის ლესინგის “ნაპრალის” წაკითხვა, ბოლომდე ვერ გავედი, ალბათ რაღაც ვერ “დავიჭირე”. კიდევ ვცდი, ნობელის პრემიას ასე ჰაერზე არ არიგებენ . 🙂

6. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას?-დროულია-კონსტანტინე გამსახურდიას მივანიჭებდი.

7. საყვარელი ციტატა წიგნიდან– რემარკს რომ ვკითხულობდი, ძალიან ბევრის ამოწერის სურვილი გამიჩნდა. აი ერთ-ერთი- ” შენ, პატარა ცეცხლო, ფატა-მორგანავ, სახევ, ეგზომ უცნაური ძალაუფლება რომ მოიპოვე ჩემზე, შენ, ამ პლანეტაზე რომ შემხვდი, სადაც არსებობენ ასიათასობით სხვანიც, უკეთესები, უფრო მშვენიერნი, ჭკვიანნი, კეთილნი, გონიერნი, ერთგულნი… შენ, ერთხელ ღამით, ბედის მიერ ჩემთვის ცხოვრების გზაზე დაგდებულო, უფლებამოსილო სიყვარულო, ჩემ ცხოვრებაში გაშმაგებით შემოჭრილო.. შენ, არაფერი რომ არ იცი ჩემზე, იმის გარდა რომ წინააღმდეგობას გიწევ და სწორედ ეს წინააღმდეგობა ამიტომ მოისწრაფი ჩემკენ. როგორც კი წინააღმდეგობის გაწევა შევწყვიტე, მაშინვე განიზრახე გზის გაგრძელება _ სალამი შენდა! აგერ აქა ვდგავარ, თუმცა მეგონა, რომ ასე აღარასოდეს დავდგებოდი. წვიმამ შეაღწია ჩემს პერანგში, იგი შენს ხელებზე, შენს კანზე უფრო თბილი, გრილი და რბილია…აი, ვდგავარ აქ, მე საცოდავი, და ეჭვის კლანჭები შიგნეულს მისერავს; მე მინდიხარ და მძაგხარ, აღტაცებული ვარ შენით და გაღმერთებ, რადგან შენ ერთმა ისროლე მეხი და აანთე ჩემი გული, მესროლე ელვა, ყოველ წიაღში დაფარული. მან შეინთო სიცოცხლის ნაპერწკალი, შავი ცეცხლი. მე ვდგავარ აქ, გაჟღენთილი უბადრუკი სარკაზმითა და მცირეოდენი უმწეო სიმამაცით, აღარ მზარავს განურჩევლობის სუსხი. მე ისევ ცოცხალი ვარ _ მართალია ტანჯული, მაგრამ ცხოვრების ყველა ქარიშხალთან შესახვედრად მზად მყოფი, ხელახლა მოხვედრილი მისი ძალაუფლების ქვეშ! დაილოცე თვალთმაქცო მადონავ, რუმინული აქცენტით მეტყველო ნიკევ! შენ _ ოცნება და მაცდურობა ხარ, სარკე, რომელიღაც ბნელი ღვთაების ხელით დამსხვრეული… მიიღე ჩემი მადლობა,

უცოდველო! არასდროს არაფერში გამოგიტყდები, რადგან იმავე წამს ყველაფერს შენს სასარგებლოდ აქცევ. მაგრამ შენ დამიბრუნე ის, რისი დაბრუნებაც ვერ შეძლო ვერც პლატონმა, ვერც ქრიზანთემებმა, ვერც გაქცევამ, ვერც თავისუფლებამ, ვერც ქვეყნიერების მთელმა პოეზიამ, ვერც თანაგრძნობამ, ვერც სასოწარკვეთილებამ, ვერც უზენაესმა და ყოვლად მომთენმა იმედმა _ შენ დამიბრუნე სიცოცხლე, უბრალო ძლიერი სიცოცხლე, რაც დანაშაულად მიმაჩნდა ორ კატასტროფას შორის არსებულ მძიმე ხანაში! სალამი შენდა! მადლობელი ვარ! უნდა დამეკარგე, რათა ეს გამეგო! სალამი შენდა!…”

8. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი- პეპი გრძელიწინდა ძალიან მიყვარდა, კიდევ ალისა და ბურატინოს თავგადასავალი.

9. რომელი წიგნის პერსონაჟია ყველაზე ახლოს თქვენს პიროვნებასთან?ჯეინ ეარი

10. დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ?-არა, მაგრამ სამ ციფრზე გადასული თუ არ ვარ, მალე უნდა გადავდიოდე წესით.

ვინაიდან თაგ-თამაშების მთავარი აზრი ისაა რომ მომდევნო “მონაწილე” უნდა “და-თაგ-ო”, მეც მომდევნო მონაწილეს ჩავრთავ ამ საქმეში- გლამთაიას ვთხოვ გააგრძელოს.

Advertisements

13 Responses to “ლიტ-ანკეტა”


  1. 1 finiki იანვარი 17, 2012, 12:22 PM

    რემარკის ტრიუმფალური თაღი ჩემთვისაც ძალიან გამორჩეულია. სხვათაშორის ჯეინ ოსტინი არ მიყვარდა და წელს კიდევ ერთხელ, რომ გადავიკითხე სხვა თვალით შევხედე.
    ტერენტი გრანელი ჩემთანაც ძალიან ახლოსაა.
    საინტერესო იყო 🙂

    • 2 Chiamaria იანვარი 17, 2012, 2:09 PM

      მივხვდი რომ წიგნები ერთხელ არასდროს უნდა წაიკითხო, რამდენჯერაც არ უნდა გადაიკითხო ყოველთვის იპოვი რაღაც ახალს. მეტი დრო რომ მქონდეს, აუცილებლად დავუბრუნდებოდი რამდენიმეს. მათ შორის ოსტინსაც.
      დიდი მადლობა შეფასებისთვის 🙂

  2. 3 მოლი ბლუმი იანვარი 17, 2012, 12:39 PM

    ტრიუმფალური თაღი ჩემთვისაც საუკეთესო რემარკია.]

    და ნობელს, სამწუხაროდ, დიდი ხანია ჰაერზე არიგებენ 😦 იშვიათი გამონაკლისების გარდა, რა თქმა უნდა.

    • 4 Chiamaria იანვარი 17, 2012, 2:10 PM

      კარგია რომ ეგ იშვიათი გამონაკლისები ჯერ კიდევ არსებობენ, სხვა შემთხვევაში ფასს დაკარგავდა ნობელი..

  3. 5 tsotnee იანვარი 17, 2012, 1:36 PM

    რემარკი მეც მომწონს! 🙂

  4. 7 Kejeradze იანვარი 17, 2012, 3:46 PM

    ტერენტი და ფიოდორი “ჩემები” არიან 🙂
    რემარკის ფან-კლუბი არ გამომაპაროთ 😀 ერთი პერიოდი “გამოერიხებული” ვიყავი 😀

  5. 9 »♥» ana «♥« იანვარი 17, 2012, 11:02 PM

    ამონარიდი რა კარგი იყო. ❤ პოსტიც ძალიან კარგი იყო.

  6. 11 Rusa იანვარი 19, 2012, 1:22 AM

    რემარკის მოყვარულები ბლომად ვართ აქ :))) ჩემს “კალვადოსშიც” შევეხმიანე სიყვარულით :დ აი, გამსახურდია კი არ მგონია სანობელე, რა ვიცი :/

  7. 12 salomeaa ოქტომბერი 20, 2012, 7:46 PM

    გამიხარდა, რომ ,,ტრიუმფალური თაღი” ყველაზე შთამბეჭდავ წიგნებს შორის მოხვდა
    და უფო გამიხარდა, როცა ჯეინ ოსტინი დაასახელე საყვარელ მწერლებს შორის:)


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: