ინგლისური ჩაის საღამო-ბუკინგემის სასახლე.ფაქტები

ალბათ ძალიან არ გადავაჭარბებთ თუ ბუკინგემის სასახლეს ლონდონის მთავარ შენობას დავარქმევთ. ამ საღამოს კი სწორედ მასზე მინდა საუბარი. ვინაიდან მშრალი ფაქტების საინტერესო მოთხრობად ქცევა არც ისე კარგად გამომდის, ისტორიული ექსკურსის მოწყობა ვგონებ არ გამომივა. ისევ ფაქტების ჩამოთვლას დავიწყებ, სია კი თქვენ წარმოიდგინეთ არც ისე მოკლეა და სავარაუდოდ ამ თემას რამდენიმე პოსტად “დაჭრა” არ ასცდება. მანამდე კი სულ მცირე შესავალს გავაკეთებ:

როცა ბუკინგემის ჰერცოგმა 1705 წელს დედაქალაქში სახლი აიშენა, ალბათ აზრადაც არ ჰქონდა რომ 150 წლის შემდეგ ის სამეფო რეზიდენციად გადაიქცეოდა. ეჭვი შეიძლება მხოლოდ მაშინ შეპარვოდა, როცა 1761-წელს მეფეს მიჰყიდა, მან კი თავის მხრივ დედოფალ შარლოტას უსახსოვრა, როგორც პირადი რეზიდენცია და იწოდებოდა კიდევაც ასეთად-დედოფლის სახლი. დედოფალმა არც მეტი, არც ნაკლები თავისი 15 შვილიდან 14 აქ გააჩინა. ასეა თუ ისე, შენობამ მრავალი სახეცვლილება განიცადა, დაემატა ფლიგელები და ზომაში ერთი-ორად გადიდდა, საბოლოოდ კი სამეფო რეზიდენციად იქცა. ახლა კი უშუალოდ რამდენიმე საინტერესო ფაქტი:

1. ბუკინგემის სასახლე სამეფო ოჯახის რეზიდენციაა, თუმცა ოფიციალური ცერემონიებისთვის დღემდე წმ.ჯეიმსის სასახლე გამოიყენება და უცხოელ ელჩებსაც სწორედ იქ ეპატიჟებიან.

2. სასახლეში 775 ოთახია, აქედან 19 საზეიმო დანიშნულებას ატარებს, 52 სამეფო ოჯახისა და სტუმრებისთვისაა განკუთვნილი, 188 მომსახურე პერსონალისთვის, 92 სამუშაო კაბინეტია, 78 კი სააბაზანო.

3. მშრალი ციფრები: ბუკინგემის გარშემოწერილობა 108 მეტრს შედაგენს, სიმაღლეში 24-ს, საძირკველიან-სარდაფებიანად მიწისქვეშ 120 კვ.მეტრი რჩება, ჯამში კი სრული ფართი 77,000 კვ.მეტრია.

4. იქ სადაც დღეს ბუკინგემის სასახლე დგას, XVII საუკუნეში მეფე ჯეიმს პირველს თუთის ხის ბაღი გაუშენებია აბრეშუმის ჭიების მოსამრავლებლად. საუბედუროდ, არასწორად შეარჩია თუთის ხის სახეობა და აბრეშუმის წარმოებაც არასდროს დაწყებულა ბრიტანეთში.

5. სახელი- ბუკინგემის სასახლე მხოლოდ XVIII საუკუნეში დაერქვა, მანამდე კი როგორც ზემოთაც მოგახსენეთ, ის  ბუკინგემის ჰერცოგს ეკუთვნოდა და მხოლოდ ლონდონის სახლს უწოდებდა.

6. დედოფალი ვიქტორია იყო პირველი, რომელმაც სასახლე ისე გამოიყენა, როგორც რეზიდენცია და 1837 წელს საცხოვრებლადაც აქ გადმოვიდა. მანამდე ამ ფუქნციას წმ.ჯეიმსის სასახლე ითავსებდა.

სასახლის ბაღი

სასახლის ბაღი

7. დღესდღეობით სასახლის მომსახურე პრსონალად 800-ზე მეტი ადამიანი ითვლება. გარდა ძირითადი საქმიანობებისა- როგორიცაა დალაგება, ბაღის მოვლა, წერილებს მიღება და ბევრი სხვა, სხვა უჩვეულო მოსამსახურეებსაც წააწყდებით, მაგალითად: საათის შემკეთებელი, დროშის ამფრიალებელი…

8. ბუკინგემის რეზიდენციამ მისი თეთრი შეფერილობა 1913 წელს მიიღო, მანამდე ის ფრანგული ქვით იყო მოპირკეთებული, რომელიც დაბინძურების გამო ჩამოიშალა და დალპა.

9. სამეფო აივანი-ეს ალბათ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი აივანია, სადაც სამეფო ოჯახი გარეთ შეკრებილ ხალხს ესალმება ოფიციალური ცერემონიების დროს. ტრადიციის საწყისებს ისევ დედოფალ ვიქტორიასკენ მივყავართ,  რომელიც 1851 წელს სწორედ აივანზე შემობიჯებით მიესალმა დამსწრეებს, დიდი გამოფენის გახსნის დღეს.

10. აღმოსავლეთის ფრთა- ამ ნაწილის მიშენებით დასრულდა სასახლის “გაფართოება”.  ის ვიქტორიამ ააშენებინა, რათა მეტი სივრცე ჰქონოდა მის მზარდ ოჯახს. ამ მშენებლობის გამო, მარმარილოს თაღს ადგილის შეცვლა მოუწია და Speaker’s Corner-ად წოდებულ ქუჩასთან ახლოს დადგეს.

11. ვინ წარმოიდგენდა, რომ 1902 წელს, სასახლის ერთერთი ოთახი საოპერაციოდ გადაიქცეოდა.  პერიტონიტით დატანჯული ედვარდ II, სიკვდილის პირას იყო როცა გადაუდებელი ოპერაცია საკუთარ ოთახში ჩაუტარეს და სხვათაშორის წარმატებით- იმავე წლის აგვისტოში მეფედ იქნა კორონირებული ვესტმინსტერის სააბატოში.

12. რეზიდენციას 1514 კარი და 760 ფანჯარა აქვს, მათი სისუფთავის შესანარჩუნებლად კი 6 კვირაში ერთხელ გენერალური დალაგების დღე ცხადდება. : )

აღმოსავლური აპარტამენტები

აღმოსავლური აპარტამენტები

13. 1883 წელს, სამეჯლისო ოთახში პირველი ელექტროობა გაიყვანეს, მომდევნო 5 წლის მანძილზე კი შენობის სხვა ნაწილებიც “ნათდებოდა”. დღესდღეობით 40,000 ზე მეტი ნათურა ანათებს სასახლეს.

14.  რამდენიმე ოთახი მთლიანად ჩინურ სტილშია გადაწყვეტილი, ამის მიზეზი კი პრინცი რეგენტი-ჯორჯ IV გახლავთ, რომელიც აღმოსავლური კულტურით იყო გატაცებული.

15. 40 აკრი მიწა- ეს ტერიტორია მთლიანად სამეფო ბაღს უკავია, რომელიც მოიცავს ვერტმფრენის დასაჯდომ ადგილს, ტბას და ჩოგბურთის მოედანს. აქ შეხვდებით 30ზე მეტი სახეობის ფრინველს და 350 ზე მეტი ჯიშის მცენარეს. ცნობილი ზაფხულის ბაღების წვეულებების გამო აქ ხშირად ჩატარებულა ჩოგბურთის ჩემპიონატები, კლასიკური მუსიკის საღამოები და სპეციალაურად ბავშვებისთვის განკუთვნილი მიღებებიც რომელთა უმეტესობა საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა.

დღეისათვის სულ ეს იყო, მადლობა რომ მეწვიეთ 🙂

გისურვებთ დღის სასიამოვნოდ გატარებას.

Advertisements

8 Responses to “ინგლისური ჩაის საღამო-ბუკინგემის სასახლე.ფაქტები”


  1. 1 მოლი ბლუმი იანვარი 14, 2012, 12:29 PM

    მიყვარს შენი ინგლისური საღამოები 🙂 მშვენიერი ინფორმატიული ნაკრები იყო, ახლა გაგრძელებას ველოდები.

  2. 3 Kejeradze იანვარი 14, 2012, 4:57 PM

    საინტერესო ტური იყო 🙂 დარწმუნებული ვარ, გაგრძელებაც ასეთივე იქნება 🙂

  3. 5 glamtaia იანვარი 16, 2012, 1:53 PM

    tavad bukingamis mkvleloba gamaxsenda . . . funtons rom moakblevina miledim 🙂

  4. 6 ვივიენ იანვარი 17, 2012, 9:55 AM

    გმადლობთ, ბევრი რამე არ ვიცოდი 🙂 მიყვარს ინგლისური ჩაის საღამოები 🙂


  1. 1 ინგლისური ჩაის საღამო- ბრიტანეთის ზოოპარკები « ჭიამაია უკუბმული კომენტარი იანვარი 21, 2012, 12:37 PM ჩანაწერზე
  2. 2 ინგლისური ჩაის საღამო-ბუკინგემის სასახლე.ფაქტები. ნაწილი II « ჭიამაია უკუბმული კომენტარი მარტი 31, 2012, 12:24 PM ჩანაწერზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: