პირადი აბდა-უბდა

ჩემი ბლოგის მკითხველებს მოეხსენებათ რომ აქაურობის ავტორი-შავკოპლებიანი მწერი შეყვარებული გახლავთ. ბლოგის მარჯვენა სვეტში, სულ ბოლოს სტიკერი კი გეუბნებათ რომ ეს ურთიერთობა 2 წელიწადზე მეტს ითვლის.თითქოს ლოგიკური გაგრძელების დრო ახლოვდება- თეთრი კაბა, საყვირები, საქორწინო ფიცი და კიდევ ათასი რამ, რაც ამ დღეს თან სდევს. ისე არ იფიქროთ, თითქოს ქორწილებთან მწყრალად ვიყო, უფრო პირიქით, ძალიანაც პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს და აუცილებლად ასე გავთხოვდები- გაპარვების, მოტაცებებისა და სხვა მარაზმების გარეშე. ერთადერთი რაც ამ რიტუალში მეზიზღება, უსაშველოდ ბევრი სტუმრებია, რომელთა უმრავლესობას პირველად და უკანასკნელად ქორწილში ნახავ… თუმცა ეხლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ.
მიყვარს, თან ძალიან. ამ სიყვარულის გამო ძალიან ბევრი რაღაცის დათმობა მომიწია, მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის ვთვლიდი, ნამდვილ სიყვარულში დათმობების საჭიროება არ დგება-მეთქი. ბევრი ლამაზი დღე და საჩუქარი მახსენდება, რომელთა გაკეთებაც ძირითადად სიურპიზების სახით უყვარს-მაშინ როცა არ ველოდები. თეატრს ვერ იტანს, ჩემ გამო კი უკვე ლამის პრემიერა აღარ გამოტოვოს (მგონი ცოტა ვაჭარბებ, მაგრამ რეალობიდან შორს არ ვარ) … როცა არ უნდა დავურეკო, სადაც არ უნდა იყოს-თუ ვთხოვ აუცილებლად მოვა, ჩემთვის მნიშვნელოვან მომენტებში ყოველთვის ჩემ გვერდითაა, დღეში მილიონჯერ მეუბნება რომ ვუყვარვარ და ვენატრები… ყველაფერი წესრიგშია, ზუსტად ისე როგორც მინდოდა მაგრამ…
გავურბივარ ზემოხსენებულ მოვლენას, მას კი ჩემი დამოკიდებულება არ ესმის. ვერ წარმოუდგენია რატომ არ მინდა ოჯახის შექმნა. მე რასაკვირველია ჩემი მიზეზები აქვს, მათგან პირველი კი სწავლის დამთავრებაა. ძალიან არ მინდა ვიყო სტუდენტი და მქონდეს ოჯახი, ჩემი თავმოუბმელობის ამბავი რომ ვიცი რაღაცას აუცილებლად ისე ვერ გავაკეთებ, როგორც საჭიროა- მე კი არცერთის დათმობა არ მინდა. უნდა დავამთავრო, სულ 1 წელზეა ლაპარაკი..

მეორე მიზეზი, ისევ სწავლას ეხება. პროგრამა სადაც ჩავაბარე, 3 თვიან პრაქტიკებს მოიცავს უცხოეთში, მე კიდევ არც გათხოვილს მინდა იქ წასვლა და არც ორსულს. მხოლოდ ერთი წელი და ეს პრობლემა მოიხსნება.

მესამე, ესაა ნორმალური სამსახური- არ ვწუწუნებ, გადასარევი სამსახური მაქვს, მაგრამ არა ჩემი პროფესიით და თავს ჩემ ნაჭუჭში ვერ ვგრძნობ.. მინდა დავალაგო ამ მხრივ ყველაფერი, არ მინდა ოჯახზე გადავერთო ან სხვა პასუხისმგებლობებმა იჩინოს თავი და მოვეშვა.. 1 წელი ამისთვისაც მეყოფა.

მეოთხე- ჯერ არ მინდა გათხოვება, არ ვარ მზად ოჯახისთვის. მას კი რატომღაც ჰგონია რომ საქმე ჩემ გრძნობებშია, რომ ყველა ეს მიზეზი მხოლოდ ფარია, სინამდვილეში კი ცხოვრების მასთან დაკავშირებას გავურბივარ. ამის გამო ეჭვიანობას უმატა და სულ მუდმივად რაღაცის გადამოწმება ცდილობს…ამ ყველაფერმა კი ძალიან დამღალა. არ ვიცი საბოლოოდ რომელი დავნებდებით, მაგრამ გათხოვება კატეგორიულად არ მინდა! ჯერჯერობით პოზიციაზე მყარად ვდგავარ და ვცდილობ რაც შეიძლება გადავავადო ეს დღე, მაქსიმუმ 1 წლით, მინიმუმ…. არ ვიცი.

21 Responses to “პირადი აბდა-უბდა”


  1. 1 ვივიენ January 12, 2012 at 12:38 pm

    შენი ძალიან კარგად მესმის, მეც ასე ვიყავი, ბოლოს მე დამათმობინა, ძალიან ვნანობ, იმიტომ რომ ბევრი რამე დავკარგე. არ დატმო მაგრამ სიყვარული არ დაკარგო ამის გამო 😦 რამე გამოსავალი ნამდვილად არსებობს, ტუ ჭიამაის სთხოვ გიპოვის 🙂

    • 2 Chiamaria January 12, 2012 at 1:41 pm

      ყველა შემთხვევა მაინც ინდივიდუალურია, ძალიან ცუდი რომ სანანებელი გაგიხდა ეს ნაბიჯი… გამოსავალი აუცილებლად იქნება , იმედია საუკეთესო : )

  2. 3 მოლი ბლუმი January 12, 2012 at 1:36 pm

    სულაც არ არის აბდა-უბდა და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

  3. 5 finiki January 12, 2012 at 3:32 pm

    გამოსავალი ყველაფრის კარგად დაგეგმვა იქნება ალბათ, გემრიელად ფიქრი და პრიორიტეტების გადანაწილება ისე, რომ არც ერთი მხარე დაჩრდილო. მე ამ საკითხში ექსპერტობისგან ძალიან შორს ვარ, აქცენტს ყოველთვის პრაქტიკულ საკითხებზე ვაკეთებ, თუმცა სურვილის შემთხვევაში შეთავსება ალბათ შეიძლება 🙂

    • 6 Chiamaria January 12, 2012 at 3:43 pm

      მაგაზე კარგადაა ნათქვამი, არც მწვადი დაწვა არც შამფურიო. : )
      ბევრია ისეთი რომელიც კარიერას და პირადს ძალიან კარგად უთავსებს, თუმცა დიდი შრომის ხარჯზე. მე მხოლოდ დასაწყისში ვარ და ორივეს ერთად დაწყება ასე მგონია დამაბნევს : ) დაგეგმვა კარგია

  4. 7 ველური ორქიდეა January 12, 2012 at 3:41 pm

    მე შენი პოზიცია მომწონს! ცალ-ცალკე არც ერთი არაა კარგი,, ჯობია გქონდეს კარგი სამსახური (შენივე პროფესით), მოკლედ ისღა უნდა გქონდეს დარჩენილი რომ ოჯახი შექმნა. ორი ერთად ალბათ იდეალური იქნება, კარგი კარიერა და გადასარევი ოჯახი 🙂 ამას არაფერი სჯობს 🙂

    • 8 Chiamaria January 12, 2012 at 3:48 pm

      რა თქმა უნდა, გეთანხმები 🙂
      თუმცა ორივეს რომ წარმატებით გაართვა თავი ძალიან ბევრი უნდა იშრომო

  5. 9 tamara January 12, 2012 at 3:55 pm

    არ ვიცი, შენს მეორე ნახევარს თავად როგორ აქვს აწყობილი სამსახურისა და სწავლის საკითხები, მაგრამ ვვარაუდობ, თავი ქუდში აქვს უკვე 🙂 მე მგონი, მოაგვარებთ მაინც ყველაფერს, ალბათ მოეხსენება, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში იმიტომ არ უთმობდი ამდენ დროსა და ენერგიას განათლებას, რომ მერე დიპლომი თაროზე შემოგედო 🙂
    პირადად მე თვრამეტი-ცხრამეტი წლისა ვამბობდი, ოცდახუთ წლამდე არ გავთხოვდები მეთქი, მაგრამ სიმართლე გითხრა, სურვილის მომატებას საკუთარ თავს ვერ ვამჩნევ … ჯერ… 🙂
    ახალი დიზაინი მომწონს 🙂

    • 10 Chiamaria January 12, 2012 at 4:04 pm

      სწორად მიხვდი თავი ქუდში აქვს და იმიტომაც უმატა ამ თემაზე საუბარს 🙂 მანამდე მშვიდად იყო… თვითონ კი შემიწყობს ხელს ყველაფერში, ამაში არ მეპარება ეჭვი, მე უბრალოდ საკუთარი “ბოდიალა” თავის ამბავი რომ ვიცი, რომელიღაცას მოვაკლებ ყურადღებას და ცოტა ვუფრთხი ამ გადაწყვეტილებას. 🙂 “დიპლომი თაროზე” კიდევ ჩემი პიროვნული თვიკმვლელობის ( და არა ფიზიკური) მიზეზი გახდება ..!

      მადლობა დიზაინის შეფასებისთვის. ძალიან მაინტერესებდა თქვენი აზრი

  6. 11 მოლი ბლუმი January 12, 2012 at 5:27 pm

    დიზაინი მართლა მშვენიერია. ბექიც ძალიან მომეწონა და უსაყვარლესი ჰედერიც 🙂

    თემას რაც შეეხება – ოჯახური ცხოვრება (და საერთოდ, ორი მოსიყვარულე ადამიანის ურთიერთობა) კომპრომისების გარეშე წარმოუდგენელი მგონია. რაღაცას შენ დათმობ, რაღაცას – შენი მეორე ნახევარი, საერთო წერტილამდე მიხვალთ და ორივე კმაყოფილი დარჩებით. სხვაგვარად, უბრალოდ, არ გამოვა.

  7. 12 ♥ Miss.Catalan.. ♥ January 12, 2012 at 7:38 pm

    ვაიმე ჭიამაიკო,არც იფიქრო და პოზიციიდან არ გადადგე ! არაფრით და არასდიდებით !! რა ეჩქარება ოჯახის შექმნა ვერ გავიგე,არ აჩქარდეთ.წყნარად დაილაპარაკეთ,დაწყნარდით და ყველაფერი აწონდაწონეთ,შედეგებზე იფიქრეთ.იმედია გაგიგებს,და ეჭვიანობის დონეს შეამცირებს ❤

  8. 13 ♥ Miss.Catalan.. ♥ January 12, 2012 at 7:44 pm

    პ.ს.დიზაინი მომწონს ^_^

    • 14 Chiamaria January 13, 2012 at 11:34 am

      მადლობა ❤
      არ გადავდგები ! :_ ))))
      ვიცი რომ აუცილებლად საუკეთესო გამოსავალს ვნახავთ ამ საკითხთან მიმართებაში : )

      • 15 ♥ Miss.Catalan.. ♥ January 13, 2012 at 1:02 pm

        ჰო,იმედი მაქვს,კიარადა დარწმუნებული ვარ !! :*** ვიცი რომ საბოლოოდ ისე გადაწყვეტთ რომ ორივეს მოგეწონებათ :*

  9. 16 Ibi January 12, 2012 at 8:22 pm

    ოჯახის შექმნა თუ გგონია, რომ ადრეა, ჯერ უნდა დაიცადო ალბათ.. ზუსტად ჩემნაირი აზრი გქონია ქორწილზე და ამიტომ გაგიგე კარგად ❤ მიდი, მიაწექი და არ დათმო… 1 წელი არც ძალიან პატარა დროა და არც ძალიან დიდი, რომ მოთმენად არ ღირდეს.. წარმატებები ❤
    პ.ს. შენი შესაფერისი დიზაინია ❤

    • 17 Chiamaria January 13, 2012 at 11:35 am

      ძალიან მიხარია თქვენი შეფასებები დიზაინზე

      ჰო 1 წელი არც მე მეჩვენება უსასრულობად, 🙂 და ეს "დილემაც" აუცილებლად გადაწყდება სასიკეთოდ,
      ამის იმედი მაქვს : )

  10. 18 Mallorie January 13, 2012 at 11:16 am

    1. ძალიან ლამაზი დიზაინი დაგიყენებია, ჭიამაიკო. ჰედერით დაწყებული, ბექგრაუნდით დამთავრებული. მშვიდი და დადებითი ფერებია. მომეწონა.
    2. ალბათ ოჯახის შექმნა ერთ–ერთი ყველაზე რთულად გადასადგმელი ნაბიჯია. შენს სწავლა–განათლების მიღებას კიდევ ეშველებოდა რამე, ან დათმობა, ან არ ვიცი. აი, სულ ბოლოს რომ აღნიშნე, არ ვარ მზად იმისთვის, რომ ოჯახი შევქმნაო, ალბათ მანდ უნდა შეწყდეს ეს თემა. ვფიქრობ, როდესაც იაზრებ, ხვდები, რომ არ ხარ მზად შენ და შენმა საყვარელმა ადამიანმა ურთიერთობა ასე დააგვირგვინოთ, არ ღირს მაშინ ამ ნაბიჯის გადადმა. თუ სწორად მივხვდი, მომავალ წელს ამთავრებ უნივერსიტეტს. ანუ იქითა წლიდან სავარაუდოდ შეგეძლება შენი პროფესიით მუშაობა, ასე არ არის? ზოგადად, გამიგია, რომ ოჯახისა და სამსახურის ერთმანეთისთვის შეთავსება ძალიან უჭირთ ხოლმე. ალბათ ყველაზე სწორი იქნება, შენ და შენმა გულისსწორმა დაილაპარაკოთ ამ თემაზე, აუხსნა ყველაფერი.. თუმცა ჩემი თქმა რად გჭირდება, შენ იმდენად ჭკვიანი გოგონა ხარ, რომ ჩემ უთქმელადაც გეცოდინებოდა ეს ყველაფერი, თანაც ძალიან კარგად.
    გისურვებ წარმატებებს! დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ მიიღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შემდეგ სანანებელი არ გექნება. = )

    • 19 Chiamaria January 13, 2012 at 11:39 am

      მაციკო!!!!
      დიდი მადლობა ჯერ იმისთვის რომ არ დაიზარე, წაიკითხე და ამხელა კომენტარიც მოაყოლე. ურთიერთობის ასე დაგვირგვინება ძალიან მინდა, თუმცა ეს ჯერ ადრეა. ბაკალავრი უკვე ვარ, ჩემი პროფესიით მუშაობა ეხლაც შემიძლია, უბრალოდ პოვნა უნდა და კიდევ ბევრი შრომა. : ) აქ მაგისტრატურის დასრულებაზეა საუბარი, რომელიც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპია და ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლო.
      დიდი მადლობა, მეც წარმატებებს გისურვებ ყველაფერში . ყოველთვის მიხარია შენი სტუმრობა ჩემთან : *

  11. 20 Jessie January 18, 2012 at 12:05 pm

    ოხ ეს კაცები.. რა სულ ეჩქარებათ ყველაფერი.. ნამდვილად თუ უყვარხარ გაგიგებს და აუცილებლად “მოითმენს” კიდევ ერთი წელი :*
    წარმატებები :* კარგად ფიქრობ შენ და სრულიად საფუძვლიანი მიზეზები გაქვს რომ გადაავადო გათხოვება 🙂 მართალი ხარ 🙂 :*


  1. 1 Dancing in the Rain « ჭიამაია Trackback on May 13, 2012 at 2:13 pm

Leave a reply to Chiamaria Cancel reply




დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 219 other subscribers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

10 წიგნი
მოლი, აპოკალიფსი და სანტა-კლაუსი
ინგლისური ჩაის საღამო- ტიტანიკი
ინგლისური ჩაის საღამო- ჩაი (ნაწილი IV)
ინგლისური ჩაის საღამო- ინგლისური იუმორი
მე-ჯეინი
შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ!
დაბადება
წერილი შენთვის
ინგლისური ჩაის საღამო- სტოუნჰენჯი (ნაწილი I)