2012 წლის პროგრამა მინიმუმი

2011 წლის შეჯამება ნამდვილად არ დამიწერია და არც დავწერ. (რა კატეგორიული ვარ : ) )

სამაგიეროდ ძალიან მინდა 2012 წლისთვის გეგმები დავისახო, 2013-ში კი გადავამოწმო რამდენად ნაყოფიერად განნვლე ეს დრო.

ეხლა 2 ადგილას ვმუშაობ. ერთი სტაჟირებაა, მეორე ანაზღაურებადი სამსახური. სტაჟირებიდან წამოსვლა მინდა. ვხვდები რომ ჩემი თავი სრულად ამოვწურე და უპერსპექტივო ადგილას დროის ხარჯვა აღარ შემიძლია. შესაბამისად:

1. ახალი სტაჟირების ან პროფესიის შესაბამისი სამსახურის პოვნა, სადაც წინსვლის პერსპექტივა მაინც მექნება და “უფასო მუშად” აღარ ვიგრძნობ თავს.

2. ჩავაბარო ადვოკატის გამოცდები, ამ უკანასკნელის გარეშე თავს არასრულფასოვან იურისტად აღვიქვამ…

ონლაინ-შოპინგის პლატონური მტორფიალე ვარ, რადგანაც ჯერ ვერ გამიბედავს რამე გამოვიწერო. ყოველდღიურად შესაბამისი საიტების ძებნას,მაცდურად გამომზეურებული გასაყიდი ნივთების ცქერას და მათი ხელში ჩაგდების სურვილით “დაგვას” ბოლო უნდა მოეღოს, ამიტომ:

3. ვაკეთებ ცალკე ბარათს შოპინგისთვის, ვრეგისტრირდები usa2georgia-ზე და გამოვიწერ რამეს!

რამდენიმე თვეა ამაზონზე მარტო ერთი მიზნით შევდივარ- ვნახო kindle touch, ათასჯერ გადავხედო მის მონაცემებს, რევიუებს, ტექნიკურ მახასიათებლებს..

4. გამოვიწერო kindle touch.

5. ვისწავლო გერმანული. უკვე დავიწყე სიარული, ჯერ-ჯერობით ცოტა მიჭირს, მაგრამ მთლად წყალწაღებულიც არ უნდა ვიყო.

6. არ გავთხოვდე! (ამაზე პოსტი უნდა დავწერო)

7. მივხედო ბლოგს. ან მეტი ვწერო, ან საბოლოო განაჩენი გამოვუტანო ლიკვიდაციის სახით… ამაზეც დავწერ მერე.

8. მეტი ვიკითხო. მიუხედავად იმისა რომ სრულად ვაცნობიერებ საკუთარ რეჟიმს, იმასაც რომ არცერთი დღე არ მაქვს დასვენება…

9. მეტი ყურადღება დავუთმო გარშემომყოფებს, თორემ სოციალური დეგრადაცია მემუქრება.

10. დავიწყო ვარჯიში დილაობით.

ამ ეტაპზე სულ ესაა რაც მინდა ამ წელს… ყველაზე მნიშვნელოვანი ორი გეგმა სიის სათავეში მოვაქციე და თუ გავითვალისწინებ რომ უშრომელად არაფერი მოვა, წლის დასაწყისი საკმაოდ დატვირთული მექნება..

Advertisements

20 Responses to “2012 წლის პროგრამა მინიმუმი”


  1. 1 მოლი ბლუმი იანვარი 9, 2012, 10:40 AM

    ადვოკატის გამოცდები რატომ, მოსამართლის ან პროკურატურის საკვალიფიკაციო არ გირჩევნია?

    მეექვსე პუნტქმა, უფრო სწორად, მეექვსე პუნქტის კატეგორიულობამ გამაღიმა 🙂

    ვპ ლაიკები მოაშორე ბლოგს? თუ მე ვერ ვნახულობ?

    • 2 Chiamaria იანვარი 9, 2012, 10:56 AM

      ჯერჯერობით სისხლის სამართალს შეძლებისდაგვარად გავურბივარ და სამოქალაქოს და ადმინისტრაციულს ვაწვალებ : ))) ამიტომ ჯერ ადვოკატის მინდა და მერე უკვე სასამრთლოში ვხედავ ჩემ თავს, ჯერ თანაშემწედ…. ბევრი გეგმა მაქვს და სრული ქაოსი 🙂
      უი ეგ ეხლა შევნიშნე, მე ფბ ლაიქების მოშორება მინდოდა და რაღაცა ავურიე მემგონი 🙂 გავასწორებ.

      გავასწორე უკვე 🙂

  2. 3 finiki იანვარი 9, 2012, 11:13 AM

    მეორე და მეხუთე პუნქტები ისეთი ახლობელი იყო ❤ :))

  3. 5 unaamarga იანვარი 9, 2012, 12:28 PM

    წარმატებებს გისურვებ! ონლაი შოპინგს რაც შეეხება, მეც ძალიან დიდი ხანი ვიყავი ეგეთი პლატონური მოტრფიალე და კიდევ დიდ ხანს ვიქნებოდი იძულებული, რომ არ გავმხდარიყავი ლეპ-ტოპის ბატარია გამომეწერა! საქართველოში არ შემოგვაქვსო! ჰოდა, მერე, ერთხელ რომ გავტეხე ნავსი, ახლა აწყვეტილი ონლაინშოპაჰოლიკი ვარ! ასე რომ, ფრთხილად იყავი, ჩემსავით არ დაგემართოს! 🙂

  4. 7 Kejeradze იანვარი 9, 2012, 2:23 PM

    წარმატებები 🙂 ვნახოთ, რამდენად ეფექტურია წლის გეგმების დასახვა :)))

  5. 9 მარი ! იანვარი 9, 2012, 7:20 PM

    წარმატებები ❤ იმედია წლის ბოლოს კმაყოფილი იქნები 🙂

  6. 13 faifuris angelozi იანვარი 10, 2012, 1:37 AM

    არავითარი უსა2ჯორჯია სხვა გადამზიდი აირჩიე,ორმაგად ძვირს ახდევინებენ. მშვენიერი ლისთია,ვარჯიში ყველაზე კარგი რამეა აქ და ისე გერმანული რატომ? ვერ ვიტან მაგ ენას არადა ოდესღაც სიგიჟემდე მინდოდა მცოდნოდა.

  7. 15 glamtaia იანვარი 10, 2012, 11:25 PM

    მეათე პუნქტი ჩემი ტკივილია. ვცადეთ მე და ჩემმა მეგობარმა ერთხელ და მერე სამი დღე წელი გვტკიოდა და გვეძინა 🙂

  8. 17 ანონიმური იანვარი 11, 2012, 11:27 PM

    6. არ გავთხოვდე! (ამაზე პოსტი უნდა დავწერო)

    rodis dawer, mainteresebs.

  9. 18 Mallorie იანვარი 13, 2012, 11:02 AM

    ჭიამაიკო, გისურვებ 2013 წელს, 2012 წლის შემაჯამებელ პოსტს რომ დაწერ, აბსოლუტურად ყველა პუნქზე “პწიჩკა” გქონდეს დასმული.
    საინტერესო გეგმები გაქვს ძალიან. წარმატებები. = )


  1. 1 Summary « Jane's Universe უკუბმული კომენტარი იანვარი 9, 2013, 11:14 AM ჩანაწერზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: