დაბადება

კუნთები მტკიოდა სიარულით. ესაა, ახლა მივხვდი რას ნიშნავს მთელი დღე ოფისში გამოკეტვა. სუფთა ჰაერი და ფეხით სიარული- 2 რამ, რაც ასე მიყვარდა რამდენიმე თვეა დავივიწყე, იმ დღეს კი ნახევარსაათიანმა გავლამ მომწყვიტა.

საათს შევხედე-00:30-ს უჩვენებდა, დავწექი თუ არა მაშინვე ვიგრძენი რომ ღრმა ძილი გარანტირებული მქონდა.

00:35- ნორა ჯონსის სიმღერა  მესმის, come away with me…ძალიან კი მიყვარს, მაგრამ .. ჯანდაბა ტელეფონი.

– მარიამი წავიყვანეთ, საავადმყოფოში ვართ. შენ გკითხულობს.

ამ სიტყვებმა წამში გამომაფხიზლა, მარიამს დავპირდი რომ სამშობიარო ბლოკში შევყვებოდი და ისიც გამახსენდა, იმ
საღამოს რომ ამბობდა- მუცელი მეჭიმება და ცოტა მტკივაო. მაშინვე ვუთხარი, აუცილებლად ამაღამ დაგეწყება მეთქი. 5 წუთზე ნაკლები დამჭირდა გასასვლელ კართან რომ აღმოვჩენილიყავი, თამამად შემიძლია პირადი რეკორდების წიგნში საპატიო ადგილი მივუჩინო ამ მოვლენას. კიდევ 5 წუთი ტაქსის გამოჩენას დაჭირდა და 2ჯერ მეტი ლუბლიანაზე, საავადმყოფოს წინ ასვეტებას.

01:00 თეთრი ხალათი და ჩაჩი მაცვია. მარიამი თვალებმინავლული წევს და ჩემ დანახვაზე სახე უბრწყინდება, თუმცა მალევე ამ ემოციას ტკვილი ანაცვლებს და სუსტი კივილით მუცელზე იჭერს ხელს. ახლოს დავუჯექი, მისი ხელი ხელში ავიღე და ვთხოვე ყველანაირი ტკვილი ხელის მოჭერით ჩემზე გადმოიტანოს. ვიცი, რომ ასე უფრო შეუმსუბუქდება.

01:30 ტკივილები ხშირდება და სიმძლიერეც მატულობს, ექთანი შემოდის და სინჯავს. ეუბნება რომ რაც შეიძლება ღრმად ისუნთქოს.

02:00 ახლა უკვე 10 წუთში ერთხელ სტიკვა, უფრო ძლიერად. ზოგჯერ სუნთქვა ავიწყდება და კივილზე გადადის. ვთხოვ რომ მეტად მოინდომოს და მხოლოდ ისუნთქოს.

04:00 ტკივილები თითქმის 2 წუთში ერთხელ აქვს, ცდილობს სწორად ისუნთქოს,  მაგრამ კივილისგან თავს ძლივს იკავებს.

05:00 გახშირებული და გაძლიერებული ტკივილების გამო, გგვგონია რომ ყველაფერი მალე დასრულდება. მარიამსაც იგივე სიტყვებით ვამშვიდებ. უფრო მეტად სტიკვა.

06:00 ექთანი გუგლრილად შემოდის, ჩვენ გვაღიზიანებს მისი ინდიფერენტულობა, თუმცა იმასაც ვხვდებით, რომ მისთვის, ეს სიტუაცია ყოველღამე რამდენჯერმე მეორდება და საოცრად ნაცნობია. მარიამს ისევ სინჯავს, ამბობს რომ თითქმის ბოლოსკენ ვართ, მაგრამ ჯერ მაინც უნდა დაველოდოთ რადგან ყელი ჯერ სრულადა არაა მზად. ისევ მოგვეცა იმედი რომ ჯოჯოხეთური ტკივილები მალე დასრულდებოდა, მაგრამ ამაოდ.

07:00 მარიამი ვეღარ უძლებს, კივილზე გადადის, ტკივილისგან ქმედებებს ვეღარ აკონტროლებს. ვცდილობ ჩემზე გადმოიტანოს ყურადღება. მკბენს, მკაწრავს, თმას მწიწკნის…ვეუბნები რომ სულ ცოტა დარჩა და ღრმად ისუნთქოს.

08:00 ლანძღავს ყველას, ყურადღებას ითხოვს. უნდა მალე დასრულდეს ყველაფერი. რეკავს დედამისთან, ქმართან. საკეისროს, გაუტკივარებას და საერთოდ ყველაფერს ერთად ითხოვს.

08:40 ტკივილები თითქმის აღარ წყდება. სუნთქვას ვეღარ ახერხებს, უკვე ჭინთვები აქვს. თეთრი ხალათი შემომახია და ჩაჩიც ზედ მიაყოლა.

08:45 შემოდის ექიმი. ამშვიდებს და ეუბნება რომ თუ ყველაფერს ზუსტად ისე გააკეთებს, როგორც ეტყვის ყველაფერი 3 წუთში დასრულდება.

08:50- პატარა ლიზა ტირის.

ძნელია იმის აღწერა, თუ  რამდენად ემოციური მომენტია ბავშვის დაბადება და მისი პირველი ტირილი. 8 საათიანი ჯოჯოხეთური ტკვილის ატანა მხოლოდ ერთ შემთხვევაშია გამართლებული- როცა შენი შვილი იბადება.  მთელი სხეული მიკანკალებდა, პირველი ფოტოც ძლივს გადავუღე. დერეფანი ლამის ბარბაცით გამოვიარე და “გულშემატკივრებს” ჯანმრთელი ბავშვის დაბადება ვახარე.

ლიზა ჩემი პირველი ნათლულია.

Advertisements

29 Responses to “დაბადება”


  1. 1 glamtaia იანვარი 5, 2012, 2:30 PM

    გოგოა, გოგო :))
    გილოცავ , ჭიამაია, 🙂

  2. 3 მოლი ბლუმი იანვარი 5, 2012, 2:31 PM

    შენ გაძლება და რკინის გული გქონია, ჭიამაია…

    გილოცავთ კიდევ ერთხელ 🙂

  3. 5 katerina იანვარი 5, 2012, 2:44 PM

    ბევრისგან გამიგია, რომ ბავშვის გაჩენა იმდენად სასიხარულოა, რომ გავიწყებს იმ ტანჯვას,რაც გამოიარე. მე პირადად ვერაფერიც ვერ დამავიწყა :). ორივე შემთხვევა მწარედ მახსოვს და არაფრით არ მესმის იმათი, ბევრი შვილი რომ უნდათ. შენ ნამდვილი მეგობარი ხარ, რომ ასე შეუმსუბუქე სატანჯველი ახლობელ ადამიანს. გილოცავთ

    • 6 Chiamaria იანვარი 5, 2012, 2:54 PM

      არც ჩემ დაქალს დავიწყებია რამე, დღემდე შოკშია მემგონი :)))))
      დიდი მადლობა კატერინა, ძალიან მსიამოვნებს ეგ სიტყვები. ექთნებმაც მითხრეს რამდენჯერმე და მემგონი უფრო მეტი ძალა მომეცა იმ ღამით..
      სხვათაშორის, მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, მაინც ბევრი შვილი მინდა. ვნახოთ მერე როგორ ვილაპარაკებ 🙂

  4. 7 finiki იანვარი 5, 2012, 2:46 PM

    დამბურძგლა ამის კითხვისას, 2 თვის წინ დაიბადა ჩემი ნათლულიც და რომ ეთხოვა შემომყევიო ვერ გავბედავდი ალბათ. ძალიან კი უწვალია.
    გილოცავ 🙂

    • 8 Chiamaria იანვარი 5, 2012, 3:00 PM

      მე კიდევ რომ მთხოვა სიხარულით დავთანხმდი და მზადებაში ვიყავი : )
      კი მართლა ძალიან იწვალა, მაგრამ ეხლა პატარა ანგელოზი გვყავს.

  5. 11 »♥» ana «♥« იანვარი 5, 2012, 3:26 PM

    ვაიმე,ალბათ რა მაგარია როცა საკუთარი თვალით მოესწრები ამას..
    🙂 არ ვიცი,ძალიან მაგარი.
    ჯანმრთელი და ჭკვიანი გოგონა გაზრდილიყოს,მომილოცავს ნათლულის დაბადება. 🙂

  6. 13 ჯი-ნია-ნი იანვარი 5, 2012, 3:33 PM

    ვაიმე,კითხვის დროს მეც ამტკივდა მუცელი :))
    რა საინტერესო სანახავი იქნებოდა ისე,მაგრამ მე ვერ ავიტანდი..ყოჩაღ შენ გაძლებას

    • 14 Chiamaria იანვარი 5, 2012, 3:49 PM

      პროცესი კია საინტერესო, მაგრამ გარედან მაყურებლისთვის და თანაც ყველაზე გულცივი მაყურებლისთვის. როცა უყურებ როგორ იტანჯება ტკივილისგან შენი მეგობარი, ძნელია ინტერესებზე იფიქრო…მშობიარესთვის ამაზე დიდი ჯოჯოხეთი ალბათ წარმოუდგენელია… მაგრამ მაინც ბევრი შვილი მინდა : )))))

  7. 15 ♥ Miss.Catalan.. ♥ იანვარი 5, 2012, 7:29 PM

    ვაიმე რა მაგარიაა…

  8. 16 Kejeradze იანვარი 5, 2012, 7:46 PM

    გილოცავთ – ოჯახს, გულშემატკივრებს და ა.შ. 🙂
    ამ პოსტის შემდეგ უფრო დავაფასე აწ უკვე ჩემი ნათლულის დედა 😀 შეყოლა რომ ეთხოვა, უარსაც ვერ ვეტყოდი და ექიმების ყურადღებასაც მივიპყრობდი დიდი ხნით 😀

    • 17 Chiamaria იანვარი 5, 2012, 8:44 PM

      ნამდვილად დასაფასებელია ყველა ქალი და პირველ რიგში ამისთვის, სხვა რაღაცეებს აღარ ჩამოვთვლი : )
      მადლობა მოლოცვისთვის. 🙂
      ♥ Miss.Catalan.. ♥
      tsotne

  9. 19 timetobeyourself იანვარი 6, 2012, 1:30 AM

    giloocaav!!!! gmertma didi gogo gazardos…

    chemi blogia.. xom ar mestumrebodi? https://www.xinvisiblex.wordpress.com

  10. 21 მარი ! იანვარი 6, 2012, 11:19 PM

    გილოცაააავ :*
    რა კარგია :*
    საზიზღრად მეშინია ამ ამბების 😦 რა მეშველება არ ვიცი 🙂

    • 22 Chiamaria იანვარი 10, 2012, 10:09 AM

      სანრევიულო არაფერია. ტკვილი რომ საშინელია, ამაში არაფერია ახალი. მთავარია შეეცადო და ყველაფერი ისე გააკეთო როგორც გეუბნებიან. შვილი ამად ღირს : )

  11. 23 faifuris angelozi იანვარი 10, 2012, 1:39 AM

    დაქალი მყავს შეპირებული შენ პოზიციაზე არადა ნეტა შეიძლებოდეს ჩემი არდასწრება)))

    • 24 Chiamaria იანვარი 10, 2012, 10:08 AM

      საშიში არაფერია, მე რომ შევდიოდი ზუსტად ვიცოდი რაც არ უნდა მენახა ჩემ განწყობაზე არ იმოქმედებდა და სამომავლოდ არ დამაშინებდა. ასეც მოხდა :)უფრო დავმშვიდდი კიდეც : )

  12. 25 ვივიენ იანვარი 11, 2012, 11:36 AM

    გილოცავ ჭიამაია, ძლიერი გოგო ხარ.

  13. 27 Ibi იანვარი 12, 2012, 8:28 PM

    ბოლო რა კარგი იყო ❤ პატარა ლიზი ტირის ❤


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: