ინგლისური ჩაის საღამო-Happy New Year

დღეს, ჩემ ბლოგზე 2011 წლის ბოლო პოსტი იწერება.

დღეს, ჩემ ბლოგზე ინგლისური ახალი წელი დგება.

დღეს შუაღამისას ჯადოსნური ღამეა.

დღეს ჩემი მკითხველები ინგლისში მიმყავს, ინგლისური ახალი წლის შესახვედრად.

პოსტის წაკითხვამდე აი ამ ძველი შოტლანდიური სიმღერის ჩართვა მოგიწევთ, რადგან ინგლისლები ყოველ ახალ წელს, სწორედ ამ სიმღერით ეგებებიან ხელჩაკიდებულნი.

დავიწყოთ იქიდან, რომ 1 იანვარი ახალი წლის თარიღად ინგლისითვის მხოლოდ 1752 წლის მერე იქცა, მანამდე 25 დეკემბერს ზეიმობდნენ ამ დღეს. ძირითადი ტრადიციები, არც ისე განსხვავდება იმისგან რაც მთელ მსოფლიოში ხდება- საახალწლოდ დიდი ოჯახური შეკრება, ფეიერვერკი, სასმელი, საჩუქრები, ბევრი სითბო და კეთილი სურვილები, რაც მთავარია ოცნებები, რომელთა ასრულების პერსპექტივა ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს თუ ჩავიფიქრებთ, ორმაგდება. – ასეთია საზოგადო რწმენა. ამის მიუხედავად, მაინც შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე:

მანამ სანამ შუაღამის 12-ზე ეკელსიის ზარი დარეკავს, მანამ სანამ ბიგ-ბენიც აგუგუნდება, მანამ სანამ ფეიერვერკებითა და შეძახილებით შეეგებებიან ახალ წელს, ბრიტანელები სახლის უკანა კარებს აღებენ- ასე ძველ წელს ემშვიდობებიან, ახალს კი იღებენ.

ქართული მეკვლეობა ხომ იცით? “First Footing”- ის ტრადიცია ინგლისლებისთვისაც საკმაოდ ნაცნობია. თუკი ბრიტანელის ოჯახში გადაწყვეტთ მეკვლეობას, მხოლოდ კარგი ფეხი არ გიშველით, აუცილებელი კრიტერიუმია იყოთ მაღალი, სიმპათიური, შავგრვემანი მამაკაცი, თან მარილს (ფულის სიმბოლო), პურს (ბარაქის სიმბოლო) ან მატყლს (სითბოს სიმბოლო) თუ წაიყოლებთ, ჩათვალეთ რომ სასურველი მეკვლე ხართ- ბრიტანელსაც გაახარებთ და გვარიანადაც გაგიმასპინძლდებიან.  ამ შემთხვევაში ქერებსა და წითურებს ნაკელბად გაუმართლათ-“they just are not welcome”.

1 იანვარი ბავშვებისთვის ნამდვილ საჩუქრების წვიმასთან ასოცირდება, თუმცა მათი მოპოვებისთვის თავის შეწუხება თავად მოუწევთ. ბრიტანელი ბავშვები დილით ადრე დგებიან რათა სამეზობლო სახლები სიმღერ-სიმღერით შემოიარონ, ასე ბევრ ტკბილეულს და სიუპრიზს დაიმსახურებენ მასპინძლისგან.

Radnorshire-სა და Herefordshire-ში ფერფმერებს მოსავლიანობის გაზრდისთვის, ასეთი ტრადიციაც აქვთ: დილით ადრე საკუთარ ფერმებს მიაშურებენ და იქ  სპეციალური ჯიშის ბუჩქს ცეცხლს წაუკიდებენ. ზოგჯერ, სამზარულოშიც შეხვდებით ნამწვავ ტოტს, რომელსაც წლიდან წალმდე ინახავენ. ანდა ასე: სპეციალურად გამომცხვარ ღვეზელს ძროხის რქებზე დებენ, მის ირგვლივ კი მანამ მღერიან და ცეკვავენ სანამ ღვეზელი არ ჩამოვარდება. ძროხის წინ დაცემული ნამცხვარი მომავალ იღბლიან წელს უქადის მეპატრონეს, მის გვერდით ან უკან- საპირისპიროს.
გასათხოვარ ინგლისელ გოგონებსაც აქვთ საკუთარი ტრადიცია- ახალი წლის ღამეს, მაშინ როცა საათი 12-ს ჩამოკრავს, კვერცხის ცილა წყალში უნდა ჩააგდო. მათ სჯერათ რომ მან შესაძლოა იმ ასობგერის ფორმა მიიღოს, რა ასოზეც იწყება მათი საბედოს სახელი.

სულ ესაა. ყველას ბედნეირ ახალ წელს გისურვებთ. გახსოვდეთ რომ დღეს ჯადოსნური ღამეა- თქვენც შესაბამისი სურვილები ჩაუთქვით.

შევხვდებით 1 წლის შემდეგ. : )

Advertisements

19 Responses to “ინგლისური ჩაის საღამო-Happy New Year”


  1. 1 მოლი ბლუმი დეკემბერი 31, 2011, 1:39 PM

    თან რა კარგად დაემთხვა შენი ინგლისური შაბათი და წლის ბოლო დღე 🙂

    საინტერესო და ინფორმატიული პოსტი იყო. ეზ ოლვეიზ.

    წინასწარ გილოცავ დამდეგს 🙂 მრავალ ბედნიერ ახალ წელს დაესწარი.

    • 2 Chiamaria დეკემბერი 31, 2011, 4:43 PM

      ჰო კარგად დაემთხვა, თან მიმახვედრა რომ ამ დღეს ზარმაცობა არ ღირს 🙂
      დიდი მადლობა მოლი, შენც ასევე გილოცავ დამდეგს და საუკეთესო წელს გისურვებ, ბევრი სიურპრიზითა და წარმატებით ❤

  2. 3 Kejeradze დეკემბერი 31, 2011, 2:00 PM

    რაღაც კვერცხის ამბის არ მჯერა 😀 მაგრამ მაინც საინტერესო ტრადიციები ჰქონიათ ინგლისელებს 🙂
    გილოცავ ახალ წელს 🙂

    • 4 Chiamaria დეკემბერი 31, 2011, 4:44 PM

      იმიტომაცაა ცრურწმენა 🙂
      თორემ სუბსარქისის ქარებიც ხომ არსებობს, საბედოს წარმატებული ძიებისთვის :)))))
      მეც გილოცავ!

  3. 5 finiki დეკემბერი 31, 2011, 2:43 PM

    ძალიან საინტერესო და სახალისო იყო ^ ^
    წინასწარ გილოცავ დამდეგს, სასიამოვნო სიახლეების, წარმატების და ბედნიერების წელი ყოფილიყოს 🙂

  4. 7 »♥» ana «♥« დეკემბერი 31, 2011, 2:57 PM

    აი ძალიან საინტერესო პოსტი. 🙂 აუ ბიგ-ბენი აგუგუნდებაო და გამაჟრიალა. 🙂 როგორ მინდა ერთ ასეთ ჯადოსნურ ღამეს მისი გუგუნი გავიგო.. ❤
    ტრადიციები კარგი რამეა და ყველას თავისებური ხიბლი აქვს.განსაკუთრებით კვერცხის გულზე და საბედოზე ვიხალისე. 🙂
    ბედნიერ წელიწადს გისურვებ ჭიამაია,გილოცავ! ❤
    პ.ს.მომწონს მე შოტლანდიური მუსიკა. 🙂

    • 8 Chiamaria დეკემბერი 31, 2011, 4:47 PM

      დიდი მადლობა ანა! მეც გილოცავ და ყოველივე საუკეთესოს გისურვებ 2012-ში.
      რაც შეეხება მუსიკას, არც ისე მხიარული ტონალობის მიუხედავად (მოგეხსენება შოტლანდიელების რიტმული მუსიკა) მეც მომწონს ❤

  5. 9 tsotnee დეკემბერი 31, 2011, 10:44 PM

    საინტერესო იყო. გილოცავ დამდეგს, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ! 🙂

  6. 11 ♥ Miss.Catalan.. ♥ იანვარი 1, 2012, 5:29 PM

    როგორც ყოველთვის,საინტერესო იყო

  7. 12 ♥ Miss.Catalan.. ♥ იანვარი 1, 2012, 5:30 PM

    უი,გილოცავ :***

  8. 14 glamtaia იანვარი 3, 2012, 6:14 PM

    გილოცავ , ჭიამაია, ისე რა ლამაზი ყოფილა ინგლისური ახალი წელი 🙂

  9. 16 ჯი-ნია-ნი იანვარი 4, 2012, 1:21 AM

    ჭია,ჭიამაია,გილოცავ ახალ წელს,მრავალს დაესწარი..
    ულამაზესი პოსტია,ულამაზესი ახალიწლითურთ:) :*

  10. 18 tamara იანვარი 4, 2012, 1:24 AM

    ახალ წელს გილოცავ და წელს მეტი წერე 🙂


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: