And, I am happy

მთელი კვირაა ჩემი ფბ პროფილის გვერდზე upcoming anniversary -ს მიჩვენებს წითლად. რამდენჯერაც შევხედავ, იმდენჯერ მეცინება, გეგონება არ მახსოვდეს და ცუკერბერგის ქმნილების შეხსენება რამეში მჭირდებოდეს. როცა
anniversary -ს ფრაზამ მამცნო რომ დღეს სწორედ ის დღეა, სიცილის სურვილი აღარ გამჩენია. მრგვალი თვალის გუგები უცებ მექცა გულებად,მეც ავდექი და მისი კედელი სასიყვარულო პოსტებით გადავავსე ურცხვად. იმანაც მისთვის ჩვეული გულახდილობით მიპასუხა ყველაფერზე, ამ უკანასკნელს კი ძირითადად მხოლოდ ჩემთან იჩენს. გრძნობების დემონსტრირება ხალხის წინაშე არ უყვარს, მითუმეტეს როცა იცის რომ მის თითოეულ სიტყვას რამდენიმე ასეული მისი “მეგობარი” ადევნებს თვალს. გამიხარდა რომ ამ შემთხვევისთვის ეგ “დაიკიდა”.

2 წელი… არც ბევრია არც ცოტა. ერთი ვიცი მხოლოდ, რომ ჩვენთვის უზომოდ სწრაფად გავიდა.

ჩაკეტილი ურთიერთობა არასდროს გვქონია. პირველივე თვეებში საოცრად გულახდილები ვიყავით ორივე, თვითონაც მიკვირდა რატომ ვსაუბრობდით ამდენს და ასეთ თემებზე 2 უცხო ადამიანი. ჯერ ჩვენი ურთიერთობისთვის სტატუსიც კი არ გქვონდა მინიჭებული და არც ერთმა არ ვიცოდით რა გვინდოდა ერთმანეთისგან.

ერთ დღეს გავიღვიძეთ და უბრალოდ ერთმანეთით დავიწყეთ ცხოვრება. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მანამდე არც ვარსებობდი, მართლა ასეა. ძლივს ვიხსენებ რას ვაკეთებდი ყოველდღიურად, რა მაინტერესებდა, რას ვკითხულობდი, სად დავდიოდი.  თითქოს ახალი მეხსიერება ჩამომიყალბდა, რომელიც ბოლო 2 წლითაა სავსე და უფრო ძველები სადღაც ძალიან ღრმად გადაიმალა, იმდენად ღრმად რომ ამოქექვა, სურვილის მიუხედავად ძალიან მიჭირს.

რაღაცის წლისთავი.. ყოველთვის კარგია. გაიძულებს დაფიქრდე, შეაჯამო, რაღაცა  გადააფასო. დღეს დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ მისით, სიყვარულით, არსებული რეალობით. ჩემი აწმყო მიყვარს. დღეს შემიძლია ვთქვა რომ შეყვარებული ვარ. ასე ვიყავი 2 და 1 წლის წინაც, მაგრამ დღევანდელი სიყვარული სულ სხვაა. მე უფრო მეტად მიყვარს ვიდრე ოდესმე, ვიდრე გუშინ, ვიდრე წუთის წინ.

სიყვარული ცოცხალი ორგანიზმია. ის ტრანსფორმირდება და იზრდება. ჩემი სიყვარული 2 წლის წინ დიდი ვარდისფერი ბუშტი იყო, ჰაერში ფარფატებდა, მეც ამიტაცებდა ხოლმე და უნდოდა მთელი სამყარო მოეცვა. მერე დაპატარავდა, ნელ-ნელა მიწაზე დაეშვა, სამაგიეროდ შიგნით არსებული სიცარიელე ლამაზი დღეებით, წუთებით და წამებით გაივსო. ეს ჩვენი სიყვარულის ისტორიებია, ყოველდღე ახალ-ახალი.  მოცულობაც თანდათან უფრო იზრდება, უფრო მყარად. ჩემი სიყვარული შენთან ძგერს, შენი სიყვარულის ძგერას მკერდში, მარცხნივ ვგრძნობ.

Advertisements

13 Responses to “And, I am happy”


  1. 1 მოლი ბლუმი დეკემბერი 24, 2011, 2:22 PM

    კომენტარის დაწერა მინდოდა და ვერაფერი მოვიფიქრე. ერთს გეტყვი, ზუსტად მესმის შენი განწყობის და ზუსტად ვხვდები, რას გრძნობ ახლა. და ისიც ვიცი, რომ ამქვეყნად ამას არაფერი სჯობის და არაფერი შეედრება. აი, ეს არის ნამდვილი ბედნიერება და სხვა დანარჩენი, დიდი თუ მცირე პრობლემა და სურვილი, აუცილებლად მოგვარდება და ასრულდება, როცა ასე გიყვარს და ასე უყვარხარ,

    ყოჩაღ თქვენ 🙂

    • 2 Chiamaria დეკემბერი 25, 2011, 10:03 AM

      კი ყველაფერი მოგვარებადია, მითუმეტეს რომ არ შეიძლება ორი ადამიანი იდენტური იყოს ყველაფერში ან 100% ემთხვეოდეს მათი აზრები. მთავარი სიყვარულია, რომელიც ყველა სიტუაციიდან გამოსვლაში გვეხმარება ❤

  2. 3 »♥» ana «♥« დეკემბერი 24, 2011, 2:35 PM

    რა კარგიააა! 🙂
    რა აკრგია,როცა ადამიანი ასეთი ბედნიერიაა.

  3. 5 ♥ Miss.Catalan.. ♥ დეკემბერი 24, 2011, 6:38 PM

    ყველაზე კარგია.. :((

  4. 7 nancygaladriel დეკემბერი 25, 2011, 12:28 PM

    ძალიან მინდა ეგ ბუშტი ბევრი ბევრი ეგეთი დღით გაივსოს კიდევ.
    მე ერთი წელი ვავსებდი და ბოლოს გასკდა…ახლა მარტო ვარ.
    გაუფრთხილდი,კიდევ ბევრი ბევრი წლისთავი უნდა იზეიმო ^^

  5. 9 glamtaia დეკემბერი 29, 2011, 2:49 AM

    შემშურდა . . .
    ლამაზი პოსტია . . . ემოციით სავსე. 🙂
    ბრავო!

  6. 11 salomeaa დეკემბერი 31, 2011, 12:04 AM

    ადამიანი მარტოა, სიყვარული კი ერთმანეთის მარტოობის ტარებაა: ))) ბედნიერებას გისურვებ


  1. 1 Spring, o Spring! | Jane's Universe უკუბმული კომენტარი აპრილი 8, 2013, 4:43 PM ჩანაწერზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: