სწორი გზა

ბედისწერის გჯერათ? მე აღარ ვიცი მჯეროდეს თუ არა. ნუთუ ყველაფერი ერთი დიდი დამთხვევაა და მეტი არაფერი. ან იქნებ, სულაც ყველაფერი უბრალოდ სადღაც არის განსაზღვრული. ეს კითხვა ასი -ათასობით წელია კაცობრიობას აწუხებს, მეეჭვება მე პასუხი ვიპოვო. ვისი სიტყვებია არ ვიცი, მაგრამ ასეთი აზრიც მსმენია: “ბედისწერა არსებობს, მას განსაზღვრულ წერტილამდე მიყავხარ, მერე კი შენით უნდა აირჩიო გზა”-ო. ალბათ ასეა, სულ ვგრძნობ არჩევანის არსებობას და შესაბამისად, არჩევის შესაძლებლობას. ჩვენი ცხოვრება, სწორედ ისეთი იქნება, როგორიც თავად გვსურს, ამაში დღითი-დღე ვრწმუნდები. უბრალოდ, არის ხოლმე შემთხვევები, რომელიც ჩვენ გეგმებს რადიკალურად ცვლის, ან მხოლოდ დროებით უშლის ხელს- ყველფერს ვერ განსაზღვრავ, ესაა და ეს.

ბოლო დროს ცოტა არეული დავდივარ.  გადაწყვეტილებებს ვიღებ, სულ ვფიქრობ რომ თითოეული ნაბიჯი რაღაც

დიდს ცვლის – უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ, ეს აღარ ვიცი, მაგრამ ყველაფერი დროის ფაქტორია მხოლოდ,მაგის პასუხიც მეცოდინება.

ამდენს იმიტომ ვფიქრობ ამაზე, რომ ბოლო დროს რაღაც ფიქრი არ მასვენებს ერთ საკითხთან მიმართებაში (რა კონსპირაციული წინადადებაა). შინაგანად ვიცი რომ, ის კონკრეტული ნაბიჯი არ უნდა გადავდგა, თითქოს ვხვდები რომ არასწორია, ასე მგონია ვცდები. მაგრამ, არსებობს მეორე დიდი შინაგანი ძალა, რომელიც მეუბნება რომ არ მინდა შეჩერება. არც შემიძლია, მე მომწონს და მიყვარს ყველაფერი- ეს მეორე აშკარად უფრო ძლიერია, რადგან მეც ასე, ბედს თუ იმ რაღაც ამოუხსნელს მინდობილი, მივყვები დინებას და არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ ვტკბები იმით, რაც ხდება, იმის მიუხედავად სწორია თუ არასწორი.

Advertisements

12 Responses to “სწორი გზა”


  1. 1 მოლი ბლუმი დეკემბერი 20, 2011, 2:28 PM

    არჩევანი ყველაზე რთული რამ არის. მითუმეტეს, თუ საბოლოო ჯამში, არც იცი, რას ირჩევ.

    ისევ დინებას მიჰყევი. ჯერჯერობით მაინც.

    • 2 Chiamaria დეკემბერი 20, 2011, 2:32 PM

      ასეც ვიქცევი, ჯერ-ჯერობით : )

      • 3 glamtaia დეკემბერი 20, 2011, 6:34 PM

        უცნაურია მე მირჩევნია რამე ავირჩიო ვიდრე დინებას მივყვე 🙂

      • 4 Chiamaria დეკემბერი 20, 2011, 10:40 PM

        არჩევანზე თუა, მეც მირჩევნია ავირჩიო. მაგრამ, ამ პოსტში სწორედ იმაზე ვსაუბრობ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არჩევის სურვილი არ მაქვს. რის გამოა არ ვიცი, მაგრამ თავს ვერ ვერევი. ამ ეტაპზე ასე მირჩევნია. : )

  2. 5 nancygaladriel დეკემბერი 20, 2011, 3:17 PM

    ერთი კარგი ფილმია–მისტერ არავინ.
    გირჩევ უყურო.
    არჩევანის გაკეთება ძნელია,ძალიან თან.ბოლომდე არ უნდა მიენდო დინებას,შეიძლება ჩანჩქერში გადაგიძახოს.წინ იყურე.

    • 6 Chiamaria დეკემბერი 20, 2011, 10:42 PM

      მართალი ხარ. ზომიერების შეგრძნება არ უნდა დაკარგო, არც სიფხიზლე. მივყვები დინებას, მაგრამ სადაღაც მომიწევს გაჩერება. ეს გააზრებული მაქვს, იმედია არ დავკარგავ რეალობის შეგრძნებას. : )

  3. 7 tsotnee დეკემბერი 20, 2011, 5:34 PM

    ხო არჩევანი ძალზედ რთულია! 🙂 ბედისწერის არ მჯერა, ხშირად ჩემთანაც ემთხვევა ხოლმე ბევრი რამ, მაგრამ მაინც არ არსებობს! 🙂

    • 8 Chiamaria დეკემბერი 20, 2011, 10:43 PM

      ჰო არ ვიცი მჯეროდეს თუ არა, მაგრამ ისიც ვერ წარმომიდგენია რომ სამყაროში ყველაფერი მხოლოდ უბრალო დამთხვევაა და მეტი არაფერი.: )

  4. 9 Kejeradze დეკემბერი 20, 2011, 5:45 PM

    “ბედისწერა არსებობს, მას განსაზღვრულ წერტილამდე მიყავხარ, მერე კი შენით უნდა აირჩიო გზა” – სრულიად ვეთანხმები ამ ფრაზას. დგება დრო, როცა დინებას ვეღარ მიენდობი…

  5. 11 finiki დეკემბერი 21, 2011, 2:19 PM

    გადაწყვეტილების მიღება მით უფრო მიჭირს რაც უფრო მეტს ვფიქრობ კონკრეტულ საკითხზე, სპონტანურად გაცილებით მარტივად ვაკეთებ ხოლმე არჩევანს ”ასე და მორჩა”. ეს რამდენად კარგია არ ვიცი, მაგრამ წარმატების შანსი დიდად არც დიდ ხანს ფიქრით იზრდება, იმიტომ რომ შეიძლება იმდენ ხანს ვიფიქრო, რომ არჩევანი თავად გაკეთდეს დაგვიანების გამო.
    გააჩნია შემთხვევას ზოგჯერ იმიტომ უნდა აირჩიო, რომ გინდა და ზოგჯერ იმიტომ რომ საჭიროა.

    • 12 Chiamaria დეკემბერი 23, 2011, 2:57 PM

      კი ასეა გეთანხმები, მეც სპონტანური გადაწყვეტილებები უფრო მახასიათებს ვიდრე კარგად ნაფიქრალი და განსჯილი.. საერთოდ, ასე უფრო ადვილია.
      ცემ შემთხვევაში ჯერ არც არცევის ვალდებულება დგას, არც საჭიროების. უბრალოდ ისეა ყველაფერი. . . მშვიდად… თავისთვის : )


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: