Short Update

სწავლა დაიწყო!

ბებიაჩემმა იცის ხოლმე თქმა : “ეხლა გვიჭირს, თორემ აქამდე კარგად ვიყავით”-ო და ზუსტად ეგრეა ჩემი საქმე.  ჯერ ხომ შინ და გარეთ ტვინი წავიღე- გადავიღალე და დასვენება მინდა-მეთქი, ირონია კი იმაშია რომ თურმე დასვენებული ვყოფილვარ, გადაღლა ეხლა ვნახო…

მიმდინარე კვირის, გასული ორშაბათიდან დავივიწყე შაბათ-კვირის ფუნქცია და მგონი საერთოდ არსებობაც. ზედ მივაყოლე თავისუფალი საღამოები და 11 საათზე ძილი! განსაკუთრებული გულისტკივილითა და ცხვირსახოცების ქნევით დილის ძილს დავემშვიდობე მინიმუმ თებერვლამდე…

ეხლა ვზივარ სამსახურში, ვწერ პოსტს, კაპუჩინოს ორთქლი ცხვირში მიღიტინებს, ინგლისურიდან სათარგმნი უზარმაზარი კონსპექტი ტვინში…

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ვგონებ ამ ბლოგზე შაბათობით განახლებული პოსტებიც დიდი მიღწევა იქნება. ანდა არა, რატომ, ეს ბოლო 2 დღეა რაღაც იდეა მაწუხებს და თქვენი დახმარებით იმედია განვახორციელებ. : ) სამწუხაროდ, მეტს ვეღარ დავწერ, მოვალეობები მიხმობენ.

შაბათს შევხვდებით.

Advertisements

13 Responses to “Short Update”


  1. 1 მოლი ბლუმი დეკემბერი 7, 2011, 3:18 PM

    გამაგრდი, მარტიც მალე მოვა 🙂

    იდეა და დახმარებაო? დამაინტრიგებლად ჟღერს, რაღაც საინტერესო უნდა იყოს…

  2. 4 taledream დეკემბერი 7, 2011, 5:02 PM

    ეჰ მე ბუნდოვნად მახსოვს როდის მეძინა დილის ძილით და თავისუფალი საღამო მქონდა

  3. 6 finiki დეკემბერი 7, 2011, 9:53 PM

    დილის ძილი მომხვდა გულზე, ძნელია მასთან გამოთხოვება 🙂
    ისე კაპუჩინოს მომენტმა მომხიბლა და დავფიქრდი რატომ არასოდეს ვსვამ ყავას სამსახურში 🙂
    ვხედავ შენი ბლოგის ჰედერზე უკვე საახალწლო განწყობაა ❤

  4. 8 katerina დეკემბერი 8, 2011, 12:27 AM

    მტკიცედ დექ!!! 🙂 ღვაწლსა დიდსა შესვლად ხარ 🙂

  5. 11 »♥» ana «♥« დეკემბერი 16, 2011, 12:40 PM

    სკოლაში გამოცდებით ვწამდები მეც. 🙂

  6. 12 Mari დეკემბერი 18, 2011, 7:39 PM

    რატომღაც მგონია, რომ არ ღირს ეგრე, ერთი დღის დათქმა, პოსტის დასაწერად. უბრალოდ, თქვი, რომ კვირაში ერთხელ მაინც დაწერ და დაწერე, როცა მოგინდება. იმ შაბათს რომ არ მოგინდეს წერა, ე.ი. მთელი კვირა დაკარგული გამოდის.

    • 13 Chiamaria დეკემბერი 19, 2011, 2:15 PM

      რატომღაც კი არა გეთანხმები, აგერ უკვე მეორე შაბათია არ მინდა დაწერა და არც შუა კვირაში გამოვირჩევი დიდი მონდომებით. 😐


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: