ინგლისური ჩაის საღამო- პირველი წიგნები

ამ კვირაში საოცრად ბევრი დაიწერა წიგნებზე და შეიძლება არც გადავაჭარბო, თუ ვიტყვი რომ “წიგნების კვირეულივით” გამოგვივიდა. ამ შაბათისთვის გადავწყიტე, იგივე პათოსი ვიკენდზეც შევინარჩუნო და ინგლისური საღამოს სტუმრებს “პირველ” ინგლისურ წიგნებზე გესაუბროთ.

ვიკისა და გუგლის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, პირველი ინგლისურ ენაზე დაბეჭდილი წიგნი, სულაც არ იყო ინგლისელი მწერლის, მეტიც ეს იყო ფრანგი ავტორის Raoul le Fevre-ს წიგნი- Recuyell of the Histories of Troy. ეს გახლდათ  კრებული, რომელიც საფრანგეთში 1464 წლისთვის გამოქვეყნდა, ინგლისურ ენაზე თარგმნა კი 4 წლის შემდეგ დაიწყო. მთარგმნელი-უილიამ კექსტონი, პროლოგშივე გვაუწყებს რომ ინგლისურის სიუხეშისა და ფრანგულის კარგად არ ცოდნის გამო, ზუსტ თარგმანს ვერ გთავაზობთო და რაღაც დროის შემდეგ, თარგმნა შეწყვიტა. 1471 წელს თარგმანის დასრულებას კი ინგლისელები ბურგუნდიის ჰერცოგინია მარგარეტს უნდა უმადლოდნენ, რომ არა მისი დაჟინებული თხოვნა, კექსტონი ალბათ საქმიანობას აღარც მიუბრუნდებოდა.

თარგმანი ბურგუნდიულ სასამართლოში ძალიან პოპულარული გახდა, იმდენად რომ კექსტონს წიგნის ასლებს სთხოვდნენ. ვინაიდან ხელით გადაწერა საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძილივი საქმე იყო, მას მოაგონდა წიგნის ბეჭდვის “ხელოვნების” შესახებ, რომელიც მას გერმანიაში- ქალაქ კელნში ენახა, საბოლოოდ კი 1475 წლისთვის მას უკვე პირველი ბეჭდური წიგნი ჰქონდა, რომელიც ამაყად ატარებს ინგლისურ ენაზე დაბეჭდილი პირველი ნაწარმოების სახელს.

   რაც შეეხება, ბიბლიას, ინგლისურ ენაზე შესრულებული პირველი ხელნაწერი 1380 წლით თარიღდება და მისი ავტორი ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და თეოლოგი ჯონ ვიკლიფია, რომელმაც ის ლათინური ენიდან თარგმნა. ვიკლიფი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მოსაზრებას რომ ბიბლია მხოლოდ ლათინურად უნდა გავრცელებულიყო და მიიჩნევდა რომ ხალხი მას თავისივე ენაზე უნდა გაეცნოს. მან, თავისი მომხრეების დახმარებით, საკუთარი თარგმანის 100-ობით ხელნაწერი გაავრცელა. სამღვდელოება, თავის მხრივ ეწინააღმდეგებოდა ვიკლიფის სწავლებებს და თარგმანს, ამიტომ მისი გარდაცვალებიდან 44 წლის შემდეგ, პაპის ბრძანებით პროფესორის ძვლები ამოთხარეს და მდინარეში გადაყარეს. საინტერესო ამბავი უკავშირდება მის მიმდევარ ჯონ ჰასის სახელს, რომელიც აქტოურად აგრძელებდა მასწავლებლის საქმიანობას. 1415 წელს ის ცეცხლზე დაწვეს. მისი უკანასკნელი სიტყვები დაახლოებით ასე ჟღერდა : ”  100 წლის მერე, ღმერთი მოავლენს კაცს, რომლის სწავლებებსაც ვეღარვინ შეაჩერებს”. საუკუნის შემდეგ კი, 1517 წელს გამოჩნდა მარტინ ლუთერი, თავისი 95 თეზისით ღვთისმეტყველებისა და რომაული ეკლესიის დანაშაულებების შესახებ.  მისი გამოჩენა ყველამ ჯონ ჰასის წინასწარმეტყველებას მიაწერა. 1549 წელს კი პირველად გამოიცა ინგლისურ ენაზე დაბეჭდილი ლოცვების კრებული.

ახლა კი საინტერესო ინფორმაცია გურმანებისთვის: ინგლისში, პირველ რეცეპტების კრებულად “The Forme of Cury” ითვლება,რომლის ავტორად მოხსენიებულია ” რიჩარდ II -ის კარის შეფ-მზარეული”. 1390 წელს გამოქვეყნებულ  წიგნში დაახლოებით 205 რეცეპტია შესული, მისი განახლებული ვერსია კი 1791 წელს გამოიცა.

1699-საინტერესო თარიღია ინგლისური ლექსიკონების ისტორიისთვის, რადგან სწორედ ამ წელს გამოვიდა ინგლისური სლენგების პირველი ლექსიკონი. მასში შესული იყო მაშინდელი კრიმინალური სამყაროს ტერმინები და მათი მნიშვნელობები, კრებულის უპირველესი მიზანი კი შედარებით მაღალი საზოგადოების ამ მხრივ განათლება იყო, რადგან უფრო ადვილი გამხდარიყო დამნაშავეების ჩანაფიქრის ამოცნობა.

დღეისათვის აქ შევჩერდები, იმედია სასიამოვნოდ გაატარეთ უკანასკნელი რამდენიმე წუთი. ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ.  : )

Advertisements

9 Responses to “ინგლისური ჩაის საღამო- პირველი წიგნები”


  1. 2 მოლი ბლუმი დეკემბერი 3, 2011, 12:10 PM

    სლენგის ლექსიკონი მომეწონა. დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი შინ.

    საინტერესო და ინფორმატიული პოსტი იყო, ჭიამაია.

  2. 4 »♥» ana «♥« დეკემბერი 3, 2011, 10:06 PM

    მეც მომეწონა სლენგის ლექსიკონი. 🙂 საინტერესო ჩანს.

  3. 6 glamtaia დეკემბერი 4, 2011, 2:26 PM

    წიგნრბის კბირეული მომეწონა. შიგადაშიგ შეიძლება ასეთის ჩატარება . . . .

  4. 7 taledream დეკემბერი 6, 2011, 1:04 PM

    როგორც ყოველთვის ახალ და საინტერესო ფაქტებს ვიგებ ინგლისური ჩაის საღამოებზე და ყოველთვის შეგრძნება მაქვს, რომ კი არ ვკითხულობ, ყველანი ვსხედვართ დიდ დარბაზში, ჭერამდე წიგნის თაროებით, სავარძლებში ვსხედვართ, ჩაის ვსვამთ და ჭიამაია გვიყვება საინტერესო ამბებს 🙂 ყოველთვის ასე მგონი 😀 შეიძლება სასაცილოდაც კი ჟღერდეს მაგრამ ასეა


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: