ინგლისური ჩაის საღამო- 3 სონეტი, ანუ სახეცვლილი პოსტი

ყველა ქვეყანას, ტომს, გაერთიანებას, თემს და ოჯახსაც ალბათ თავისი ოქროს ხანა აქვს. საქართველოს ოქროს ხანაზე საუბრისას, არც დავფიქრდებით ისე ვუპასუხებთ დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის მეფობის წლებს. ინგლისის ოქროს ხანაც ქალის სახელთანაა კავშირში- ელისაბედ I- ერთ-ერთი ძლიერი დედოფალია, რომლის მეფობის პერიოდი (1558–1603) ოქროს ხანად იწოდება. ბუნებრივია როცა ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა სტაბილურია, ან სტაბილურად წინ მიიწევს ქვეყანაში სხვა სფეროების განვითარებისთვის დროც მეტი რჩება და რესურსიც. ინგლისში ასეთი “აღორძინების ხანა” თეატრს, კერძოდ კი დრამის ჟანრს დაუდგა.

ისევ საქართველოსთან გავავლებ პარალელს. რომელია ავტორი და ნაწარმოები, რომელიც საქართველოს ოქროს ხანაზე საუბრისას გახსენდებათ? პასუხი: შოთა რუსთაველი. პოემა- “ვეფხისტყაოსანი”. ახლა იგივე კითხვა ინგლისის შემთხვევაშიც დავსვათ. პასუხი: უილიამ შექსპირი. ნაწარმოები- “რომეო და ჯულიეტა”. მართალია ცნობადობის მასშტაბებით  რუსთაველის შემოქმედება ბევრად ჩამოუვარდება შექსპირისას, თუმცა შინაარსისა და სტრუქტურის სიძლიერით ბევრად წინაც შეიძლება იდგეს.ამაზე საუბარს ეხლა არ ვაპირებ. დღევანდელი ჩაის საღამო საერთოდაც სხვანაირი წარმომედგინა, მაგრამ შექსპირზე შევჩერდები..

მასზე ბიოგრაფიულ ცონებებს ნეტ-სივრცეში უხვად წააწყდებით, ამიტომაც ამაზე დროის დაკარგვა აღარ მინდა.შექსპირზე ცნობების მოძიება შუა გზაში შევწყვიტე და ვიფიქრე რომ ეს სონეტები მასზე უფრო ბევრ რამეს ამბობენ, ვიდრე ნებისმიერი ბიოგრაფიული მონაცემი.

შოპენი და შექსპირი. ისიამოვნეთ. თქვენი არ ვიცი და მე ძალიან გემრიელ ლუკმად მეჩვენება ეს ტანდემი.

დღეს ქურდობაზე დავიჭირე ყვავილი ბევრი:
იამ სურნელად ჩემი სატრფოს სუნთქვა ისესხა,
ზამბახსაც მისთვის მოუპარავს ხელების ფერი,
მკლავნი ასეთი ნათალ მხრებზე აბა ვის ესხა?
წაურთმევიათ მიჯნურისთვის თმების სიშავეც,
დგანან ვარდები სირცხვილისგან წითლად დამწვრები,
სხვა ყვავილებმაც ყაჩაღობა ვერ მოიშალეს
და ზოგმა ყელი გაგიძარცვა, ზოგმა ღაწვები.
სუნთქვას მაწვდიან სურნელებად დამდნარს, იები,
ზოგმა სითეთრე მოგტაცა და ზოგმა სიწითლე.
მაგრამ შენს გამო შესევიან ვარდებს ჭიები
და გადახრული ყვავილნარი სულსაც სიმწრით ლევს.
სხვა ყვავილებიც გადაშლილან კეთილშობილად,
მაგრამ შენს მიმართ მაინც ყველა ქურდი ყოფილა.


                                                 თურმე ვტყუოდი ჩემი ლექსი რომ გიმღეროდა,

                                               თითქოს და ჩემი ტრფიალება მწვერვალს ავიდა,                                                ისე მიყვარდი, რომ მე მართლა არა მჯეროდა,თუ სიყვარული დასაწყები მქონდა თავიდან.
დრო, ათასგვარი შემთხვევებით დანატვირთები შეცვლის ყველაფერს, აღთქმასა თუ მეფის ბრძანებას, მშვენების ფერებს გადარეცხენ დროის ზვირთები, შეესევიან ურყევ სულებს ველურ ძალებად.და მეც მაფრთხობდა წუთისოფლის უკუღმართობა,
 ვეღარ ვბედავდი მეთქვა: `ტრფობა ცამდე ავიდეს!მე დღევანდელი სიყვარულის ფიქრი მართობდა და არასოდეს ვენდობოდი დილას ხვალინდელს. თურმე ტრფიალი, როგორც ბალღი იზრდება გულში,მე კი მოზარდი მოწიფულად ჩავთვალე გუშინ.

როცა სიკვდილის ცივი სხივი შემომაშუქებს,
ვიცი, ვერავინ ვეღარ შეძლებს გამოსარჩლებას,
მაგრამ წასვლამდე ჩემს სიცოცხლეს ლექსებს ვაჩუქებ
და ეს სტრიქონი უკვდავების ძეგლად დარჩება.
ვიცი, ამ ფურცლებს ვერ დაფარავს ჟამის სუდარა,
რადგან შენშია ჩემი ლექსი _ ჩემი ქონება,
მიწად ვიქცევი, მიწას მეტი არა უნდა რა,
სხეული მიაქვს, სულს გიტოვებს ჩემს მოგონებად.
შენთვის იცოცხლებს ეს სტრიქონი ათასფერება,
ის, რაც მოკვდება, ჭია-ღუას დარჩეს სათრევად,
სხეულს მიწიერს არამზადის დაშნაც ერევა,
ამიტომ მისი მოგონება არც გეკადრება.
სხეულს დაჰკარგავ, თუ სიკვდილი მიუახლოვდა,
მაგრამ დაგრჩება, სხეულში რომ სული სახლობდა.

Advertisements

16 Responses to “ინგლისური ჩაის საღამო- 3 სონეტი, ანუ სახეცვლილი პოსტი”


  1. 1 მოლი ბლუმი ნოემბერი 26, 2011, 12:57 PM

    როგორ უხდება სონეტებს შოპენის პრელუდია 🙂

    გემრიელი კი არა, უგემრიელესია და დიდი მადლობა შენ, მშვენიერი განწყობის პოსტისთვის.

  2. 3 tsotnee ნოემბერი 26, 2011, 1:01 PM

    მართლაც ძალიან კარგია! 😉

  3. 5 glamtaia ნოემბერი 27, 2011, 11:13 AM

    ელისაბედი ჩემტის ყოველთვის ქალის ეტალონი იყო . . .

  4. 7 katerina ნოემბერი 27, 2011, 12:19 PM

    სადღაც შორს გადამაგდო ამ პოსტმა და მერე მაგრად გატეხა რეალობაში გადმოსვლამ 🙂

  5. 9 finiki ნოემბერი 28, 2011, 10:58 AM

    როგორ მოუხდა ჩემ განწყობას ❤

  6. 11 taledream ნოემბერი 28, 2011, 5:26 PM

    მე კიდე ძალიან რომანტიულ განწყობაზე დამაყენა 🙂 ან უფრო ამაღლებულ განწყობაზე 🙂 ასეც შეიძლება ითქვას 🙂

  7. 14 ✿ Daisy ✿ ნოემბერი 28, 2011, 10:56 PM

    აი, რა გითხრა… შოპენი_ჩემი საყვარელი კომპოზიტორი, შექსპირი… შექსპირზე რა უნდა ვთქვა… და ელიზაბეტ I _ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალი…
    მართლა მომწყვიტა რეალობას…

  8. 16 გრაფინია დეკემბერი 9, 2011, 9:10 PM

    რომ ვთქვა შექსპირი არ მიყვარს-მეთქი მაპატიებთ? 😀
    ნუ მხოლოდ სონეტები ❤


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: