ინგლისური ჩაის საღამო-შავი კატებისა და თეთრი კურდღლების შესახებ

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე დღევანდელი დღისთვის ცოტა მარტივი და ამავდროულად, სახალისო თემა შემერჩია. მართალია ჩვენი ინგლისური საღამოები ინფორმაციული სიმძიმით არ გამოირჩევა, თუმცა მაინც ვეხმიანები ჩემს ყოვლად ”სტრესულ და გადაღლილ ყოფას”.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღეს ინგლისურ ცრურწმენებზე ვისაუბრებთ. რწმენა- თავისთავად საინტერესო ფენომენია, თუმცა უწოდებდე რაიმე მოვლნეას ან ქმედებას ცრურწმენას და ამის გჯეროდეს, ეს კიდევ სხვა მოვლენაა. : )
ძველი ქართული ფილმი “აბეზარა” ხომ გახსოვთ? შავი კატა რომ შეგხვდება, ქუდი უნდა შეატრიალო და სამჯერ გადააფურთხოო. ეს სცენა ინგლისში ნამდვილად ვერ გათამაშდებოდა, ერთი მარტივი მიზეზით- იქ შავი კატა სულაცა არაა თარსი. პირიქით, ითვლება რომ ძალიან გაგიმართლათ თუკი შემთხვევით გზაზე გადაგირბენთ, მეტიც, შავი კატის გამოსახულებას- როგორც წარმატებისა და იღბალის სიმბოლოს მისალოც ბარათებზეც შეხვდებით.

იღბალს, მოგიწევთ მთელი შვიდი წლით გამოემშვიდობოთ, თუკი შემთხვევით სარკეს გატეხავთ. ეს ცრურწმენა საქართველოშიც ფართოდ გავრცელებულია და კიდევაც სჯერათ მისი. სარკე, საერთოდ მაგიურ ნივთად მიიჩნევა და მასთან ძალიან ბევრი საინტერესო ცრურწმენა თუ ისტორიაა დაკავშირებული.

რამდენიმე საათის წინ, ბებიაჩემს ველაპარაკებოდი. რაღაცას მეუბნებოდა, რა კარგია რომ ასე არ მოხდაო. გაუზარებლად, ხეზე სამჯერ მივაკაკუნე- აღარ გაიმეორო, არ ახდეს- მეთქი. ინგლისში კი ამ შემთხვევაშიც პირიქითაა საქმე, ხეზე მიკაკუნებით რაიმე სასურველის მოხდენას უფრო “რეალურს ხდიან” .

თუკი მოხარშული კვერცხის ჭამას გადაწყვეტთ, კოვზი ცარიელი მხარისკენ მიმართეთ, ასე ეშმაკს გამოუშვებთ გარეთ. ამ უკანასკნელისგან გათავისუფლდებით მაშინაც, როცა პურს მომრგვალებულ ბოლოებს მოაჭრით. ჰო კიდევ, არამც და არამც არ უნდა დაგრჩეთ თეთრი სუფრა მაგიდაზე მთელი ღამით გადაფარებული, ეს სიკვდილის ნიშანია.

მოლი-ს გრავატარზე გამოსახული მწვანე სამყურაც გეხსომებათ. ინგლისში ის წარმატების მომტან მცენარედ ითვლება, ხოლო თუკი შემთხვევით სადმე ოთხფურცლიან სამყურას გადააწყდით, ჩათვალეთ რომ იღბალი მუდამ თან გდევთ.

ინგლისელებს სჯერათ რომ, თუ 2 ან მეტ ყვავს ერთად მოკარით თვალი, ეს უბედურებისა და სიკვდილის ნიშანია. თუმცა სულ სხვანაირადაა საქმე, თუკი საქმე ლონდონის სასახლეში მობინადრე ყვავებს ეხება- ითვლება, რომ თუკი ისინი სასახლის სხვენს დატოვებენ, ინგლისის სამეფო გვირგვინი დაიკარგება.

და ამ დროისათვის ბოლო ცრურწმენა, შედარებით პოზიტიური. ბრიტანელებს ძალიან უყვართ თეთრი კურდღელი. ის იღბლიანი ცხოველია, ზოგიერთს სჯერა რომ მასში მაგიური ძალა ბუდობს, ზოგსაც ჰგონია რომ ადამიანის სული გარდაცვალების შემდეგ, თეთრ კურდღელში სახლდება. რაც არ უნდა იყოს, ამ ყველაფერს პოზიტიურად აღიქვამენ. მეტიც, თუკი თვის პირველ დღეს, თქვენი პირველი სიტყვები იქნება “თეთრი კურდღელი,თეთრი კურდღელი,თეთრი კურდღელი”- ჩათვალეთ იღბლიანი თვე გარანტირებულია. : )
ამ ეტაპზე სულ ეს იყო, ცრურწმენათა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, სავარაუდოდ ამ თემაზე კიდევ ერთი პოსტია გეგმაში, ოდნავ მოგვიანებით. მანამდე კი იღბალს გისურვებთ, ყოველგვარი ხეზე კაკუნისა და შავი კატების გარეშე.

Advertisements

22 Responses to “ინგლისური ჩაის საღამო-შავი კატებისა და თეთრი კურდღლების შესახებ”


  1. 1 მოლი ბლუმი ნოემბერი 19, 2011, 12:40 PM

    რა კარგია რა კარგია 🙂 🙂 შაბათი დილა გემრიელი პოსტით დაიწყო 🙂

    თეთრი კურდღლის ამბავი თაიას გაუხარდება. კეროლი რომ წავიკითხე, საათიან კურდღელს ვეძებდიო, ერთხელ აღიარა :). ჩემს სანთებელაზე მაქვს ოთხფურცლიანი სამყურა 🙂 და სხვათაშორის, მაგ სამყურათი აუხსნა თურმე წმინდა პატრიკმა ირლანდიელებს ქრისტიანული წმინდა სამების არსი.

    ყვავები ტაუერში ბინადრობენ და ინგლისელებს დღესაც სჯერათ, რომ ბოლო ყვავის სიკვდილთან ერთად მონარქიაც დასრულდება.

    კარგი პოსტი იყო, ჭიამარია. მიყვარს შენი ინგლისური საღამოები.

    • 2 Chiamaria ნოემბერი 19, 2011, 3:05 PM

      ჰოდა იმედია სანთებელაზე გამოსახული სამყურაც იღბალის მომტანი აღმოჩნდება. : ) წმ. პატრიკის შესახებ არ ვიცოდი : )

      დიდი მადლობა მოლი, როგორც ყოველთვის შენი შეფსაება ძალიან სასიხარულოა : )

      • 3 მოლი ბლუმი ნოემბერი 19, 2011, 5:26 PM

        საბოლოო ჯამში, სამყურა ირლანდიის ყვავილი-სიმბოლოა, მწვანე – ირლანდიის ფერი და წმინდა პატრიკი – ირლანდიის განმანათლებელი და მფარველი წმინდანი. სენტ პატრიკს დეი ოფიციალურ დღესასწაულად აქვთ და ამ დღეს, ტრადიციულად შავი :”გინესიც” კი მწვანეა 🙂 ჰოდა, მეც ტრადიციული ირლანდიური სანთებელა მაქვს – მწვანე ფერის, ზედ ბედნიერი ოთხფურცლა სამყურათი 🙂

        მომწონს, აქ რომ ახალი პოსტები იდება. უფრო ხშირად წერე, რა :ეგოისტიმკითხველიმოლი:

    • 4 Chiamaria ნოემბერი 19, 2011, 8:48 PM

      ჰო, ვიცი შენი სანთებელა, ფოტო მაქვს ნანახი : ) ძალიან ლამაზია.
      შევეცდები იმედები აღარ გავუცრუო მკითხველს და მითუმეტეს ეგოისტ მკითხველებს : ) თან, გასამართლებელი მაინც მქონდეს. დროის გამონახვა თითქოს ყოველთვის შემიძლია. : ) მოკლედ, ჩემს თავს უნდა შემოვუძახო

  2. 6 nancygaladriel ნოემბერი 19, 2011, 1:03 PM

    საინტერესო იყო 🙂
    ჭიამაია,კარგად დამამახსოვრდი,ჩემს ბლოგზე პირველი კომენტარი შენი იყო და მახსოვს როგორ გამიხარდა ^^

    • 7 Chiamaria ნოემბერი 19, 2011, 3:06 PM

      უი, მართლა?? : ) ნადმვილად არ ვიოციდ ამხელა ”მისია” თუ ავიღე ჩემს თავზე. ძალიან მიხარია.
      მეც ისე კარგად მახსოვს პირველი კომენტარები რომელიც ჩემთან გაკეთდა. თითოეული შეფასება როგორი სასიამოვნოა ❤

  3. 8 teennewson ნოემბერი 19, 2011, 3:51 PM

    მართლა მომეწონა, საინტერესო და სახალისო ინფორმაციაა…. იღბალი შენც დაგჭირდება და გისურვებ… : ))

    როგორც გავიგე კინდლე ს შეძენას გეგმავ , მეც ვაპირებ ვგონებ და შენი აზრი მაინტერესებს . რომლის ყიდვა გინდა ? გაარკვევდი ალბათ შენც რამეს… : )

    • 9 Chiamaria ნოემბერი 19, 2011, 8:51 PM

      ჰო რაღაცეებს გავეცანი. სამი ვარიანტი მქონდა თავიდან. – მინი, თაჩი და კლავიატურიანი მოდელი. მინის კლავიატურა არ მომეწონა, ძალიან საწვალებელია. ერთი სიტყვით, რამის დაწერა რომ მომინდეს გამაწვალებს თქო ვიფიქრე და ამიტომ კლავიატურა და თაჩი დარჩა. ამათ შორის თაჩი მარტო იმიტომ მირჩევნია რომ უფრო პატარაა და კომპაქტური. ვნახოთ რას გადავწყვეტ საბოლოოდ.
      3G მინდოდა მაგრამ, კომპეტენტურმა ლორდმა მითხრა რომ ეგ ფუქნცია საქართველოშI არ მუშაობს, ამიტომ ზედმეტი თანხის ხარჯვაა..

      ერთი სიტყვით, ან თაჩი ან კლავიატურა. ჩამოვყალიბდები ნელ-ნელა

      • 10 teennewson ნოემბერი 21, 2011, 4:36 PM

        xo mec mag or shoris vaketeb archevans… qartuli iotac xo gamovida, magram me kindle mirchevnia mainc… mara cudii isaa, rom qartuli wignebi ar iyideba amazonze.. : ) vizualurad klaviaturiani ufro momwons, magram touch ufro kompaqturia.. : )

    • 11 Chiamaria ნოემბერი 22, 2011, 10:16 AM

      ქართული არ იყიდება, მაგრამ pdf-ს ხომ ხსნის, კიდევ მოლიმ იცის რაღაც ხრიკები და გვასწავლის მერე : ) )
      ქართული ვარიანტი დიდად არ მომწონს, მერე ფასი აქვს შეუსაბამო.. და რატომ ვიყო საცდლი კურდღელი როცა არსებობს გადასარევი, ხარისხიანი ქინდლი 🙂
      მე ასე ნაახალწლევს შევიძენ ალბათ, თან ცოტა ფასების დაკლებაც ივარაუდება : )

      • 12 მოლი ბლუმი ნოემბერი 22, 2011, 11:36 AM

        ხრიკებიც ვიცი და ისიც, რომ ლიბ.ჯი-ს ფაილებს უპრობლემოდ კითხულობს.

        და ლიბ.ჯი-ზე რომ საინტერესო რაღაცები არცთუ მრავლადაა, ეს ქინდლის ბრალი არ უნდა იყოს 🙂 მთავარია, რომ ქართული უნიკოდი თავსებადია.

        იოტა რიდერი ასი თავით ჩამორჩება ქინდლს და ფასიც სულელური აქვს.

      • 13 teennewson ნოემბერი 25, 2011, 8:46 PM

        მეც ახალი წლისთვის ვაპირებ ყიდვას, თან დაბადებიც დღეც მაქვს და საკუთარ თავს საჩუქარს გავუკეთებ… : ) ხო მთავარია ქინდლი ქართულ უნიკოდს ხსნის… მოლის იმედი მეც მაქ, იმედია დაგვეხმარება ხრიკების ათვისებაშ.. 🙂

      • 14 Chiamaria ნოემბერი 25, 2011, 9:28 PM

        მოლი მოემზადე ახალი წლის მერე გიტევთ კითხვებით :):)

      • 15 teennewson ნოემბერი 25, 2011, 9:47 PM

        mymarket.ge ზე ვნახე საქართველოში ჩამოსული ახალი ქინდლები იყიდება :დ იგივე ფასია თითქმის, მანდაც სეიძლება ყიდვა.. : )

      • 16 Chiamaria ნოემბერი 25, 2011, 10:13 PM

        მკაცრად ამაზონზე ვყიდულობ 🙂 გადაწყვეტილია. პირველი ხელიდან მირჩევნია მაინც 🙂

      • 17 teennewson ნოემბერი 25, 2011, 11:08 PM

        მეც პირველი ხელიდან რათქმაუნდა, ან თაჩი ან ქეიბორდი : ) ბარათი არ მაქ, ვინმეს ვთხოვ და გამოვაწერინებ … იმედია გვეშველება და რო შევიძენთ შთაბეწდილებებს გავუზიარებთ.. : )

  4. 18 ♥ Miss.Catalan.. ♥ ნოემბერი 19, 2011, 5:27 PM

    რა მაგარიაა :დ პაწაწა ცრურწმენუკები :დ ძალიან მომეწონა 🙂

  5. 20 გრაფინია ნოემბერი 19, 2011, 9:30 PM

    ვეღარ გავიგე ცრუმორწმუნე ვარ თუ არა :დ ფაქტია, როდესაც შავ კატას ვხედავ მჯერა, რომ დავითარსე, ვერ ვიტან მარილი რომ იბნევა და კიდევ ბევრ ასეთ წვრილმანს ვითვალისწინებ. :დ
    კურდღელს რაც შეეხება, დეკემბერში უნდა ვცადო თუ არ დამავიწყდა :დ
    პოსტს რაც შეეხება აი ემ მოხიბლულ :დ შაბათის საღამო ჩაისა და შენი ბლოგის თანხლებით ^_^

  6. 21 »♥» ana «♥« ნოემბერი 21, 2011, 12:27 AM

    არ მიყვარს კატები ^__^ და მათზე ცრურწმენისაც მჯერა. 🙂


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: