უსათაუროდ

მემგონი ადრეც ავღნიშნე რომ არ მიყვარს პოსტებს რომ წუწუნით იწყებენ და ხაზს უსვამენ იმას, რომ დიდი ხანია არაფერი დაუწერიათ და როგორც იქნა წერენ… მაგრამ მიუხედავად ამისა, სწორედ ამას ვაკეთებ ეხლა.  არ-წერის მიზეზი? სიმართლე ვთქვა, წარმოდგენაც არ მაქვს. დროს ვერ დავაბრალებ, ბოლო დროს სამსახურში თავზე საყრელი დრო მრჩება, საიმისოდ რომ ვწერო. მეზარება?- ტყუილია, არაფერიც არ მეზარება, კითხვა და წერა ერთერთი პირველები არიან იმ მცირე სიაში, რაც არ მეზარება ხოლმე (ოღონდ მეცადინეობას არ ეხება o_O). მემგონი უფრო ის მოქმედებს, რომ პოსტების უმეტსობას ყოველთვის სამსახურში ვწერ, ჩემი მაგიდა კი საკმაოდ მოუხერხებლად დგას, ანუ ისე, რომ ყველა გამვლელ-გამომვლელს შეუძლია დააკვირდეს რას ვწერ. ამიტომ, წერისას ბრაუზერის ხშირ-ხშირი ჩაკეცვა და თავის მოკატუნება მიწევს, ვითომ სხვა რამეს ვაკეთებ… სახლში არ და ვერ ვწერ. იქაც ჩაკეცვის ფუნქციის ხშირი გამოყენებისა და ზედ დამატებული, გადასაყენებელი ვინდოუსის გამო, რომელიც საგრძნობლად ანელებს წერის პროცესს.. ჰმ, მაინც ვიპოვე მიზეზი. ამ შაბათის პოსტიც გამოვტოვე, არადა დრაფტებში გამზადებული მქონდა, schedule- ღილაკის არსებობა კი რატომღაც დამავიწყდა.  მესამედ გავუცრუე იმედი მკითხველს და საკუთარ თავს.

ამასობაში, რამდენიმე სიახლე მაქვს. მაგალითად ის, რომ შევცვალე ტელეფონი. ვერ ვიტყვი რომ ახლით ძალიან აღფრთოვანებული ვარ, თუმცა ძველს ჯობია. ჩემი NOKIA 4 წელი მემსახურა და დარწმუნებული ვარ, თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ გზა Samsung B5722-touchscreen-ს დაუთმო. ჯერ-ჯერობით, კარგად იქცევა, ელ-წიგნებიც კი ჩავტვირთე, ოღონდ  ინგლისურად. ჯერ ერთი ინტერნეტ სივრცეში მხოლოდ ამ ენაზე მოიპოვება ელ-წიგნები მობილურისთვის, მერე მეორე, ქართულად მგონი ქინდლიც ვერ ხედავს და ტელეფონმა რომ ვერ დაინახოს, რა პრობლემაა. : )

კიდევ ერთი სიახლე, ჩემი მუსიკალური ალბომია. ისევ ტელეფონში, მაგრამ მაინც. მეხსირების ბარათის დიდი მოცულობის გამო, ჩემი საყვარელი შემსრულებლების ლამის მთელი ალბომები ჩავწერე, იმდენად ბევრი მუსიკა დამიგროვდა, მგონი ყველა არც მომისმენია ჯერ.

რაღაც კარიერული წინსვლების მსგავსიც შეინიშნება. სტაჟირებაზე პრაქტიკანტები ჩამაბარეს, ახლა ისინი უნდა ვაკონტროლო, გაცემული კონსულტაციები და შედგენილი დოკუმენტაცია შევასწორო, შეხვედრები უნდა ჩავუტარო და პრობლემური საკითხები განვიხილო. რაღაც “მაღალფარდოვნად” ჟღერს, სინამდვილეში, ბევრი არაფერი ისეთი, თუმცა მაინც სასიამოვნოა.

ეხლა ის პერიოდი მაქვს, “რაღაც ახალი მინდა”-ს ფიქრი რომ მთელი დღე არ გასვენებს. წეღან ფინიკი-ს პოსტი წავიკითხე, ძალიან მომეწონა იდეა-ამ შემთხვევაში მყუდრო ოთახის დაქირავებას ვგულისხმობ- მე და ჩემ ბიჭს გამოგვადგებოდა, ზამთარში ძალიან მცივა ხოლმე და სეირნობაზე ჩემი დათანხმება უჭირს, აი მასეთ ადგილას კი დიდი სიამოვნებით წავიდოდი, მეტიც ძალიან ბევრ სურპრიზს მოვუწყობდი : ) სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ამ იდეას, ზუსტად ვიცი ჩანასახშივე აბსურდად შერაცხავს და ქირის გადახდა ორივეს დაგვენანება. : ) ან შეიძლება არც დამნანებოდა, ვინ იცის.

ზამთარზე გამახსენდა. მესამე ზამთარია ერთად ვართ, მალე ორი წელი უსრულდება ჩვენს სიყვარულს^^ და გამალებით ვფიქრობ საჩუქარზე. ჯერაც ვერ მომიფიქრებია, მაგრამ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე უკვე შევჯერდი- ეს იქნება რამე ჩემი ხელით გაკეთებული ნივთი. ზოგადი წარმოდგენები მაქვს, ვნახოთ რა გამოვა.

ეხლა როცა ამას გამოვაქვეყნებ, ავდგები და შაბათის პოსტს  schedule-ს გავუკეთებ. ვერ ვიტან, როცა დაპირებებს ვერ ვასრულებ. მაპატიეთ!

Advertisements

17 Responses to “უსათაუროდ”


  1. 1 მოლი ბლუმი ნოემბერი 17, 2011, 4:12 PM

    მშვიდობაში ახალი ტელეფონი და სამსახურში პოზიციების გამყარებაც მომილოცავს 🙂 სხვათა შორის, არც თუ უმნიშვნელო ზრდაა. დამიჯერე.

    შენს კომენტარებში მოვკარი თვალი – ბლოგის დახურვაზე ვფიქრობო. დიდი იმედი მაქვს, ასე ცუდად არ არის საქმე და მუზას დროებით დაკარგვას იოლად ეშველება…

    პ.ს. ქინდლი ქართულად კითხულობს 🙂

    • 2 Chiamaria ნოემბერი 17, 2011, 4:19 PM

      ალბათ ეშველება. რატომღაც ავიკვიატე რომ უინეტერსო ცხოვრება მაქვს, და ბლოგზე დასაწერი არაფერი ხდება მეთქი. სინამდვილეში, ძალიან ბევრი რამის დაწერა შეიძლება, მე კიდევ ვერც თავს ვაბამ და მუზაც მემგონი არდადეგებზე უნდა იყოს. იმედია, მალე მობეზრდება უსაქმურობა : )

      ქინდლზე გამუდმებით ვეძებ რაღაც სიახლეებს და შენი კომენტარი ძალიან მახარებს. ეს ნივთი უნახავად მიყვარდება: )

      • 3 მოლი ბლუმი ნოემბერი 17, 2011, 4:27 PM

        ლორდ ვეიდერის ბლოგი დაათვალიერე. ქინდლზე ბევრს წერს. და საერთოდ, ქინდლის მსგავსი მცოდნე ქართულ ბლოგოსფეროში მე არ მეგულება. პრინციპში, არა მხოლოდ ბლოგოსფეროში.

    • 4 Chiamaria ნოემბერი 17, 2011, 4:30 PM

      ვსტუმრობ ხოლმე და ქინდლზეც ვკითხულობ, სწორედ მისი რევიუს წყალობით დავასკვენი რომ ქინდლის ბოლო მოდელი ის არ იყო რაც მეგონა და სულ ტყუილად მინდოდა 🙂 ასევე მისი რევიუს წყალობით ქინდლ-თაჩი ”მესიმპათიურება” 🙂 მოკლედ, ერთი სული მაქვს ამაზონზე “purchase” დავაჭირო ხელი…. 🙂

      • 5 მოლი ბლუმი ნოემბერი 17, 2011, 4:34 PM

        აჰა 🙂 გცოდნია. მშვენიერი მრჩეველი შეგირჩევია. ოპტიმალური. მე თაჩს და მინის შორს ვარჩევდი და საბოლოოდ, ისევ მინი შევუკვეთე.

        შაბათს და ინგლისურ პოსტს ველოდებით 🙂

    • 6 Chiamaria ნოემბერი 17, 2011, 4:40 PM

      მინის მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს-მოუხერხებელი კლავიატურა და სწორედ ამის გამო ვიწუნებ..

      შაბათს გელოდებით 🙂

  2. 7 TFromJungle ნოემბერი 17, 2011, 5:09 PM

    მახსოვს მე და ჩემს შეყვარებულსაც როგორ გვინდოდა ეგ მყუდრო ოთახი 🙂 მერე ეგ სიმყუდროვე ჩვენს-ჩვენ სახლებში შევქმენით, მარტო ვცხოვრობთ ორივე და ძალიან გაგვიმართლა. მაგარი იდეაა ისე :)))) საათობით რომ გააქირაო ოთახი :)))))

    • 8 Chiamaria ნოემბერი 17, 2011, 5:38 PM

      ძალიან გაგიმართლათ. ჩვენს შემთხვევაში სახლებში ბევრნი ვართ 🙂

      ხო იდეა მაგარია, მაგრამ არავინ აქირავებს რაღაც :)))) არ შემხვედრია. გააქირავეთ რა ვინმემ, ვიქირავებ 😀

  3. 10 tsotnee ნოემბერი 17, 2011, 7:25 PM

    მშვიდობაში ახალი ტელეფონი! მეც სამსუნგი მაქვს! 🙂

    • 11 Chiamaria ნოემბერი 18, 2011, 12:24 AM

      მადლობა! : )
      იმედი მაქვს, სამსუნგი ნოკიასავით გამძლეა. რთული მეპატრონე ვარ, უფრო სწორად, ხელებში “ფაფიანი” : ))))

  4. 12 გრაფინია ნოემბერი 18, 2011, 12:19 AM

    გილოცავ ახალ ტელეფონს. მე უნდა მეყიდა ეგ, მაგრამ ჩემდა ჭირად გადავიფიქრე 😀

  5. 14 finiki ნოემბერი 18, 2011, 10:18 AM

    გქონია სიახლეები, რაც ყოველთვის კარგია 🙂 გილოცავ ტელეფონს, მიყვარს ახალი ნივთების ათვისების პროცესი 🙂

  6. 15 glamtaia ნოემბერი 18, 2011, 11:15 PM

    მიყვარს ნოემბრის შთამაგონებელი პოსტები :))

  7. 16 teennewson ნოემბერი 18, 2011, 11:29 PM

    ramdeni xania aq agar vyofilvar da mrcxvenia…. : ) mara am swavlas ra vutxari… chvaujdebi da chem inglisze wavikitxav postebs .. xo gilocav telefons da im warmatebebs rac xdeba shens cxovrebashi.. : ) :**

  8. 17 ♥ Miss.Catalan.. ♥ ნოემბერი 19, 2011, 5:23 PM

    რა კარგია შეყვარებული რომ ხარ (თან ამდენი ხანი! ) :** ამდენი ხნით,ნუ დაიკარგები ხოლმე რა 😦


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: