ინგლისური ჩაის საღამო- Bonfire Night

მორიგი შაბათიც გათენდა და იმედი მაქვს weekend-ის პირველ დღეს სასიამოვნოდ ატარებთ. ამინდი ნამდვილად კარგია, ყოველშემთხვევაში ჩემი ფანჯრებიდან ნათელი მზე მოჩანს და სასიამოვნო დღეს მპირდება : ). კარგი ამინდის მიუხედავად, დღეს ცეცხლოვანი და კიდევ უფრო თბილი ინგლისური საღამო გვექნება-პირდაპირი გაგებით ცეცხლოვანი.

ეხლავე გეტყვით, თუ რატომ:

გაი ფოქსი- ეს სახელი ალბათ ბევრს არაფერს გეუბნებათ, სავარაუდოდ არც მას და მის მშობლებს შეეძლოთ წარმოედგინათ, რომ ამ სახელის პატრონი,  კიდევ  ერთ ინგლისურ ტრადიციას დაუდებდა საფუძველს.

ინგლისში საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობდა ბრძოლა კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის, სწორედ ამ დაპირისპირბის გამო გადაწყვიტეს ტყვია წამლის ოსტატმა გაიმ და მისმა კათოლიკე მეგობრებმა პროტესტანტი მეფე მოეკლათ. მათ არ გასჭირვებიათ ერთი კასრი ასაფეთქებლის მომზადება და მისი პარლამენტის შენობაში ჩუმად შეტანა, სადაც სამეფო კარის გარდა ორივე პალატის წარმომადგენლები სრული შემადგენლობით ესწრებოდნენ სხდომას. 1605 წლის 5 ნოემბერი უდავოდ გლოვის დღედ ჩაიწერებოდა ბრიტანეთის ისტორიაში, რომ არა ერთ-ერთი შეთქმული, რომელმაც ოჯახის მეგობარი ლორდის გადარჩენა გადაწყვიტა და წინა დღით გააფრთხილა, პარლამენტში არ მისულიყო. თავის მხრივ ლორდმა, თავი ვალდებულად ჩათვალა არამარტო მეფე, არამედ კოლეგებიც ეხსნა და ყველანი წინასწარ გააფრთხილა მოსალოდნელი აფეთქების შესახებ. გაი ფოქსი, სწორედ მაშინ დააკავეს, როც ტყვია-წამლით სავსე კასრს დარაჯობდა და მეგობრის ნიშანს ელოდა აფეთქების განსახროციელებლად.

ალბათ იკითხავთ, რა კავშირი აქვს ამ ისტორიას ტრადიციასთან. საქმე იმაში გახლავთ,რომ ინგლისელები ძალიან გაახარა მეფის გადარჩენამ, თითქმის გარდაუვალი სიკვდილისგან და ამის აღსანიშნავად, მთელს ლონდონში უამრავი კოცონი დაინთო, სადაც გაი ფოქსის გამოსახულებები და თოჯინები დაწვეს.

მას შემდეგ ყოველ 5 ნოემბერს, ლონდონი კვამლში ეხვევა. ზოგი გაი ფოქსის ღამეს უწიდებს ამ „მოვლენას“, ზოგიც კოცონის ღამეს. დროთა განმავლობაში ტრადიციამ სახე იცვალა, თუმცა დავიწყებას არ მისცემია.  დაემატა სხვადასხვა თამაშობები და შეჯიბრებები, რომლებიც უფრო მეტ მაყურებელს იზიდავს. დღესდღეობით, კოცონის გარდა, მთელს ინგლისში ფეიერვერკების შოუც ეწყობა და ყველაფერი გაცილებით სანახაობრივია, ვიდრე უბრალოდ კოცონის დანთება.

ეს ყველაფერი რაღაცით ჩვენს ჭიაკოკონობასაც მახსენებს.ცხადია, კარგად ვიცი რომ ტრადიციის საფუძველი სხვადასხვაა, თუმცა ჩემი სახლის წინ დანთებული პატარა კოცონიც ძალიან მიყვარს. ყველა ჩვენგანი ალბათ ერთხელ მაინც გადამხტარა აალებულ წალამზე . : )  სანამ ლონდონის ფეიევრეკით ან სხვა მსვლელობა-შეჯიბრებებით პირადად ტკბობის საშუალება მოგვეცემა, აგერ ამ ვიდეოს ვუყუროთ ბონუსად.

გაი ფოქსის სახეს თანამედროვე კინემატოგრაფშიც შეხვდებით და ბიბლიოთეკებშიც მონახავთ.

ალან მურის ნაწარმოები სახელად ” V for Vendetta” 1980 იანებში გამოვიდა და საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სიუჟეტის მიხედვით, გაი ფოქსის ნიღბიანი რევოლუციონერი ტოტალიტარული მთავრობის წინააღმდეგ გამოდის. 10 ნაწილიანი წიგნის ეკრანიზაციის პრემიერა 2006 წელს შედგა. მე პირადად არც წიგნი წამიკითხავს და არც ფილმი მინახავს, თუმცა ეს ნიღაბი ბევრჯერ მომხვედრია თვალში. ალბათ, წიგნის წაკითხვა თუ არა , ფილმის ნახვა მაინც ღირს.. :  )

Advertisements

14 Responses to “ინგლისური ჩაის საღამო- Bonfire Night”


  1. 1 ♥ Miss.Catalan.. ♥ ნოემბერი 5, 2011, 5:37 PM

    ვაუ,დღითი-დღე მიყვარდება შენი ინგლისური ჩაის საღამოები 🙂

  2. 3 glamtaia ნოემბერი 5, 2011, 9:34 PM

    ეს გაი ვინ ყოფილა , კაცო. თან მისი სახელიც ცოტა სხვანაირად წავიკითხე თავიდან 🙂

  3. 4 მოლი ბლუმი ნოემბერი 9, 2011, 1:44 PM

    Remember, remember, the fifth of November, Gunpowder Treason and Plot.

    ინგლისი ტრადიციების ქვეყანაა და ამას ხელიდან როგორ გაუშვებდნენ 🙂

    ფილმი და წიგნი არც მე შემხვედრია სადმე, მაგრამ ნიღაბი ფრიად მეცნობა. გავრცელებული ავატარია.

  4. 5 Charlius ნოემბერი 10, 2011, 12:48 AM

    წიგნი არ წამიკითავს სამწუხაროდ, თუმცა ფილმი მართლაც ღირს ნახვად 🙂

  5. 6 »♥» ana «♥« ნოემბერი 11, 2011, 11:07 PM

    გაი ფოქსი – ეს სახელი მე ძალიან ბევრ რამეს მეუბნება. ❤
    🙂 "კარგი" ისტორიაა.. მე ყოველთვის მხიბლავდა..

    • 7 Chiamaria ნოემბერი 17, 2011, 1:56 PM

      ჩვენც გვითხარი, მე პირადად ბევრი არაფერი ვიცოდი სანამ მასზე დეტალური ინფორმაციის მოძიება არ დამჭირდა ამ პოსტისთვის 🙂

      • 8 »♥» ana «♥« ნოემბერი 21, 2011, 12:24 AM

        პირველად მის შესახებ V for Vendetta-დან გავიგე და მაშინვე მოვიხიბლე ამ ადამიანით (პერსონაჟით).ნუ,რა თქმა უნდა არა იმიტომ,რომ “კარგი რამ” გააკეთა.უბრალოდ ძალიან საინტერესო ადამიანად მომეჩვენა.. 🙂 და იმაში,რომ მიის სახელი ბევრ რამეს მეუბნება ის ვიგულისხმე,რომ ჩემთვის ცნობილი და საინტერესო პიროვნება არის. 🙂

  6. 9 tamara ნოემბერი 13, 2011, 12:53 PM

    ჩემი არ იყოს, შენც მხოლოდ სავალდებულო პოსტებს წერ ამ ბოლო დროს 🙂 კარგია, იმიტომ, რომ ძალიან საინტერესო პოსტების სერია გამოდის საბოლოოდ…

    • 10 Chiamaria ნოემბერი 17, 2011, 1:54 PM

      მაგასაც ვეღარ ვწერ უკვე.. 😦 თან ძალიან ცუდი ფიქრები შემომეჩვია, ბლოგის გაუქმების თაობაზე და იმედს ვიტოვებ რომ დავძლევ : )

      • 11 tamara ნოემბერი 17, 2011, 4:45 PM

        ხდება ხოლმე 🙂 თუ რაღაც ეჭვები გაწუხებს, შეგიძლია უბრალოდ, დახურო ცოტა ხნით… თუ მოგენატრა, დაუბრუნდები, აღარ და… იყოს თავისთვის 🙂 ოღონდ არ წაშალო, თორემ ინანებ, საკუთარი გამოცდილებით გეუბნები 🙂

  7. 12 გლეხის ბიჭი ნოემბერი 24, 2011, 9:53 AM

    ვაიმე, ღირს რომელია. ბეთთჰოვენის ჰანგები იმდენად შთამბეჭდავია მანდ, ასეთი ჟანრის მუსიკის არამსმენელიც კი ადვილად დაიმახსოვრებს.

  8. 13 ▲ Natsy აგვისტო 12, 2012, 7:06 PM

    ნანახი მაქვს ფილმი, ჩემი საყვარელი მსახიობის, ნატალი პორტმანის მონაწილეობით და ფრიად აღფრთოვანებული დავრჩი. 🙂


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: