ინგლისური ჩაის საღამო- უკან, ლეგენდების სამყაროში

მორიგი შაბათიც გათენდა. მართალია , უკვე დიდი ხანია შაბათი დასვენების დღედ აღარ ითვლება, მინიმუმ სტუდენტებისთვის მაინც, მაგრამ მაინც სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ. მე მაგალითად, დღეს სიზმრებიდან გამორკვევა გამიჭირდა კიდეც, ჩემთვის ყველაზე საყვარელი- დილის ძილით ტკბობის საშუალება ხშირად ნამდვილად არ მეძლევა.

შენიშნავდით ალბათ, რომ თბილისში გვარიანად აცივდა. ეს ის დროა, როცა ცხელი ჩაის სმის სიხშირით, ინგლისელებსაც ვუსწრებ და არაბებსაც. ( ცხელი ჩაი- გათბობის აპრობირებული და ყველაზე სასიამოვნო საშუალება).  ამიტომ, ინგლისური ვერანდა თქვენის ნებართვით მისაღებ ოთახში გადაინაცვლებს, სადაც მოგიზგიზე ბუხარი გველოდება.

ჰოდა, ასეთი რომანტიკული გარემოს ფნზე, პირდაპირ მინდა ვკითხო გოგონებს-თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცის გარდა, კიდევ ვინ შეიძლება იყოს ყველაზე სასურველი მეორე ნახევარი? მე ვიტყოდი, ვინმე ძლიერი, მამაცი, მოხერხებული, სამართლიანი  ჭაბუკი მეთქი 🙂 ასეთი კი ერთი ინგლისელი მამაკაცია, რომელიც მდიდრებს ართმევს და ღარიბებს ურიგებს. სწორად მიხვდით, ამ საღამოს ყველაზე ცნობილი ინგლისური ლეგენდის -რობინ ჰუდის შესახებ უნდა ვისაუბროთ.

მასზე ბევრი თუ არა, გადაკვრით მაინც გექნებათ გაგონილი. შერვუდის ტყეში, სამართლის სადარაჯოზე გახიზნული რობინი, თავის მეგობრებთან ერთად ღარიბ ხალხს იცავს უსამართლო მეფისა და მისი მოხელეებისგან. ლეგენდები მათ შესახებ სათავეს XIV-XV საუკუნეებიდან იღებს, თუმცა ცალკეული ეპიზოდები, ბევრად ძველია. მკვლევარები დღემდე ორად იყოფიან-  ნაწილს რეალური ადამიანო ჰგონია რობინი, ნაწილს კი მხოლოდ გამოგონილი პერსონაჟი. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ   რობინის ისტორიებს ფორმირება დღემდე არ შეუწყვეტიათ, ალბათ ყველაზე სარწმუნოდ სწორედ მეორე ვერსია მოგვეჩვენება, მაგრამ აქ და ახლა ამის გარკვევას არ ვაპირებ, უბრალოდ ცოტა ხნით წაგიყვანთ მამაცი მებრძოლი სამყაროში.

დავიწყოთ იქიდან, რომ ისეთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი, როგორიცაა ქალწული მერიენი, თქმულებებს მხოლოდ მოგვიანებით შეემატა, არც რობინის გვარიშვილობა-აზნაურობის შესახებ გვეუბნება რამეს თავდაპირველი ისტორიები, ის მხოლოდ რიგითი მიწათმოქმედი გლეხი იყო. არც ცნობილი მოტივი “მდიდრებს ართმევს და ღარიბებს ურიგებს”- არ ყოფილა თავდაპირველ ამბებში ნახსენები.

გადავწყვიტე, რობინზე ერთი ლეგენდა გიამბოთ. ვინაიდან ამ ბლოგის ავტორი ძალიან შეყვარებულის, ეს ლეგენდაც სიყვარულზეა და დაახლოებით XVII საუკუნიდან გვხვდება წყაროებში.

იმხანად, ქალწული მერიენი ყველაზე ლამაზი გოგონა ყოფილა მთელს ნოტინგემშირში. მას ეტრფოდნენ მეფეები და რაინდები, დიდგვაროვნები და უბრალო გლეხები. რა გასაკვირია ,რომ შეყვარებულებს შორის რობინიც ერია. მას სხვებთან შედარებით გაუმართლა, მერიენიც არ იყო გულგრილი მხარეში ყველაზე მამაცი ყმაწვილის მიმართ და შეხვედრისას მხურვალე კოცნასაც არ იშურებდა მისთვის. ერთხელაც, მტრებმა მოახერხეს, რომ შეყვარებული წყვილი ერთმანეთისთვის დაეცილებინათ. რობინს შერვუდის ტყეში მოუხდა წასვლა, მერიენი კი მარტო დარჩა. შეყვარებული ქალი ტიროდა, აღარ იცოდა სად მოეძებნა გულისსწორი და ბოლოს, მან საკმაოდ მამაცი გადაწყვეტილება მიიღო-მოეძებნა რობინი მარტოს, ტყეში. მერიენი მამაკაცივით გამოეწყო, შეიარაღდა და საძებნელად წავიდა.  ამავე დროს რობინიც ტყეში დადიოდა, შენიღბული მამაკაცის დანახვაზე ხმალი მოიმარჯვა და ერთმანეთს შეებნენ. საათზე მეტი იბრძოლეს, სანამ რობინს მკლავი არ გაეჭრა. მერიენმა, ხმაზე იცნო შეყვარებული, მივარდა და ჭრილობის გასუფთავება დაიწყო, რობინიც თბილი კოცნით შეეგება ქალს და ერთად დაბრუნდნენ მუხის ხის ველზე, იქ სადაც რობინს და მის მეგობრებს შტაბი მოეწყოთ.

მერიენის მოსვლამ ყველა გაახარა, პატარა ჯონი, რობინის მარჯვენა ხელი, მაშინვე ტყეში წავიდა ირმის მოსანადირებლად, საღამოს კი მშვენივრად მოილხინეს.  მერიენმა და რობინმა განაგრძეს ბედნიერი თანაცხოვრება მათ არ ჰქონდათ საკუთარი მიწა, მაგრამ ჰქონდათ დიდი სიყვარული და საკუთარი შრომით ირჩენდნენ თავს.

ესეც რობინის რომანტიკული ამბავი :  ) რობინ ჰუდის თავგადასავლები  რჩება ლექსების, მოთხრობების, ფილმებისა და თუ ანიმაციის თემად. ინგლისში, საკმაოდ დიდ პატივსაც სცემენ ლეგენდების გმირს. არსებობს მის სახელზე შექმნილი ძეგლები, შერვუდის ტყეში კი მისი მუხის ხე იწონებს თავს.

Advertisements

12 Responses to “ინგლისური ჩაის საღამო- უკან, ლეგენდების სამყაროში”


  1. 1 მოლი ბლუმი ოქტომბერი 29, 2011, 1:37 PM

    ჩემი ბავშვობის ფავორიტი გმირი 🙂

  2. 2 ♥ Miss.Catalan.. ♥ ოქტომბერი 29, 2011, 4:05 PM

    ააა რობინი ! 🙂 როგოორ მიყვარდა,მთელი წელი მისით აღფრთოვანებული დავდიოდი :დ მინდოდა მეც შემხვედროდა მისნაირი ,,რაინდი” :დ

    პოსტი :*:*:*:***

  3. 4 glamtaia ოქტომბერი 31, 2011, 6:15 PM

    ყველზე, ყველაზე მამაცი გმირი, რომელიც შერვუდის ტყეში მიწვევდა :))) ისიც მახსოვს როგრო გავაკეთებინე ბაბუაჩემს მშვილდ-ისარი, რომ ყაჩაღობანა მეთამაშ. მდიდრის როლში ჩემი მშბლები გადიოდნენ :)))

    • 5 Chiamaria ნოემბერი 2, 2011, 12:12 PM

      ჰო, ეგენი მე და ჩემს ძმასაც გვქონდა. ეხერხება რაღაცეების გამოთლა და თვითონ აკეთებდა. სოფელში, თხილის ხეები დავპუტეთ სულ : ))

  4. 6 finiki ნოემბერი 1, 2011, 10:19 AM

    როგორ მიყვარდა რობინ ჰუდი 🙂
    ჩემი წარმოდგენა მასზე საბოლოოდ დაასამარა ქევინ ქოსთნერმა, როდესაც მისი როლი შეასრულა 😐

  5. 8 MrsMarch ნოემბერი 2, 2011, 1:53 AM

    მართლა ისეთი პოსტი იყო ჩაი და ბუხარი რომ უხდება და სიჩუმეში, სითბოში და მყუდრო გარემოში რომ უნდა წაიკითხო ♥

  6. 10 faifuris angelozi ნოემბერი 2, 2011, 6:49 PM

    როცა “აივენჰო” წავიკითხე მაშინ მივაქციე ლოკსლის ყურადღება,რომელიც როგორც შემდეგ აღმოჩნდა რობინ ჰუდი ყოფილა.მართლაც ძალიან ბევრი თქმულება თუ ლეგენდაა მასზე)

  7. 11 »♥» ana «♥« ნოემბერი 11, 2011, 11:12 PM

    რობინი და შერვუდის ყველა ყაჩაღი. ❤ 🙂 ჩემი ფავორიტი "ავაზაკები".. და მერიენის და რობინის სიყვარული,ხომ საერთოდ.. 🙂

  8. 12 გრაფინია დეკემბერი 9, 2011, 9:03 PM

    ჩემი ბავშვობის რიგით მეორე სასურველი ბიჭი 😀 პირველი პიტერ პენი იყო, არის და იქნება ❤


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 228 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: