ერთი დღე

გარიგებით შექმნილი ოჯახის გჯერათ? უფრო სწორად მისი სიმყარის თუ გჯერათ. მე რომ მკითხონ ეს, ვეტყვი რომ არასდროს  დავთანხმდებოდი ამაზე, რადგან სრულიად უცხო ადამიანის ესე ხელოვნურად მიღება მე არ შემიძლია. სწორედ ამიტომ, მისი სიმყარის ამბავიც დიდად მეეჭვება.

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ გარიგებით შექმნილ ოჯახში შვილი არა და არ იბადება.  ეს ის პრობლემაა, რომელსაც ისეთ ოჯახზეც შეუძლია ზემოქმედება, სადაც საფუძველი სიყვარულია.  წლების წინ, 90 იანებში, 4 წლის ნანატრი გოგოს დაბადებამ ერთი ქართული ოჯახი გადაარჩინა. მე ვერ გეტყვით, რამდენად იყო ოჯახი დანგრევის წინაშე, მაგრამ ის ზუსტად ვიცი , რომ პრობლემები იწყებოდა. მაშინ, როცა ყველაზე ნაკელბად ელოდებოდნენ ამ სიახლეს, პატარა კაფანდარა გოგო დაიბადა. არ ტიროდა, მხოლოდ თითებს პარჭყავდა და ტუჩებს პრუწავდა, როგორც ყველა პატარა ბავშვი.  ის პატარა გოგო მე ვიყავი ზუსტად 21 წლის წინ…

დიახ, სწორად გაიგეთ. დღეს ჩემი დაბადების დღეა. დღეს მე ოცდამეერთე დაბადების დღეს ავღნიშნავ. გამიჭირდება განვლილი ცხოვრების შეჯამება, მითუმეტეს რომ არც ისე ბევრი მაქვს გავლილი. მკაფიოდ მახსოვს ჩემი ფიქრი წლების უკან, როცა გაზრდა და ასაკის მატება მაშინებდა. სიბერის შიში და ნაოჭები არაფერ შუაშია, მხოლოდ უდარდელი ბავშვობის წლები მენანებოდა, რომელიც უმეტესად, ყველაზე ბედნიერი მონაკვეთია ადამიანის ცხოვრებაში, თან ყველაზე მოკლე.

არ მესმის ადამიანების, რომლებიც ამბობენ რომ არ უყვართ თავისი დაბადების დღე. არ ვიცი, ვის რა მიზეზი აქვს “არ-სიყვარულისთვის”, მაგრამ მე არანაირი. ეს დღე ჩემია, რომელსაც ყოველთვის მეგობრების გარემოცვაში ვატარებ.

შარშან, ამ დროს, პოლონეთში ვიყავი. პირველად და ამ დრომდე ერთადერთხელ, შორს მეგობრებისგან და საყვარელი ადამიანებისგან. ეს იყო ყველაზე ნოსტალგიური დაბადების დღე, რომელიც ოდესმე მქონია. საკუთარ თავს გამოვუცხვე შოკოლადის ნამცხვარი და პოლონელ მეგობრებთან ერთად, ცხელ ჩაიზე ავღნიშნე გა-20-ება . : )

დღეს 21-ის გავხდი. ძალიან, ძალიან ბევრ მეგობარს ველოდები. დღეს პირველად მოვა ჩემი ბიჭი ჩემთან სახლში, ეს დღე ამითაც გამორჩეულია.  ვნერვიულობ, რაზე არ ვიცი, უფრო სასიამოვნო მოლოდინი მაქვს.

სრულად ვაცნობიერებ, რომ ჩემთვის გაუაზრებელი ბავშვობის წლები დამთავრდა. ამაში ვგულისხმობ შეცდომებს, რომელსაც უშვებ  და “პატარაა”, “ბავშვია”-ს გამო ამართლებ.

მოკლედ, დღეს ჩემი დაბადების დღეა. სრულიად ჩემი ერთი დღე- 365-დან. : )

 

18 Responses to “ერთი დღე”


  1. 1 მოლი ბლუმი October 27, 2011 at 1:46 pm

    გილოცავ, ჭიამარია! ულევ სიხარულს, ბევრ მზიან დღეს და ზღვა ბედნიერებას გისურვებ!

    ახლა პოსტის წაკითხვას გავაგრძელებ 🙂

  2. 3 მოლი ბლუმი October 27, 2011 at 1:50 pm

    მაინც პატარა ხარ 🙂 21 ძალიან ცოტაა 🙂 და ბავშვური უშუალობის შენარჩუნება მერეც შეიძლება. 50 წლისასაც შეგიძლია რაღაც ისეთი დაიტოვო, რაც ბავშვობიდან მოგყვება და დასაკარგად გენანება.

    • 4 Chiamaria October 28, 2011 at 10:46 am

      კი, მეც მეცოტავება. : )) უბრალოდ რაც გემატება ასაკი, მით ბევრი გგონია.
      ალბათ, ცხოვრებაშიც ერთ-ერთი მნიშნელოვანი გამოწვევა ეგეცაა, შეინარჩუნო ბავშვური უშუალობა , არ გაბოროტდე და არ ჩაიკეტო. : )

  3. 5 Ani October 27, 2011 at 1:58 pm

    გილოცავ 🙂 ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ 🙂

  4. 8 finiki October 27, 2011 at 3:16 pm

    გილოცავ 🙂 მშვენიერი ასაკია, ნუ პრინციპში ყველა ასაკი თავის მხრივ მშვენიერია, მაგრამ მაინც 🙂 წარმატებებს, სიხარულს, ბედნიერებას და ულევ დადებით ემოციას გისურვებ 🙂

    • 9 Chiamaria October 28, 2011 at 10:50 am

      დიდი მადლობა ❤
      გეთანხმები, ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს. ეხლა ყველაზე აქტიური პერიოდი მიდგას , ყოველმხრივ აქტიური. ასე მგონია მე : )

  5. 10 taledream October 27, 2011 at 5:09 pm

    შენს დღეს გილოცავ 🙂 მრავალ ბედნიერ დღეს დაესწარი 🙂 🙂 წარმატებებს გისურვებ

  6. 12 ♥ Miss.Catalan.. ♥ October 27, 2011 at 11:22 pm

    ჭიიიამააააიიიიიკოოოოო!!!!! გიიილლოოოოცააავ :*:*:******** ტრაანა ნა ნა ნა ნაააა!!! “:*:*:* შულ ბედნიერებას გისურვებ,სულ სულ :***

  7. 14 mochveneba October 28, 2011 at 6:28 pm

    გილოცაააავ <3<3 ბედნიერებას გისურვებ ^.^ მართალია ბავშვობის წლებს არაფერი შეედრება მაგრამ, ეხლა ყველაზე კარგი პერიოდი გაქ ცხოვრების, ჩემი აზრით :*:*:* ❤

  8. 15 MrsMarch November 2, 2011 at 1:55 am

    მოგვიანებით გილოცავ ♥ დამიგვიანდა პოსტის წაკითხვა : )

  9. 17 მარი ! November 15, 2011 at 8:34 pm

    უუჰ ;))) როგორ გამომრჩა! გილოცავ! ყველაფერს კარგს გისურვებ!
    ორიგინალური პოსტია ძააალიან……….
    საყვარელოო <3!


Leave a reply to nancygaladriel Cancel reply




დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 219 other subscribers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

10 წიგნი
მოლი, აპოკალიფსი და სანტა-კლაუსი
ინგლისური ჩაის საღამო- ტიტანიკი
ინგლისური ჩაის საღამო- ჩაი (ნაწილი IV)
ინგლისური ჩაის საღამო- ინგლისური იუმორი
მე-ჯეინი
შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ!
დაბადება
წერილი შენთვის
ინგლისური ჩაის საღამო- სტოუნჰენჯი (ნაწილი I)