ერთი დღე

გარიგებით შექმნილი ოჯახის გჯერათ? უფრო სწორად მისი სიმყარის თუ გჯერათ. მე რომ მკითხონ ეს, ვეტყვი რომ არასდროს  დავთანხმდებოდი ამაზე, რადგან სრულიად უცხო ადამიანის ესე ხელოვნურად მიღება მე არ შემიძლია. სწორედ ამიტომ, მისი სიმყარის ამბავიც დიდად მეეჭვება.

რა ხდება იმ შემთხვევაში თუ გარიგებით შექმნილ ოჯახში შვილი არა და არ იბადება.  ეს ის პრობლემაა, რომელსაც ისეთ ოჯახზეც შეუძლია ზემოქმედება, სადაც საფუძველი სიყვარულია.  წლების წინ, 90 იანებში, 4 წლის ნანატრი გოგოს დაბადებამ ერთი ქართული ოჯახი გადაარჩინა. მე ვერ გეტყვით, რამდენად იყო ოჯახი დანგრევის წინაშე, მაგრამ ის ზუსტად ვიცი , რომ პრობლემები იწყებოდა. მაშინ, როცა ყველაზე ნაკელბად ელოდებოდნენ ამ სიახლეს, პატარა კაფანდარა გოგო დაიბადა. არ ტიროდა, მხოლოდ თითებს პარჭყავდა და ტუჩებს პრუწავდა, როგორც ყველა პატარა ბავშვი.  ის პატარა გოგო მე ვიყავი ზუსტად 21 წლის წინ…

დიახ, სწორად გაიგეთ. დღეს ჩემი დაბადების დღეა. დღეს მე ოცდამეერთე დაბადების დღეს ავღნიშნავ. გამიჭირდება განვლილი ცხოვრების შეჯამება, მითუმეტეს რომ არც ისე ბევრი მაქვს გავლილი. მკაფიოდ მახსოვს ჩემი ფიქრი წლების უკან, როცა გაზრდა და ასაკის მატება მაშინებდა. სიბერის შიში და ნაოჭები არაფერ შუაშია, მხოლოდ უდარდელი ბავშვობის წლები მენანებოდა, რომელიც უმეტესად, ყველაზე ბედნიერი მონაკვეთია ადამიანის ცხოვრებაში, თან ყველაზე მოკლე.

არ მესმის ადამიანების, რომლებიც ამბობენ რომ არ უყვართ თავისი დაბადების დღე. არ ვიცი, ვის რა მიზეზი აქვს “არ-სიყვარულისთვის”, მაგრამ მე არანაირი. ეს დღე ჩემია, რომელსაც ყოველთვის მეგობრების გარემოცვაში ვატარებ.

შარშან, ამ დროს, პოლონეთში ვიყავი. პირველად და ამ დრომდე ერთადერთხელ, შორს მეგობრებისგან და საყვარელი ადამიანებისგან. ეს იყო ყველაზე ნოსტალგიური დაბადების დღე, რომელიც ოდესმე მქონია. საკუთარ თავს გამოვუცხვე შოკოლადის ნამცხვარი და პოლონელ მეგობრებთან ერთად, ცხელ ჩაიზე ავღნიშნე გა-20-ება . : )

დღეს 21-ის გავხდი. ძალიან, ძალიან ბევრ მეგობარს ველოდები. დღეს პირველად მოვა ჩემი ბიჭი ჩემთან სახლში, ეს დღე ამითაც გამორჩეულია.  ვნერვიულობ, რაზე არ ვიცი, უფრო სასიამოვნო მოლოდინი მაქვს.

სრულად ვაცნობიერებ, რომ ჩემთვის გაუაზრებელი ბავშვობის წლები დამთავრდა. ამაში ვგულისხმობ შეცდომებს, რომელსაც უშვებ  და “პატარაა”, “ბავშვია”-ს გამო ამართლებ.

მოკლედ, დღეს ჩემი დაბადების დღეა. სრულიად ჩემი ერთი დღე- 365-დან. : )

 

Advertisements

18 Responses to “ერთი დღე”


  1. 1 მოლი ბლუმი ოქტომბერი 27, 2011, 1:46 PM

    გილოცავ, ჭიამარია! ულევ სიხარულს, ბევრ მზიან დღეს და ზღვა ბედნიერებას გისურვებ!

    ახლა პოსტის წაკითხვას გავაგრძელებ 🙂

  2. 3 მოლი ბლუმი ოქტომბერი 27, 2011, 1:50 PM

    მაინც პატარა ხარ 🙂 21 ძალიან ცოტაა 🙂 და ბავშვური უშუალობის შენარჩუნება მერეც შეიძლება. 50 წლისასაც შეგიძლია რაღაც ისეთი დაიტოვო, რაც ბავშვობიდან მოგყვება და დასაკარგად გენანება.

    • 4 Chiamaria ოქტომბერი 28, 2011, 10:46 AM

      კი, მეც მეცოტავება. : )) უბრალოდ რაც გემატება ასაკი, მით ბევრი გგონია.
      ალბათ, ცხოვრებაშიც ერთ-ერთი მნიშნელოვანი გამოწვევა ეგეცაა, შეინარჩუნო ბავშვური უშუალობა , არ გაბოროტდე და არ ჩაიკეტო. : )

  3. 5 Ani ოქტომბერი 27, 2011, 1:58 PM

    გილოცავ 🙂 ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ 🙂

  4. 8 finiki ოქტომბერი 27, 2011, 3:16 PM

    გილოცავ 🙂 მშვენიერი ასაკია, ნუ პრინციპში ყველა ასაკი თავის მხრივ მშვენიერია, მაგრამ მაინც 🙂 წარმატებებს, სიხარულს, ბედნიერებას და ულევ დადებით ემოციას გისურვებ 🙂

    • 9 Chiamaria ოქტომბერი 28, 2011, 10:50 AM

      დიდი მადლობა ❤
      გეთანხმები, ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს. ეხლა ყველაზე აქტიური პერიოდი მიდგას , ყოველმხრივ აქტიური. ასე მგონია მე : )

  5. 10 taledream ოქტომბერი 27, 2011, 5:09 PM

    შენს დღეს გილოცავ 🙂 მრავალ ბედნიერ დღეს დაესწარი 🙂 🙂 წარმატებებს გისურვებ

  6. 12 ♥ Miss.Catalan.. ♥ ოქტომბერი 27, 2011, 11:22 PM

    ჭიიიამააააიიიიიკოოოოო!!!!! გიიილლოოოოცააავ :*:*:******** ტრაანა ნა ნა ნა ნაააა!!! “:*:*:* შულ ბედნიერებას გისურვებ,სულ სულ :***

  7. 14 mochveneba ოქტომბერი 28, 2011, 6:28 PM

    გილოცაააავ <3<3 ბედნიერებას გისურვებ ^.^ მართალია ბავშვობის წლებს არაფერი შეედრება მაგრამ, ეხლა ყველაზე კარგი პერიოდი გაქ ცხოვრების, ჩემი აზრით :*:*:* ❤

  8. 15 MrsMarch ნოემბერი 2, 2011, 1:55 AM

    მოგვიანებით გილოცავ ♥ დამიგვიანდა პოსტის წაკითხვა : )

  9. 17 მარი ! ნოემბერი 15, 2011, 8:34 PM

    უუჰ ;))) როგორ გამომრჩა! გილოცავ! ყველაფერს კარგს გისურვებ!
    ორიგინალური პოსტია ძააალიან……….
    საყვარელოო <3!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: