აზარტის გემო

“დიახ, მე მესმის, რომ კაცი სათამაშოდ მიდიოდეს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ დროს უნდა მოხდეს, როცა თავის თავსა და სიკვდილს შორის იგი არაფერს ხედავს, გარდა თავისი უკანასკნელი ხუთფრანკიანისა”

ალბათ გეცნოთ ციტატა ბალზაკის “შაგრენის ტყავიდან” და იმასაც მიხვდით რაზე იქნება დღევანდელი პოსტი. . მე ალბათ ყველაზე ნაკლებად მორალის საკითხავად გამოვდგები, თუმცა ესაა პრობლემა , რომელიც მარტო მე არ მაწუხებს. დღეს ძნელად თუ იპოვით ადამიანს, რომელსაც არ გაეგონოს ან თავად არ გამოეცადოს ეს განსაცდელი, სახელად კაზინო, ტოტალიზატორი და კიდევ უარესი, “ხელზე გამაზვა” ( ამ უკანასკნელის არსი დიდად არ მესმის, მაგრამ ჩემი ცოდნა დასკვნის გამოსატანად მყოფნის.. ).

მსმენია ისტორიები, როცა საკმაოდ შეძლებული ოჯახის ფინანსური/სოციალური/მყარი  მდგომარეობა აზარტულ თამაშებს გადაუყოლებია. რაღა შორს წავიდე, საკუთარ ახლო ნათესაობაშიც რომ არ მომხდარიყო მსგავსი შემთხვევა, ალბათ მხოლოდ უბრალო მაყურებლად დავრჩებოდი. რას ვიზამთ, სხვისი გასაჭირის შორიდან ყურება ქართველების სენია- რადგან ვაღიარებ, იქნებ ჩემი თავის გამოსწორებაზე მაინც ვიზრუნო.

რას ნიშნავს აზარტი? მის ავ-კარგიანობაზე საუბარი ცხადია შესაძლებელია. აქვე გეტყვით, ჩემი აზრით, აზარტი ცალსახად კარგია- თუმცა აუცილებელია ზომიერება.  თუკი არ გაქვს აზარტი, ე.წ “ჟილკა”, დღევანდელობაში ცხოვრება ძალიანაც გაგიჭირდება. ოქროს შუალედის დაცვა, ნებისმიერ სფეროში, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, მისი პოვნა და განსაზღვრა ასეთი რთული რომ არ იყოს.

მე ძალიან პატარა ადამიანი ვარ საიმისოდ, რომ ვინმე განვიკითხო და ჭკუა ვასწავლო, მაგრამ აზრი იმედია მომეკითხება და სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე პოსტით მაინც გამოვთქვა. რა აიძულებს ადამიანს კაზინოში უკანასკნელი ფულით შევიდეს? მოგების სურვილი და უფრო მეტად კიდევ იმედი. თუმცა იმის ალბათობა, რომ მოიგებს შეიძლება 50/50-ზე ნაკლებიც კი იყოს. დავფიქრდეთ, საიდან ასეთი გრანდიოზული ინტერიერ-ექსტერიერი არა მხოლოდ კაზინოს შენობებს, არამედ მათ მფლობელებს? კაზინოში ფულს არ გასცემენ- იქ მხოლოდ იტოვებენ, გაცემული კი პროცენტულადაც და რაოდენობრივადაც სასაცილო ციფრია, წაგებულთან შედარებით. . რადგან მე, სრულიად გამოუცდელი ადამიანი ამას ვხვდები, არ შეიძლება ის კონკრეტული მოთამაშე, რომელიც სავარაუდოდ პირველად არ აღებს კაზინოს კარს, ამას ვერ იაზრებდეს.  ასე რომ, ალბათ უკიდურესმა გაჭირვებამ ან ძალიან გამოუვალმა მდგომარეობამ შეიძლება გაიძულოს გადადგა ნაბიჯი რომელიც, დიდი შანსია რომ ხრამისკენ მიგაქანებს, მაგრამ მაინც ბოლო იმედია… იმდენად ბოლო, რომ გავიწყებს შენს უკან მდგომ ცოლს, შვილებს, დედას-მამას და ნებისმიერ სხვა ოჯახის წევრს ან ნათესავს, რომლისთვისაც ერთადერთი დასაყრდენი ხარ.

ის ამბავი, ნათესავის თაობაზე, ზემოთ რომ ვახსენე, კიდევ კარგად დამთავრდა. უბრალოდ გაუმართლა, რომ ჭკვიანი ცოლი და გვერდში მდგომი ნათესავები აღმოაჩნდა, რომლებიც დაგროვილი ვალების დაფარვაში დაეხმარებიან.  სხვა შემთხვევაში ისიც ისე დაასრულებდა, როგორც ერთი ჩემი შორეული ნაცნობი- უსახლკაროდ და უცოლ-შვილოდ.

მოვეშვათ კაზინოებს, მარტო ის რად ღირს ყველა სარდაფში “სლოტ-კლუბი” და ტოტალიზატორი რომ არის გახსნილი. უფრო მეტად სავალალო ამ ამბავში კი ისაა, რომ სკოლის მოსწავლეები უამრავ დროს და ფულს ხარჯავენ სათამაშო აპარატებთან და ტელევიზორის ეკრანებთან. დღეს მშობლის მიცემულ ფულს ანიავებენ, ხვალ თავის ხელფასს მოაკლებენ ოჯახს.. ასაკობრივი ცენზი, როგორც მუშაობს ჩემზე არანაკლებ კარგად გეცოდინებათ თქვენც… გამოსავალი კაცმა არ იცის სადაა, ან რატომაც არა, იცის..- მე ყველაფერს განათლებას და შეგნებას ვაწერ- მათი დეფიციტი კი სახეზეა.

Advertisements

14 Responses to “აზარტის გემო”


  1. 1 nancygaladriel ოქტომბერი 24, 2011, 11:12 AM

    გეთანხმები.
    პირადად მამაჩემმა ბინა დაკარგა მაგის გამო და რამდენი ასეთი რაღაც ხდება …სამწუხაროა.

  2. 3 მოლი ბლუმი ოქტომბერი 24, 2011, 12:41 PM

    აქტუალური პოსტია… სამწუხაროდ 😦

    იგრომანია დაავადებაა და სპეციალიზებულ კლინიკებში მკურნალობენ. ოღონდ, ეს უკვე ღრმად საშიშ სტადიაზე მყოფი ხალხია – შეგონებაც რომ არ შველით და საკუთარი საღი აზრიც აღარ მოქმედებს.

    რაც შეეხება ჩვეულებრივ მოთამაშეებს, საბოლოო ჯამში, იოლი ფული უფრო იზიდავთ. ოღონდ, ერთი რამ არ ესმით – კაზინოში მოსაგებად არ მიდიან. რა თქმა უნდა, ზოგჯერ იგებენ კიდეც, მაგრამ ეს მთავარი მიზეზი არ არის. კაზინოში მიდიხარ დროის გასატარებლად, სიამოვნების მისაღებად, ადრენალინის გამოსაყოფად და ეს ყველაფერი ღირს იმდენი, რამდენსაც იქ დატოვებ.

    მე ძალიან აზარტული ვარ. აი, საშინლად აზარტული. თამაში მიყვარს. ამიტომაც, პრეფერანსი ან კინგი ასანთის ღერებზეც კი არ მითამაშია არასოდეს. თამაშის აზარტი მყოფნის და დამატებითი სტიმულატორები არ მჭირდება.

    • 4 Chiamaria ოქტომბერი 24, 2011, 12:47 PM

      ესაა საღი აზარტი რასაც შენ ამბობ მოლი და სამწუხაროდ ბევრს აკლია ეს სიჯანსაღე…არასოდეს თქვა არასოდესო ნათქვამია, მაგრამ მაინც მგონია რომ ასე თავს არ დავკარგავ, თუმცა არანაკლებ აზარტული ვარ. ჩემ თავში იმ მომენტსაც ვიჭერ, როცა წაგებულს გონია რომ შემდეგ ჯერზე აუცილებლად გაიმარჯვებს ” ახლა მისი ჯერია”-ს პრინციპით. თუმცა ფულზე ნამდვილად არ მითამაშია არასდროს, აი ნაყინი კი ბევრჯერ წამიგია ჯოკერში : )))

      • 5 მოლი ბლუმი ოქტომბერი 24, 2011, 1:21 PM

        ახლა ჩემი ჯერია და ხვალ აუცილებლად მოვიგებ – მთავარი შეცდომაა. ერთი წაგება არაფერს ნიშნავს. მოგებას რომ ელოდები და თამაშობ და ისევ აგებ და ისევ თამაშობ – ეს არის უბედურება.

  3. 6 finiki ოქტომბერი 24, 2011, 1:59 PM

    არ მეგულება ადამიანი, რომელსაც სანაცნობოში მინ. 1 ადამიანი მაინც არ ყავს ვინც ”თამაშობს აქტიურად”. ეს ნარკომანიაა ჩემი აზრით, მოთამაშე ზუსტად იგივეზეა წამსვლელი სათამაშო ფულისთვის რაზეც ნარკომანი წამლის საყიდელი ფულისთვის. აზარტული მეც ვარ, თუმცა რა თქმა უნდა ვხვდები როდის და სად უნდა გავჩერდე, ყველაზე დიდი სიამოვნება კი მოგება კი არაა, თვითონ თამაშის პროცესი, ადრენალინი ალბათ, ინტერესს სძენ ცხოვრებას.
    ასაკი მკაცრად უნდა კონკტროლდებოდეს წესით.
    ხშირად ეს სავალალოდ სრულდება და კრიმინალებად ყალიბდებიან.

    • 7 Chiamaria ოქტომბერი 24, 2011, 2:12 PM

      გეთანხმები, ეს დამოკიდებულებაა რომელსაც ისევე უნდა მკურნალობა, როგორც ნარკომანიას. თან, ამ პოსტის წერისას რაღაცეებს გადავხედე და ვნახე, რომ ზღვარგადასული აზარტით არამარტო საკუთარ მდგობარეობას და ოჯახს ვნებ (ამ შემთხვევაში თამაშის შედეგებზე ვსაუბრობ) , არამედ ჯანმრთერლობასაც და არანაკლებ დამანგრეველი შედეგები აქვს…

  4. 8 ♥ Miss.Catalan.. ♥ ოქტომბერი 24, 2011, 2:39 PM

    აი ხოშიანი პოსტია რა ! :* შენ გენაცვალე მე :დ ყოჩაღ :*

  5. 10 tsotnee ოქტომბერი 24, 2011, 5:56 PM

    გეთანხმები! მე კი არასოდეს მთამაშია არც კაზინოში და არც სლოტ-კლუბში, არც დამიდია ტოტალიზატორში როდესმე ფული! მართალია, საქართველოში ზედმიწევნით და ნამეტნავად იცავენ ამ მხრივ თანასწორობის უფლებას, ამიტომაც ყველა ასაკის ადამინს იქნება დიდი, პატარა, ახალგაზრდა თუ ბებერი, ერთნაირად აქვთ საშუალება ანკესზე წამოეგონ და სულ რაღაც რამდენიმე ლარი იქვე დატოვონ (არადა მაგის მეტი არ აქვთ), ეჰ! 😦 ცუდია!

  6. 13 taledream ოქტომბერი 24, 2011, 7:23 PM

    არასოდეს მითამაშია არც კაზინოში და არც ტოტალიზატორში. მამაჩემი საკმაოდ ხშირად თამაშობს ხოლმე ინტერნეტ ტოტალიზატორში, ისე ჩვეულებრივ ტოტალიზატორში წასვლა ეზარებოდა ხოლმე. მაგრამ მეგობრებთან ერთად ბევრჯელ მითამაშია და წამიგია კიდეც მაგრამ ეს ყოველთვის უწყინარი წაგებები იყო 🙂 ნაყინზე, შოკოლადზე და კოკა-კოლაზე :დ :დ :დ უი ეხლა გამახსენდა ერთხელ ერთი შეკვრა პელმენებიც წავაგეთ 🙂


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: