ინგლისური ჩაის საღამო- საინტერესო ფაქტები

გამარჯობა !

მგონი არცერთი პოსტი არ დამიწყია ასე 🙂 დღეს შაბათია. ასე რომ, მივყვეთ ტრადიციას და ვისაუბროთ ინგლისზე. ამჟამად რამდენიმე საინტერესო ფაქტზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. იმედია ჩაის საღამო კვლავინდებურად, სასიამოვნოდ ჩაივლის.
1. პოპულარულ ინგლისურ ანდაზაში, The quick brown fox jumps over the lazy dog,ინგლისური ანბანის ყველა ასო-ნიშანია გამოყენებული.

2. სკოტლანდ იარდი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განთქმული პოლიციის დაწესებულება, გაუხსნელი მკვლელობის ადგილზე აიგო.

3. ინგლისურ სიტყვებს month (თვე), orange (ნარინჯი), silver (ვერცხლი), და purple (მეწამული) იმავე ენაზე არცერთი სიტყვა არ ერითმება.

4. პირველი საზოგადოებრივი ტუალეტი ინგლისში ჯორჯ ჯენინგსმა გამოიგონა 1851 წლის დიდი გამოფენისთვის.

5. ინგლისური რენესანსის წამყვანი ხელოვნების ფორმა იყო პიესა.

6. ლონდონში მდინარე ტემზის ქვეშ 16 გვირაბი გადის; მათი უმრავლესობა მეტროს ხაზებისთვისაა განკუთვნილი.

7. ლონდონის თვალი (London Eye) ყველაზე მაღალი სათვალთვალო ბორბალია ევროპაში (135 მ) და ყველაზე  პოპულარული ფასიანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა დიდ ბრიტანეთში, რომელსაც წელიწადში 3 მილიონი ადამიანი სტუმრობს.

8. 1355 წელს ოქსფორდში (ინგლისი) ორ სტუდენტსა და ადგილობრ მკვიდრს შორის ლუდის გამო ატეხილ არეულობაში დაღუპული 63 სწავლულისთვის ქალაქი ოქსფორდის უნივერსიტეტს ჯარიმას 440 წელი უხდიდა.

9.  ლონდონის სენტ-ჯეიმზის კლუბის (1857-1978) მტკიცებით, ის ერთადერთი ჯენტლმენთა კლუბი იყო, რომელსაც ცალკე ოთახი ჰქონდა მხოლოდ ნარდისმოთამაშეთათვის.

10. „დორიან გრეის პორტრეტი“ ოსკარ უაილდის მის სიცოცხლეში გამოქვეყნებული ერთადერთი რომანია.

11.  ინგლისსა და შოტლანდიას შორის მდინარე ტვიდზე გადებული იუნიონ ბრიჯი ერთ დროს ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდი იყო მსოფლიოში და ამჟამად შემორჩენილთაგან უძველესია.

12.  ინგლის-ზანზიბარის ომი უმოკლესი ომი იყო კაცობრიობის ისტორიაში და მხოლოდ 45 წუთს გაგრძელდა.

13.  სასტუმრო რიცი ლონდონში პირველი სასტუმრო იყო, რომელიც პირად საპირფარეშოს სთავაზობდა სტუმრებს ყველა ნომერში.

14.  უილიამ შექსპირის უმცროსი ქალიშვილი ჯუდით კუინი წერა-კითხვის უცოდინარი იყო.

15.  და ბოლოს, ჩაის საღამოს სტუმრებო : ) თურმე, ინგლისელები ყველაზე მეტ ჩაის სვამენ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ერი. ( ამერიკა ერი არ არის, მაგრამ ეს მაჩვენებელი ამერიკისას 20-ჯერ აღემატება. )

Advertisements

13 Responses to “ინგლისური ჩაის საღამო- საინტერესო ფაქტები”


  1. 1 ♥ Miss.Catalan.. ♥ ოქტომბერი 22, 2011, 1:09 PM

    ძალიან საინტერესო იყო ჭიამაია 🙂

  2. 2 tamara ოქტომბერი 22, 2011, 1:12 PM

    გაგიმარჯოს, გენაცვალე! :მობრეცილი ქვედა ტუჩი და ოდნავ თავის დაკვრა: 🙂
    პირველი ფრაზა, მე როგორც ვიცი, სატელეფონო და რადიოს ხაზების დასატესტად გამოიყენებოდა, სწორედ იმიტომ, რომ ყველა ასო-ნიშანს შეიცავს; ჰოდა, purple-couple – რითია ცუდი რითმა?? 😉 პედანტები ეგენი!

    63 მეცნიერის დაღუპვისთვის კი არის 440 წლიანი ჯარიმა შესაფერისი სასჯელი :/:/

    ჰოდა, ჩაის რაც შეეხება, მე ვიცოდი, რომ ყველაზე მეტს დუბლინში სვამენ 😦

    • 3 Chiamaria ოქტომბერი 22, 2011, 6:05 PM

      აქ აღმოჩენილ უზუსტობებზე ვერაფერს ვიტყვი დანამდვილებით, იმიტომ რომ ყველა ინტერნეტში გაბნეული ცნობებია და ნამდვილად არ გადამიმოწმებია პირადად. :უსერ:

      silver-river თუნდაც… შეიძლება რითმაში რამე სხვა იგულისხმება არ ვიცი : )

      • 4 tamara ოქტომბერი 22, 2011, 8:23 PM

        უზუსტობა რა შუაშია 🙂 მეც ინტერნეტიდან მახსოვს რაღაცები, შეატრიალეს ალბათ ან სტატისტიკა შეიცვალა :):)

  3. 5 მოლი ბლუმი ოქტომბერი 22, 2011, 5:08 PM

    ლონდონის კლუბები ცალკე მოვლენაა. თან, ძალიან საინტერესოც.

    მაგალითად, ჰოლმსის ძმა, მაიკროფტი “პელ-მელის” წევრი იყო. არსებობდა ასეთი კლუბი – “დიოგენე”, სადაც მკაცრად იყო აკრძალული ხმის ამოღება.

    მშვენიერი კრებული გამოსულა, ჭიამარია. ყოჩაღ.

  4. 8 faifuris angelozi ოქტომბერი 23, 2011, 12:50 AM

    ჩაის სმის სიყვარულში მეც ინგლისელი უნდა ვიყო)

  5. 10 taledream ოქტომბერი 24, 2011, 10:33 AM

    საინტერესო პოსტი გამოვიდა, მაგალითად სკოტლანდ იარდზე არ ვიცოდი მიუხედავად ჩემი ბავშვობის დროინდელი შერლოკის სიყვარულისა 🙂

  6. 12 რუსა ოქტომბერი 25, 2011, 10:54 AM

    საინტერესო და ინფორმაციული პოსტი იყო, ბევრი რამ გავიგე 🙂 მადლობა ჭიამარია
    ❤ მიყვარს შენი ინგლისური ჩაის საღამოები


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: