უძრაობის ხანა

სხეულისა და გონების სრული რეაბილიტაცია- აი რა მჭირდება ახლა. ჩემი სტრესი რომ დასრულდა, ეს ამბავი გამცნეთ უკვე ოპერატიულად. ახლა ჩემს ცხოვრებაში უძრაობის ხანად წოდებული პერიოდია. წელიწადის 365 დღის მანძილზე, დრო და დრო დგება ხოლმე ასეთი დროც. ახლა საინტერესო არაფერი ხდება. უმთავრესი სანერვიულო ჩავლილია, მე და ჩემს ბიჭსაც რაღაც პრობლემები გქვონდა. ვილაპარაკეთ, მოვაგვარეთ. ახლა ყველაფერი  ძველებურადაა. ყოველდღიურობაც ერთფეროვანი გახდა- სახლი, სამსახური, სახლი. კვირაში ერთი-ორჯერ ჩემს ბიჭს თუ ვნახავ, ბოლო დროს სამსახურში ბევრი საქმე დაუგროვდა, მეც ვიღლები დღის მანძილზე. კიდევ ერთი სიახლე ის არის რომ რაღა ჩვილი ბავშვი და რაღა მე- 9 საათზე ძილი რომ მომერევა, 11 საათზე საბოლოოდ მამარცხებს. : ) ეს ერთი მხრივ კარგია, ჩემი გათენებული ღამეები და დილის 7 საათამდე აგუგუნებული კომპიუტერი რომ მახსენდება, მიკვირს, საკუთარი თავი მაინც როგორ არ მეცოდებოდა…
ვგრძნობ რომ გადავიღალე. პირველად მოხდა ჩემი 20 წლიანი ცხოვრების მანძილზე რომ მე არდადეგები არ მქონია და კიდევ მეტიც, ქალაქიდან არ გავსულვარ. სიმართლე ვთქვა გონების ძალიან გადაღლას ნაკლებად ვუჩივი, უფრო მეტად გარემოს შეცვლა მჭირდება- რაიმე სასიამოვნო სიახლე. ჩემი მეგობრები მომენატრნენ ძალიან. მსიამოვნებს რომ ყველა ვმუშაობთ, მაგრამ ერთმანეთისთვის “ჯერ ვერ გამონახული” დრო ძალიან არ მომწონს, ისღა დამრჩენია ძველ ფოტოებს ვუყურო და სახეზე ღიმილ-შეყინულმა იმაზე ვიფიქრო, როდის მოგვეცემა ძველებურად მოლხენის საშუალება.

წლევანდელ ახალ წელს განსაკუთრებით ველოდები. ჩემი დაქალი ბავშვს ელოდება და ჩვენი პირველი სიხარულიც, ექიმს თუ დავუჯერებთ, 1 იანვარს უნდა მოგვევლინოს. ჩვენი კიკინებიანი გოგო უკვე ძალიან მიყვარს. წარმომიდგენია რამდენ რამეს ვუყიდით და როგორ გავანებივრებთ ❤ ზუსტად ვიცი მწვანეთვალება ლამაზმანი გვეყოლება. უკვე ცოტათი მაბრაზებს, ვთხოვ ხოლმე ფეხი მომარტყას და არაფრით არ მიჯერებს : ) .

ეხლახანს გავიგე რომ მეორე დაქალიც ორსულადაა, მისი პატარა აპრილში დაგვენახება : ) ჯერ სქესი არ ჩანს მაგრამ თავს დავდებ ბიჭია, უბრალოდ გული მიგრძნობს : ) ეს ყველაფერი ჩემთვის ცოტა უცნაურია. არ ვიცი თავად რას გრძნობენ ჩემი მუცლიანები, მაგრამ მათ რომ ვუყურებ ვხვდები ყველაფერს თავის დრო აქვს. თუ ჯერ კიდევ 1 წლის წინ, ამ დროს, მთავარი საფიქრალი ის იყო, რომელ კაფეში დავმსხდარიყავით, ახლა იმას განვიხილავთ ბავშვს რა ერქმევა, ვის როგორი დედამთილი ყავს და ვინ იქნება შემდეგი. : ) მე ჯერჯერობით დასახულ გეგმას პირნათლად მივყვები. ამაში გამიმართლა. მე და ჩემი ბიჭი ერთი აზრის ვართ- ჯერ კარიერა, მერე ოჯახი და კიდევ მერე ბავშვები. არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე მგონია, ქალი რომ თხოვდება თავის კარიერას თუ არ ასრულებს, ძალიან მნიშვნელოვნად მაინც აფერხებს. მე კი ამის არც დრო მაქვს და არც სურვილი. რაც შეეხება სიყვარულს, ასეც კარგად ვარ. ჩვენ გვიღირს “შორით დნობა-კვდომა” იმის ფასად, რომ წლების მერე ფეხზე, დამდგარი ოჯახი გვქონდეს და ღირსეული მშობლები ვიყოთ ( ძალიან პათეტიკაში გადავიჭერი, მაგრამ რა ვქნა რომ ასე ვფიქრობ).

უი ჰო, მამაჩემმა მითხრა რომ ამ ზამთარს, ზაფხულის დანაკლისის ანაზღაურებას შევეცდებიო და სავარაუდოდ ჩემი გუდაურის ვოიაჟის დაფინანსებას უნდა ველოდო : ) ამ ამბავსაც მოუთმენლად ველოდები, ალბათ მე და ჩემი ბიჭი ჩვენს მეგობრებთან ერთად წავალთ. ძალიან გამიხარდება თუ ასე მოხდება. ვიცი, ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო, მაგრამ როცა რაღაც მიხარია , ან მოუთმენლად ველოდები, თავის შეკავება მიჭირს : )
ჰოდა მოკლედ სულ ეს არის. ცოტა დაუვარცხნელი პოსტი გამოვიდა, ყველაფერს მივედ-მოვედე, მაგრამ “მეწერინებოდა” და მეც ჩემს ჭიამაიას მოვაშურე. : )
პ.ს პირფერობაში ნუ ჩამომართმევთ და დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას აქაურობას რომ სტუმრობთ და არ ივიწყებთ ხოლმე, მაშინაც კი როცა განახლებები არ მაქვს 🙂 ვინ-ვინ და თქვენ მაინც ყველაზე მეტად გაიგებთ თითოეული ლაიქისა და კომენტარის ფასს .
გკოცნით,
თქვენი ჭიამაია.

Advertisements

15 Responses to “უძრაობის ხანა”


  1. 1 მოლი ბლუმი ოქტომბერი 17, 2011, 10:54 PM

    მშვენიერი სიახლეები გქონია, ჭიამარია და გადაღლილობას ეშველება როგორმე 🙂

  2. 3 donaldo2191 ოქტომბერი 17, 2011, 11:19 PM

    ველქამ ბექ…. ))) ი ლაიქ იურ ბლოგ :დ :დ

  3. 5 donaldo2191 ოქტომბერი 17, 2011, 11:23 PM

    ჩემთვისაც..წეღან ვახსენე შენი ბლოგი…ეს ბლოგი თამტასი მეგონა აქამდე და თურმე არ ყოფილაა )) დიზაინი მომწონს ძაან ))

  4. 7 Butterfly ოქტომბერი 17, 2011, 11:31 PM

    ჰოოომ :))) ჭიამაააიააა ^^ <3<3<3

  5. 8 რუსა ოქტომბერი 17, 2011, 11:35 PM

    არის ხოლმე ასეთი პერიოდები, მაგრამ გადალახვადია! ამდენი სიახლეები გელის..სულ ცოტა დარჩა..და 🙂 დასრულდება 😉 მესმის, მეც მაგ დღეში ვარ, მიკვირს ღამეებს როგორ ვათენებდი, 12ზე უკვე მეძინება და დილის 10მდე მძინავს ..ერთი სული მაქვს ძალებს როდის აღვიდგენ და ,,ვემორჩილები სხეულს”, რომ ,,დაისვენებს” მერე აღარ მოვასვენებ სამაგიეროდ 🙂 შენც ასე მოიქეცი :)დაუვარცხნელი კი არა სასიამოვნოდ წასაკითხი პოსტი გამოგივიდა :*

    • 9 Chiamaria ოქტომბერი 18, 2011, 10:15 AM

      დიდი მადლობა რუსა ❤
      სმე 10მდეც ვეღარ ვჩერდები, დასვენების დღეებში დაბარებულივით 8 საათზე მეღვიძება და დაწოლილიც ვეღარ ვჩერდები 🙂
      მომწონს ეს, იმიტომ რომ დღე უფრო დიდი გამოდის და თან ხალისიანი.

  6. 10 faifuris angelozi ოქტომბერი 18, 2011, 3:08 AM

    გუდაური…თხილამურებზე დგახარ? მე უნდა მნახო რა მოუთმენლად ველი სეზონის გახსნას)
    პ.ს. ეგეთი პერიოდი ყველას აქვს,მთავარია რომ ირგვლივ სასიამოვნო სიმშვიდეა

    • 11 Chiamaria ოქტომბერი 18, 2011, 10:13 AM

      ვდგავარ კი და უზომოდ მიყვარს თხილამური ❤ შარშან სეზონი ჩამივარდა, იმედია წელს შევძლებ წასვლას.

      კი ნამდვილად გეთანხმები სასიამოვნო სიმშვიდის ამბავში. 🙂 ვიცი რომ ყველაფერი დროებითია. სწავლა რომ დამეწყება მერეც მოვასწრებ საქმისგან დაღლას : )

  7. 14 Teaa ოქტომბერი 18, 2011, 10:28 AM

    ხანდახან უძრაობაც კაია… დაისვენებ და ახალი ხალისით “შეეჭიდები” ყველაფერს 😉 დასახულ გეგმებში კიდევ წარმატებებს გისურვებ 😉 :*


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: