ინგლისური ჩაის საღამო- უბრალოდ, ხოჭოები.

მოვიდა შაბათიც და დღეს კვლავ მუსიკალურ თემას გავაგრძელებ და  ყოველგვარი შესავლის გარეშე, ლეგენდარულ ბითლებზე ორიოდ სიტყვას გეტყვით.

რომ გითხრათ თავგდამოდებული თაყვანისმცემელი ვარ და ყველაფერი ვიციო, ტყუილი იქნება. მე მხოლოდ რიგითი მსმენელი ვარ, რამდენიმე გაჰიტებული სიმღერა მაქვს ფლეილისტში და არც მათ დისკოგრაფიას ვიცნობ.  სამაგიეროდ ზეპირად ვიცი 4ვე წევრის სახელი და კიდევ სხვა მწირი ცნობები, რომელთა გაღრმავებას ეხლა თქვენთან ერთად შევეცდები.

ჯერ კიდევ პატარა ვიყავი როცა მათი სახელი გავიგე, მაშინ ვერც მუსიკალურ ჟანრებში ვერკვეოდი და ვერც მელომანობას დავიბრალებდი. უბრალოდ, ერთ დღეს სახლის ლაგებისას, როცა დედას მტვრების წმენდაში ვეხმარებოდი ძველი ფირსაკრავის ფირფიტები ვიპოვეთ.  დავინტერესდი რა იყო და დედამ მითხრა რომ ფირფიტები მამასია და ზედ მისი საყვარელი ჯგუფის სიმღერებიაო. ჰო, საუბარი სწორედ ბითლებზე იყო. მას შემდეგ განსაკუთრებული არაფერი, ვიცოდი რომ მამას ადრე როკ-მუსიკა ჰყვარებია და მეც მივივიწყე ხოჭოების შესახებ.

მოგვიანებით, თავად დავიწყე როკის მოსმენა და და კიდევ ერთხელ გამოჩნდა ლივერპულელი ოთხეული ჩემს ცხოვრებაში. მეამაყებოდა, როცა ჩემთვის უცნობ სიმღერას ჩავიგდებდი ხელში, მამასთან გავრბოდი და ვასმენინებდი. მიხაროდა რომ ორივეს მოგვწონდა, ჩემთვის ეს რაღაც ახალი იყო, მამასთვის კი ახალგაზრდობის ნაწილი. ვინ იცის ის ფირფიტაც რა სიმწრით ჰქონდა ნაშოვნი. : )  ( ერთი უნდა ვკითხო რამდენად სწორად მახსოვს ეს ამბავი, მგონი მილიონერი ვარ : ) ))

9 ოქტომბერს ჯონ ლენონის დაბადების დღე იყო, მე ეს მხოლოდ ტელევიზორიდან შევიტყვე. ნამდვილად არ ვიცოდი. აი ჭეშმარიტი ბითლომანებისთვის კი 9 ოქტომბერი წმინდა დღეა,  ცენტრალური პარკის ჩრდილოეთით, მანჰეტენზე მდებარე სახლი კი ლამის სალოცავი ადგილი.  8 დეკემბერს, როცა ჯონ ლენონი სახლში ბრუნდებოდა, უკნიდან ხმა შემოსემა- ჯონ!- ლენონიც შემოტრიალდა და ამ დროს მარკ დევიდ ჩაპმანმა სასხლეტს თითი დააჭირა. ამ სახლში, იოკო ონო დღესაც ფლობს რამდენიმე აპარტამენტს.

დავიწყოთ სულ თავიდან, როგორ დაიბადა The Beatles.  სულ რაღაც 16 წლის იყო ჯონ ლენონი, როცა თანაკლასელებთან ერთად საკუთარიჯგუფი შექმნა. ერთ ზაფხულს შემთხვევით გაიცნო პოლ მაკარტნი, ჯგუფის შესახებ უამბო და ისიც უყოყმანოდ გაწევრიანდა, როგორც გიტარისტი. პოლმა, ერთ-ერთ რიგით კონცერტზე, თავის მეგობარი ჯორჯ ჰარისონი დაპატიჟა. ის მხოლოდ 14 წლის იყო, მაგრამ ჯგუფს მისი სახით, წამყვანი გიტარისტი შეემატა.  დაახლოებით, 1960 წლისთვის, ლენონის კლასელები ჯგუფიდან წავიდნენ, თავად ჯონი კი ლივერპულის ხელოვნების კოლეჯში ჩაირიცხა. აქვე გაიცნო მან სტიუარტ სატკლიფი, რომელთან ერთადაც, საერთო ინტერესების გათვალისწინებით, მივიდა დასკვნამდე რომ ჯგუფისთვის ეწოდებინათ- The Beatles. მაშინ ხოჭოები 4 წევრისგან შემდგარი ჯგუფი იყო, თუმცა არ ჰყავდათ დრამერი.  ეს პრობლემაც მოგვარდა, როცა ოთხეულს  პიტ ბესტი შეუერთდა.  1962 წლისათვის, როცა ბითლები პირველ სტუდიურ ჩანაწერებზე მუშაობდნენ, ბესტი რინგო სტარით ჩანაცვლდა. ამავე წელს, 22 წლის სტიუ სატკლიფიც გარდაიცვალა ჯანმრთელობის პრობლემების გამო და ჯგუფი საბოლოოდ 4 წევრით დარჩა- ჯონ ლენონი, ჯორჯ ჰარისონი, პოლ მაკარტნი და რინგო სტარი– მათ მსოფლიო დაიპყრეს!

რაღა ბევრი გავაგრძელო და 1970 წელს, 4-ეული დაიშალა. იმავე წელს ოთხივემ უკლებლივ სოლო ალბომები გამოუშვეს, რინგო კი ერთადერთი იყო, რომლის ალბომშიც საკუთარის გარდა,  დანარჩენებთან ერთად შესრულებული სიმღერებიც შევიდა. ამ ოთხეულის გამო გოგონების სახეს იკაწრავდნენ, მათ დანახვაზე გული მისდიოდათ, მათი კონცერტის ბილეთებისთვის ღამეებს ათენებდნენ.  როგორც გითხარით, მათი თავგამოდებული მსენელი სულაც არ ვარ, მაგრამ ერთი კი ვიცი- მათ ეპოქა შექმნეს. ბონუსად, იხილეთ ვიდეო.

Advertisements

9 Responses to “ინგლისური ჩაის საღამო- უბრალოდ, ხოჭოები.”


  1. 1 მოლი ბლუმი ოქტომბერი 15, 2011, 7:04 PM

    პოსტიც სათანადო სიმაღლეზეა და ბონუსიც საუკეთესო შეგირჩევია. სიმღერის ამორჩევა მე მაგალითად, გამაწვალებდა 🙂

    ახლაც დიდი სიამოვნებით ვუსმენ.

    ჩეპმენი, სანამ ჯონს ესროდა, სელინჯერის “თამაში ჭვავის ყანაში” კითხულობდა თურმე.

    • 2 Chiamaria ოქტომბერი 15, 2011, 7:10 PM

      მართლა? ეს ნამდივალდ არ ვიცოდი 🙂
      ეს ერთ-ერთი ფავორტი სიმღერაა ჩემთვის და ასევე ერთ-ერთი პირველიც, რაც მათი რეპერტუარიდან მოვისმინე : )
      პ.ს შენი შეფასება როგორც ყველთვის ყველაზე მეტად საინტერესო და სასიხარულოა ხოლმე ❤

  2. 3 tsotnee ოქტომბერი 16, 2011, 7:33 PM

    აუ დედაჩემი გიჟდება ამათზე! (მე არ მომწონს). 🙂

  3. 6 tamara ოქტომბერი 17, 2011, 12:11 PM

    “ბითლზი” – ჩვენი მშობლებისთვის გაჭრილი ფანჯარა საბჭოეთის რკინის კედელში 🙂 ჰო, ფირფიტებზე წეწვა იყო მართლაც, ვარცხნილობებითაც ბაძავდნენ და მოკლედ, შეიშალა ქვეყნიერება…
    ოთხი ლივერპულელი ხოჭო – ყველაზე სიმპათიური მაკარტნი, ყველაზე პროგრესული ლენონი, ყველაზე არაორდინალური ჰარისონი და ყველაზე მოკრძალებული რინგო …
    ძალიან, ძალიან მაგარია, დროს რომ გააჩერებ!!!

    • 7 Chiamaria ოქტომბერი 17, 2011, 10:49 PM

      ზუსტად დაახასიათე!
      🙂
      მამაჩემის ძველ ფოტოებს რომ ვუყურებ, საბჭოთა კავშირმა ბევრი მცდელობის მიუხედავად, ბიტლებს ვერ გაუძლო
      : ) მამაჩემი მაგალიტად მშვენივრად ირგებდა ოდნავ მოგრძო ვარცხნილობას და ოდნავ “შლაქს” შარვალასაც 🙂

  4. 8 Butterfly ოქტომბერი 17, 2011, 11:26 PM

    დღემდე მაქვს მათი ძველი ფირფიტები :)) ახლა არ დავიწყებ იმ ისტორიის მოყოლას თუ როგორ შემიყვარდა,უბრალოდ No Beatles=No Music No Music=No Life ❤


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: