როცა თბილისში თენდება

სულ რამდენიმე თვეა სამსახური დავიწყე. ყოველ დილით დაახლოებით 45 წუთი მჭირდება დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად. ყოველთვის ვთვლიდი რომ დაკვირვებული ადამიანი არ ვიყავი, რომ ბევრი რამ შეიძლება გამომეპაროს და გამომრჩეს. თუმცა ჩემი დილის ვოიაჟები სულაც არ მაძლევენ ასე ფიქრის საშუალებას.

ადრე ვდგები, მაგრამ გამოსაფხიზლებლად ფინჯანი ყავა არ მჭირდება, დილის სუსხიც საკმარისია. მე რომ ვიღვიძებ ჯერ კიდევ ბნელა, ზამთარში ალბათ მთლად ღამე იქნება. 🙂

როცა ტრანსპორტში ავდივარ, თუკი არის საშუალება ყოველთვის ფანჯრის მხარეს ვირჩევ, ვიკეთებ “ნაუშნიკებს” და სასურველი მუსიკის ფონზე, ხედებით ვტკბები.

ჩემი ავტობუსი ყოველთვის ერთსა და იმავე დროს გამოდის სადგურიდან, მეც ერთსა და იმავე დროს ვხვდები. ავტობუსში ასულს მძღოლი მიღიმის, მივხვდი რომ უკვე დამიმახსოვრა. ავტობუსი დაიძრა, მე გონებაში გადავთვლი გაჩერებებს და ვიცი სად ამოვა ყველაზე მეტი ხალხი. აი ვუახლოვდები გაჩერებას, სადაც ჩემი თანამშრომელი შემომიერთდება.  უკვე მელიქიშვილზე ვარ. რა თქმა უნდა, ეჭვიც არ მეპარებოდა, ისევ ეს მანქანა … ქუჩას რწყავს. ფრთხილად გადავასწარით.

შემდეგ გაჩერებაზე კაცი ამოდის ცოცხებით, დაახლოებით ცხრის 15 წუთია, ეს კაცი პირველ გიმნაზიასთან ჩავა, აქვე მონაზონი ამოვა. სახელი არ ვიცი, სიონის ეკლესიასთან ჩამოდის ხოლმე. მეც ამ ტაძრის მრველი ვარ, ამიტომ ხშირად შემიმჩნევია ეს ქალი.

კოლმეურნეობის მოედანი. ახლა ნახევარი ავტობუსი ჩაიცლება, 2 კონტროლიორი ჩაგვიქროლებს და კიდევ ის სათვალიანი ქალიც ამოვა, სულ რომ მიღიმის და ერთი-ორჯერ გამომელაპარაკა კიდეც.

სიონის ტაძრამდე მშვიდობის ხიდია მარცხნივ, აი ის მეეზოვეებიც აქ ყოფილან. უზარმაზარი ჩვრებით ხიდის მინის მოაჯირებს წმენდენ ხოლმე.

მერე კიდევ ერთი გაჩერებაა. იქაც აუცილებლად ამოდის ყვითელ მაისურიანი და ბილეთის წარდგენას მთხოვს.
მიყვარს ჩემი დილა. ყოველშემთხვევეაში იქამდე მაინც, სანამ ეს ყველაფერი მომაბეზრებელ რუტინად იქცეოდეს.

Advertisements

19 Responses to “როცა თბილისში თენდება”


  1. 1 მოლი ბლუმი ოქტომბერი 11, 2011, 11:54 AM

    ასეთი ავტობუსები თუ არსებობდა, არც ვიცოდი… ასე პატარა ქალაქებში უფრო ხდება, სადაც ყველა ყველას იცნობს 🙂 რაღაცნაირად სასიამოვნო უნდა იყოს. ამას რუტინა აღარ ქვია, ბევრად უკეთესი რამეა.

    მარშრუტის მიხედვით, სადღაც ჩემს მხარეს მუშაობ.

    • 2 Chiamaria ოქტომბერი 11, 2011, 11:57 AM

      მერე ჩვენი თბილისიც ხომ პატარა ქალაქია მოლი. 🙂
      ეს ავტობუსი -ჩვეულებრივი ყვითელი სამარშუტო ავტობუსია, რომელიც ვაგზლის მოედნიდან გამოდის : )

      • 3 მოლი ბლუმი ოქტომბერი 11, 2011, 12:06 PM

        ავტობუსი როგორ არ ვიცი, შაბათ-კვირას სულ მაგ ავტობუსებით დავსეირნობ, ასეთი შინაურულად ერთი და იგივე მგზავრებიანი მარშრუტი თუ არსებობდა, არ მეგონა 🙂

  2. 4 finiki ოქტომბერი 11, 2011, 1:56 PM

    ჩემი დილა გამახსენდა, იმ განსხვავებით, რომ მე ავტობუსის ნაცვლად ”მარშუტკას” ვიყენებ და ოდნავ გვიან გავდივარ სახლიდან. საუკეთესო შესავალია სამსახურის დაწყებამდე და ეს ემოციები რუტინად არასოდეს იქცევიან ალბათ 🙂
    მე შარშან ზაფხულს მეთევზეებს ვუყურებდი ”შურის თვალით”, ყოველ დილით სამსახურში მიმავალი ვხედავდი როგორ უდარდელად იდგნენ მუხლამდე წყალში 🙂
    ძალიან სასიამოვნო პოსტი იყო 🙂

    • 5 Chiamaria ოქტომბერი 12, 2011, 9:53 AM

      მადლობა შეფასებისთვის 🙂
      მეთევზეებს მეც ხშირად ვხედავ, მაგრამ ვინაიდან თევზაობა არ მიყვარს, ამიტომაც დიდად არ მშურს ხოლმე 🙂

  3. 6 ♥ Miss.Catalan.. ♥ ოქტომბერი 11, 2011, 5:13 PM

    აჰ…კარგიაა 🙂 არ ვიცი რატომ,მაგრამ მიყვარს ავტობუსით მგზავრობა 🙂

  4. 10 dreamar ოქტომბერი 13, 2011, 5:48 PM

    sainteresoa, Seni samsaxuri Tu giyvars 🙂

  5. 13 Teaa ოქტომბერი 14, 2011, 11:19 AM

    http://sakitxavi.wordpress.com/2011/03/06/ყოველ-მეოთხე-დღეს/ მეც ძალიან მიყვარს მგზავრების “დამუღამება” ავტობუსში ^_^

  6. 14 Teaa ოქტომბერი 14, 2011, 11:24 AM

    ეს ლინკი მსგავს თემაზე მაქვს,და უცებ გამახსენდა :დ

  7. 16 glamtaia ოქტომბერი 14, 2011, 8:13 PM

    მეც ძალიან მიყვარს განთიადის ყურება. ღამეები მითენებია რომ დილის 6 სათიდან შვიდ საათამდე ქალაქში მარტო დავრჩენილიყავი 🙂

  8. 18 »♥» ana «♥« ოქტომბერი 15, 2011, 12:16 AM

    აჰ,როგორ მიყვარს მეც ყველაფერზე დაკვირვება. 🙂 დილით სკოლაში,რომ მივდივარ. ❤ ერთი და იგივე,უკვე კარგად გაცვეთილი გზა და შემხვედრი ადამიანები და საგნები..

  9. 19 Chiamaria ოქტომბერი 15, 2011, 7:07 PM

    ეჰ, სკოლას ნუ იტყვი. 11 წელი ერთი და იგივე გზას გავდიოდი. მართალია შორს არ იყო სკოლა და არც გარემოს ვაკვირდებოდი დიდად, მაგრამ დილის გასეირნება მაინც კარგად გამომდიოდა 🙂


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: