ინგლისური ჩაის საღამო- სოულის დედოფალი

დღეს შაბათია. ჭიამაიას ბლოგზე ინგლისური ჩაის საღამო მაქვს. ჩემს ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა, რომელზეც წინა პოსტში ვისაუბრე. დღეისთვის მინდოდა რამე მსუბუქი და სასიამოვნო თემა შემომეთავაზებინა, რომელიც ჩემს შინაგან მდგომარეობასაც შეეფერება და მკითხველსაც სიმშვიდეს მოჰგვრიდა. მოგეხსენებათ, მე ერთი ამოჩემებული მუსიკალური ჟანრი არ მაქვს, განწყობისა და სიტუაციის გათვალისწინებით ყველა მუსიკას ვერგები. ასე რომ, დღეს ‘’მშვიდი ჰანგების’’  შაბათია.  : )

თუ მუსიკა გიყვართ, აუცილებლად გექნებათ გაგონილი მიმდინარეობა-სოულის შესახებ. ითვლება რომ სოული არც ისე პოპულარულია დღეს, მახსოვს წლების წინ ერთ-ერთ ქართულ მუსიკალურ არხზე, მამუკა ღლონტი ქადაგებდა-სოული მოდაში აღარ არისო. ჰმ, აბა მე მკითხეთ თუ არ არის : )

თანაც ჩემთვის მუსიკას მოდასთან არაფერი აქვს საერთო, ამაზე დავა რასაკვირველია შეიძლება, მაგრამ ხომ იცით, გემოვნება და აზრი ყველას თავისი აქვს.

ჰოდა, სოულზე ვსაუბრობდი. მის წარმოშობას ინგლისთან არაფერი აქვს საერთო , უფრო მეტიც, მისი ჩამოყალიბების ფესვები სხვა კონტინენტზე უნდა ვეძებოთ (აშშ). მაგრამ შემსრულებელს, რომელზეც მინდა თქვენი პატივცემული ყურადღება შევაჩერო, წმინდა ინგლისური წარმოშობა აქვს.

Adele, ამ გოგონას ასაკზე გირჩევთ ფოტოებით არ იმსჯელოთ, ის სულ რაღაც 22 წლისაა და არა 30-ის, როგორც მე მეგონა. აქვს ძალიან ლამაზი, ინდივიდუალური ხმა, რომელიც მე უზომო სიმშვიდეს მგვრის. მისთვის პირველი წარმატება 19 წლის ასაკში მოვიდა, 2008 წელს ის BBC-ის გამოკითხვის გამარჯვებული გახდა, 2009 წელს კი გრემი გადაეცა, როგორც წლის საუკეთესო ახალბედა შემსრულებელს. ეს სიმღერა მისი ახალი ჰიტია (არ მიყვარს ეს სიტყვა). სევდიანი სიმღერაა, სიტყვებიც ასეთივე აქვს, თუმცა ჩემთვის სევდისმომგვრელი სულაც არაა, მეტიც, პერსონალური პლეილისტის ლიდერია, კარგ ხასიათზე მოსასმენი მუსიკის მიმართულებით.


დღევანდელი პოსტი არც ისე ინფორმატიული გამოვიდა, თუმცა მშვიდი და მსუბუქია, როგორც დაგპირდით. ჩართეთ მუსიკა, დალიეთ ცხელი ჩაი და მიირთვით ახალგამომცხვარი scones.  : )

Advertisements

13 Responses to “ინგლისური ჩაის საღამო- სოულის დედოფალი”


  1. 1 გრაფინია ოქტომბერი 8, 2011, 4:25 PM

    ეს გოგო მეც დაახლოებით 30 წლის მეგონა 🙂
    ხმა აქვს საოცარი ❤ და ძალიან ლამაზია, ჩემი აზრით ❤

  2. 3 მოლი ბლუმი ოქტომბერი 8, 2011, 5:37 PM

    ნუ, რაკი მამუკა ღლონტი ამბობდა…. მაგას დაეჯერება…

    მომეწონა ადელი:)

  3. 5 ♥ Miss.Catalan.. ♥ ოქტომბერი 8, 2011, 6:13 PM

    რატომ მომწონს ასე ძალიან შენი პოსტები 😦

    • 6 Chiamaria ოქტომბერი 8, 2011, 9:24 PM

      ძალიან დიდი კომპლიმენტია მკითხველი ასეთი შეფასება ❤ ძალიან მახარებს

      • 7 ♥ Miss.Catalan.. ♥ ოქტომბერი 9, 2011, 1:23 PM

        მე მის კომპლიმენტა ვარ რა ! :დ ყველას ვაქებს ძირითადად,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვტყუი ! ნურას უკაცრავად,მხოლოდ სიმართლეს ვღაღადებ 🙂 :*

  4. 8 mari ოქტომბერი 8, 2011, 6:32 PM

    ძალიან მომეწონა, თუმცა რატომღაც არ შემიძია დიდხანს ასეთი რამეების მოსმენა. სიმშვიდე ჩემთვის “new age”-თან ასოცირდება უფრო.

    • 9 Chiamaria ოქტომბერი 8, 2011, 9:25 PM

      გამუდმებით ვერც მოუსმენ ისე 🙂 უბრალოდ ჩემთვის ყველა სიტუაციაში მისაღებია ასეთი მუსიკა. თითქმის არ მახსენდება შემთხვევა ჩამერთოს და სიამოვნება არ მიმეღოს მოსმენით

  5. 10 finiki ოქტომბერი 10, 2011, 11:23 AM

    მიყვარს ეს მომღერალი და ეს სიმღერა, ამოჩემებული ჟანრი არც მე მაქვს, სულ რამდენიმე დღის წინ მომასმენინეს “someone like you” ადელის შესახებ მანამდე არაფერი მსმენოდა (ჩამოვრჩი ბოლო პერიოდში მუსიკის სიახლეებს). კარგი ტექსტი აქვს და ნამდვილად გამორჩეული ხმა.

  6. 12 »♥» ana «♥« ოქტომბერი 15, 2011, 12:18 AM

    ადელი. ❤ ჩემი ფავორიტია,უკვე რამდენიმე წელია და დაამტკიცა კიდეც,რომ ღირსია ხალხის სიყვარულის..


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: