სტრესი დასრულდა!

გამარჯობა! არც კი ვიცი, ალბათ იქნებიან თქვენს შორის ადამიანები რომლებმაც ჩემი გაუჩინარება შენიშნეს. საკუთარ თავს ავუკრძალე აქ შემოსვლა, ავუკრძალე სხვა ბლოგების კითხვა, შესაბამისად ავუკრძალე კომენტარების დატოვება და მითუმეტეს პოსტების წერა. ამ ყველაფერს ჰქონდა თავისი მიზეზი, სახელად ”მაგისტრატურა”. როგორ შევასრულებდი არ ვიცი, მაგრამ გადაწყვეტილი მქონდა თუ ვერ ჩავაბარებდი არც დავუბრუნდებოდი ჩემს ჭიამაიას, რომელმაც ძალიან შემაყვარა თავი.

ბოლო 2 თვეა არ მძინავს, ღამით მეღვიძება და ნერვიულობით ვეღარ ვიძინებ. ერთდროულად ვაბარებ და ვიჭრები გამოცდებში. მუდმივად სტრესი, სტრესი, სტრესი. . ძნელია როცა შენს ახლობლებს უყურებ, ეუბნები რომ ჩააბარე რამდენიმე კერძო უნივერსიტეტში, თუმცა სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან კარგი არაფერი ისმის. უხარიათ, მაგრამ გრძნობ რომ ეს ის სიხარული არაა, გრძნობ რომ მათაც ისევე ეთანაღრებათ გული, როგორც შენ. თავის დამშვიდებას ცდილობ, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, მაგრამ მაინც ბრაზდები საკუთარ თავზე , ბრაზდები რომ უფრო მეტი არ იშრომე, რომ რაღაცა დააკელი მონდომებას… სასოწარკვეთამდე ცოტაღა გიკლია. მერე სხვათაშორის ხსნი თსუ-ს საიტს, ნახულობ ქულებს და …

ჩ ა ვ ა ბ ა რ ე! როგორც იქნა, არის! აღსრულდა 🙂 ჩვაბარე იქ სადაც მინდოდა, ჩავაბარე იმ ფაკულტეტზე სადაც ყველაზე მეტად მიმიწევდა გული, ვისწავლი ინგლისურად, გერმანულად. მეყოლება გერმანელი ლექტორები და ყველაზე მთავარს ბოლოსთვის, სურპრიზად დავიტოვებ. რაღაცეები ჯერ ისევ დსაზუსტებელია და იმიტომ 🙂 მოკლედ მომილოცეთ. ჩავაბარე და ბლოგზე დავბრუნდი.

თქვენი ჭიამაია 🙂

Advertisements

18 Responses to “სტრესი დასრულდა!”


  1. 1 მოლი ბლუმი ოქტომბერი 6, 2011, 1:20 PM

    მე შევამჩნიე. და ღრმად არ მესიამოვნა. ჩემი მკითხველის არგამოჩენას ყოველთვის ვამჩნევ.

    გილოცავ 🙂 წარმომიდგენია, რამდენად დაძაბული დღეები გექნებოდა და იმასაც კარგად ვხვდები, როგორი გახარებული ხარ ახლა.

    წარმატებები, ჭიამარია! 🙂

    • 2 Chiamaria ოქტომბერი 6, 2011, 1:28 PM

      ჩემს რეაქციას თავისუფლად მიეძღვნება ცალკე პოსტი 🙂 ასე დიდი ხანია არაფერი გამხარებია, განსაკუთრებული ეფექტი ჰქონდა თან ამ სიახლეს, მაშინ როცა ყველანაირი იმედი მქონდა გადაწურული 🙂

      დიდი მადლობა მოლი: *

      • 3 მოლი ბლუმი ოქტომბერი 6, 2011, 1:33 PM

        თავისთავად… ეჭვიც არ მეპარება. თავის დროზე, მისაღები გამოცდების შემდეგ, კარგა ხანს ოფლში გახვითქულს მეღვიძებოდა – მესიზმრებოდა, რომ ქართული ისევ ჩასაბარებელი მქონდა. მერე მახსენდებოდა, რომ უკვე სტუდენტი ვიყავი და ვმშვიდდებოდი.

    • 4 Chiamaria ოქტომბერი 6, 2011, 1:50 PM

      ბაკალავრიატის გამოცდებზე წარბიც არ შემიხრია. განსაკუთრებით განვიცადე ეს. მანამდე არ მეძინა ნერვიულობით, ახლა აღარ მძინავს სიხარულით. საშველი არ არის 🙂

  2. 5 glamtaia ოქტომბერი 6, 2011, 6:37 PM

    გილოცავ ! ! ! ალბათ ძნელია მსგავსი დასტრესილი პერიოდების გადატანა (მსგავს რამეებში უვიცი ვარ) ჩემთვის სტრესი კოკა-კოლის დალევა-არდალევით შემოიფარგლება)

  3. 6 tamara ოქტომბერი 7, 2011, 1:51 AM

    გილოცავ, გილოცავ, გილოცავ!
    გერმანელი ლექტორები?? მოიცა, შპაიერის პროგრამაზე ჩაირიცხე? თუ კიოლნის არის კიდევ??? 🙂

  4. 8 tamara ოქტომბერი 7, 2011, 1:54 AM

    ჰო, გაუჩინარებას რაც შეეხება, შევამჩნიე, აბა რა! შაბათი გამოტოვე 😦

  5. 12 მარიტა ♔ ოქტომბერი 8, 2011, 1:44 PM

    გილოცავ 🙂 მეც სამართლის ფაკულტეტზე მინდა ჩაბარება, ოღნდ აბიტურიენტი ვარ და ჯერ მაგისტობამდე ბევრი მიკლია 🙂 იმედი მაქვს, იმავე ბედნიერებას მეც განვიცდი ჩაბარებით, რაც შენ განიცადე 🙂

  6. 14 ♥ Miss.Catalan.. ♥ ოქტომბერი 8, 2011, 6:10 PM

    გილოცავ ! 🙂 სიმართლე გითხრა,ძალიან გამეხარდა შენი ,,დაბრუნება” 🙂 რაზე ჩააბარე (თუ საიდუმლო არაა) ?

  7. 17 taledream ოქტომბერი 17, 2011, 11:51 AM

    გილოცავ, გილოცავ, გილოცავ
    ვიცი ძალიან მაგარი შეგრძნებაა მე თვითონ არ მჯეროდა რომ ჩავაბარე 🙂
    თან თსუ-ში საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა გამიგია ძალიან კარგიაო
    წარმატებებს გისურვებ 🙂


  1. 1 ინგლისური ჩაის სარამო- სოულის დედოფალი « ჭიამაია უკუბმული კომენტარი ოქტომბერი 8, 2011, 2:25 PM ჩანაწერზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: