მძიმე სექტემბერი და ანტი-სტრესი

ვიცი, ტვინი წავიღე იმაზე წუწუნით რომ საშინელი, დამღლელი სექტემბრის თვე მაქვს… ძალიან განვიცდი ამ ჩემი მაგისტრატურის ამბებს.  რამდენიმე უნივერსიტეტში მქონდა გამოცდები, კიდევ 2 გამოცდა წინ არის. ამ ეტაპზე, იყო წარმატებებიც და ასევე ჩავარდნებიც. ჩაბარებაც მოვასწარი, მაგრამ მერე უარი ვთქვი და ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენე ჩემი მაგისტრობის ამბავი, მინიმუმ ამ წელს მაინც.

ეხლა ვხვდები რას ნიშნავს სიტყვა  “სტრესი”, რომელიც ძირითადად სერიალებიდან/ფილმებიდან მესმოდა და სულ მაინტერესებდა რატომ არ ამბობდნენ “დაღლილობას”. სტრესი, ფიზიკურ-გონებრივ-სულიერ დაღლას გულისხმობს, რომელმაც თავისუფლად შეიძლება მიგიყვანოს ნევროზის ზღვარზე. ასეთ დროს კი მის მოსახსნელად, ბევრი ძალიან კარგი მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი სულ ახლახანს გამოვცადე და მინდა სწორედ ამაზე დავწერო. ზოგჯერ ჩემი ყოველდღიურობიდან ამოკრეფილი მოვლენებიც არ აწყენდა აქაურობას. 🙂

პარასკევს საღამოს  ჩემმა ბიჭმა დამირეკა და მითხრა რომ ბოულინგის სათამაშოდ მიდიდოდა თანამშრომლებთან ერთად და შენი წაყვანაც მინდაო. რა თქმა უნდა ელვის სისწრაფით მოვიყვანე თავი საღამოს გასეირნების მდგომარეობაში და წყნეთში გავემგზავრეთ.

ბოულინგი მანამდე ფილმებში თუ მქონდა ნანახი, მეტიც, ბურთიც კი არ მქონდა მგონი ახლოდან შეთვალიერებული, ამის მიუხედავად თავი სულაც არ მიგრძვნია უცხოპლანეტელად, უფრო პირიქით, მშვენივრად ავუღე ალღო თამაშს. სულ ოთხი ხელი ვითამაშეთ, ჯამში 2 საათი მოიცვა ამ სიამოვნებამ. პირველი ხელი წარმატებით დავასრულე, საპატიო მეორე ადგილზე გასვლით.  შემდეგ სამში კი სამწუხაროდ, თავი ვეღარ გამოვიჩინე და ბოლო ადგილს დავჯერდი.

აქვე სიამოვნებით მოგცემთ რამდენიმე რჩევას, თუ ბოულინგზე გადაწყვეტთ წასვლას:

1.  ბურთებზე დაწერილი ციფრები მიუთითებს წონას კილოგრამებში და არ გეგონოთ მასის აღმნიშვნელი რამე სხვა კოეფიციენტი.  როცა მხოლოდ 12 კგ-იან ბურთებს ეტანებით, მაშინ იცოდეთ რომ მომდევნო 3 დღე მაინც შეგაწუხებთ მთელი მკლავისა და სამი თითის ტკივილი.

2. არც  ძალიან მსუბუქ ბურთებს გირჩევთ მაინც და მაინც. მაშინ მოგიწევთ დამიზნებასთან ერთად აკონტროლოთ ხელის მოქნევის სიჩქარე და ტრაექტორია, რადგან მჩატე ბურთი ადვილად იცვლის მიმართულებას და “მყარად” არ მისრიალებს ბილიკზე.

3.  თუ ხართ წვრილძვლიანი და თან  53 კილო, გაითვალისწინეთ რომ ბურთის ბილიკამდე მითრევა პირველი “გამოწვევაა”, მისი გაგორება კი უფრო რთული საკითხია.

4. გაგორებისას დაუმიზნეთ არა თავად კეგლებს, არამედ ბილიკზე დახაზულ ისრებს.

5. როცა საათზე მეტია თამაშობ, გინდა არ გინდა ხელი გიოფლიანდება, რის გამოც ბურთის ხვრელებიდან თითები გისრიალებს და ამის გამო ვეღარც აგორებ, ამიტომ თან იქონიეთ ერთჯერადი ხელსახოცი. ადგილზე კი არის რაღაც ჩვრები, მაგრამ არ მიმიზიდა მათმა ფერმა. 🙂

ჯერ-ჯერობით სულ ეს იყო, ზოგჯერ ყურადღების სხვა რამეზე კონცეტრირება ძალების აღდგენაში გვეხმარება, თუნდაც ფიზიკურად ძალიანაც დაიღალო.  ბოულინგი აგრესიასაც ჩაგიკლავთ, თუკი მის ნიშნებს გრძნობთ. საამისოდ აუცილებელია უხეშად მოუქნიოთ ბურთი უძრავად მდგარ კეგლებს. 🙂

Advertisements

14 Responses to “მძიმე სექტემბერი და ანტი-სტრესი”


  1. 1 მოლი ბლუმი სექტემბერი 27, 2011, 11:45 AM

    არასოდეს მითამაშია… არადა, აქებენ. იქნებ ერთხელ მაინც ვცადო…

  2. 3 თოვლი სექტემბერი 27, 2011, 12:04 PM

    “შურისძიება კეგლებზე”:))
    არასდროს მითამაშია, არც სურვილი მქონია, მაგრამ რა საყვარლად აღწერე 😀

  3. 5 mochveneba სექტემბერი 27, 2011, 7:48 PM

    ძალიან მინდა ბოულინგის თამაში ^.^ აუცილებლად ვცდი :*

  4. 7 finiki სექტემბერი 28, 2011, 10:51 AM

    სტრესი, ეს მეც გადაპრანჭული სიტყვა მეგონა, თუმცა მეც აღმოვაჩინე რომ ასე არ არის, ჩემი ცხოვრების 90% სტრესულია, დანარცენი 10%-დან 5% განტვირთვის მცდელობა და დანარჩენი 5 ძილი 😀
    აგრესიაც სტრესის ერთგვარი გამოვლინებაა და ნამდვილად საჭიროა ამის მოსახსნელად რამეზე გადართვა, მე ცურვაზე ვფიქრობ, სამსახურის შემდეგ განტვირთვისთვის 🙂
    მაგისტრატურა მტკივნეული თემაა 😀 ვერაფრით ჩამოვყალიბდი ჯერ, თუმცა აშკარად ვხვდები, რომ უკვე ჩამოყალიბების გზაზე ვარ და ეს მიხარია 🙂

    • 8 Chiamaria სექტემბერი 29, 2011, 11:22 AM

      ცურვა… მაგარია ძალიან. მეც ვიფიქრებ მაგაზე. თან წყალი ძალიან მიყვარს. ვნახოთ დროს როგორ გადავანაწილებ

      წარმატებები შენ მაგისტრატურისკენ მიმავალ გზაზე! 🙂

  5. 9 tamara სექტემბერი 30, 2011, 1:55 PM

    რაღაც არ მიზიდავს ეგ თამაში 🙂

  6. 10 glamtaia სექტემბერი 30, 2011, 9:39 PM

    ეეეეჰ, მეც არ მაწყენდა მსგავსი ანტი-სტრესი 🙂 სექტემბერი ვნებათაღელვის თვე მაქვს 😦

  7. 12 ♥ Miss.Catalan.. ♥ ოქტომბერი 8, 2011, 6:08 PM

    ბოულინგი ბოულინგი… არ მიზიდავს ეს თამაში..სახელიც კი მაშინებს.. :დ


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: