ინგლისური ჩაის საღამო- კიდევ ერთხელ, საოცრებათა ქვეყანაში

დღეს შაბათია, კიდევ ერთი ინგლისური საღამო ჭიამაიას ბლოგზე. სექტემბერი ჩემთვის ძალიან დატვირთული აღმოჩნდა. გამოცდების გაწამაწია ასე რთულად ბაკალავრიატში მიღებისასაც კი არ განმიცდია. როცა ეს აურზაური ჩაივლის და საბოლოოდ დავიგულებ თავს სამართლის მომავალ მაგისტრად, მაშინ ალბათ შემაჯამებელ პოსტსაც სიამოვნებით დავწერ ამ პერიოდზე, მანამდე კი ინგლისის მოყვარულებს ზღაპრულ სამყაროში სამოგზაუროდ გეპატიჟებით.

რომ გითხრათ ძილის წინ ზღაპრების კითხვით მანებივრებდნენ და სიზმრების ფერად სამყაროში ამ გზით მისტუმრებდნენ-თქო ნამდვილად არ იქნება მართალი. ზღაპრებს მიყვებოდნენ ხოლმე, უბრალოდ ამ ყველაფერს არც ისეთი ხშირი სახე ჰქონდა- ბნელი 90-იანები ყველას გაგვივლია, მე უფრო ძილის წინ ფეჩზე გაცხელებული უთოთი გაუთოვებული ზეწარი მახსენდება, რომელიც ჩემს თბილ ღამეულ ძილს უზრუნველყოფდა.

4 წლის რომ ვიყავი, ჩემმა მშობლებმა ინგლისურის მასწავლებელი “მომგვარეს”. დიახ, ჯერ ქართული ანბანიც არ ვიცოდი უკვე ინგლისურად წერა-კითხვა რომ შემეძლო და დღეს ლამის მშობლიური ენასავით მიყვარს და ვიცი ინგლისური, რისთვისაც მადლობა მათ. ზემოხსენებულმა მასწავლებელმა კი ძალიან მალე პატარა, თხელი, ინგლისური წიგნი მაჩუქა, ლამაზი ილუსტრაციებით. გარედან ცისფერკაბიანი ქერა გოგონა ეხატა, რომელსაც ტკბილად ეძინა ხის ძირში,  ახლოს კი საათიანი, თეთრი კურდღელი იყო ჩასაფრებული. მასწავლებელმა მითხრა რომ კითხვა ძალიან დამეხმარებოდა ენა კარგად ამეთვისებინა და თითოეული თავის დამოუკიდებელი გარჩევა დამავალა.

ალისა პირველივე თავიდან შევიყვარე. მასთან ერთად მოგზაურობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მჯეროდა თითოეული სიტყვის რომელიც იქ ეწერა, მეგონა რომ შესაძლებელი იყო მეც მეპოვნა ასეთი კურდღელი, მეც აღმოვჩენილიყავი ჯადოსნურ სამყაროში უსასრულო ორმოს გავლით, თითქოს მთელი ბავშვობა ვეძებდი და მივილტვოდი ასეთი თავგადასავლისკენ. ალბათ ამიტომაც იყო რომ არასდროს ვამბდოდი უარს ტყეში გასერინებებზე, როცა სოფელში ბავშვები გადაწყვეტდნენ. ვოცნებობდი მენახა სოკო წარწერით “შემჭამე” და ის აუცილებლად მაჩვენებდა გზას ალისამდე, რომელიც საკმაოდ დიდი ხანი რეალური ადამიანი მეგონა.

ალისა ჩემი ბავშვობის ყველაზე ლამაზი ზღაპარია, რომელიც მასწავლებლის ხელით, ლევის ქეროლმა მაჩუქა, ჯადონსური სამყარო კი ჩემს ოცნებად და ტკბილ სიზმრებად აქცია. ის ყველაზე უშიშარი გოგონაა, გამბედავი და ძალიან მამაცი. ალბათ არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ მარტო დარჩენილს არასდროს მეშინოდა, ისევ ალისას გამო. მე მინდოდა ვყოფილიყავი მისნაირი და კიდევ უფრო მეტად მინდოდა მეპოვნა საოცრებათა ქვეყანა.

თავად ავტორი ალისას ასეთს ხედავდა, ამ ფოტოზე სწორედ ლევის ქეროლის მიერ შერულებული ილუსტრაცია გახლავთ გამოსახული. ქერა, ლურჯთვალება და ცისფერ კაბიანი, ლამაზი ალისა კი დიესნეის საჩუქარია. ჩემი ალისაც სწორედ ასეთია, მხოლოდ შავი თმებით. მე ხომ, ჩემს წარმოსახვაში ყველა ზღაპრისა თუ რომანის უცვლელი გმირი ვარ.

Advertisements

24 Responses to “ინგლისური ჩაის საღამო- კიდევ ერთხელ, საოცრებათა ქვეყანაში”


  1. 1 მოლი ბლუმი სექტემბერი 24, 2011, 8:43 PM

    ალისა მთლად ბავშვობის წიგნი არ ყოფილა, ცოტა მოგვიანებით წავიკითხე. მულტფილმებიდან რუსული ვერსია უფრო მომწონს.

    • 2 Chiamaria სექტემბერი 24, 2011, 10:01 PM

      მე კი დისნეის ვერსია მომწონს ძალიან : ) სიმართლე გითხრა, რუსულ ვარიანტს ვერც ვიხსენებ რომელია. მგონი საერთოდ არ მინახავს 🙂

  2. 3 შიო სექტემბერი 24, 2011, 9:50 PM

    მართალი გითხრა, ამ ნაწარმოებს დიდად არ ვწყალობ მაგრამ ეკრანიზებულ ვარიანტებში მოლის დავეთანხმები. :

    • 4 Chiamaria სექტემბერი 24, 2011, 10:03 PM

      ბოლოს გადაღებული ფილმი დიდად არ მომეწონა. სპეცეფექტებზე ბევრი უმუშავიათ, მაგრამ რაღაცეები შეცვლილია და ზღაპრის ფუნქცია ასე მგონია დაკარგული აქვს . ზედმეტად დაძაბულია.
      რაც შეეხება რუსულ ვარიანტს, მგონი საერთოდ არ მინახავს მე… 🙂 არ მახსენდება.

  3. 5 teennewson სექტემბერი 24, 2011, 9:55 PM

    ეს წინგი არ მაქ წაკითხული და სულაც არ ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ…. : )

  4. 7 ♥ Miss.Catalan.. ♥ სექტემბერი 24, 2011, 10:37 PM

    მომეწონა 😦 თბილი და სიყვარულით სავსე პოსტია ალისას მიმართ :* დარწმუნებული ვარ როგორც შენ გიყვარს,ისევე უყვარხარ მას :*

    • 8 Chiamaria სექტემბერი 24, 2011, 10:43 PM

      მმ ❤ რა კარგია.
      ალბათ ვუყვარვარ კიდეც : )
      :* ძალიან მესიამოვნა შენი ნათქვამი ანანო ❤

      • 9 ♥ Miss.Catalan.. ♥ სექტემბერი 24, 2011, 10:47 PM

        იცი,აქამდე ათასში ერთხელ თუ შემოვიჭყიტავდი ხოლმე შენს ბლოგზე,თანაც უკვალოდ.. ახლა შემოვიჭყიტე და შემოვრჩები კიდეც მგონი,ისეთი მწვანე და საყვარელი ბლოგი გაქვს,რომ მომეწონა :* წერის სტილიც,თუ არ ვიცი რა ქვია,მომწონს 🙂 საყვარელი ხარ :* ვეცდები ყოველთვის შემოგეჭრა,როცა კომპიუტერთან მოვხვდები :*

    • 10 Chiamaria სექტემბერი 24, 2011, 11:00 PM

      ძალიან გამახარებ. მეგობრობა და მკითხველობა ცალხმრივი არ არსებობსო ხომ გაგიგია :)))
      ასე რომ ჩემი მხრიდანაც არ მოგაკლდება ვიზიტები. ადრე უფრო ხშირად გსტუმრობდი თუ გახსოვს, ბოლოს დროს საერთოდ ყველა ბლოგს მოვაკელი ყურაღება.. მაგრამ აუცილებლად ავღდგები ძველი შემართებით 🙂 ❤

      • 11 ♥ Miss.Catalan.. ♥ სექტემბერი 24, 2011, 11:02 PM

        კი როგორ არ მახსოვს შენი ვიზიტები 🙂 ისიც კი მახსოვს,პირველი კომენტარი რომ დატოვე,სიხარულით კინაღამ ჭერს ავარტყი თავი :დ

    • 12 Chiamaria სექტემბერი 24, 2011, 11:03 PM

      აა რა მაგარია ❤ მე არ მეგონა თუ ასეთი მკითხველები მყავდით აქ! :))

  5. 14 teennewson სექტემბერი 24, 2011, 10:51 PM

    მე კარგი ემოციებით ვიმუხტები ხოლმე ამ ბლოგზე და რატომღაც საოცრად თბილი ადამიანი მგონია ეს ჩვენი ჭიამაია… : )

  6. 17 tamara სექტემბერი 25, 2011, 3:31 PM

    კეროლის ილუსტრაცია მომეწონა 🙂
    ალისას კი რაღაც ვერ გავუგე, ამიტომ სჯობს, დავდუმდე 🙂

    • 18 Chiamaria სექტემბერი 25, 2011, 7:11 PM

      პირველი არ ხარ ვინც ალისას ვერ გაუგო თუ აქ დაწერილ კომენტარებს გადავხედავთ 🙂 მგონი მარტო მე მომეწონა : ))

      • 19 მოლი ბლუმი სექტემბერი 25, 2011, 9:26 PM

        მე მომწონს, ჭიამარია და თან ძალიან. “არათარგმნადი”: წიგნია. ითვლება, რომ თარგმანში მთელი ეშხი იკარგება. სულ რამდენიმე ნაწარმოებზე გამიგია – თარგმნას არ ექვემდებარებაო. Penguin classic სერიით მაქვს ორივე ნაწილი.

    • 20 Chiamaria სექტემბერი 25, 2011, 10:35 PM

      კი თარგამნის შესახებ ეგ სრული სიმართლეა. ძალიან გამიმართლა რომ ალისა პატარა ასაკში და თანაც ორიგინალში წავიკითხე. მართალია ადაპტირებული და გამარტივებული ტექსტი იყო, მაგრამ მგონია რომ ნამდვილად არ დამიკარგავს ბევრი 🙂

  7. 21 glamtaia სექტემბერი 26, 2011, 7:12 PM

    ალისა . . . მიუხედავად იმისა რომ წიგნი არე მაქვს წაკითხული მაინც რჩება ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ პერსონაჟად 🙂 სოკო არ ვიცი და კურდღელი არ გამიშვია შეუმოწმებელი იქნებ ბედად საათი ქონდე მეტქი 🙂

    • 22 Chiamaria სექტემბერი 27, 2011, 10:31 AM

      მე კიდევ კურდრლებს ვერ ვეკარებოდი, თეთრი კურდღლების უმეტესობას წითელი თვალები აქვთ და ცოტა უკან მახევინებდა ეგ ამბავი 🙂


  1. 1 ლიტ-ანკეტა « ჭიამაია უკუბმული კომენტარი იანვარი 17, 2012, 12:00 PM ჩანაწერზე
  2. 2 ლიტ-ანკეტა « ჭიამაია უკუბმული კომენტარი იანვარი 17, 2012, 12:00 PM ჩანაწერზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: