ინგლისური ჩაის საღამო- და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად

დღეს შაბათია. ვინ იცის აი ახლა, ამ მომენტში რადენი წყვილი იწერს ჯვარს. ჩვენი სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით – გუშინ 133 წყვილი დაქორწინდა. მიზეზთა გამო , ჩემს სამეგობრო წრეში, საქორწინო თემა ძალიან აქტუალური გახდა. გამოგიტყდებით და ამ დღეზე მეც ბევრი მიფიქრია, თუმცა ნამდვილად არ მიოცნებია. მიფიქრია იმდენი, რომ ზოგადი წარმოდგენა საკუთარ ქორწილზე უკვე მაქვს. ჩემი ფიქრების უმეტესობა საქორწინო კაბისკენაა მიმართული და აქ უკვე 90%-ით ვიცი როგორი იქნება ის „იმ“ დღეს.

მაგრამ ამ პოსტში არც საკუთარ ქორწილზე ვაპირებ საუბარს და არც თეთრ კაბაზე. უბრალოდ, გადავწყვიტე რამდენიმე საინტერესო ინგლისური საქორწინო ტრადიციისთვის მომეყარა თავი და ჩაისთან ერთად მომეყოლა.

ისტორიას რომ მივყვეთ, გასაკვირს ვერაფერს ვნახავთ იმაში, რომ ჯერ კიდევ საუკუნის წინ, ინგლისში წყვილთა ქორწინება მშობლების ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული. ყოფილა ასეთი შემთხვევებიც, როცა ნეფე-პატარძალს ქორწილის დღეს პირველად უნახავთ ერთმანეთი, ისეთებიც ყოფილან აკვნიდანვე რომ საქმრო/საცოლე შერჩეული ყავდათ.თუმცა  ეს ყველგან ასე ხდებოდა და ინგლისურ საქორწინო ტრადიციებთან ნამდვილად ვერ გავაიგივებთ.  აი ამ 8 პუნქტიანი ცრურწმენების სიას კი, მხოლოდ ინგლისელებს მიაწერენ:

  •    ძველი ინგლისელები, საქორწინოდ საუკეთესო დროს შემოდგომას მიიჩნევდნენ. ანდაზაც ქონიათ, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს : დაქორწინდები სექტემბრის მზის ქვეშ და ოჯახს ბარაქა არ მოაკლდება. გარდა ამისა, ყურადღებას აქცევდნენ კვირის დღეებსაც- მაგალითად ოთხშაბათი საუკეთესო დღედ ითვლობოდა, შაბათი კი ყველაზე უიღბლოდ.  ( ამდენი დანგრეული ოჯახები, სულ შაბათის ბრალი ყოფილა)
  •      პატარძალმა მომავალი გვარი, რომელსაც ქორწინების შემდეგ მიიღებს არ უნდა წარმოთქვას წინასწარ, თორემ შეიძლება ქორწილი არ შედგეს.
  •      მნიშვნელოვანია პატარძლის სამოსიც. ძველი გამოთქმის მიხედვით მას უნდა ეცვას რაიმე ახალი, რაიმე ძველი, რამე ნათხოვნი და რამე ლურჯი. ლურჯი აქსესუარის მოფიქრება, როგორც წესი უჭირთ, ამიტომ ამ შეფერილობის საცვალზე აჩერებენ არჩევანს. რაც შეეხება კაბის ფერს, თეთრი სწორი არჩევანის სიმბოლოა ინგლისელებისთვის,  ხოლო წითელი და შავი ფერის კაბა ყველაზე უიღბლო მომავალს პირდება ნეფე-პატარძალს.
  •    ტრადიციის მიხედვით, პატარძალს ჩუქნიან დეკორატიულ ნალს, რომელსაც ის მაჯაზე იმაგრებს, ითვლება რომ ის წარმატების მომტანი იქნება მომავალი დიასახლისისთვის. დღევანდელ რეალობაში იშვიათად წააწყდებით ამ ტრადიციას.
  •      ძველი ინგლისური ტრადიციის მიხედვით, ეკლესიიდან გამოსულ პატარძალს ხორბალს აყრიდნენ თავზე, როგორც ნაყოფიერების სიმბოლოს. დღესდღეობით კი წყვილს ბრინჯისა და ფერადი ქაღალდების წვიმის ქვეშ უწევთ გავლა.
  •      ჩრ.ინგლისში ასეთი ტრადიცია ჰქონიათ: ახალშეუღლებულების სახლის ზღურბლზე, ქალაქის/დასახლების ყველაზე მოხუცი მაცხოვრებელი დგება პურით ხელში. როცა ნეფე-პატარძალი მოვა ის ნამცეცებს გადმოყრის და იღბალის მომტანად ითვლება ამ ნატეხების შენახვა.
  •      Gloucestershire-ში თურმე წყვილს თავზე დიდ ნამცხვარს ატეხდნენ, უელსში კი პატარძალი ძალიან ფრთხილად, ხელში აყვანილი უნდა შეეყვანათ სახლში, რადგან ითვლებოდა რომ თუკი ის ფეხით ზღურბლს შეეხებოდა ან ფეხით შესვლას არჩევდა, უბედურება გარანტირებული იყო.
  •      შუა საუკუნეების ინგლისში ასეთი ტრადიციაც არსებობდა, სტუმრებს მიჰქონდათ პატარა ნამცხვრები, რომელსაც მაგიდის ცენტრში ალაგებდნენ.  ნეფე-პატარძალს კი უნდა მოეხერხებინა და ამ ნამცხვრების თავზე ეკოცნა ერთმანეთისთვის.
რა საკვირველია ცრურწმენათა სია გაცილებით ვრცელი იქნება და ასეც არის. ამჯერად აქ შევჩერდები და ყველა წყვილს, უბრალოდ გისურვებთ იცხოვროთ დიდხანს და ბედნიერად, ისე როგორც ზღაპრებშია.
Advertisements

6 Responses to “ინგლისური ჩაის საღამო- და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად”


  1. 1 მოლი ბლუმი სექტემბერი 18, 2011, 10:49 AM

    კარგია, ინგლისური შაბათები რომ გრძელდება აქ..

    Something old, something new, something borrowed, something blue – ოთხივეს კონკრეტული სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

    ანგლიკანური საქორწინო ცერემონიიდან, ყველაზე მეტად, ეს ფორმულა მომწონს:

    Till death do us part.

  2. 2 tamara სექტემბერი 18, 2011, 1:14 PM

    ხელით შეყვანა რა რომანტიკულია 🙂

  3. 4 Butterfly სექტემბერი 20, 2011, 9:32 AM

    რავარი კაი იყო <3<3<3 :))) :* ^^

  4. 5 teennewson სექტემბერი 20, 2011, 9:04 PM

    momewona.. kargi postia… : )) xo ici ingliss rac exeba yvelaferi momwons me.. : )


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: