რა, რატომ, ვინ? კითხვები მე-ს.

ეს თაგ-თამაში, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი, გრიგალივით ამოვარდა, გნებავთ, კლდეზე დაგორებული თოვლის გუნდასავით გაიზარდა და  მაცოს საშუალებით მეც ჩამითრია.  ეს მცირე კითხვარი მწირ, მაგრამ დამატებით ინფორმაციას მოგცემთ ჩემზე. ვერ ვიტყვი რომ ძალიან საინტერესო ან სახალისო გამოვიდა, მაგრამ გულწრფელი პასუხები კი გავეცი : )
  • რა შეკითხვას დაუსვამდი საკუთარ თავს? – რატომ კარგავ ამდენ დროს? რატომ დებ ყველაფერს მეორე დღისთვის?
  • რაში ხარჯავ ყველაზე მეტ ფულს? –  ჯერჯერობით გზის ფულში, რომ გავხდები მაგისტრატურის სტუდენტი, მერე სწავლის საფასურში 🙂
  • რის გარეშე არ ჩაუვლია არცერთ დღეს? –  გაღვიძების გარეშე.
  • როგორ ფიქრობ ვინ ან რა იყავი წინა ცხოვრებაში? –  ეჭვი მაქვს სადღაც XVII-XIX საუკუნეში უნდა მეცხოვრა. ასე რომ გრაფინია ან თავადის ქალი მაინც ვიქნებოდი : ))) ჰო მართლა, აუცილებლად სიყვარულით გავთხოვდებოდი. ისე, ადრე რაღაც კითხვარი შემხვდა ინტერნეტში, გავაკეთე და დავადგინე, რომ თურმე მეწისქვილის ქალიშვილი ვყოფილვარ და 1104 წელს დავბადებულვარ :))) 
  • ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა შენს ცხოვრებაზე? – ასე ვერავის გამოვყოფ, ალბათ ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში ცოტ-ცოტა ყველას მიუძღვის წვლილი იმათგან, ვინც ჩემს გარშემო ტრიალებს. 
  • რომ გქონდეს საშუალება, რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?–  მხოლოდ მიზანდასახულობას დავიმატებდი. სხვა არაფრის შეცვლა მინდა, შეცდომებს არასდროს ვნანობ, მათზე მხოლოდ ვსწავლობ. ვცდილობ მაინც : )
  • 50 წლის შემდეგ ჩემზე იტყვიან … ?–  მინდა თქვან რომ ძალიან კარგი ცხოვრებით ვიცხოვრე, შევქმენი სამაგალითო ოჯახი და კარიერა. 
  • ყველაზე შტერული კითხვა?–  ”სხვა?”
  • ხალხი გაოცდება, როდესაც შეიტყობს,რომ მე.. –  ბლოგი მაქვს, თან ანონიმური : ))
  • ხალხი თვლის რომ მე..–  მიამიტი და დამჯერი ვარ. 
  • ვერ ვიტან როცა…– მატყუებენ, მკითხულობენ მაშინ როცა ვჭირდები.
  • ჩემი ასარჩევი რომ იყოს, მომავალ ცხოვრებაში გავჩნდებოდი… –  ჭიამაია ვიქნებოდი-თქო მინდოდა მეთქვა, მაგრამ მგონი პეპელა უფრო სიამოვნებით გავხდებოდი. ფარფატა და ლაღი პეპელა ❤
ახლა არავინ მახსენდება , ვისაც ესეთი პოსტი არ დაუწერია.  მგონი თამარაა ასეთი. ოღონდ ერთი კია, მას გაცილებით საინტერესო სიახლეები აქვს ჩვენთვის გასაზიარებელი და არ ვიცი რამდენად დააინტერესებს ეს თაგი.  ვინაიდან ეს თამაშია და მისი მთავარი აზრი გაგრძელებაა, გთხოვთ უმორჩილესად რომ სურვილის შემთხვევაში განაგრძოთ.  🙂
Advertisements

11 Responses to “რა, რატომ, ვინ? კითხვები მე-ს.”


  1. 1 მოლი ბლუმი სექტემბერი 13, 2011, 10:30 PM

    მეწისქვილის ქალიშვილი იყო კარგი 🙂

    და ყველაზე შტერული კითხვაც ზუსტად დაგისახელებია.

  2. 3 tamara სექტემბერი 13, 2011, 10:36 PM

    ყველაზე შტერულ კითხვად მეც მაგას დავასახელებ თავისივე შტერული პასუხით: “სხვა, რავი…” :):)
    მადლობა, რომ გამიხსენე, ჭიამარია… ვეცდები, დავწერო :*

  3. 5 finiki სექტემბერი 14, 2011, 10:50 AM

    საინტერესო წინა ცხოვრება გქონია 🙂 კიდევ უფრო საინტერესოა რას წარმოადგენდნენ მეწისქვილის ქალიშვილები, ანუ როგორ ცხოვრობდნენ, მამა რომ სახლში დაბრუნდებოდა მაგიდას უსხდებოდნენ და გათხოვების გეგმებს აწყობდნენ, სინამდვილეში კი მეწისქვილის ქალიშვილს სწავლა უნდოდა, მსოფლიოს შემოვლა…
    მგონი გავიჭერი სადღაც :დ

    • 6 Chiamaria სექტემბერი 14, 2011, 8:56 PM

      :)))))) უცილებლად ვისაუბრებდით კიდევ იმაზე, ბევრი დაფქვა თუ არა დღეს. როგორ მოსწონს მეზობელი თერძის ბიჭი ჩემთვის.
      კარგი იყო ❤

  4. 7 glamtaia სექტემბერი 14, 2011, 1:28 PM

    არა, არ გინდა პეპლობა. პეპელა ხომ მარტო ერთი დღე ცხოვრობს 😦 ასეთი როგორ გირჩიო და კიდევ ყვავობა ჯობია 🙂 300 წელი გარანტირებულია 🙂

  5. 11 »♥» ana «♥« სექტემბერი 16, 2011, 3:25 PM

    კარგი იყო. 🙂 განსაკუთრებით გრაფინიაზე.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 228 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: