ინგლისური ჩაის საღამო- მე, ჯეინი და რომანები

   ბავშვობაში ძალიან არ მიყვარდა კითხვა, უფრო ზუსტად საშინლად მეზარებოდა. ხეებზე ძრომა, მდინარეში ბანაობა, სიმინდების მოსაპარად წასვლა გაცილებით საინტერესო საქმიანობად,  კითხვა კი სასკოლო ცხოვრების ნაწილად მეჩვენებოდა და არანაირად არ მსურდა თავისუფალი დროის ნეტარი წამებიც ფურცლებისთვის დამეთმო.  ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ერთ ზაფხულს ჩემი საუკეთესო დაქალი „ბიძია თომას ქოხმა“ არ წამართვა. მეც, არ ვიცი მიბაძვით, არ ვიცი დროის გასაყვანად ოჯახში დავსვი საკითხი მაინც და მაინც ის წიგნი მოეტანათ, რომელსაც ჩემი მეგობარი ასე გატაცებით კითხულობდა.

პირველი წიგნი ისეთივე დაუვიწყარი რამაა, როგორც პირველი დღე სკოლაში, პირველი კოცნა, პირველი სიგარეტი და ბევრი სხვა პირველი…  მახსოვს, როგორ ჩამითრია სიუჟეტმა, როგორ ვწყდებოდი გარემოს, როგორ დავყვებოდი მონა ელიზას და მის ვაჟს ყველგან… ამას მოჰყვა ტომის თავგდასავლები, უფლისწულისა და მათხოვრის ისტორია, ლინდგრენის ზღაპრები და მრავალი სხვა პატარა თუ დიდი მოთხრობა.

ბებიაჩემის მეზობლად, 2 მოხუცი ქალი ცხოვრობდა (დღესაც ცხოვრობენ). მათთან სტუმრობა ძალიან მიყვარდა, თავიდან იმიტომ რომ ლამაზი თოჯინები ჰქონდათ, ბზიალა ქერა კულულებით და ფუშფუშა კაბებით. მერე კი იმიტომ შემიყვარდა, რომ საოცრად მდიდარი ბიბლიოთეკა აღმოაჩნდათ. ხშირად, სწორედ მათგან ვთხოლუობდი კლასგარეშე საკითხავს – ზოგჯერ ჩემი სურვილით, ზოგჯერ კი მათი რჩევით. ერთ დღესაც, მორიგი ვიზიტისას „ჯეინ ეარით“ ხელდამშვენებული გამომიშვეს.

მთელი ერთი დღე ამ წიგნს შორიდან ვუვლიდი, მისი სისქე მაფიქრებინებდა რომ საბავშვო ლიტერატურასთან ბევრი არაფერი საერთო უნდა ჰქონოდა და ცოტა მაშინებდა კიდევაც.  მეორე საღამოს კი გავბედე და პირველი ფურცელი გადავშალე. ასე აღმოვჩნდი რომანების ტყვეობაში. ჯეინი საკუთარ თავთან გავაიგივე, მასთან ერთად ვბრაზობდი რიდებზე, მეშინოდა გარდაცვლილი ბიძიას ოთახის მოჩვენებების, განვიცდიდი უსამართლო სასჯელებს, ვგლოვობდი ელენს, ვუვლიდი ადელს, მიყვარდა როჩესტერი და ასე უსასრულოდ.

ამის მერე შემიყვარდა რომანები საკითხავად, მელოდრამა საყურებლად, დრამა თეატრში…

„ჯეინ ეარის“ კითხვისას დამჩემდა ერთი „ჩვევა“ და დღემდე ასეა- რასაც ვკითხულობ ფილმის კადრებად მეშლება გონებაში, სწორედ ამიტომაც არ მიყვარს წაკითხული წიგნების ფილმის ვერსიის ყურება. ის არასდროსაა ისეთი შთამბეჭდავი, როგორც  კითხვისას მეჩვენებოდა. ჯეინი კი ჩემია, ჩემი რომანია, ამიტომ მისი ეკრანიზაციების მიმართ განსაკუთრებით მკაცრი ვარ.  ახლახანს კიდევ ერთი ვერსია გამოვიდა კინოეკრანზებზე და ფეხს ვითრევ, არ ვიცი ვნახო თუ არა.

ცოტა მეეჭვება ამ ბლოგის მკითხველებს შორის, ისეთები იყვნენ რომელთაც არ წაუკითხავთ ბრონტეს ეს რომანი, მაგრამ  თუკი ხართ მაშინ გირჩევთ მალე მიაკითხოთ ოჯახების, ახლობლების, სახელწმიფო ბიბლიოთეკებს და ეს სიამოვნება მეტად აღარ გადადოთ.

Advertisements

30 Responses to “ინგლისური ჩაის საღამო- მე, ჯეინი და რომანები”


  1. 1 tsotnee სექტემბერი 10, 2011, 12:03 AM

    პირველად არ მახსოვს რა წავიკითხე, მაგრამ თავიდან მეც ეგრე მეჩვენებოდა – რა საჭიროა მეთქი კითხვათქო, ახლა კი მაგარი ბედნიერი ვარ რომ ვცდებოდი. 🙂 🙂 🙂

    • 2 Chiamaria სექტემბერი 10, 2011, 12:04 AM

      ძალიან კარგი რომ გონება გაგვინათდა :))
      კითხვის სიამოვნებას ვერანაირი ტექნიკური საშუალება ვერ ჩაანაცვლებს…

      • 3 tsotnee სექტემბერი 10, 2011, 12:06 AM

        გეთანხმები, მთელი ჩემი შეგნებითა და დედამიწაზე ცხოვრების 16 წლის განმალობაში დაგროვილი “ბაგაჟითა” და გამოცდილებით. 🙂

  2. 4 ketusi სექტემბერი 10, 2011, 12:05 AM

    აუუუუუუ,როგორ მიყვარს!ვგიჟდები სარლოტა ბრონტეზე,ჯეინ ეარი ორჯელ მაქვს წაკითხული,ფილმიც მაქვს ნანახი რაღათქმაუნდა,ორივე ფილმი მაქვს ნანახი

    • 5 Chiamaria სექტემბერი 10, 2011, 12:07 AM

      მე მეორედ გადაკითხვას უახლოეს მომავალში ვაპირებ. ძალიან მომინდა ძველი განცდების დაბრუნება. მაგისტრატურის გამოცდები ჩაივლის და … :))

  3. 6 Mallorie სექტემბერი 10, 2011, 12:14 AM

    როჩესტერი საკმაო ხანი იყო ჩემი კაცის იდეალი..
    დღემდე არ მაქვს ფილმი ნაყურები და არც ვაპირებ… ბინდს რომ ვუყურე, მაშინ შევცდი ძალიან და არ მინდა, იგივე შეცდომა ახლაც დავუშვა.. არც თეთრი ბაირაღები მაქვს ნაყურები.. ^^

    • 7 Chiamaria სექტემბერი 10, 2011, 12:18 AM

      თეთრ ბაირაღებზე მეც გიერთდები, არც მე მაქვს ნანახი :))
      რაც შეეხება ბინდს, არც წიგნით დავრჩი აღფრთოვანებული მაგრამ, ისევ დაგეთანხმები რომ ეკრანიზაცია უარესი იყო… რასაც ვერ ვიტყვი ჰარი პოტერზე, მშვენიერი გადაღებულია ფილმებიც და წიგნებიც კარგი წასაკითხია.

      პ.ს ძალიან აკლდი ჩემს ბლოგს 🙂

      • 8 Mallorie სექტემბერი 10, 2011, 1:55 PM

        შოშია, შოშია… მე სულ იმ ანეგდოტს ვყვები ხოლმე, გიჟზე რომ იყო, ფანჯრებს ამტვრევდაო.. ❤
        წინგი ძალიან კარგია… ბინდი, ბინდი.. ❤
        ჰარი პოტერი სრულიად სხვა არის, სრულიად სხვა… ❤

    • 9 Chiamaria სექტემბერი 11, 2011, 10:20 AM

      მართალია ჰარი და ბინდი სხვადასხვა თემაა, მაგრამ როგორც ფენტეზის ჟანრს, ორივეს ერთ მიმართულებად აღვიქვამ და ხშირად ვადარებ მაინც… : )

  4. 10 Ani სექტემბერი 10, 2011, 12:17 AM

    მეც მახსოვს, როცა პირველად წავიკითხე ჯეინ ეარი 🙂 ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და გული დამწყდა, როცა კითხვა დავამთავრე

    • 11 Chiamaria სექტემბერი 10, 2011, 12:19 AM

      მე ბოლო გვერდების კითხვას მაქსიმალურად ვაჭიანურებდი 🙂 მგონი ყველა წიგნის მოყვარულისთვის ძალიან საყვარელი რომანია ❤

      • 12 Ani სექტემბერი 10, 2011, 12:23 AM

        ზუსტად 🙂 ახლა გამახსენდა, ბოლო 6 ფურცელი მქონდა წასაკითხი და მგონი 1 კვირა ვკითხულობდი 😀

  5. 13 spamwriters სექტემბერი 10, 2011, 10:26 AM

    დიდი ვერაფერი, ასაკობრივი ლიტერატურაა, ახლა აღარ მომეწონება რომ წავიკითხო

  6. 15 მოლი ბლუმი სექტემბერი 10, 2011, 11:11 AM

    ძეფირელის ჯეინსაც არ სწყალობ, ჭიამარია?

    • 16 Chiamaria სექტემბერი 11, 2011, 10:18 AM

      სხვათაშორის, ეგ ვერსია ერთადერთია რომელიც ასე თუ ისე მომწონს. როჩესტერს ვამსგავსებდი ძალიან “ჩემს როჩესტერს”. ჯეინი არ მომწონს… ძალიან უფერული მეჩვენება..

  7. 17 tamara სექტემბერი 11, 2011, 4:40 PM

    ერთი ეკრანიზაცია მაქვს მხოლოდ ნანახი, რა ვიცი, ცუდი არ იყო 🙂
    გავიმეორებ ბანალურ ფრაზას, რომ წიგნი მაინც სულ სხვაა 🙂

    • 18 Chiamaria სექტემბერი 12, 2011, 10:23 PM

      არა ცუდი არაა, უბრალოდ იმ სიამოვნებას ვერ ვიღებ რაც კითხვისას მაქვს. შეიძლება ყველა ასეა, მაგრამ ზოგჯერ განსაკუთრებულად ვუარყოფ ხოლმე ზოგიერთ კინოვერსიას…

  8. 19 როდე სექტემბერი 11, 2011, 9:31 PM

    არც მე მახსოვს პირველი რა წავიკითხე, ისე შორეული მეჩვენება პირველი წიგნი.
    ჯეი ეარს მე წელს გავეცანი და ძალიან მომეწონა.
    🙂

  9. 21 tamara სექტემბერი 12, 2011, 8:37 AM

    ისე, ფაქტი იცი, რა არის? ვითომ მოძველდაო, ვითომ აღარავის აინტერესებს და გოლ.გე-ზე ახალი კინოვერსია მაინც ტოპ-ათეულშია 🙂

    • 22 როდე სექტემბერი 12, 2011, 5:19 PM

      ძალიან კარგი. ასე უნდა. კარგი არასოდეს მოძველდება! ახლა მეც შევემატები მაგ ფილმის გადმომწერთა რიცხვს ;დ 🙂

      • 23 Chiamaria სექტემბერი 12, 2011, 10:26 PM

        მე სულმა წამძლია და მაინც ვუყურე გუშინ. მართალია, ბევრი რამე გამოტოვებულია , მაგრამ მომეწონა ჩანაფიქრი, მომეწონა კადრები, ბევრი ლამაზი მომენტია. კარგი გადაღებულია ერთი სიტყვით . თუმცა მეტად ყურების სურვილი ალბათ არ გამიჩნდება… არ ვიცი 🙂

  10. 24 countess სექტემბერი 13, 2011, 9:31 PM

    1 დღე-ღამეში დავამთავრე “ჯეინ ეარი”. უზომოდ მიყვარს ❤
    მართლა ჩაის თანხლებით ვკითხულობდი ამ პოსტს და მეტი ეფექტი ჰქონდა 😀

  11. 26 რუსა ოქტომბერი 17, 2011, 11:49 PM

    ,,ჯეინ ეარი ” უსაყვარლესი წიგნია ჩემთვის…. ბავშვობაში წავიკითხე მეც და მახსოვს რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მაშინ ღიურებს ვწერდი და მთელი ემოციები გადავიტანე ფურცლებზე 🙂

    • 27 Chiamaria ოქტომბერი 18, 2011, 10:20 AM

      წარმომიდგენია : ) ჩემზე ჯეინმა ძალიან დიდი გავლენა იქონია, წიგნის ემოციიდან გამოსვლაც კი გამიჭირდა და მეგონა ამაზე უკეთესს ვეღარაფერს წავიკითხავდი 🙂

  12. 28 ანონიმური მარტი 27, 2013, 8:14 PM

    ძაან მიყვარს ჯეინ ეარი მეც ეგრე ვკითხულობდი ხოლმე,კინოები არ მომწონს


  1. 1 ლიტ-ანკეტა « ჭიამაია უკუბმული კომენტარი იანვარი 17, 2012, 12:00 PM ჩანაწერზე
  2. 2 ლიტ-ანკეტა « ჭიამაია უკუბმული კომენტარი იანვარი 17, 2012, 12:00 PM ჩანაწერზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 228 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: