უმისამართო წერილი

დიდხანს მინდოდა წერილი მომეწერა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ცივი გონებით მაშინდელი ”მოვლენები” გადავხარშე, რაღაცას მივხვდი, რაღაცას ისევ ვერ ვიგებ, ზოგი რამ კი დავივიწყე. ამ ხნის მანძილზე ბევრჯერ მიფიქრია რას გეტყოდი, მქონდა კიდეც თითქოს სათქმელი, ახლა კიდევ აზრებს ვერ ვუყრი თავს.. არც კი ვიცი რამე უნდა გკითხო,  განმარტება მოგთხოვო, თუ უბრალოდ აგიხსნა მაშინ რას ვფიქრობდი, ან იქნებ სულაც ისე უნდა დავტოვო ყველაფერი როგორც არის. დრო კი ნამდვილად საკმარისზე მეტი გავიდა…

საყვედურებს აზრი არ აქვს. ალბათ ორივეს თანაბრად გვწყდება გული ერთმანეთზე. ფაქტი ერთია, შენი ამოგლეჯვა ჩემი წარსულიდან მარტივი სულაც  არაა. იყო ვიღაცის ბავშვობის ნაწილი- ეს საპასუხისმგებლო საქმეა.

ალბათ, გაგიკვირდება თუ გეტყვი რომ მე ყველაფერი დავივიწყე. შენზე აღარ ვარ გაბრაზებული. გული მხოლოდ იმაზე მწყდება რომ ბავშვური სისულელით ჩვენი მეგობრობა გავანადგურეთ. ხშირად მახსენდებოდა ჩვენი ოინები, საუბრები, ხუმრობები.. ახლა უფრო ნაკლებად, თითქმის საერთოდ აღარ. დრო ყველაფრის მკურნალიაო ამბობენ და მგონი მეხსიერებაზეც საგრძნობლად მოქმედებს.

 იცი, ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ რომ ასე ჯობდა. თუმცა , გამოგიტყდები, მაინც ძნელია შენს სახლს თვალი აარიდო, ან ქუჩაში შემთხვევით თვალმოკრულს გამარჯობაც არ გითხრა. დასარულს, მხოლოდ იმის თქმა მინდა რომ მე შენთან ყოველთვის გულწრფელი ვიყავი, მაშინაც, როცა ჩვენდა უნებურად ძირი გამოვუთხარეთ ჩვენს მეგობრობას, მაშინაც როცა გაბედნიერება მოგილოცე და მაშინაც როცა შენი შვილის დაბადება გამიხარდა… სხვათაშორის, სულ მინდოდა მეთქვა, რომ მე ძალიან ბედნიერი ვარ. იმდენად ბედნიერი, რომ ზოგჯერ არც მჯერა რომ ეს ჩემს თავს ხდება.  ესეც პასუხის პასუხი- მეც ისეთივე ბედნიერი ვარ, როგორი გულითაც მოგილოცე. ეს სიტყვები კარგად მახსოვს.

ზუსტად ვიცი, ჩვენი გზები არასდროს გადაიკვეთება. იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ ეს წერილიც არ მოვა შენამდე, თუ მოვა,  ნამდვილად ვერ მიხვდები რომ შენთვისაა. ერთ რამეში კი შეგიძილია დარწმუნებული იყო- ყველაფრის მიუხედავად, მე მხოლოდ კარგს გისურვებ.

Advertisements

14 Responses to “უმისამართო წერილი”


  1. 1 M.K. სექტემბერი 5, 2011, 9:33 PM

    ვაიმე… რა ჩახლართულად ყოფილა აქ ყველაფერი…

  2. 3 ირმის ნახტომი სექტემბერი 5, 2011, 10:00 PM

    უმისამართო წერილი არასოდეს დამიწერია, თუმცა ადრესატამდე გაუგზავნელი ძალიან ბევრი.

    • 4 Chiamaria სექტემბერი 6, 2011, 3:13 PM

      ეს წერილი უმისამართო მხოლოდ იმიტომაა რომ ადრესატს არ ვაკონკრეტებ : ))) თროემ, ისე ნადმვილად არის განკუთვნილი ვიღაცისთვის

  3. 5 tamara სექტემბერი 5, 2011, 10:08 PM

    ჰმ… აი, ამას ვერ ვიტან: “როგორი გულითაც მომილოცე” და გაგრძელება მერე…
    ყველამ თავის გულში რომ ჩაიხედოს, აჯობებს :/
    მე არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ კეთილ სურვილებზე, თუნდაც მათი გულწრფელობის არ მჯეროდეს, ასე არასოდეს მიპასუხია და ალბათ, არც არასოდეს ვიზამ…

    • 6 Chiamaria სექტემბერი 5, 2011, 10:12 PM

      მე ძალიან გული მეტკინა როცა ჩემს მილოცვას ეგეთი სიტყვებით უპასუხა ამ წერილის ადრესატმა. იმდენა მეტკინა რომ წლების მანძილზე მომყვება აგერ… ამ წერილში არც მინდოდა მეტი კონკრეტიკა რა მოხდა, თუმცა ბევრი სხვა ”შავი ლაქების” გარდა, მე ყველაზე მეტად ეგ ისტყვები მეწყინა

  4. 7 გვირილა სექტემბერი 7, 2011, 5:00 PM

    თითქოს ჩემი სათქმელი თქვი… მეც მეწერა ბავშვობის მეგობარზე, ოგონდ ქორწილის მერე დავწერე. ვიცი რასაც გრძნობ…

    • 8 Chiamaria სექტემბერი 7, 2011, 5:10 PM

      მმ, სიამოვნებით გადავიკითხავდი შენს პოსტს… თუ შეგიძლია დამილინკე ან სათაური მითხარი. ან ჩემით მოვძებნი : ))))))

      • 9 გვირილა სექტემბერი 7, 2011, 6:34 PM

        აქ დალინკვას ვერ ვახერხებ, FB-ზე დავაშეარე და მოგნისნე. ან პეიჯი ხომ იცი ჩემი, “ნაბჟუტურები” ჰქვია, მაქ არი სათაურით “სირცხვილია? იყოს!”

      • 10 გვირილა სექტემბერი 7, 2011, 6:48 PM

        თურმე ის პოსტი წაკიტხულიც გქონია და კომენტარიც გაქვს 🙂 ოღონდ მგონი კაკრას ამ ამბავზე ყვები იქაც 🙂

      • 11 Chiamaria სექტემბერი 8, 2011, 10:46 AM

        კიდევ გადავიკითხე ის პოსტი და ჩემი კომენტარი.. იქ სხვა ამბავზე ვწერ.
        რამდენი დანაკარგები მქონია კაცო : )))))))) მგონი ის დროა საკუთარ თავში ვეძებო პრობლემები..

  5. 12 ♥ Miss.Catalan.. ♥ სექტემბერი 24, 2011, 10:42 PM

    ბავშვობის მეგობრები.. : ( ხანდახან როგორ ცუდად მთავრდება ხოლმე… არადა მუდამ მჯეროდა იმის,რომ ბავშვობის მეგობრები მუდამ ერთად იქნებიან.. ჩემი პოსტის გმირებიც დაშორდნენ ერთმანეთს.. 😦


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: