სიტყვები ზედმეტია

გუშინ შაბათი იყო და ამ ბლოგზე, სულ 1 თვის დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით ’’ინგლისური ჩაის საღამოების’’ სერიიდან კიდევ ერთი პოსტი უნდა გმოქვეყნებულიყო. სამწუხაროდ ვერ მოვახერხე და ერთი ძალიან კარგი ადამიანის გარდაცვალების გამო გადავდე. პოსტი მოიცდის და ვიმედოვნებ მკითხველებიც, გუშინდელ სიტუაციას თუ გავიხსენებთ ეს ჩავარდნა არაფერია.

როცა ასეთ სიატუაციაში ხვდები, ძნელია არ დაფიქრდე იმაზე თუ ვინ ხარ, სად მიდიხარ. მთელი დღე არ მომშორებია განცდა რომ ყველაფერი წარმავალია. ეს ისედაც მახსოვს ხოლმე, მაგრამ გუშინ განსაკუთრებით ძნელი იყო.  დგახარ, ხედავ ამ საშინელებას და ვერაფერს აკეთებ. თან ეს ამდენი ფორმალობა ყველაზე მეტად დამღლელი და რთულია.

ხალხი მოდის, მოდის და არ წყდება. გამოხატავენ მწუხარებას შენი ტკივილის გამო, ტირიან, ზოგჯერ იცინიან კიდეც, როცა რაიმე სახალისო მოსაგონარს გაიხსენებენ გარდაცვლილის სიცოცხლის წლებიდან. მერე დგება ყველაზე მძიმე მომენტი, რასაც უკანასკნელი გზა ჰქვია.  ბოლო დატირება, ბოლო წუთები საკუთარ სახლში, ბოლო ფიზიკური შეხება და ყველაზე მძიმე გამომშვიდობება, იმის გააზრება რომ ეს უკანასკნელია და აღარასდროს მოგეცემა საშუალება ჩაეხუტო, დაელაპარაკო, რჩევა ჰკითხო, ასე პირისპირ შეხედო… საშინელებაა.  ასეთ დროს ცოცხალ ადამიანს მხოლოდ იმის ფიქრი თუ შეუმსუბუქებს ტკივილს, რომ საყვარელი ადამიანი უკეთეს სამყაროში წავიდა..

არ მახსოვს, ვიღაცამ თქვა რომ ადამიანი ერთ რამეს ვერ ასცდება ცხოვრებაში- საყვარელი ადამიანის სიკვდილს. ძალიან გამიჭირდა მე პირადად იმის ყურება, საბოლოო განსასვენებელში როგორ ჩაასვენეს და ყველანი გამობრუნდნენ.. რას იზამ, ცხოვრება გრძელდება. კიდევ ბევრი რამის თქმა მინდა, ათასი აზრი მომდის თავში, მაგრამ გაგრძელებას აზრი არ აქვს. ფაქტია, ყველა ადამიანის გზა იქამდე მიდის. მთავარი მხოლოდ ისაა როგორ გაატარებ სიცოცხლის წლებს, როგორი ადამიანი იქნები. იმედი ვიქონიოთ, რომ გარდაცვალების შემდეგ უკეთესი ადგილი არსებობს წასასვლელად…

Advertisements

18 Responses to “სიტყვები ზედმეტია”


  1. 1 შიო სექტემბერი 4, 2011, 12:10 PM

    გარდაცვალება ის წერტილია სადაც ღმერთს ვუერთდებით, ალბათ ამას შინაგანად ვგრძნობთ კიდეც გაუაზრებლად და ეს გვეხმარება მის გადატანაში

  2. 3 Seymour Glass სექტემბერი 4, 2011, 12:27 PM

    მეც იმედი მაქვს რომ მასეა… :/

  3. 4 Butterfly სექტემბერი 4, 2011, 12:38 PM

    საოცარი ბედნიერებაა მგონი ადრეულ ასაკში გარდაცვალება(არა არა არ გავგიჟებულვარ),იცით რატომ ? აღარასდროს დაკარგავ საყვარელ ადამიანს…

    • 5 Chiamaria სექტემბერი 4, 2011, 6:58 PM

      სამაგიეროდ რამდენს სტკენ გულს…
      სიკვდილი დროული ალბათ არასდროსაა, სიცოცხლე კი საკმარისი მაგრამ მაინც.. დროული ყველაფერი კარგია.

  4. 6 tamara სექტემბერი 4, 2011, 1:45 PM

    რთულია საყვარელი ადამიანის დაკარგვა და საქმეც იმაშია, რომ სიცოცხლე უფრო მძიმეა, ვიდრე სიკვდილი… მაგიტომაც ვამბობ, რომ სიკვდილი ადვილია, ცოცხლად დარჩენილებმა იკითხონ :/:/
    გარდაცვალების შემდეგ კი… არ ვიცი…

  5. 8 მოლი ბლუმი სექტემბერი 4, 2011, 10:44 PM

    ცოცხალი თავის გზას ყოველთვის იპოვნის… და გარდაცვლილს როგორ უნდა სიცოცხლე, არავინ იცის 😦 😦

  6. 11 teennewson სექტემბერი 5, 2011, 8:55 PM

    საშინელი პროცესია ეს ყველაფერი, თავისი ფორმალობებით.. მიუხედავად იმისა, რომ სიკვიდილი არ მიმაჩნია ცხოვრების დასასრულად, მაინც ვერ წარმომიდგენია საყვარელი ადამაინის სიკვდილს როგორ უნდა შევეგუო…

    • 12 Chiamaria სექტემბერი 5, 2011, 9:31 PM

      სამწუხაროდ გარდაუვალია, ერთადერთი რაც შეიძლება ისურვო- ყველა ადამიანმა ეს ძალიან, ძალიან გვიან უნდა გამოსცადოს…

  7. 13 გვირილა სექტემბერი 7, 2011, 5:04 PM

    სიკვდილი ყველაზე ცუდი რამეა. მათან ბრძოლა შეუძლებელია, ბოლოს მაინც გაიმარჯვებს. მე მეშიანია სიკვდილის. საკუთარი არა, უფრო სხვების…
    კაია რომ დაწერე, მე ვერ გავბედე თავის დროზე…

    • 14 Chiamaria სექტემბერი 7, 2011, 5:09 PM

      საშინელი უსუსურობის განცდა მოაქვს სიკვიდლს…
      ისე, იშვიათად რომ ადამიანს საკუთარი სიკვდილის წარმოდგენის ან შეეშეინდეს, ან გააჟრიალოს. საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიში გაცილებით ძლიერია

  8. 16 faifuris angelozi სექტემბერი 22, 2011, 8:48 PM

    ამიტომ უნდა ეცადო თითოეული დღე ისე გაატარო თითქოს ეს უკანასკნელი დღეა)) წელს ერთმა ჩემმა კარგად ნაცნობმა ადამიანმა რატომღაც თავი მოიკლა, უკანასკნელად როცა ვნახე გულში ჩახუტება სცადა,მემშვიდობებოდა და მე ხელი ავუკარი სიტყვებით: კარგი რა,კი არ ვკვდებით,კიდევ მილიონჯერ გნახავ.და აი უკვე ვეღარ ვნახავ,მან იცოდა,თურმე გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა და მე არ მივეცი გამომშვიდობების საშუალება,ალბათ გულიც ვატკინე.
    მივხვდი რომ თითოეული წამი,წუთი უნდა დააფასო,ცას არავინ არ გამოვეკერებით.

    • 17 Chiamaria სექტემბერი 24, 2011, 10:06 PM

      რა მძიმეა….
      რას იზამ, ეგ თეორიულადაა მხოლოდ ადვილი. ადამიანისთვის ძნელი დასაჯრებელია რომ შეიძლება მომდევნო დღე სულაც აღარ გათენდეს მისთვის. ამ აზრთან შეგუება არც ადვილია და მითუმეტეს არც სასურველი..

  9. 18 ♥ Miss.Catalan.. ♥ სექტემბერი 24, 2011, 10:53 PM

    ძალიან ემოციურია…შეიძლება გაგიკვირდეს,მაგრამ მართლა ძალიან მესმის შენი.. მეც ვიყავი ეგეთ მდგომარეობაში.როდესაც მისი გარდაცალების ამბავი მითხრეს,წარბიც არ შემიხრია,ურეაქციოდ შევხვდი,აზრადაც არ მომსვლია ის ფაქტი,რომ ის აღარაა და ვეღარასდროს ვნახავდი..ეს მხოლოდ მაშინ გავაანალიზე,როდესაც მის ლურჯ სახეს მოვკარი თვალი,რომელზეც უსაზღვრო ტანჯვა და მწუხარება იყო გამოსახული… ვუყურებდი და ვხვდებოდი რომ ის წავიდა.. უკეთეს სამყაროში,დარწმუნებული ვარ. ვუყურებდი და უნებურად ცრემლები მასველებდა.. ვერ ვჩერდებოდი..


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 228 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: