ინგლისური ჩაის საღამო- დილა, ალბიონზე

ყველა ანგლოფილს, ალბათ ოცნებად აქვს ნახოს განთიადი ნისლიან ალბიონზე. ჩემი ოცნება ძალიან ლამაზია, ახლა საკითხავი მხოლოდ ისაა შევძლებ კი გადმოვცე ის, რასაც მე ვხედავ საკუთარ წარმოდგენებში?.

აქ წინა საღამოს მოვედი, ვიცოდი რომ სიცივე იქნებოდა, ამიტომ თბილი ქურქი არ დამვიწყებია. ღამე სულაც არ იყო ძნელი, სანახავი ბევრი მქონდა. გადავწყვიტე ჩემი ღამეული ვოიაჟი ჰაიდ პარკიდან დამეწყო. რა თქმა უნდა ის არც ისე ახლოსაა საბოლოო დანიშნულების წერტილთან, მაგრამ წინ გრძელი ღამეა. ჩემი ღამე ლონდონში.

როცა მწვანე გაზონებს ჩავუარე ვიწრო ბილიკით, მივხვდი რომ ფეხები სადღაც ჩქარობდნენ, თავი ვაიძულე ირგვლივ გამეფებული სიმშვიდით დავმტკბარიყავი და სვლა შემენელებინა. ჩემს ჰაიდ პარკს ნესტის სუნი აქვს, ცხვირით ვგრძნობ სიმწვანეს და მოახლოებულ დილის ნამს. სიცივე ვერ მჯობნის, პირიქით უფრო ღრმად ვეშვები ფიქრებში და ის იყო გავაცნობიერე რომ სულ რამდენიმე წუთი მაშორებს ოცნებასთან, ბილიკმა ველინგტონის თაღთან შემაჩერა. რა დიდია, ძალიან ლამაზი. მგონი ისაა, ჩემი ტრიუმფალური თაღი. ველინგტონის თაღის ქვეშ თუ დადგებით და წინ გაიხედავთ,  ბუკინგემის სასახლის გვერდითა ფასადს მთლიანად დაინახავთ.  უცებ, უშფოთველად მძინარე სამეფო ოჯახი წარმოვიდგინე და მივხვდი რომ სასახლის ამ მხარეს ნამდვილად არ სძინავთ, დარწმუნებული ვარ მათი საძინებლები ტემზის მხარეს არის მოქცეული. კიდევ ერთხელ შევავლე თვალი ბუკინგემს და ახლა დროა ავირჩიო რომელი გზით წავიდე: თუ მარცხნიდან შემოვუვლი სასახლეს, დედოფალ ვიქტორიას მოედანზე გავალ, თუ მარჯვენა მიმართულებას ავირჩევ, ბუკინგემის ერთ-ერთი ცენტრალური შესასვლელის გავლით ვესტმინსტერის ტაძართან ამოვყოფ თავს და გზასაც მნიშვნელოვნად შევიმცირებ. მგონი არჩევანი არც ისე რთულია, მარცხნივ ვუხვევ.

სულ ცოტა მანძილის დაფარვა მიწევს და რამდენიმე წუთში დედოფალ ვიქტორიას ქვის თვალებში ვუყურებ, თუმცა ჩემს მზერას ქანდაკების ფრთოსანი ნაწილი უფრო იპყრობს. მის ოქროსფერ ზედაპირზე აციმციმებული დღის შუქი მამცნობს რომ უნდა ავჩქარდე, ამიტომ ტრაფაგლარის სკვერში გასეირნება საღამოსთვის გადავდე და პირდაპირ წმ.ჯეიმსის პარკით ვამჯობინე ვესტმინსტერამდე მისვლა.

თვალი გამირბის სააბატოსკენ, ძალიან მეჩქარება რომ მისი ყოველი კუთხე გარედან მაინც შევათვალიერო, მაგრამ ეს მომენტი მეორედ აღარ ჩამივარდება. რაც შემიძლია სწრაფად გავრბივარ ხიდისკენ, არაფერს არ ვუყურებ გზის გარდა და აი ისიც…

ხიდი ცარიელია, მაშ აქ თავისუფლად დგომა შემიძლია. თენდება, ნისლია, თუმცა მე მაინც ვარჩევ ბიგ-ბენის კოშკის წვერს,არც ისე დიდი ყოფილა, როგორიც მეგონა.  კიდევ უფრო თუ დავაკვირდები საათის ისრებსაც გავარჩევ და ასეც ვიქცევი.. სულ რამდენიმე წამი… დიდი ისარი მიჩვენებს რომ შვიდს 2 წუთი აკლია, ალბათ ასეთი ზუსტი არასდროს ყოფილა ჩემი დრო. ციბერბლატი მზის სხივებს ირეკლავს, ისარი შვიდს უსწორდება. ზარია.. რეკავს, რეკავს ბიგ ბენი, მისი ხმა მაკრთობს და ამავე დროს გული საგულეში ვეღარ ჩერდება, ისევ რეკავს…ნისლიც ნელ-ნელა იფანტება. და აი მე აქ ვარ, ლონდონის ხიდზე,  წინ დიდი-ბენი რეკავს მხოლოდ ჩემთვის, მზე უფრო და უფრო მეტად ანათებს, ბიგ-ბენმა მეშვიდედ ჩამოკრა ენას, მეშვიდედ აჟღრიალდა ზარი და ჩემი ნისლიანი ალბიონიც დადგა..

გპირდებით, ერთხელაც ასეთ ვიდეოს გადავიღებ, უკეთესი ხარისხით და გამთენიისას.

Advertisements

5 Responses to “ინგლისური ჩაის საღამო- დილა, ალბიონზე”


  1. 1 მოლი ბლუმი აგვისტო 27, 2011, 3:59 PM

    ეს პირველი ღამე… მერე უკვე, ქოვენთ-გარდენი, ტეიტ-გელერი, უემბლი, ბეიკერ-სტრიტის 221ბ, ჰაიგეიტის სასაფლაო (მარქსის და ჯეკ-მფატრავის საფლავები ხომ უნდა მოინახულო), ჰეროდსი, ები როუდი და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი რამ უნდა ნახო 🙂

    ჭეშმარიტად ანგლოფილური პოსტია.

  2. 3 teennewson აგვისტო 27, 2011, 11:17 PM

    ნეტა იცოდე ინგლისი როგორ მიყვარს….. ძალაინ მაგარი ქვეყანაა, რაღაც განსხვავებულად ზე კულტურისა წარმომიდგენია… : ))) თითქოს ლონდონის ქუჩებში დასეირნობ და ისე გვიყვები ამ პოსტს.. მშვენიერია…

    • 4 Chiamaria აგვისტო 27, 2011, 11:27 PM

      რამდენი ინგლისზე შეყვარებული დაგოგმანებს თურმე ბლოგ-სამყაროში : ))))
      ერთი ავიაკომპანიის კეთილი დირექტორი გვინდა რამდენიმე ბილეთი გვაჩუქოს რა :)))) დანარჩენს ჩვენ მოვაგვარებთ და მერე ნამდვილად ვისეირნებთ ლონდონის ქუჩებში.. ❤

  3. 5 teennewson აგვისტო 27, 2011, 11:55 PM

    ხო რა მადლი იქნება… : )))) ეჰ შორეულო ლონდონი მოვისწრაფით შენსკენ 🙂


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: