ნერვიული შემოტევის ზღვარზე

”უკაცრავად, საათი ხომ არ გაქვთ?”- ამ შეკითხვის მერე, ყველაზე მეტად მძულს კითხვა ”რა მუსიკას უსმენ?”… ასე მგონია, ამ შეკითხვაზე პასუხი ძალიან მარტივი და ცალსახაა- ადამიანი, რომელიც ერთ მიმართულებაში იკეტება, ის ხელოვნებას და მუსიკას ვერსადროს გაიგებს. კარგის და ცუდის პოვნა ყველგან შეიძლება, ამიტომაც რაც იმ მომენტში მისწორდება, აი იმას ვუსმენ.

    როგორ მოვედი აქამდე? ჯობია არც ეგ მკითხოთ. ტეხავს, რომ გიპასუხებთ ჩემი პირველი ”კუმირობის” ობიექტი ლექს-სენი იყო მეთქი. იცინეთ ბატონო, დახატულიც კი მაქვს მისი პორტრეტი…

ასე 13 წლის რომ ვიქნებოდი, რაფის ტიპის სამარშუტო ტაქსში ( არ გაბედოთ გაცინება, ეხლა რომ ყვითელ ტაქსებში ხართ, ეგეთ ხოდში იყო მაშინ რაფები), მძღოლს რადიო ჰქონდა ჩართული და მაშინ მოვკარი ყური  NIRVANA-ს Smells like teen spirit … ვერც კი ავხსნი იმ შეგრძნებას,ჭიანჭველებმა ფეხის თითებიდან დამიარეს და ტვინის ხვეულები სრულად მოიცვეს.მუსიკისგან ლამის აკანკალებული ჩამოვედი გაჩერებაზე, კისრისტეხით მივედი სახლში, თან გულში ვიმეორებდი მუსიკის მელოდიას, რომ არ დამვიწყებოდა. ისიც მახსოვს, მთელი სააახლობლო-სანაცნობო-სამეგობრო ავაწრიალე რომ რაც შეიძლება მეტი გამეგო შემსრულებელზე. ( სად იყო გუგლი და კარგი ცხოვრება მაშინ.)

ასე ვეზიარე პირველად როკს. 5 წელი სხვა მიდმინარეობის ხსენებაც არ ყოფილა ჩემთვის. თან ამ გატაცებას თან ერთვოდა გარდატეხის ასაკი, შინაგანი პროტესტი, სიძულვილის მოჭარბებული გრძნობა ყველა სულიერის მიმართ. საბოლოოდ, ჩემგან გაწეწილთმიანი გოგო ჩამოყალიბდა, რომელიც დახეულ ჯინსებს გაურკვეველი ჯაჭვების ასხმით აფორმებდა, შავ ლაქს ისვამდა, ისედაც შავ თვალებს კიდევ უფრო იშავებდა და თმით იფარავდა. :/ მდა…

ასაკთან ერთად, როკმაც ჩაიარა ჩემს ცხოვრებაში. დღეს მხოლოდ  Codlplay-ს და  Radiohead-ის მუსიკით შემოვიფარგლები, ძალიან მიყვარს კლასიკა. ატანა არ მქონდა ჯაზის, მაგრამ რამდენიმე კომპოზიცია ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან. შევნიშნე რომ ზოგჯერ პოპ-მუსიკაშიც შეიძლება წააწყდე რამე ღირებულს. ბოლო დროს აღმოვაჩინე რომ Idie-ც ძალიან მომწონს, post punk-შიც შემიძლია რამე გამოვარჩიო.. მოკლედ, ხასიათს გააჩნია.

რამდენს ვლაპარაკობ რა… სინამდვილეში იცით რისი თქმა მინდოდა? ბოლო პერიოდში არ მტოვებს დეჟა-ვუს შეგრძნება, კიდევ რაღაც ძალიან მაწუხებს და მღრღნის შინაგანად, აგრესიის მოჭარბებას ვგრძნობ და ეს ყველაფერი 13წლის მოზარდად მაქცევს, რომელსაც უნდა რომ ბოლო ხმაზე ააღრიალოს Nirvana, ყვირილით მიაჯახუნოს კარი, მილეწ-მოლწოს მთელი ოთახი, მერე ბოლო ხმაზე იყვიროს, არეულობაში კუთხეში დაჯდეს, ბევრი იტიროს და ხმამაღლა, სულ ბოლოს კი მაგრად დახუჭოს ცრემლით სველი ქუთუთოები და 2 დღე არ გაიღვიძოს. ამის მაგივრად კი წყნარად ვიზვარ საკუთარ ოთახში, ამას ვწერ. ღია მაქვს კარი, საიდანაც ფეხბურთის ტრანსლაციის ხმები მოდის, დრო და დრო ჩემს ოთახში შემოსულ ოჯახის წევრებს გულმოდგინედ ვუმალავ ვორდპრესის გახსნილ ფანჯარას და ფსევდო სიმშვიდეს ვინარჩუნებ.

აი ასე ჩნდება ნერვოზი/ნევროზი. არ ვიცი სწორი რომელია.

თუ ვერ გაიგეთ რა უნდა ამ პოსტს, მე გეტყვით-  ესაა პირადი ბლოგი. მადლობა ყურადღებისთვის  : ) .

Advertisements

13 Responses to “ნერვიული შემოტევის ზღვარზე”


  1. 1 neandertalely აგვისტო 25, 2011, 10:58 PM

    ღმერთო მეც როგორ მინდა 13 წლის მოზარდად ვიქცე ისევ :)) ჩემთანაა ახლოს… სადღაც სულის სიღრმეში…(ლექს-სენით არ დამიწყია სიმართლე გითხრა მაგრამ დანარჩენი ზუსტია :დ) ბევრი რომ აღარ გავაგრძელო მოკლედ მომეწონა :)) კარგი იყო :))

  2. 3 Abrielle აგვისტო 25, 2011, 11:22 PM

    ქოლდფლეი მეც ძალიან მიყვარს<3
    Radiohead ისე რა 🙂

  3. 5 Apple Butaphory აგვისტო 26, 2011, 1:29 AM

    ბავშვობაშჳ დამაბრუნა შენმა პოსტმა :))) კარგი იყო გრანჯ-პანკური მოგონებები,მაგრამ შემდეგ მძიმე მეტალში გადავეშვი;|.მახრია ის დრო რომ დამთავრდა..ახლანდელი ნათელი ფერები მირჩევნია..ჰო მართლა coldplay დღემდე საყვარელ ჯგუფად რჩება :)))))

  4. 6 მოლი ბლუმი აგვისტო 27, 2011, 4:04 PM

    ერთ მიმართულებაში ჩაკეტილი კაცი რომ ბოლომდე ვერაფერს გაიგებს და მხოლოდ საკუთარ თავს ვნებს სიჯიუტით, ამაში ორივე ხელით გეთანხმები.

    მე ყველაფერს ვუსმენ, სადაც ჰარმონიაა და ხანდახან ატონალურ მუსიკასაც. და კლასიკური როკი ჩემს კოლექციებში კლასიკასთან, რეპთან და ჯაზთან მშვენივრად მეგობრობს.

    და ისა… არ ვიცი, იქნებ ვცდები, მაგრამ ნირვანას მონატრება და 13 წლის მოზარდად ქცევა ნევროზი კი არა, ძალიან მაგარი რაღაცაა. ეს ყველას არ შეუძლია.

  5. 8 nancygaladriel აგვისტო 28, 2011, 12:37 AM

    “აგრესიის მოჭარბებას ვგრძნობ და ეს ყველაფერი 13წლის მოზარდად მაქცევს, რომელსაც უნდა რომ ბოლო ხმაზე ააღრიალოს Nirvana, ყვირილით მიაჯახუნოს კარი, მილეწ-მოლწოს მთელი ოთახი, მერე ბოლო ხმაზე იყვიროს, არეულობაში კუთხეში დაჯდეს, ბევრი იტიროს და ხმამაღლა, სულ ბოლოს კი მაგრად დახუჭოს ცრემლით სველი ქუთუთოები და 2 დღე აღარ გაიღვიძოს” მმ.მომწონხარ ^^ დავბრუნდი “იქ” ზუსტად ასეთი წიკები რომ მქონდა და დამაჟრიალა,მომენატრა კიდეც.

    • 9 Chiamaria აგვისტო 28, 2011, 10:03 AM

      ზოგჯერ მეც მენატრება ის დრო…
      თითქოს ჩვენი თაობის ბავშვების უმეტესობის გარდატეხის ასაკი სწორედ ასეთია : )))

  6. 10 Seymour Glass აგვისტო 30, 2011, 9:22 PM

    ყველა ბავშვის ამბავს ყვები შენ ამ პოსტით :დ ჩემ შემთხვევაში ბიტლზები იყო :დ

  7. 13 finiki სექტემბერი 2, 2011, 2:05 PM

    “ადამიანი, რომელიც ერთ მიმართულებაში იკეტება, ის ხელოვნებას და მუსიკას ვერსადროს გაიგებს. კარგის და ცუდის პოვნა ყველგან შეიძლება, ამიტომაც რაც იმ მომენტში მისწორდება, აი იმას ვუსმენ” – როგორ ძალიან გეთანხმები არც კი იცი. დაახლოებით 1 წლის წინ მკითხეს რა მუსიკას უსმენო და დააყოლეს ოღონდ არ თქვა ყველაფერს რაც მომწონსო, ძალიან ბანალური პასუხი იქნებაო. ღმერთო ჩემო, რატომ უნდა შევიზღუდო თავი ხელოვნურად სრულიად გაუგებარია.
    რაც შეეხება ნირვანას ❤


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: