მე, ყველას წინააღმდეგ და პირიქით

ღრმა ფილოსოფიური აზროვნება ჩემგან შორსაა.

ყოველთვის მეზარებოდა სიღრმეებში ბოდიალი, ქვეტექსტების ძებნა.

ალბათ ამიტომაცაა, რომ ზოგადად ყველაფერი მარტივი მიზიდავს, უფრო სწორად გასაგები.

მთელი ბავშვობა თან დამდევდა რაღაც შეგრძნება, თითქოს განსხვავებული ვიყავი. მომკალით და მართლა ასეა მემგონი.

გარშემო სულ კლიშეებია, შეზღუდვებია ქცევაში, აზროვნებაში და რაც ყველაზე ცუდია, ამ შეზღუდვებზე დამოკიდებული ბევრი ადამიანია.

აი მაგალითად, ჩემს ერთ ნათესავს (და საკმაოდ ახლო ნათესავს), ცხოვრების მთავარ ამოცანად გათხოვება მიაჩნია, თან ”უდაჩნად”. კარგად იმახსოვრებს ვის სახლში, რომელ კუთხეში , როგორი ფარდა კიდია. რა წარმოშობისაა მისაღებში გაშლილი ხალიჩა. რა სახეობის დანა-ჩანგლით გაუმასპინძლდნენ, რა რაოდენობის მტვერი შენიშნა მასპინძლისავე სახლში.. ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, ამ აბზაცს უბრალოდ იმით დავასრულებ, რომ ეს ნათესავი 20 წლისაა., ხოლო 13 წლის ასაკში ’’ტომ სოიერის თავგადასავალში’’ ჩადებული სანიშნე, მეორე და მესამე გვერდს შორის, ისევ ისე დარჩა. 

მეორე ნათესავს, ადამიანის მთავარ მისიად კარგი ჩაცმა-დახურვა მიაჩნია. ამ მიზნით ხშირად მიაშურებს ხოლმე სხვადასხვა ბაზრობებსა და მაღაზიებს, ”შოპინგის” შემდეგ, ახალი ტანისამოსით მსტუმრობს, რათა დავტკბე მისი შენაძენით, ის კი ჩემი მწირი გარდერობის შეთვალიერებით და ყოველ ჯერზე ინტერესდება მაქვს თუ არა რაიმე ახალი. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი ნეტარებით მილულავს თვალებს და მეც ამ ”კაიფის” დაჭერის საშუალებას არასდროს ვართმევ.

    ჩემი კიდევ ერთი ნათესავი, ასევე ახლო, თითქოს შეჯამებაა წინა ორის. მისი ყოვლად მატერიალური ინტერესები, რა გასაკვირია არც ისე მრავალფეროვანია, საყვარელი საქმიანობა კი იმის განხილვაა ვის რა ეცვა, როგორი დატვირთული მოდის სახლში მავანი საღამოობით,  როგორ და რაზე საუბრობს მისი ზედა მეზობელი აივანზე,  მთელი დღე ტელეფონით. შევნიშნე რომ განსაკუთრებით უყვარს საუბრის ასე დაწყება ”იცი, რა ჩაცმული დაყავს თავისი გოგო?” თან ეს ”იცი” რაღაც ზე- შემართებითა და მონდომებით გამოითქმის.

არის კიდევ ერთი ასეთი ახლო ადამიანი, რომელიც საოცარ სიმკვეთრეს და სიბუქეს სძენს მის ირგვლივ მომხდარ ყველა მოვლენას. მაგალითად, თუკი ვინმე დადებითად შეაფასებს მის ქცევას, ნაშრომს, დავალებას – თხრობის ჟამს ეს საუკუნის მოვლენას ემსგავსება, აღმოაჩენთ რომ ”საკავშირო მასშტაბით” არ დაწერილა ასეთი დავალება, არ დალაგებულა ოთახი ასე, არავის გამოყოლია A კატეგორია სემესტრის ბოლოს.  ასეთ შემთხვევებში, არც ამ ახლობელს ვაკარგვინებ კაიფს და ზრდილობიანი ღიმილით დამშვენებული ვუქნევ თავს, თან შეფასებისთვის არ ვიშურებ აღფრთოვანებულ წამოძახილებს, მერე რა თუ მე აგერ მეოთხე სემესტრია სტიპენდიას ვიღებ, მაქვს n-რაოდენობა სერთიფიკატები, გავდივარ სტაჟირებებს, ვმუშაობ ორგან. ცხოვრება ხანმოკლეა, ვისაც როგორ უხარია ისე კაიფობს.

სიამოვნებით დავასრულებდი ამ პოსტს ასე, ”მე კი ყველა მათგანზესათითაოდ მაგრად ვკაიფობ.” საქმე იმაშია, რომ ზოგჯერ ძალიან ძნელია ასეთ გარემოში ყოფნა, თავი ძალიან უცნაური მგონია, ზოგჯერ კი ზეგავლენის ქვეშაც ვექცევი. გოგო ვარ, წესით უნდა მაინტერესებდეს ჩაცმა-დახურვა, პრანჭვა, კარგი სუფრა, ხარისხიანი ჭურჭელი, ცოტა ჭორაობა. როცა ზოგჯერ ვიტყვი, რომ მე ნაკლებად მადარდებს დევს თუ არა ერთი განსხვავებული თეფში მაგიდაზე, რომ ყუარდღებას არ ვაქცევ  ჭიქას, რომელიც ისე არ დევს როგორც უნდა იდოს, რომ ჩემთვის ტრაგედია არაა სექსი ქორწილამდე, რომ გეები და სხვა ჯურის ლგბტ

ადამიანები ჩემში ზიზღს და აგრესიას არ იწვევს, რომ გაპრანჭული ბიჭის დანახვაზე გინების სურვილით არ აღვიძვრები, ვაწყდები აბზუებულ ცხვირთა კრებას, დამანჭულ ტუჩებს და ჩახველება-ჩაჩურჩულების მთელ წყებას, გაჯერებულს ფრაზებით ” უიმე სულ გაგიფრენია შენ”, ” აი ეგაა სწავლა საზღვარგარეთ”, ”ჰო, მოგაყენებს შენი შვილი ნახმარ გოგოს და მერე ნახავ” და ათასი სისულელე. და აქვე, საუკეთესო გამოსავალი, მხოლოდ ამ სიტუაციისთვის: იხ.  ფოტო ოდნავ ზემოთ და მარჯვნივ.

პ.ს. ეს პოსტი არ დაწერილა იმისთვის რომ მივიღო ასეთი ტიპის შეფასებები ” მერე მაგას რა ჯობია, თუ მათ არ გავხარ” და ა.შ. უბრალოდ ზემოხსენებული ადამიანები დღეს სტუმრად იყვნენ ჩემს სახლში და ყველა მათგანის შემოტევის გაძლება ძალიან გამიჭირდა.

Advertisements

11 Responses to “მე, ყველას წინააღმდეგ და პირიქით”


  1. 1 neandertalely აგვისტო 25, 2011, 12:22 AM

    kargiaa : )) es amdeni natesavii ra ambaviaaa kacoo 🙂

    • 2 Chiamaria აგვისტო 25, 2011, 12:26 AM

      ზოგი ნათესავია, ზოგი ახლობელი უბრალოდ, იმის ხაზგასმა მინდოდა რომ ეს ადამიანები ჩემთან ახლოს ტრიალებენ, რაც თავი მახსოვს. : ))

  2. 3 tamara აგვისტო 25, 2011, 12:35 PM

    არ ვიცი ეგ ხალხი რამდენად ახლობელია შენთვის, მაგრამ ალბათ, საკმაოდ… ასე რომ არ იყოს, გულთან ახლოს არ მიიტანდი, ასეთების მეტი რა არის ირგვლივ. უბრალოდ, გულსატკენია, რომ შენიანი მიეკუთვნება ასეთების რიგს…
    ჩაცმისა და ავეჯ-ჭურჭელ-ფარდების მიმართ მეც გულგრილი ვარ და ამის გამო ბევრჯერ მომხვედრია ჩემიანებისგან 🙂 როგორ შეიძლება, ოდნავ მაინც ვერაფერში ერკვეოდეო, მაგრამ რაც არ მაინტერესებს, რა ვქნა….
    🙂

    • 4 Chiamaria აგვისტო 25, 2011, 3:27 PM

      ასეა, ამ ხალხთან მთელი ჩემი შეგნებული ბავშვობა და მომდევნო წლებია დაკავშირებული. ამიტომაცაა რომ მათ თვისებებს თუ შეხედულებებს გარკვეული გავლენა აქვთ ჩემზე..

  3. 5 მოლი ბლუმი აგვისტო 25, 2011, 3:29 PM

    სტუმრების შერჩევა არ გამოდის?

  4. 7 bebe აგვისტო 26, 2011, 12:52 AM

    shenc adeqi da gaatare, xan dayruvdi, xanac dabrmavdi…. anu daikide

  5. 8 teennewson აგვისტო 27, 2011, 11:21 PM

    ასე მგონია ჩემს დაწერილ პოსტს ვკითხულობ, ამ თემაზე წერა მეც ემ წამს დავამთავრე… მეც ბავშვობიდან მაქვს განცდა, რომ ყველასგან განვსხვავდები არა იმიტო რომ ჩემს თავს ვიღაცაზე მაღლა ვაყენებ, უბრალოდ იმიტომ , რომ სულ სხვა ინნტერესები მაქ ჩემს თანატოლებთან შედარებით….

    • 9 Chiamaria აგვისტო 27, 2011, 11:29 PM

      შენ უფრო ზუსტად თქვი, ის რაც მინდოდა აქ მეთქვა…
      არადა თითქოს ერთი გარემოა, მაგრამ მაინც უფსკრულივით უზარმაზარი განსხვავებაა…

  6. 10 teennewson აგვისტო 27, 2011, 11:56 PM

    ხო მეც ბოლომდე ვერ ვხვდები რატომ…. საერთო ენას ვერ ვპოულობ ბევრთან….

  7. 11 Seymour Glass აგვისტო 30, 2011, 9:49 PM

    შენი ნათესავები და ნაცნობები ნამეტანი გვანან პატარა უფლისწულის პერსონაჟებს :დ პოსტი ძაან მომეწონა : )


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: