კიდევ ერთხელ, ჩვენზე

მე და შენ ამ დღეს ლამის დეკემბრის მერე ვგეგმავდით. მახსოვს ის საღამო, ძალიან ციოდა, მაშინ გითხარი, როცა დათბება ბუნებაში გავიდეთ და ერთი დღე მთლიანად ერთმანეთს ვაჩუქოთ-მეთქი. ისიც მახსოვს, შენც როგორ მოგეწონა ეს იდეა. იმდენად გვინდოდა მალე შეგვძლებოდა გასვლა, თითქმის ყოველ კვირას ვგეგმავდით რას წავიღებდით, რომელ საათზე შევხვდებოდით, სად რას შევიძნედით… ასეა საერთოდ, რომ უმეტესად, დაგეგმილი ამბები არ გამოდის, ხშირ შემთხვევაში სწრაფ გადაწყვეტილებას უფრო უმართლებს ხოლმე.

ჩვენი გეგმა კი ნაიწლობროვ ახდა, უფრო ზუსტად 1 დღე ნამდვილად იყო ჩემი და შენი, უბრალოდ გარემო იყო სხვა. შენ რომ დაგინახე სადგურში, სიცილი ძლივს შევიკავე.. თუ ღიმილი… როცა პროდუქტს ვიმარაგებდით , უცნაური შეგრძნება მქონდა, თითქოს… კარგი, დაივიწყე. იქ მანამდეც ვიყავი ნამყოფი, მაგრამ ასე არა. ახლა მარტო მე და შენ . შენ გადაწყვიტე სიცხეს ცივი შხაპით შებრძოლებოდი, მანამდე მე სამზარეულოს დავეპატრონე. ისევ მოვიდა ის შეგრძნება, თითქოს… ო, კარგი რა, ამას რა მნიშვნელობა აქვს.

არ ვიცი შიმშილის გრძნობა იყო ასეთი ძლიერი, თუ უხერხულობის შეგრძნებამ იმსხვერპლა ერთი ტაფა სადილი, მაგრამ მოგიწევს აღიარო, რომ კვერცხს და ძეხვს გადასარევად ვწვავ : ).

არ ვიცი, აქამდე გითხარი თუ არა, მაგრამ საშინლად, არანორმალურად მიყვარს შენი ნელ-თბილი კანი. არ ვიცი რატომ, იქნებ იმიტომ რომ მე ყოველთვის უფრო ცხელი ვარ, შენს გრილ მკერდზე კი თავს მშვენივრად ვგრძნობ. ტუჩების შემთხვევაში კი პირიქით, შენი რატომღაც ყოველთვის ასეთი ცხელია, ჩემი კი ზოგჯერ გაცრეცილი და ცივი. ძალიან ტკბილი ხარ. კიდევ, ძალიან მიყვარს, როცა თვალებში გიუყრებ, თან გეხუტები და თან შენს ლაპარაკს ვუსმენ. ამ დროს, შენც მზად ხარ ყველაფერი შემისრულო რასაც გთხოვ,  ისევე როგორც მე. მიყვარს შენი ძლიერი ხელები, აი ეს კი ნამდვილად მითქვამს, თან არაერთხელ. იცი? – იქ საოცარი სიმშვიდეა. შემიძლია ასე მთელი ცხოვრება ვიჯდე, არ მომბეზრდეს როგორ მისვამ თავზე ხელს, როგორ დადიან ჩემი თითები შენს მკერდზე, როგორ ძლიერად მხვევ მხარზე ხელს და მიკრავ, რაც შეიძლება ახლოს. 1 საათში გამეღვიძა , შენ ისევ გეძინა. გამეღიმა, ჩახუტებულებს ჩაგვძინებია. კოცნით გაგავღვიძე.  ისევ ის შეგრძნება, თითქოს… არ მინდა ამაზე ფიქრი, მე მზად არ ვარ, ჯერ…

კარგი დღე გამოვიდა, ძალიან თბილი. შინ დაბრუნების დრო ტელეფონის წკრიალმა გამახსენა, რა დრო გასულა… ვერც შევამჩნიე.  ძალიან მიყვარს, როცა სახლის კარამდე მაცილებ და სანამ შინ არ შევალ, ფეხს არ იცვლი. ხანდახან არ მჯერა, არ მჯერა რომ ჩემ თავს ხდები..

კარი მივიხურე, ტანსაცმლის გამოცვლა დავიწყე და 15 წუთში ისევ აწკრიალდა ჩემი ტელეფონი. მესიჯია: ” სახლში მივედი და ძალიან ცარიელია. მთელი დღეა ამაზე ვფიქრობ, გული მწყდება რომ აქ არ ხარ. მინდა რომ ყოველდღე ჩემს ოთახში, ჩემთან ჩახუტებულს გეძინოს. ” …

Advertisements

9 Responses to “კიდევ ერთხელ, ჩვენზე”


  1. 1 tamara აგვისტო 21, 2011, 11:01 PM

    რა შეგრძნება, რა შეგრძნება?? 🙂 🙂

  2. 3 ჯი-ნია-ნი აგვისტო 22, 2011, 5:47 PM

    დამბურძგლა…
    ამ,რა კარგია ეგ შეგრძნება ❤
    ჩახუტებული ძილი ხომ საერთოდ..
    სულ სულ გიყვარდეთ ერთმანეთი და აბედნერებდეთ..

    • 4 Chiamaria აგვისტო 23, 2011, 10:55 AM

      დიდი მადლობა ნია,
      სხვათაშორის მინდოდა მომწერეა ფბ-ზე რომ შენს ბლოგზე ვერ შემოვდივარ… ჩაკეტილიაო… ჩემთან ჭედავს თუ მართლა ჩაკეტილია

  3. 5 nick აგვისტო 23, 2011, 12:25 AM

    სითბო სინაზე, უჰ კარგია კარგიი : ))))))

  4. 7 ♥ Miss.Catalan.. ♥ ოქტომბერი 8, 2011, 6:06 PM

    aaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa !!!!!!!!!!!!!!!! ra sayvareli xar ! :* albaT isic 🙂


  1. 1 მძიმე სექტემბერი და ანტი-სტრესი « ჭიამაია უკუბმული კომენტარი სექტემბერი 27, 2011, 10:27 AM ჩანაწერზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: