ინგლისური ჩაის საღამო- სიყვარულით, ჯეინი…

დღეს შაბათია და უკვე ტრადიციად ქცეულ საღამოზე გეპატიჟებით. scones- რა თქმა უნდა გამომცხვარი და ჯერ კიდევ თბილია.  ძალიან ცხელა, ამიტომ თუკი ვერანდაზე ჩაის ცივი წვენი გირჩევნიათ, არც ეგ არის პრობლემა.  ჩაისაც შემოგთავაზებთ, სხვაგვარად ინგლისური ჩაის საღამო არ შედგება.  რადგან უკვე აქ ხართ, მაშ მისმინეთ:

1775 წლის ცივი დეკემბერი იდგა. გამთენიას ქალს სამშობიარო ჭინთვებმა მოუარა და საშველად მეუღლეს უხმო, მეუფე ჯორჯს. სულ მალე პატარა ჯეინმა პირველად იტირა, კასანდრასა და ჯორჯს უკვე მეშვიდე ბავშვი შეეძინათ , თუმცა მეორე გოგონა. ეს დიდი ოჯახი მტკიცე და შეკრული იყო, მშობლები განსაკუთრებით ზრუნავდნენ შვილების განათლებაზე, ხშირად ესაბურებოდნენ მათ, ცხოვრებისეულ პრინციპებსა და ცოდნას უნერგავდნენ.

ჯეინი მშვიდი ბავშვი იყო,  ადვილად ითვისებდა ყველაფერს.  ძალიან მალე დადგა ის დღე, როცა რვა წლის ასაკში ის და მისი უფროსი და მშობლებმა სასწავლებელში გაგზავნეს, სადაც ძირითადად უცხო ენას, ცეკვასა და მუსიკას ეუფლებოდნენ. შინ დაბრუნებული ჯეინი კი დანარჩენ განთლებას უკვე უფროსი ძმებისა და მშობლებისგან იღებდა. მას ძალიან უყვარდა კითხვა და ვინაიდან მამამისი სასულიერო პირი იყო, ოჯახშიც საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდათ, ჯეინიც უმეტეს დროს წიგნების კითხვაში ატარებდა.

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იმ დროში, მშობლები,  გოგონას დაბადების დღიდანვე იწყებდნენ ზრუნვას მისი გათხოვებისათვის- ამიტომ ნებისმიერი სახის გაანთლება, იქნებოდა ეს მუსიკალური თუ ლიტერატურული, მხოლდ იმას ემსახურებოდა, რომ ქალიშვილისთვის კარგი საქმრო შეერჩიათ. ჯეინს კი გაუმართლა, მამამისი ხედავდა მის ინტერესს წიგნებისადმი, შენიშნა რომ ჯეინი ძალიან კარგად წერდა და ხელს უწყობდა მისი კრეატიული აზროვნების განვითარებას, ხშირად მიჰქონდა სუფთა ფურცლები და მელანი რომ ჯეინს რაც შეიძლება მეტი ეწერა, მეუფე ჯორჯი ხვდებოდა რომ გოგონას ნიჭი ჰქონდა, რომელსაც განვითარება სჭირდებოდა.

თავისუფალი დროის გასატარებლად მოსიყვარულე ოჯახმა შესანიშნავ ხერხს მიაგნო- ისინი თავად წერდნენ პიესებს, რომელსაც დგამდნენ. ჯეინიც უფრო მეტს და აქტიურად წერდა, უკვე ცხადია რომ მისი, როგორც მწერლის, როგორც ჯეინ ოსტინის ჩამოყალიბებას ამ დადგმებმა ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო- მუდმივი განვითარება, იმპროვიზაცია, მონაწილეობა…

ისევ დეკემბერი იდგა, ისევ ისეთი ცივი, მაგრამ უკვე 1795 წლისა. ოსტინების მეზობლად, სტუმრები ჩამოვიდნენ და ხშირად ეწვეოდნენ ხოლმე მათ.ვიზიტორებს შორის ახალგაზრდა ყმაწვილი- ტომ ლეფროიც ერია. ჯეინი და ტომი ერთად დიდ დროს ატარებდნენ, საუბრობდნენ და დამეგობრდნენ. ეს მათ ოოჯახებს არ გამოპარვიათ. გოგონა აღფრთოვანებული იყო ამ ურთიერთობით, თავის დას, კასანდრას უამრავ წერილს უგზავნიდა და უყვებოდა  სიყვარულის შესახებ- მას ხომ პირველად შეუყვარდა. სამწუხაროდ, ამ ისტორიას კეთილი დასარული არ ჰქონია- ტომის მშობლებს სულ სხვა გეგმები ჰქონდათ ყმაწვილისთვის- მას უნდა ესწავლა და შემდეგ მდიდარ, წარმოსადეგ ქალიშვილზე დაქორწინებულიყო. ჯეინ ოსტინი კი როგორც ჩანს, მათ გეგმებში სულაც არ ჯდებოდა.

სასიყვარულო იმდეგაცრუებას ხელი არ შეუშლია ჯეინს სწავლა გაეგრძელებინა, როგორც კი ფორმალური განათლება დაასრულა და შინ დაბრუნდა, დაწერა პირველი ყველაზე სერიოზული ნოველა, რომელსაც „პირველი შთაბეჭდილებები“ უწოდა, მოგვიანებით კი ის იქცა ჯეინის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად „ სიამაყე და ცრურწმენა“.

მამა  ჯეინს ყოველთვის ხელს უწყობდა. მან სცადა თავისი ნაცნობობის წყალობით შვილის ერთ-ერთი ნაშრომი გამოექვეყნებინა, თუმცა ცდა უშედეგოდ დასრულდა- გამომცემელმა არც კი შეიწუხა თავი გადაეშალა და ერთი გვერდი მაინც წაეკითხა. სამწუხაროდ, დღემდე უცნობი რჩება, იცოდა თუ არა ჯეინმა მამის ასეთი მცდელობის ამბავი.

1800 წლის დეკემბერიც დადგა. მეუფე ჯორჯმა ოჯახს განუცხადა რომ სამსახურს თავს ანებებს- ეს კი იმას ნიშნავდა რომ მათ სტევენტონში აღარაფერი აკავებდათ და აი, 27 წლის ჯეინი საბოლოოდ გამოემშვიდობა სახლს, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა და ქალაქ ბეტს მიაშურა ოჯახთან ერთად.

ახალი ცხოვრების დასაწყისი აღმოჩნდა ის პერიოდი, როცა ჯეინის ნოველებმა იხილეს დღის სინათლე. თუმცა, მანამდე , 1802 წლის დეკემბერში- ჯეინს ხელი სთოხვეს,ის დათანხმდა ამ წინადადებას, თუმცა არ უყვარდა საქმრო, მეტიც,  ადრინდელი იმედგაცრუების ფონზე, მას ყოველგავრი ინტერესი დაეკარგა მამაკაცების მიმართ. ალბათ ამიტომაც იყო, რომ ერთ-ერთი თავისი ნოველის გმირის მსაგავსად, თანხმობა მეორე დღესვე გააუქმა. მისი ამ ქმედების პასუხი,  მისსავე ნაწარმოებებში შეგვიძლია ამოვიცნოთ- არცერთი მისი გმირი ფულის გამო არ თხოვდება, ყველა მათგანს მხოლოდ სიყვარული ამოძრავებს.

ჯეინის ნაწარმოების გამოქვეყნება კიდევ ერთხელ სცადეს, ამჯერად უკვე მისმა ძმამ -ჰენრიმ. გამომცემელს საავტორო უფლება მხოლოდ 10 ფუნტად მიყიდეს, იმ პირობით რომ ნოველა დაიბეჭდებოდა, თუმცა ასე არ მომხდარა. მორიგმა იმედგაცრუებამ არც ამჯერად ჩააქნევინა ხელი ჯეინს ეწერა. ის ამას ფულის გამო არ აკეთებდა, ეს ერთადერთი იყო რაც მას  სიამოვნებას ანიჭებდა  და რაც ყველაზე უკეთ გამოსდიოდა.

ოსტინების ოჯახისთვის 1805 წელი ნამდვილი ტრაგედიით დაიწყო- მოსიყვარულე და მზრუვნელუ მეუფე ჯორჯი, ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა. ამ ამბავმა ჯეინს აიძულა ცოტახნით გვერდზე გადაედო წერა და და-ძმებთან ერთად დახმარებოდა დედას. ჰენრიმ დებს ახლომდებარე კოტეჯი უყიდა და გოგონებიც იქ გადავიდნენ საცხოვრებლად. ამ სახლში ჯეინმა მისი ყველაზე საუკეთესო წლები გაატარა, თითქმის ისეთივე საუკეთესო, როგორიც მისი ბავშვობა იყო.

ახლა  ჯეინმა, თავად მოკიდა ხელი საკუთარი ნაწარმოებების გამოქვეყნებაზე ზრუნვას. მან საყვედურის წერილი მიწერა გამომცემელს, რომელმაც არ დაბეჭდა ნოველა და მოითხოვა საავტორო უფლების დაბრუნება, რაზეც დათანხმდა გამომცემელი, მაგრამ 10 ფუნტის სანაცვლოდ. მაშინდელი კრიზისული პერიოდის ფონზე, ახალგაზრდა მწერალმა თანხა ვერ გადაიხადა და იძულებული გახდა ცოტა ხნით, თავისი ნოველა, კვლავ უკონტროლოდ დაეტოვებინა.

მოგვიანებით, ჰენრი დის აგენტად გვევლინება. მან კიდევ ერთი ნაწარმოები „ გონება და გრძნობები“ წაიღო დასაბეჭდად და ამჯერად საწადელს მიაღწია, 1811 წელს ჯეინ ოსტინის პირველი წიგნი გამოიცა, რომელსაც კარგი გამოხმაურება მოჰყვა და მალე მთელი ტირაჟი გაიყიდა. ამ წარმატებამ ოჯახს ფინანსური მდგომარეობაც გამოუსწორა. პირველ წიგნს, ახლა მეორე მოყჰვა- „სიამაყე და ცრურწმენა „  ელვის სისწრაფით გაქრა დახლებიდან და რამდენიმე თვეში ხელხახალი

ტირაჟით გამოცემა გახდა საჭირო. „მენსფილდის პარკი“ მესამე წიგნად დაიბეჭდა და იმ დროის ბესტსელერად იქცა. ჯეინი უფრო მეტს და მოდნომებით წერდა, ზოგიერთი მისი წიგნი ისეთი წარმატებული აღარ იყო, როგორც პირველები, თუმცა არც ამას უმოქმედია ქალზე, რომ შეჩერებულიყო.

1816 წლის ზამთარი იდგა, როცა ჯეინმა შენიშნა რომ დასუსტდა, თუმცა წერას მაინც განაგრძობდა. მისი ჯანმრთელობასულ უფრო და უფრო უარესდებოდა, და-ძმები ცდილობდნენ როგორმე ეშველათ მისთვის, თუმცა იმ დროისთვის ჯეინის დაავადება არ იკურნებოდა. 42 წლის ასაკში ის ლოგინად ჩავარდა და წერასაც ვეღარ ახერხებდა, ბევრი მისი ნაწარმოები დაუსრულებელი დარჩა და 1817 წლის ცხელ ივლისში, ვინჩესტერის საავადმყოფოში დალია სული. მისმა ოჯახმა იზრუნა რომ არც დაუსრულებელი ნაწარმოებები დარჩენილიყო გამოუქვეყნებელი და ისინი კერბულად გამოსცეს.

ჯეინი ძალიან ძლიერი და ჭკვიანი ქალი იყო, მართალია მას პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა, თუმცა ერთი რამ მაინც შეძლო- თავის სიცოცხელშიც და ახლაც, მის მკითხველებს სიყვარულს ასწავლიდა, უანგარო და მტკიცე სიყვარულს.

Advertisements

14 Responses to “ინგლისური ჩაის საღამო- სიყვარულით, ჯეინი…”


  1. 1 გვირილა აგვისტო 20, 2011, 2:41 PM

    რომ ვთქვა ჯეინ ოსტინის ყველაფერი მაქვს წაკითხული მეთქი, არ ვიქნები მართალი. ეს ქალი მომწონს არამხოლოდ როგორც მწერალი, ადამიანურად საყვარელია. იმ ფილმმა კიდევ უფრო შემაყვარა, საკმოდ კაი ნამუშევარია სხვათაშორის.

    ხო, ინგლისურ ლიტერატურაზე (და ყველაფერ ინგლისურზე) ვგიჟდები, მაგარი ხალხია რა. საშინლად მესიამოვნა ეს პოსტი და ჯეკ ლონდონზე მომინდა დაწერა ^_^
    სხვა მსგავს პოსტებსაც დაწერ ხო? ^_^

    • 2 Chiamaria აგვისტო 20, 2011, 2:53 PM

      დიახ, დიახ 🙂
      უკვე მესამე შაბათია რაც ვწერ ასეთ პოსტებს, გადავწყვიტე ყოველ შაბათს ვისაუბრო ხოლმე ყველაზე და ყველაფერზე რაც ინგლისურია : )

  2. 3 მოლი ბლუმი აგვისტო 21, 2011, 11:48 AM

    სულ უფრო უკეთესი ხდება შენი ინგლისური საღამოები, ჭიამარია.

    ჩემი სტუდენტობის ჟამს, საჯარო ბიბლიოთეკას აჩუქეს მილენიუმის სერიის ტომეულები. მსოფლიო კლასიკა ინგლისურად. დოსტოევსკიც კი იყო და ტოლსტოიც. თეთრი სუპერით, იმ დროისთვის ალბათ საუკეთესო გამოცემა. ჰოდა, მანდ რამდენიმე ოსტინი იყო, თუმცა, ყველაზე მეტად მაინც “სიამაყე და ცრურწმენა” მომეწონა.

    • 4 Chiamaria აგვისტო 21, 2011, 9:45 PM

      სამუშაო კიდევ ბევრია, ცოტა სხვანაირად მინდა ეს პოსტები დავგეგმო, იმედია გამომივა 🙂

      ამ პოსტზე მუშაობისას გადავწყვიტე რომ ოსტინის რომანები ორიგინალში უნდა წავიკითხო. მამაჩემმა მითხრა ძალიან კარგი სიტყვები, რომ როცა ენა იცი ჯობია ორიგინალში იკითხო, თორემ სიამოვნების 75%ს კარგავო 🙂

  3. 5 რუსა აგვისტო 25, 2011, 1:04 AM

    რა კარგად გამოგივიდა ჭიამაია..ამიერიდან მეც სიამოვნებით გეწვევი ინგლისური ჩაის საღამოებზე…
    ძალიან მიყვარს ,,სიამაყე და ცრურწმენა’’.. ჯეინის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი და შენი წყალობით გავიგე.მართლაც რაღაცნაირად ძალიან საყვარელი ქალია, როგორც გვირილამ თქვა, დღეს summer-თან მისი საწერი მაგიდის ფოტო ვნახე და ისეთი მსუბუქი იყო, უბრალო,სადა და ჰაეროვანი..ასე მგონია ისიც ასე იყო.. ❤ სამწუხაროა რომ ცხოვრებაში არ გაუმართლა, მისი ნაწარმოებებიდან იმხელა სიყვარული გადმოდის.. 😦

  4. 7 tamara აგვისტო 28, 2011, 11:10 AM

    გვირილასგან განსხვავებით, მე არც ერთი ნაწარმოები მაქვს წაკითხული. მხოლოდ ფილმი მაქვს ნანახი – “სიამაყე და ცრურწმენა” და “ჯეინად გადაქცევისას”… ორივე ძალიან მომწონს 🙂
    ჯეინს ძალიან გაუმართლა, ასეთი მამა რომ ჰყავდა. ის რომ არა, ალბათ მწერალიც ვერ გახდებოდა. ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, ოჯახის სხვა წევრებისგანაც ასეთ მხარდაჭერას რომ გრძნობ…

    • 8 Chiamaria აგვისტო 28, 2011, 11:25 AM

      მეც ასე მგონია, მის ბიოგრაფიას უფრო დაწვრილებით ამ პოსტის წერისას გავეცანი და აღფრთოვანებული დავრჩი მამამისით და მისი ძმით. ყველანაირ საქმეში ოჯახის დახმარება და გვერდით დგომა წარმატების 50%-ია ჩემი აზრით.

  5. 9 salomeaa სექტემბერი 3, 2011, 5:50 PM

    კარგი პოსტი იყო, ბოლომდე ჩავიკითხე
    მიყვარს ეს ქალი, საყვარელ მწერალ ქალებს შორის მყავს.
    მასზე ბევრი ფილმია გადაღებული და ფილმებიც მომწონს.

  6. 10 ✿ Daisy ✿ ოქტომბერი 17, 2011, 11:52 PM

    ჯეინ ოსტინზე შემიძლია ყველგან და ყოველთვის ვილაპარაკო. პირველად მისი წიგნების წაკითხვის სურვილი მას შემდეგ გამიჩნდა რაც 2005 წელს გადაღებული “სიამაყე და ცრურწმენა” ვნახე და ისე შემაყვარა თავი რომ ახლა უკვე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია. იმის შემდეგ მისი რომანების თითქმის ყველა ეკრანიზაცია ვნახე და დიდი გაჭირვებით ორიგინალებიც ვიშოვე რომ წამეკითხა. ორიგინალის წაკითხვა ბევრად უფრო დიდი სიამოვნებაა ვიდრე თარგმანის.
    ჯეინ ოსტინის ბრალია რომ გაგიჟებით მინდა XVIII-XIX საუკუნის ინგლისში ცხოვრება 🙂

    • 11 Chiamaria ოქტომბერი 18, 2011, 10:18 AM

      ❤ მე ზოგადად მინდა მაგ საუკუნეებში ცხოვრება, სულერთია სად ვიქნები. მთლად აფრიკაშიც არა ოღონდ 🙂 დროის ეგ მონაკვეთი სწორედ რომანებმა შემაყვარა, რომელსაც ნ-რაოდენობით ვკითხულობ და ვცდილობ რომ მაგ პერიოდს დაემთხვეს.

      ორიგინალში კითხვა რომ სასიამოვნოა ამაში 2 აზრი არ არის. თარგმანში ძალიან დიდი ნაწილი იკარგება.

  7. 12 kevana ივლისი 19, 2012, 8:18 PM

    საჩემო თემა – ჯეინ ოსტინი ❤
    მიყვარს ოსტინი, მაგრამ შარლოტა ბრონტეს "ჯეინ ეარი" უფრო მიყვარს, პირველია და იმიტომ.. პირველები განსაკუთრებულები არიან, ხომ იცი? პირველი სიყვარული, პირველი კოცნა და პირველი წიგნი :დდდ

    • 13 Jane ივლისი 20, 2012, 1:29 PM

      კი კი ❤
      ზუსტად მაგიტომ ვარ ჯეინ ერაზე შეყვარებული. ჩემი პირველი რომანია და პირველი შედარებით სქელტანიანი წიგნი 🙂
      ❤ ძალიან მიყვარს


  1. 1 ლიტ-ანკეტა « ჭიამაია უკუბმული კომენტარი იანვარი 17, 2012, 12:00 PM ჩანაწერზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: