ჩემს მზესაც აქვს ლაქები

ორი ტელეფონი მაქვს, ეხლა ორივე გამორთული მიდევს გვერდით.

ამ პოსტამდე დავწერე კიდევ ერთი, საშინლად გაბრაზებული ვიყავი. გადავიკითხე და შემრცხვა, მივხვდი სიბრაზისგან ლამის თავი დავკარგე. მოგიყვებით, ოღონდ დალაგებულად და ვრცლად, თუ დაგეზარებათ, ნუ წაიკითხავთ, ეს ბლოგია, აქ ჩემი სულის ნაწილები იფქრვევა ხოლმე…

თქვენ მე არ მიცნობთ, მაგრამ რაღაც წარმოდგენა მაინც შეგექმნებოდათ. ნუთუ, ძალიან რთული ადამიანი ვარ? იბადები, სწავლობ, ი(ღ)ზრდები, გიყალიბდება ფასეულობები, გიჩნდება პრინციპები. მერე, ცხოვრების რაღაც ეტაპზე ’’ვიღაც’’ ან ’’ვიღაცეები’’ ერევიან და ცდილობენ ისინი შეგიცვალონ, საკუთარს მოარგონ.

უნდა გამოვტყდე, ბლოგის გაკეთების ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ მინდოდა არანორმალურად გულახდილი ვყოფილიყავი, თუნდაც უცხო ხალხთან და მეც მათთვის უცხოდ დავრჩენილიყავი. ასე უფრო ადვილია გულახდილობა, რას ვიზამთ… ჰოდა მე გიყვებით ახლა, გულახდილად…

იცი როგორი ვიყავი ადრე? ძალიან მხიარული, ძალიან კომუნიკაბელური. მართალია, კომპლექსები ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ ჩემში, სხვის აზრზეც ვფიქრობდი და ვფიქრობ, მაგრამ ასეთი ჩაკეტვა ჩემთვის უცხო იყო… მე ვიცი რატომაც ჩავიკეტე, ამას არანაირი ფსიქოლოგი და ფილოსოფსი არ სჭირდება, მანაც იცის, მაგრამ… მთავარია თავად მშვიდადაა, რომ ზედმეტად არც კი გავიცინებ.. არ მჯერა ამას რომ ვწერ.. ეს საკუთარ თავთანაც კი უდიდესი აღიარებაა და სამწუხარო. ადრეც მქონდა ბლოგი, ახლაც არსებობს, უბრალოდ ჩაკეტილია. პოსტებს გადავხედე ძველებს.. ვერ აღვწერ როგორი შეცვლილი ვარ. იტყვით ალბათ, გაიზარდე და იმიტომო, მაგრამ მე სხვა ცვლილებას ვხედავ. აი, სხივი რომ ჩაქრება, ეგეთს…

კიდევ იცით რა არ მესმის? ეჭვიანობა. საერთოდ მცნება- ეჭვიანობა ჩემთვის საშინლად მიუღებელია. თქვენ, მკითხველებო, თვალს ადევნებთ ზოგჯერ ჩემს სასიყვარულო წერილებს. თქვენც კი ამჩნევთ, სრულიად უცხო ხალხი, როგორ მიყვარს ის … ასეთ სიყვარულში მე ეჭვიანობის მსგავს ლაქებს არ ვცნობ. მე თავად არ ვარ ასეთი და ამიტომაც არ მესმის, რატომ უნდა ვიჩხუბო იმაზე, რატომ მოგესალმა საწინააღმდეგო სქესის ადამიანი ზრდილობიანად და მითუმეტეს არანაირი ეჭვი არ გამღრღნის, რომ ამის ”საბაბი” შენ მიეცი ( ან რისი საბაბი, ღმერთმანი). … როგორც არ უნდა გავბრაზდე, მას ტკვილს არ მივაყენებ, მითუმეტეს არ შევეხები მისთვის ყველაზე საყვარელ ადამიანებს. ზოგჯერ, ნერვები მიმტყუნებს ხოლმე და გესლზე გესლით ვპასუხობ, მაგრამ ესეც მიჭირს, მისნაირი ვხდები ხოლმე და ეს არ მინდა..

კიდევ ოცნებები მქონდა. სწავლა საზღვაგარეთ, შეცნობა და გაცნობა უცხო კულტურის, ბევრის მოსწრება მინდოდა, აი იმ ფორმალურ ”რაღაცამდე” ქორწილს რომ ეძახიან. ის რაც მოვასწარი, პოლონეთი და ავსტრია , მხოლოდ იმიტომ, რომ მის გაცნობაბმდეც არსებობდა ეს გეგმა , საკმაოდ რეალური სახით. ამიტომაც ახდა…

ძალიან გულახდილი ვარ მასთან, მაგრამ აი მარტის მერე ეს ბლოგი დაიბადა, და მან არ იცის. არ მინდა ის აქაც ჩაერიოს და მორჩა…

კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი… თქვენ მეტყვით რომ საშინელი ეგოისტია, მეტყვით, რომ მას არ ვუყვარვარ , მეტყვით რომ ბევრს ვთმობ, მეტყვით რომ სულ მარტოობა ჯობია… მაგრამ მე პასუხი მაქვს, სულელი გოგოს პასუხი… რატომღაც, ძალა არ მაქვს რომ წავიდე. აჩრდილი ვარ მისგარეშე. ადრე ვწერდი, ისე ვარ მინდობილი, რომ დამთვარდეს დავიმსხვრევი მეთქი. ამიტომ არ შემიძლია.  ჩემი თავის გამოც, მის გამოც. ვიცი რომ ვუყვარვარ, თავადაც აღიარებს რომ საშინლად იქცევა… მაგრამ ვერ შევიცვლებიო.  რომ გითხრათ შეცვლის მცდელობებს დღე-ღამეს უთმობს მეთქი, მოაგტყუებთ.

როცა არ ვკამათობთ, ყველაფერი ისეთი ლამაზია. ისეთი მგრძნობიარეა, ისეთი თბილია, ისეთი მზრუნველია… ამ ყველაფერს ჩემი წერილებიდანაც ხედავთ ალბათ.  ზოგჯერ სიზმარივით კარგია ყველაფერი. მაგრამ ლაქები, ღამეული კოშმარია. მე ხან უზომოდ ბედნიერი ვარ, ზოგჯერ უზომოდ უბედური. ჩემი ”ოქროს შუალედი” აქ არასდროს არ მოდის. ამის გამო გაორება დამემართა, ერთ მეს სიგიჟემდე უყვარს, მეორე მზადაა მისი სახელიც აღარ ახსენოს. ახლა ეს მეორე მეა, ამას რომ მაწერინებს და ჯიუტად არ რთავს ტელეფონს, ამ მემ გადაწყვიტა არც ჩართოს დილამდე…. ამ მეს უნდა რომ ძალიან დიდი ხანი არ გასცეს ხმა, ამ მეს პაუზა უნდა ურთიერთობაში… ვინ იცის, იქნებ საჭიროა მართლაც..საშინელება ისაა, რომ ბრძოლის თავი არ მაქვს. ამ ყველაფერს მივუშვებ თავის გზაზე, დასამთავრებელი დამთავრდება, გასაგრძელებელი გარძელდება. მე ბედისწერის მჯერა…

p.s პოსტი მაქვს დრაფტებში, სასაცილოა, დღეს მის გამოქვეყნებას ვაპირებდი და სრულიად საპირისპიროს ვწერ. სახელად ჰქვია ” როგორ მთხოვეს ხელი”… როცა სიბრაზე გადამივლის და ეს პრობლემები ჩაცხრება, მაშინ გამოვაქვეყნებ.

Advertisements

17 Responses to “ჩემს მზესაც აქვს ლაქები”


  1. 1 cuga93 აგვისტო 16, 2011, 10:28 PM

    If you love somebody, let them go. If they return, they were always yours. If they don’t, they never were. 🙂

    • 2 Chiamaria აგვისტო 16, 2011, 10:31 PM

      აი ჩემი მეორე მე მეუბნება ეხლა მაგას :)))) ჯერ ვუჯერებ…

      • 3 cuga93 აგვისტო 16, 2011, 10:38 PM

        თუმცა მსგავს სიტუაციაში არასოდეს ვყოფილვარ მე მაინც გირჩევდი დაუჯერო შენს მეორე მეს…

    • 4 Chiamaria აგვისტო 16, 2011, 10:42 PM

      რჩევისთვის მადლობელი ვარ 🙂 მე ვეთანხმები იმას, რომ დრო საოცრებებს ახდენს. რთული პერიოდები ბევრია, მაგრამ ისინი მთავრდება და გადაუწყვეტელი არაფერი რჩება 🙂

      • 5 Teaa აგვისტო 16, 2011, 11:34 PM

        aii mag bolo komentarshi getanxmebi :))) es droebitia, gadagivlis da kidev ufro civi gonebit rom shexedav, ufro sxvanariad dainaxav kidev yvelafers. da ese nerviuloba, gancda, xan uzomo bedniereba da xan uzomo ubedureba ki-inertulobas sjobs.. chemi subieqturi azrit, ratqma unda 🙂

      • 6 Chiamaria აგვისტო 18, 2011, 4:04 PM

        :)))) ყოველთვის ასე ხდება… ცხელ გულზე საერთოდ არაფერი არ უნდა გადაწყვიტო ადამიანმა. ის გადაწყვეტილება/მოქმედება ჩემი აზრით ყოველთვის მცდარი იქნება.

  2. 7 მოლი ბლუმი აგვისტო 17, 2011, 10:24 PM

    თუ გიყვარს და უყვარხარ, ყველაფერი მოგვარდება… ისე, ასეთ საქმეში რჩევებს აზრი არ აქვს. ყველას ლავ სთორი ღრმად ინდივიდუალურია.

    • 8 Chiamaria აგვისტო 18, 2011, 4:03 PM

      მართალი ხარ მოლი, გეთანხმები. 🙂 ეხლა უკვე ყველაფერი მოგვარებულია და ჩემში შეყვარებული მე ბობოქრობს :)… საერთოდ ჩვენი ასეთი ”ჩავარდნები” 2-3 საათზე მეტს არ გრძელდება, თუმცა მოყოლა და ”გადმოლაგება” ძალიან შველის 🙂

  3. 9 ირმის ნახტომი აგვისტო 18, 2011, 2:08 PM

    თითქოს ძალიან ახლობელია ეს პოსტი.

  4. 10 glamtaia აგვისტო 19, 2011, 2:32 AM

    მოგესალმები! შენი ნაფიქრი პატარა ვულკანის ამოფრქვევას გავს, შემდგომში რომ უნდა ჩაწყნარდეს აუცილებლად. კარგია, რომ წერ და თავისუფლდები ნეგატივისგან. კარგია, რომ აანალიზებ სიტუაციას. სიყვარულის პოვნა უფრო ადვილია, ვიდრე შენარჩუნება. მას მრავალწლიანი შრომა ჭირდება, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა. მთავარია არ დაიღალო და ხელები არ ჩამოუშვა, მთავარია გიყვარდეს. ჯერ რაღაცეებს შენ დათმობ, ის დაგაკვირდება, სასიამოვნოდ გაოცდება და აუცილებლად ხელს გამოგიწვდის. ორივე შეეჩვევით ლავირებას, თქვენი სიყვარულიც დაღვინდება(ახლა აშკარად მაჭარია) და შენ მიხვდები რომ უზომოდ ბედნიერი ქალი ხარ დედამიწის ზურგზე! წარმატებებს გისურვებ ამ ასპარეზზე! რატომღაც მჯერა, რომ ყველაფერი გამოგივა.

    • 11 Chiamaria აგვისტო 19, 2011, 3:56 PM

      დიდი მადლობა გლამთაია 🙂 ძალიან სასიამოვნო იყო ასეთი გამოხმაურების წაკითხვა. მართალია, მეც ვთვლი რომ ჯერ ყველაფერი კიდევ წინ არის, ეს პრობლემები მოგვარებადია. ეჭვები, წინააღმდეგობები ყველა ურთიერთობაშია ეს კარგად ვიცი, ორი იდენტური ადამიანი არ არსებობს. : ) მადლობა კიდევ ერთხელ

  5. 12 თოვლი აგვისტო 19, 2011, 3:11 AM

    გისურვებდი ჩემნაირად ყოფნას, ჭიამაიავ,
    არანაირი კამათი, არანაირი უთანხმოებები, არანაირი საპირისპირო ინტერესები, არანაირი ცინიზმი, ტყუილი დაპირებები, არც დამალული რამ (თუნდაც ბლოგი). ჩემი მეორე ,,მე”, რომელიც მის გამოჩენამდე არსებობდა, სადღაც გაქრა, ერთი სული და ერთი სხეული ვარ ახლა..

    ბევრს არ დავწერ, ვეცდები:)
    ჭია-ჭიამაია, დღეს რა კარგი დარია:)) ყველაფერი გაივლის, ჩვენ ყველას (თუნდაც მე, ასეთ ბედნიერს) გვაქვს ერთგვარი “ჩაკეტილობის” მიზეზები, რომლებიც გვასევდიანებს და გვაფიქრებინებს, რომ ხანდახან უბედურები ვართ.. ასეთ დროს კარგია მოაწყო ისევ “ინგლისური ჩაის საღამოები”, რომლითაც მე პირადად ძალიან ვისიამოვნე, განიტვირთო და საყვარელ ადამიანსაც თხოვო, რომ გაიღიმოს, იმიტომ რომ სისულელეა წამების დაკარგვა გაუგებრობებზე, დრო ისედაც ცოტაა:))

    მოშორდით ლაქებო ჭიამაიის მზეს! :**

    • 13 Chiamaria აგვისტო 19, 2011, 4:00 PM

      ძალიან გაგიმართლა თოვლიანო. ❤ ყველანი ვეძებთ იდეალურ ურთიერთობას და კარგია როცა იცი რომ არსებობენ ასეთი ადამიანები რომლებმაც მიაგნეს მას. 🙂 შენს ბლოგს ვადევნებ თვალს და ძალიან სასიამოვნოა ყველაფერი რასაც ვპოულობ შენს ნაწერებში 🙂
      ის კონკრეტული პრობლემა , რის გამოც ეს პოსტი დაიწერა, პრინციპში მოგვარებულია.-პირობა მიღებული. ახლა, მთავარია როგორ შესრულდება. : ) მეც იმედი მაქვს რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.

  6. 14 გვირილა აგვისტო 20, 2011, 2:50 PM

    ახლა რას მივხვდი იცი? კაია, რომ არ იცის შენი ბლოგი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ანონიმურობის მნიშვნელობაში.

    ხო, პრობლემები მოგვარდება. იცი რატომ? იმიტომ, რომ გიყვართ ერთმანეთი და ბანალურია, მაგრამ სადაც სიყვარულია, იქ პრინციპები და მსგავსი რაღაცეები კარგავს მნიშვნელობას, გვინდა თუ არა ჩვენ ეს. ხოდა, ერთხელაც ან შენ დათმობ, ან ის.

    • 15 Chiamaria აგვისტო 20, 2011, 2:56 PM

      კი, ბლოგზე ზოგადად ბევრი არც იცის არაფერი, ამიტომ შანსიც ნაკლებია აქ მოხვდეს 🙂 ეს კი უზომო გულახდილობის უფლებას მაძლევს.
      პრობლემების მოგვარების იმედი კი რათქმა უნდა მეც მაქვს, მგონია რომ ეს გრძნობა გაუძლებს ყველაფერს,

  7. 16 georgiankaa თებერვალი 13, 2012, 3:38 PM

    მე ვერ შევძლებდი დამეწერა ჩემს ტკივილზე,სულ მინდა მაგრამ არ შემიძლია…. კარგია რაღაც მსგავსის წაკითხვა რომ მოვახერხე;(2 წელი დილა ისე იწყებოდა,მზეს ვასწრებდი ამოსვლას,
    2 თვის წინ დაიწყო ყველაფერი ისე- თითქოს ის 2 წელი არც ყოფილიყოს…


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: