ინგლისური ჩაის საღამო- ‘Master of Suspense’

დღეს შაბათია და დიდი იმედი მაქვს რომ ხელს არაფერი შემიშლის საღამოობით მშვიდად ვსვა ჩაი, მივირთვა scones და გესაუბროთ. თემა კი რა გასაკვირია, ინგლისი იქნება.  დღევანდელ დღეს, ერთი ძალიან საინტერესო ინგლისელის დაბადების დღეა, თუ ვისზე ვსაუბრობ ამას პოსტიდან გაიგებთ.

1899 წელი,13 აგვისტო, ლონდონი. ზუსტად ამ დღეს, 112 წლის წინ, ემასა და უილიამს ოჯახში მესამე ბავშვი, უმცროსი ვაჟი -ალფრედი შეეძინათ. წყნარი ბავშვი იყო, ზედმეტი სიცელქით არ გამოირჩეოდა, მხოლოდ ერთადერთხელ, 5 წლის ასაკში მამამ ადგილობრივი პოლიციის საკანში 5 წუთით გამოკეტა, ცუდი ქცევის გამო. როცა წამოიზარდა სწავლა წმ.იგნატიუსის სახელობის კოლეჯში გააგრძელა, სადაც ძალიან დაინტერესდა დანაშაულის, როგორც საგნის შესწავლით და რომელიც მაშინ არც ისეთი განვითარებული სფერო იყო. პარალელურად ახალგზარდა ალფრედმა ლონდონის უნივერსიტეტშიც დაიწყო სწავლა, სადაც ელექტონული ინჟინერიის მიმართულებაზე ჩაირიცხა, მოგვიანებით კი,  მუშაობა სატელეგრაფო კომპანიასა და სარეკლამო სააგენტოში დაიწყო.

ოციანი წლებისთვის მსოფლიო მოძრავი ფილმების ბუმს აჰყვა. კადრი და მასზე ამოძრავებული ადამიანი! ეს სასწაული იყო, მუნჯი ფილმის აღმავლობის ხანა. სიახლეების მოყვარულმა ალფრედმა კინო-ინდუსტრიას მიაშურა.  

   1923 წელი- The Pleasure Garden, ამ წელს და ამ სახელწოდების ქვეშ ალფრედ ჰიჩკოკის, როგორც რეჟისორის ვარსკვლავი დაიბადა. 1929 წელს კი მან კიდევ ერთი ფილმი გამოუშვა, ფილმი რომელსაც ჰქონდა ხმა -‘’Blackmail’’ . ამ სურათში, მოყოლილია ქალის ისტორია, რომელიც კლავს კაცს, ვისაც მისი შეცდენა სურს და მთელი ამ სცენის ტრაგიკულობა ერადერთი სიტყვით გადმოიცემა -„დანა“.

წლების მანძილზე, წარმატებული ლონდონური კარიერის ფონზე, რეჟისორი ოჯახთან ერთად ჰოლივუდში გადაბარგდა და აქედან კი მისი თავბრუდამხვევი აღმასვლა დაიწყო. ლამის მის ხელწერად იქცა მცირე კადრები თავის ფილმებში, სადაც ის წამიერად ჩნდებოდა.

არ შეიძლება არ ავღნიშნოთ რამდენიმე ფილმი, მაგალითად Rear window(1954)- სადაც მოქმედება მიდის მთავარი გმირის სახლში, ის ფეხმოტეხილი ისვენებს შინ როცა საეჭვოდ მოეჩვენება მისი მეზობლის სახლიდან მომავალი ხმაური და დაკვირვების შემდეგ აღმოაჩენს რომ ის მოკლეს. მომაჯადოებელი გრეის კელისა და საინტერესო სიუჟეტის წყალობით, ამ ფილმს თვალს ვერ მოწყვეტთ. 1960 წელს გადაღებული ფილმი „ფსიქო“ ყველაზე წარმატებული გამოდგა, რაც მთავარია ის წლების მანძლიზე იყო განსჯის თემა. ამავე ფილმშია ცნობილი შხაპის სცენა. შეუძლებელია სურათის უემოციოდ ყურება – მოპარული ფული, ცარიელი მოტელი, მკვლელობა… „ფსიქო“ ამ ჟანრის ფილმების ლამის ფუძემდებელი და ქვაკუთხედია.

        წარმატებული რეჟისორი ფილმს იღებდა, რომლის დასრულებაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.

1980 წლის 29 აპრილი, დილის 09:17 წუთი. ალფრედ ჰიჩკოკი, მშვიდად, მძინარე გარდაიცვალა ლოს ანჯელესში, საკუთარ საძინებელში. მისი ფერფლი კი წყნარ ოკეანეში მოაფქრვიეს.  ის ერთერთი ყველაზე ცნობილი და ნიჭიერი ინგლისელი რეჟისორია, რომლის ფილმებიც დღესაც იწვევს გაოცებას და ინტერესს. მას ეკუთვნის სხვადასხვანაირი ინოვაცია ფილმის გადაღების პროცესში, მაგალითად ისიც საკმარისია რომ შავთეთრი კინოს პირობებში, მან შეძლო გადაეღო ფილმი, რომელიც ერთი დიდი უწყვეტი კადრის ილუზიას ქმნის. სინამდვილეში, ის შეიცავს მონტაჟის ელემენტებსაც, რასაც რეჟისორი წამიერი დაბნელებებით ფარავს, მაგრამ მაშინდელ კამერებს სამწუხაროდ 10 წუთიან კადრზე მეტის დატევა არ შეეძლო.  მის ფილმებზე დღევანდელი ჰოლივუდი რიმეიქებს იღებს, ის დღესაც უყვარს ხალხს- მუნჯი კინოდან თანამედროვე თრილერამდე-  ალფრედ ჰიტჩკოკი.

Advertisements

5 Responses to “ინგლისური ჩაის საღამო- ‘Master of Suspense’”


  1. 1 tamara აგვისტო 13, 2011, 3:12 PM

    დესპოტი და ტირანი რეჟისორი 🙂 ნუ, ძალიან ნიჭიერიც, გენიალურობამდე…

  2. 3 მოლი ბლუმი აგვისტო 13, 2011, 4:50 PM

    ეს ინგლისური შაბათები სულ უფრო და უფრო მომწონს. წინა, ქოლდფლეი, მთლად ჩემი მუსიკა არ იყო, აი, ალფრედი ნამდვილად ჩემი რეჟისორია. ფსიქო პირველ რიგში. ჩიტებიც და უცნობები მატარებელშიც – ჰაისმიტის მიხედვით.

    დიდი ხნის წინ, მახსოვს, ერთი კრებული ჩამივარდა ხელთ – альфред хичкок рекомендует – ჰორორ მოთხრობები იყო. დავკარგე, სამწუხაროდ. მაშინ ძალიან მომეწონა და ახლაც დიდი სიამოვნებით გადავიკითხავდი.

    • 4 Chiamaria აგვისტო 13, 2011, 6:33 PM

      ძალიან მახარებს მოლი :)))
      ნელ-ნელა დავიხვეწები და შევეცდები კიდევ უფრო საინტერესო შაბათები გვქონდეს 🙂

      რაც შეეხება ჰიტჩკოკს, ის ყველა დროის საუკეთესო რეჟისორია ჩემი აზრით. ეხლა დრო აღარ მაქვს, თორემ სიამოვნებით გადავხედავდი მის ფილმებს კიდევ ერთხელ, ბატი-ბუტით , ბნელ ოთახში 🙂

    • 5 tamara აგვისტო 13, 2011, 10:05 PM

      მეც ძალიან მომწონს 🙂


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: