დილემა

ერთ-ერთ პოსტში ვსაუბრობდი ბაკალავრიატის წარმატებით დასრულებაზე და იმაზე , თუ როგორ ვებმები ცხოვრების რალიში. გინდა არ გინდა ზემოაღნიშნული რალი სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებასაც გულისხმობს, მაგალითად ისეთის, როგორიცაა სად დავეუფლოთ მაგისტრის ხარისხს? სად ღირს შრომით მოგროვილი თანხის გადარიცხვა? ბოლო წინადადებას რაც შეეხება, აქ საამაყოდ მაქვს საქმე იმ მხრივ, რომ ახალი სამსახურის წყალობით თავად შევძლებ დავაფინანსო საკუთარი განათლება, რაც თავისთავად აყენებს არჩევანზე უფრო ღრმა ფიქრისა და განსჯის აუცილებლობას.

მოგეხსენებათ, დღეს -იყო ბაკალავრი, ბევრს აღარფერს ნიშნავს.შემდგომი აკადემიური ხარისხის ქონა, ნორმალური სამსახურის საპოვნელად, უკვე აუცილებლობაა და არა მხოლოდ სურვილი ცოდნის გაღრმავებისა. საქმე იმაშია, რომ ნელ-ნელა განათლების სისტემა იქით მიდის, რომ საქართველოს ძალიან ცოტა მაგისტრი ეყოლება, უფრო ცოტა დოქტორი და ასე შემდეგ. მაგალითად, 2007 წელს, როცა მე აბიტურიენტი ვიყავი 45000 მოსწავლე ვიბრძოდით სტუდენტობისთვის და ამ მიზანს, აკრედიტებულ სასწავლებლებში მხოლოდ 15000-მა მივაღწიეთ. 4 წლის შემდეგ, უკვე ბაკალავრებიდან მხოლოდ 7500-მა გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება, რაც ნახევარია წლევანდელი ბაკალავრების გამოშვებისა. მიზეზი შეიძლება უამრავი იყოს, მაგალითად სწავლის საფასურის კატასტროფული ზრდა (!), დასაქმების პრობლემა, (სტუდენტების და მათი მშობლბის უმუშევრობა ერთად. რა თქმა უნდა სერიოზული მიზეზია, როცა სტუდენტი ვერ საქმდება და არც მისი მშობელია ისეთ დღეში რომ სწავლა დაუფინანსოს შვილს.) პერსპექტივის არ ქონა, ან უბრალოდ იმის გააზრება რომ ჩვენს სასწავლებლებში არც ისეთი კარგი განათლების მიღებაა შესაძლებელი, რა ფასიც ადევს. ( გაგეცინებათ და ჩემი ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი ჯამში 10 000 ლარი მიჯდება (!) )

ყველაფრის მიუხედავად, მეც ერთ-ერთი ვარ იმ 7500-დან , რომელმაც მშობლიურ უნივერსიტეტებს მიაშურა, რათა 2 წლის მერე უკვე მაგისტრად მოევლინოს საზოგადოებას. არჩევანი სიმართლე გითხრათ, არ ისე დიდი მაქვს. სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან თსუ ერთადერთია რომელსაც სამართლის მაგისტრატურაში ექნება მიღება. კონკურსი საკმაოდ მაღალია, რადგან მხოლოდ 175 სტუდენტს ექნება სწავლის გაგრძელების შანსი, საიდანაც დაახლოებით 50-60-მდე ვაკანტური ადგილია კერძო სამართლის მიმართულებაზე (იქ, სადაც მე ვაბარებ).

თსუ– პირველი იქნება ჩემს სიაში, თუმცა იქ მოხვედრა ძალიან რთული. სამეცადინოდ და მთელი მასალის შესარუტად 1 თვე მრჩება. რა ვიცი ამ სასწავლებელზე? იმის გარდა, რომ პირველი ქართული უნივერსიტეტია, მეტი არც არაფერი. ჰო, რაც მთავარია, ჯერ არ ჩამიბარებია და უკვე შევეჩეხე დეკანატის მუშაკების არაკომპეტენტურობას, რაც ერთი თვის ხელფასი დამიჯდა. (!). სწავლის პროცესი მაკმაყოფილებს, პრაქტიკული კურსების არსებობა კიდევ უფრო მიზიდავს , პოტენციური ლექტორების სიაც საკმაოდ ნორმალურია.

საქართველოს უნივერსიტეტი, იგივე ალასანია- ჩემს სიაში მეორეა.არც ამ სასწავლებელზე ვიცი ბევრი. კერძო უნივერსიტეტია, წლიური გადასახადი 3000 ლარი. მისაღებთა რაოდენობა შეზღუდული არ აქვთ (თავად მითხრეს)(?). სამართლის სამაგისტრო პროგრამის მსვლელობაზე ბევრი არაფერ ვიცი, ინფორმაცია მოგვიანებით განახლდება ვებ-გვერდზეო.

რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ჩემი სია ასე გამოიყურება. სხვა სასწავლო დაწესებულებებზე კი იმაზე ნაკლები ვიცი, რაც ზემო ორზე. ინფორმაცია უნდა მოვიძიო სოხუმის ფილიალზე- აქებენ, მე კიდევ რატომღაც გულზე არ მეხატება. (მიზეზი მართლა არ ვიცი). ასევე, კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალზე , რომელზეც მხოლოდ ის ვიცი რომ ჯიქიაზე მდებარეობს. სამწუხაროდ, სახსრების და გრანტის მოპოვების შანსის არქონის გამო ( 60.4 ქულა 82 შესაძლებლიდან უნარებში, რაც პირველ ასეულში მოხვედრას გამორიცხავს) ფიქრიც არ შემიძლია კავკასიის, შავი ზღვის და იესემის სამართლის სკოლებზე. ძალიან დამეხმარებით, თქვენც თუ მირჩევთ რამეს.  : )

Advertisements

7 Responses to “დილემა”


  1. 1 tamara აგვისტო 12, 2011, 12:47 PM

    ვაჰ, შენც იურისტი ხარ? რატომ არ ვიცოდი ეგ აქამდე??:)
    რა გითხრა, აბა… თსუ-ს მაგისტრატურა ნამდვილად არაა ისეთ სიმაღლეზე, როგორზეც უნდა იყოს, ბაკალავრიატთან შედარებით მაინც, მაგრამ ვერ უარვყოფთ, რომ მაგისტრის ხარისხიც აუცილებელია და თსუ-ც სხვა კერძო სასწავლებლებთან შედარებით – ხელმისაწვდომი.
    წარმატებები!!!

    • 2 Chiamaria აგვისტო 12, 2011, 2:03 PM

      რავიცი აბა, რამდენიმე პოსტში კი ვახსენე ჩემი პორფესიის ამბავი 🙂
      თსუ-ს შესახებ გეთანხმები, ამ ეტაპზე ყველაზე მისაღებია ფასით. კონკურსია უბრალოდ მაღალი, მე კი ბავშვობიდან დამდევს შეგრძნება რომ ყველაფერში სხვამ იცის ჩემზე მეტი. ამიტომაც ისღა დამრჩენია წიგნებს თავი დავაკლა :))))

  2. 4 რუსა აგვისტო 12, 2011, 8:05 PM

    როგორ მესმის შენი..იმიტომაც რომ მეც მაგ დღეში ვარ… მეც მინდა სწავლის გაგრძელება…მეც ვაბარე მაგისტრატურის გამოცდები და მეც სამართალმცოდნეობის ბაკალავრიატი დავამთავრე….. იცი შენზე უარეს დღეში ვარ, ბათუმის გარდა შანსი არ მაქვს სადმე ვისწავლო, ბათუმის უნივერსიტეტში კი კიდევ არ იციან იქნება თუ არა წელს მაგისტრატურა ჩვენს სპეციალობაზე 😦 ქულებითაც საშინლად უკმაყოფილო ვარ 😦

    • 5 Chiamaria აგვისტო 12, 2011, 11:35 PM

      ძალიან რთული არჩევანია ვისაც არჩევანი აქვს, შენ კი უფრო ცუდ დღეში ყოფილხარ… რას ვიზამთ, სახელმწიფოს ამდენი დიპლომიანი არ ჭირდებაო ამბობენ……..

  3. 6 ჯი-ნია-ნი აგვისტო 13, 2011, 1:54 AM

    კავკასია მართლაც კარგია,პირადი გამოცდილებიდან,ოღონდ ჯერ ბაკალავრის დონეზე..
    კავკასიაში რომ ჩააბარო და თანხა გადაანაწილო? ანუ მთელი წლის განმავლობაშ ცოტ-ცოტა შეიტანო..

    • 7 Chiamaria აგვისტო 13, 2011, 10:41 AM

      გრანტის იმედი რომ მქონდეს, ალბათ არც დავფიქრდებოდი ისე შევიტანდი საბუთებს… 🙂 მაგრამ რას ვიზამთ. სულ 5 ქულით მეტი რომ მქონოდა, კიდევ შეიძლება… მაინც მადლობა :*


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: