ინგლისური ჩაის საღამო- Coldplay

თუკი ეხლა ამას კითხულობთ, იცოდეთ რომ ჭიამაიასთან ინგლისური ჩაის საღამოზე სტუმრად ბრძანდებით. ჩემი და ბრიტანეთის სიყვარულის ისტორია უკვე წლებს ითვლის, ამიტომ სულაც არაა გასაკვირი რომ ამ პატარა ბლოგზე მოკრძალებულ ადგილს მასაც დავუთმობ.  გადავწყვიტე ყოველ შაბათს ინგლისური ჩაის საღამოზე მოგიწვიოთ, სადაც ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაც პირდაპირ თუ ირიბად ბრიტანეთთან იქნება კავშირში. სიცხის მიუხედავად,
 იმედი მაქვს ინგლისურ ჩაიზე და scones- ზე უარს არ მეტყვით, მითუმეტეს რომ მასპინძლობას ღია ვერანდაზე გაგიწევთ.

ჩვენი საღამოს პირველ თემად მუსიკა შევარჩიე. ვიცი, ბევრ თქვენგანს ცნობილი ხოჭოების ოთხეული გაგახსენდებათ, რომელთაგან ჩემი სახელწოდებით არც ისე შორს ვარ, თუმცა ვიმედოვნებ იმედს არ გაგიცრუებთ, თუკი სულ სხვა, ჩემთვის ყველაზე მეტად საყვარელ მუსიკალურ ბენდზე შევაჩერებ არჩევანს.

1996 ერთ საღამოს, თინეიჯერიკრის მარტინი და ჯონ ბაკლენდი ლონდონის უნივერსიტეტის ჰოლში ისხდნენ და გეგმებს აწყობდნენ. მათ სურდათ მუსიკალური ბენდის შექმნა და საკუთარ იდეებს ერთმანეთს მონდომებით უზიარებდნენ, მაშინ ალბათ წარმოდგენაც  არ ჰქონდათ , მათი ფანტაზიები რეალობად რა მოკლე დროში იქცეოდა. ძალიან მალე მათ კიდევ ერთი თანაკურსელი,გაი ბარიმენი შეუერთდა. 1997 წლისათვის მუსიკალური ტრიო საკლუბო სიმღერებს ასრულებდა და ბენდის სახელწოდებად Starfish შეარჩიეს.  1998 წლისათვის საბოლოო წევრიც დაემატათ უილ  ჩემპიონის სახით და მას შემდეგ ოთხეული ამ შემადგენლობით გამოდის მსმენელთა წინაშე.

აქვე უნდა ავღნიშნო, რომ უილი საკმაოდ ნიჭიერი მუსიკოსია. Coldplay-მდე მას დასარტყამ ინსტრუმენტთან შეხება არასდროს ჰქონია, უკრავდა გიტარაზე, პიანინოზე, ბას-გიტარაზე, ტუჩის გარმონზეც კი. მაგრამ მონდომებულმა ახალგაზრდამ დრამებსაც მალე აუღო ალღო და ბენდს სასიამოვნო რიტმებით უზრუნველყოფს.  1998 წელსვე ჯგუფმა სახელი Starfish Coldplay-დ გადააქცია და ერთ-ერთ უიქენდზე პირველი დიკსიც ჩაწერა.  ის მხოლოდ 500 ასლით განისაზღვრა და ჯგუფის წევრებმა ახლობლებსა და მეგობრებში დაარიგეს, საზოგადოებისთვის კი მხოლოდ 50 ასლი იყო ხელმისაწვდომი. სხვათაშორის ეს ალბომი მუსიკალურ იშვიათობას წარმოადგენს და მისი ფასი ინტერნეტ აუქციონზე 2000 ფუნტ სტერლინგსაც აჭარბებს.

Coldplay-მ 1999 წლის თებერვალში პირველი სინგლი ჩაწერა, რომელშიც მხოლოდ 3 სიმღერა შევიდა და 1500 ასლად გამოიცა. ჯგუფი პოპულარული ხდებოდა რასაც ადგილობრივი რადიოები მათი შემოქმედების ხშირი ტრიალით უწყობდნენ ხელს, შესაბამისად ხალხის მოთხოვნა ჯგუფზე იზრდებოდა.

იმავე წლის აპრილში უკვე მესამე სინგლიც მზად იყო, ამჯერად 5000 ასლი დამზადდა და ელვის სისწრაფით გაიყიდა. მოთხოვნის ზრდის გამო,  2001 წელს ის უკვე გაზრდილი ტირაჟით ხელმეორედ გამოსცეს.

ეს ჩემი ფავორიტია

როგორც ამბობენ, აღმასვლას დაღამასვლაც მოსდევსო. ასეთი კრიზისული პერიოდი ახალგაზრდა ბენდსაც დაუდგა, შიდა დაპირისპირება იქამდე მივიდა რომ კრისმა ჩემპიონი ჯგუფიდანაც გააგდო, მაგრამ მალევე დააბრუნა. კრისს დანაშაულის შეგრძნება არ ასვენებდა, რის გამოც ალკოჰოლს მიეძალა, მაგრამ საბედნიეროდ მას მეგობრები მხარში ამოუდგნენ. მსჯელობისა და გარკვეული წესების შემოღებით მათ შეძლეს რომ ამდენი ხნის მანძილზე ერთი შემადგენლობით გამოდიან. ჯგუფში, თქვენ წარმოიდგინეთ დემოკრატია სუფევს, მიღებულ მოგებას ისინი თანაბრად ინაწილებენ, ამავე დროს შეთანხმდნენ, რომ თუ რომელიმე მათგანი ალკოჰოლს ან ნარკოტიკს მიეძალება , უპირობოდ ტოვებს ბენდს.

პრველი ალბომი Parachutes პოპულარობის მომტანი გამოდგა Coldplay-სათვის. მასში შემავალმა სიმღერა Shiver-მა ჯგუფს MTV-ს პირველი ეთერიც არგუნა, ხოლო მეორე სიმღერა Yellow 2000 წელს ჩარტების სათავეშო მოექცა და მათი ცნობადობაც გაიზარდა.

ამის შემდეგ იყო მომდევნო ალბომები Rush of Blood, X&Y, Viva la Vida. მიმდინარე წელს კი მეხუთე სტუდიური ალბომის გამოშვებაც იგეგმება. Coldplay-ზე დაუსრულებლად შემიძლია საუბარი და პერიოდულად შეგახსენებთ ხოლმე მათ არსებობას (თუკი საერთოდ გავიწყდებათ). ჩემთვის ეს ჯგუფი ხელშეუხებელია და მის კონცერტზე დასწრება, ოცნებად არა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე შესასრულებელი ქმედებების სიის სათავეში ნადმვილად არის მოქცეული. ახლა, თავი რომ არ შეგაწყინოთ, მადლობას გიხდით რომ ბოლომდე გამიწიეთ კამპანია ჩაიზე და მომავალ შაბათსაც გეპატიჟებით ჩემს გრილ, ინგლისურ ვერანდაზე.

Advertisements

20 Responses to “ინგლისური ჩაის საღამო- Coldplay”


  1. 1 მოლი ბლუმი აგვისტო 6, 2011, 8:56 PM

    ვერანდაც მომწონს და ინგლისური საღამოების იდეაც… უამრავი საინტერესო თემის განხილვა შეიძლება. დარწმუნებული ვარ, ჭეშმარიტი ანგლოფილები აქ არ მოიწყენენ… ერთი სიტყვით, ყოველ შაბათს გესტუმრები 🙂

    • 2 Chiamaria აგვისტო 6, 2011, 9:10 PM

      ძალიან რომ გამახარებ ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი ❤
      ყველაზე მეტად შენს კომენტარს ველოდებოდი, გამოვტყდები 🙂

  2. 3 მოლი ბლუმი აგვისტო 6, 2011, 9:54 PM

    ბრიტანეთი მიყვარს ძალიან 🙂

  3. 4 თოვლი აგვისტო 7, 2011, 6:50 PM

    ჯგუფი ძალიან საყვარელი ჩემთვის,
    ჩაიც მესიამოვნა და შენთან საუბარიც : )) :**

    • 5 Chiamaria აგვისტო 9, 2011, 12:03 PM

      კიდევ დაბრუნდი ❤
      მაგრამ რაღაც პრობლემაა.. რის გამოც ბლოგსპოტზე ვეღარვწერ კომენტარებს… არ იფიქრო რომ არ ვადევნებ თვალს შენს ბლოგს… 🙂

  4. 6 »♥» ana «♥« აგვისტო 12, 2011, 8:15 PM

    ჩაიხ მიყვარს,ბრიტანეთიც და ქოლდფლეიც ❤
    🙂 რა აკრგი საღამო იქნებოდა.

  5. 8 miko აგვისტო 16, 2011, 6:57 PM

    ინგლისურიო, თან ჩაიო, თან მთლად უარესი COLDPLAY-ო! ❤ ❤ აქედან ვერ გამაგდებთ 🙂 VIVA COLDPLAY! 😀

  6. 10 გვირილა აგვისტო 20, 2011, 2:56 PM

    ჰეჰ, რა კაი რამე მოგიფიქრებია და მე თურმე რამდენი ხანია არ შემომიხედია შენს ბლოგზე. მე ახლა კიდევ ერთი მიზეზი მაქვს, რის გამოც შენი ბლოგი უნდა ვიკითხო – ინგლისი ❤

  7. 12 glamtaia სექტემბერი 6, 2011, 11:47 AM

    მდაა, ჩემი აქედან გაგდება არ მოხერხდება. სიამოვნებით ველი შემდეგ საღამოებს 🙂

  8. 14 ▲ Natsy აგვისტო 12, 2012, 5:30 PM

    აღნიშვნის გარეშე არ მინდოდა დამეტოვებინა შენი ინგლისური საღამოები.. ყველა თუ არა, უმეტესობა მაინც მაქვს წაკითხული და ძალიანაც მომწონს.
    ქოლდპლეი მეც ძალიან მიყვარს და ბევრი სიმღერა მაქვს ფლეილისტში.
    თანაც მეც გამიჩნდა იდეა, საყვარელი ქვეყნის, იტალიის და უფრო მეტად საყვარელი ქალაქის, ვენეციის შესახებ დამეწერა.. ყველა ქალაქს და გასაკუთრებით ვენეციასაც ხომ თავისი პატარა დასაინტერესო ისტორია აქვს?!
    წარმატებები ჯეინ, ხშირად ვკითხულობ შენს ბლოგს, მართალია კომენტარის დაწერა ჩემთვის პრობლემას წარმოადგენს (სულ მავიწყდება.. :() მაგრამ იცოდე, რომ ბევრი პოსტი მაქვს წაკითხული და ბევრიც მომწონს.. 🙂

    • 15 Jane აგვისტო 13, 2012, 1:31 PM

      ძალიან დიდი მადლობა ნატსი, სასიამოვნოა შენნაირი მკითხველების ყოლა. მშვენიერი აზრი გაგჩენია და დაველოდები იტალიურ პოსტებს 🙂 დარწმუნებული ვარ ბევრი მკითხველი გეყოლება.

      • 16 ▲ Natsy აგვისტო 18, 2012, 9:44 AM

        ძალიან დიდი მადლობა, მეც უძალიანესად გამიხარდებოდა თუ შენ ჩემს პოსტებს წაიკითხავდი 🙂

  9. 17 MeoCnebE : ))) (Sun) ♥ მარტი 21, 2013, 10:59 AM

    იმედია, ქოლდფლეის კონცერტზე შევხვდებით ერთმანეთს.. 😀 *_*

    მე უსაზღვროდ მიყვარს ეს ჯგუფი. არ ვიცი როგორ ვთქვა, რაღაც უკიდეგანოდ და გაუგებრად ძალიან.. დედამიწიდან ვქრები, სიმღერებს რომ ვუსმენ.. სულ სხვა სამყაროა.. ჩემს სამყაროს ქმნის.. (ვაიმე რამდენს ვლაპარაკობ, გავჩერდები, ჰო კარგი :X :D)

    P.s. ჩვენ წავალთ Coldplayს კონცერტზე!!!!!! ♥


  1. 1 ნერვიული შემოტევის ზღვარზე « ჭიამაია უკუბმული კომენტარი აგვისტო 25, 2011, 10:42 PM ჩანაწერზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: