მორიგი ბანალური პოსტი

როცა ადამიანი შეყვარებულია ძალიან ბევრს ფიქრობს, ოღონდ სიყვარულზე. ეხლა მე და მას ცოტა რთული პერიოდი გვაქვს მიზეზთა გამო, ძირითადად საუბარი მაქვს დროის დეფიციტზე. როცა განშორება თუნდაც სულ ცოტა ხნით გიწევს, უნებურად რაღაცეებს გადააფასებ ხოლმე.  ჰოდა მე რატომღაც დავფიქრდი.. რატომ ის? ეჭვი კი არ შემიტანია რამეში, უბრალოდ ღია მსჯელობაში შევედი საკუთარ თავთან, სხვათაგან გამოვარჩიე, გონება და ფიქრი მასზე შევაჩერე, ჩემი აწმყო მას დავუკავშირე და საერთო მომავალზეც უკვე აქტიურად ვფიქრობთ.

რა არის ეს სიყვარული? ამ კითხვაზე ალბათ 6 მილიარდ პასუხს მოისმენთ, ზუსტად იმდენს რამდენი ადამიანიცაა. მეცნიერებმა ამ ფენომენის ახსნას ჩვენივე ტვინის ხვეულებში მიაკვლიეს, თურმე გარკვეული ქიმიური რექაციების წყალობით გვიყვარდება, ამავე ქიმიური პროცესების მეშვეობით ვარდისფერ სათვალეს ვირგებთ და ცხოვრებას სულ სხვა, პოზიტიური მხრიდან ვუყურებთ.

ზოგიერთის აზრის სიყვარული მხოლოდ შეჩვევაა და სხვა არაფერი. ხანგრძლივი დროის მანძილზე ურთიერთობის შედეგად ძალაუნებურად ერთმანეთის პირადი ცხოვრება ხდებით და შესაბამისად იწყება ნერვიულობა, ზრუნვა, ხელშეწყობა, ეჭვიანობა… და საბოლოო ჯამში ესაა სიყვარულის მთელი ფილოსოფიაო.

ასეთი აზრიც მსმენია, რომ სიყვარული თურმე როგორც ასეთი არ არსებობს. ყველაფერი მხოლოდ უბრალო სიმპათიაა, რომელიც ან ერთ-ერთი სქსესისგან მოდის, ან ორივე თავიდანვე განეწყობა დადებითად და ასე ეწყობა ურთიერთსიმპატიაზე დამყარებული კავშირიც, თუკი ამ ყველაფერს შეხედულებათა თანხვედრაც ახლავს ”უალლა” გამოცხვა ახალი ოჯახი 🙂

ბოლოს, კიდევ ერთი მოსაზრება, რომ სიყვარული თურმე სხვა არაფერია თუ არა ვნება-ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების სურვილი. ” შეყვარებული” კი ადამიანი, რომელიც საამისოდ მოგეწონება, ამას რა თქმა უნდა მხოლოდ ქვეცნობიერში ვგრძნობთ და ცნობიერში ”სიყვარულის” სახელით ვნიღბავთო.

ჰოდა იცით რა? ჩემი აზრით, ყველა ეს შეხედულება ფურცელზე უნდა დაწერო და დიდი კოცონის ქვეში დაწვა. მე თუ მკითხავთ არანაირი ქიმიური რეაქცია არ არსებობს. ვერანაირი ნაერთი ვერ შეძლებს ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანი ჩემი სულის ნაწილად ვაქციო. თუ მაინც შეძლებს, მაშინ ეს მხოლოდ დროებითი იქნება და არა ისეთი ძლიერი როგორსაც, მაგალითად, მე განვიცდი.

შეჩვევა? კარგით რა, რა შეჩვევა. განა შეიძლება უფრო მეტად შეეჩვიო ვინმეს, ვიდრე დედა, მამა ან რომელიმე ოჯახის წევრია რომელთანაც ცხოვრობ. დედაზეც ხომ არ შეჩვეული? მამაზეც. რატომ არ გეწურება გული სისხლის გაჩერებამდე, როცა რამდენიმე დღე ისე გადის, ვერ ნახულობ. რატომ არ გიჭირს სუნთქვა, როცა მათგან შორს ხარ? რატომ არ ცმუკავ მოუსვენრად როცა დარეკვა დააგვიანდება? პასუხი მარტივია, სიყვარულს შეჩვევასთან არაფერი აქვს საერთო.

ვნება?? მხოლოდ სექსი+ სიმპათია? სასაცილოა, ცხოველები ხომ არ ვართ ინსტიქტების მონები ვიყოთ. კარგი, ვთქვათ დარვინის თეორიებს ემხრობით და მაიმუნის რომელიღაც სახეობის განვითარებულ მოდგმად მიგაჩნიათ თავი, ანუ, ცხოველად.  მაგრამ, მაინც არ გაგიმართლათ- ამ მოდგმას, აზროვნების უნარიც დაჰყვა და ზუსტად ამიტომ დაერქვა ადამიანი და არა ცხოველი. მარტო ვნება ვერაფერი ხეირია, თუ ცოტა გონება ვერ წაგეშველა.

ხოდა, მეკითხებით- რა გამოვიდა? რა არის სიყვარული? წარმოდგენა არ მაქვს. უფრო სწორად თქვენთვის რა არის ის, უკაცრავად პასუხია და აზრზეც არ ვარ. მაგრამ ჩემთვის… ჩემთვის იცით როგორ დაიწყო? დამცინებთ, მაგრამ მართლა ვიგრძენი რაღაც პირველივე დანახვისას. თვეების მანძილზე საათობით ვსაუბრობდით და თემების სიმცირეს ნამდვილად არ შევუწუხებივართ. არასდროს დამიფასებია მასთან თავი, არც მაშინ როცა მისგან სიმპათიები ვიგრძენი, არც ”პირველი პაემანის” (თუ რაც ქვია) დროს, არც მაშინ როცა რაღაც საპასუხო ნაბიჯებს მოელოდა ჩემგან. არც კი გამჩენია სურვილი მეწვალებინა და რაღაც ქალური ხრიკები გამომეყენებინა. მასთან ურთიერთობაში თავიდანვე ვგრძნობდი რომ ალალი იყო ჩემთან, რომ მისი ნდობა შეიძლებოდა და მადლობა ღმერთს ეს შეხედულება არ გამქრალა. არასდროს მიფიქრია, ღირდა თუ არა მასთან ურთიერთობის დაწყება- ბუნბერივად მოხდა ყველაფერი, გამოჩნდა თუ არა, თითქოს სულ იმას ველოდებოდი , ეგრევე ყველაფერი დალაგდა.

მოკლედ ეგაა სიყვარულიც, როცა ენდობი. როცა საკუთარ თავზე მეტად მისი გჯერა. როცა გრძნობ რომ შენი სამყარო შეივსო და ერთი მთლიანი გახდა. როცა მასთან თავის მოკატუნება არ გჭირდება. როცა შეგიძლია შენი შინაგანი სამყარო მთელი პლუს-მინუსებით გადმოუშალო და არ იდარდო იმაზე, ეხლა რას იფიქრებს ამაზეო. როცა შეგიძილია უყურო როგორ სძინავს. როცა შეგიძლია იტირო სიხარულით, როცა მის წარმატებას ნახავ. როცა შეგიძილია რამდენიმე საათი ყინვაში, კარებთან ატუზული ელოდო. როცა შეგიძლია ყოველდღე რამდენიმე კილომეტრი გაიარო, მხოლოდ მის სანახავად.  როცა შეგიძლია მისთვის სურპირზების გაკეთება არ მოგბერზდეს. როცა მის სახეზე ღიმილის დანახვა მთელს შენს სიცოცხლეს გირჩევნია.

მითხარით რა კავშირი აქვს ამას ქიმიასთან, ან ვნებასთან, ან შეჩვევასთან.

უბრალოდ გიყვარს და მორჩა.

Advertisements

13 Responses to “მორიგი ბანალური პოსტი”


  1. 1 მოლი ბლუმი ივლისი 27, 2011, 12:34 AM

    ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ შეჩვევა, სიმპათია ან ვნება. განუზომლად მეტი.

  2. 2 dreamar ივლისი 27, 2011, 1:20 AM

    რამდენი ხანია რაც ერთად ხართ? ❤

  3. 4 glamtaia აგვისტო 5, 2011, 9:37 AM

    რაო ჭიამარია შეყვარებული ხარ? 🙂

  4. 6 rusabuski აგვისტო 7, 2011, 12:11 PM

    მე პირადად ვნებას მაინც არ გამოვრიცხავდი ბოლომდე :))) თუმცა ეს მართლა მეტია ვიდრე სექსი, რომელიც შეიძლება სხვასთან გქონდეს, მაგრამ არც არაფერი – საყვარელი მამაკაცის კოცნას ვერც შეედაროს 🙂

  5. 8 tamara აგვისტო 8, 2011, 5:29 PM

    “სარკეს ორი სახე აქვს” ხომ გაქვს ნანახი? იქ ბარბრას გმირი ამბობს კარგ რამეს, თარგმნა ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა 🙂
    ჰოდა, ამ თეორიებს რაც შეეხება, იმედგაცრუებული ან პირიქით, სიყვარულის უნარს მოკლებული ადამიანების მსჯელობის ნაყოფი მგონია…
    რა სჯობს, როცა გიყვარს და უყვარხარ!

    • 9 Chiamaria აგვისტო 9, 2011, 12:04 PM

      არ მინახავს და აუცილებლად ვნახავ.
      🙂
      გეთანხმები თამარა. ამ თეორიების ავტორებს არაფერი გაეგებათ სიყვარულის 🙂

      • 10 tamara აგვისტო 9, 2011, 2:10 PM

        ნახე რა, ნახე 🙂
        მაგაზე კარგი მელოდრამა არ გადაუღიათ 🙂 ასე მგონავს მე 🙂

      • 11 Chiamaria აგვისტო 9, 2011, 4:51 PM

        და რადგანაც გგონავთ ქ-ნო თამარა, აუცილებლად ვნახავ მიმდინარე კვირაში და მოგახსენებთ ჩემს აზრსაც
        🙂

  6. 12 incrediblecorpse აგვისტო 12, 2011, 11:12 PM

    dzalian,dzalian kargia ^^


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: