უცნობი კარი

ეს ჩანაწერი დღიურში გავაკეთე ამ შაბათს, დაღლილობის გამო ცოტა დამეზარა აკრეფვა, ჰოდა იმედია არ მიწყენს ჩემი ბლოგი თუ რამდენიმე დღით გვიან გავირჯები მის გასაახლებლად.

   25 ივნისი… თბილისის 1მილიონიანი მოსახლისთვის არაფრით გამორჩეული

 დღე, ილიას უნივერსიტეტის 2000ზე მეტი კურსდამთავრებულისთვის, სანუკვარი.. სევდიანი და მსათან ერთად მხიარული.. გამორჩეული დღე! დღეს მე ბაკალვრი ვარ ოფიციალურად! სამართლის ბაკალავრი. მართალია, დიპლომიანი  ცოტა მოგვიანებით გავხდები, მაგრამ ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. დღეს განსაკუთრებით სენტიმენტალური ვარ და ემოციური. დღეს განსაკუთრებით მიყვარს ყველა დეტალი, რაც განვლილ ოთხ წელს უკავშირდება. 

  ყველაფერი კი ასე დაიწყო: ზაფხულის ერთ ცხელ  საღამოს, ტელეფონზე ზარი შემოდის. მეორე მხრიდან ხმა მეუბნება რომ მე სტუდენტი ვარ! ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. მივიღე უამრავი მილოცვა, საყვედურიც კი, რომ მე მეტი შემეძლო… მაგრამ, ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. მაშინ ჩემს ცხოვრებაში ერთი დიდი ეტაპი დამთავრდა და იწყებოდა მეორე, რომელსაც აქტიურად “მირეკლამებდნენ” გარშემო. ვგძნობდი, რომ იწყებოდა ძალიან ბედნიერი წლები, რაღაც ახალი, 100% განსხვავებული ცხოვრება იმისგან, ვიდრე მქონდა განვლილი 16 წლის მანძილზე.  ჰოდა, მეც ასე სავსე ემოციებით, განსაკუთრებით გამოვწყვე პირველი სტუდენტური დღისთვის. მახსოვს 8 სანტიმეტრიან ქუსლზე შემხტარი, როგორ მივიზლაზნებოდი უცნობი შენობისკენ, ავედი უცნობ კიბეზე და უცნობ დერეფანში დავიწყე ლოდინი. როცა ცხრილი მომცეს, აი მაშინ დაიწყო მთელი თავგადასავალი. მახსოვს როგორ მიჭირდა მიმეგნო აუდიტორიებისთვის, ყოველ წუთს ვეკითხებოდი გამვლელებს საით წავსულიყავი რომ მეპოვა ჯერ B კორპუსი, მერე C, მერე D კორპუსშიც მიმესწრო ლექციისთვის. მახსოვს პირველი ლექცია-  ინგლისურში გვქონდა, მახსოვს პირველი შთაბეჭდილება რომელიც ჩემს ჯგუფელებზე შემექმნა (ზოგიერთი მცდარი აზრიც ჩამომიყალიბდა), მახსოვს ჩემი სასაცილო გამოსვლაც- საოცრად სწრაფად მივაყარე ყველაფერი , მგონი სუნქთვაც დამავიწყდა.

მეორე წელს უკვე საოცრად გაზრდილი ვიყავი, ეს იყო “ხანა” ყავისა და სიგარეტისა,  კაფეებისა და მზიურის მიმდებარე ტრიტორიისა,  უნივერსიტეტის თვითმმართველობისა და მისსავე ეზოში ჯდომისა. მეორე კურსის პირველი დღეც მახსოვს-  მეგონა ჩემზე დიდი და გამოცდილი არავინ დაიარებოდა დერეფნებში და ლამის შუბლზე გვეწერა- ჩვენ უკვე მეორეზე გადავედით!

მერე იყო წელი მესამე!- უკვე იდგა ჟამი სწავლისა 🙂 ძალიან აქტიური სტუდენტი გავხდი, ვცდილობდი ყველგან და ყველაფერში მიმეღო მონაწილეობა, გავმხდარიყავი ყველანაირი ორგანიზაციის წევრი. ჩემს ხელთ არსებულ სერთიფიკატთა ნახევარი მგონი იმ პერიოდში ავიღე. რაც მთავარია მაგ წელს შემიყვარდა ყურებამდე! მართალია , ჩემს მეორე ნახევარს არანაირი კავშირი არ აქვს ილიას უნივერსიტეტთან, სამაგიეროდ მგონი ჩემზე მეტ დროს ჩემსავე ლექციებზე ის ატარებდა და უკვე ლექციებზე მისულს მას უფრო კითხულობდნენ, ვიდრე მე. მის გარეშე მე უკვე აღარავის წარმოვედგინე. გამოვტყდები და მეც ძლივს მახსოვს როგორ ვარსებობდი საერთოდ მანამდე, სანამ მას შვხვდებოდი.

ისე გაირბინა წლებმა, დამამთავრებელი კურსი როგორ მომადგა კარზე ვერც გავიგე. ეს წელი უფრო დატვირთული გამოდგა.  გავიარე სტაჟირება პოლონეთში, მერე აქ დავიწყე კიდევ ერთი სტაჟირების პროგრამა. ლექციებზე შუალედურების პერიოდში უფრო დავდიოდი და ხელებში შემომადნა ეს თქვენი სტუდენტური წლებიც.

    დღეს როცა ვიდექი ნაცნობი შენობის წინ, ნაცნობ კიბეებზე და ვუსმენდი ნაცნობ ხმებს, ვგრძნობდი რომ კიდევ ერთი დიდი ეტაპი დამთავრდა. ისევ ვიწყებ ახალ ცხოვრებას. ნელ-ნელა ვხდები დამოუკიდებელი ყველა ასპექტში. მე ცხოვრების გზაზე გამოვდივარ, ისევე როგორც თავის დროზე სკოლიდან ცხოვრების ტროტუარზე გამოვედი, ახლა უნივერსიტეტიდან გამოვდივარ დიდ ავტობანზე, სადაც ჩემი თავის პატრონი უნდა ვიყო! ჰაჰ, გამოწვევა მიღებულია. მოვდივარ!

Advertisements

9 Responses to “უცნობი კარი”


  1. 1 ჯი-ნია-ნი ივნისი 28, 2011, 8:17 PM

    ვაიჰ ბედნიერო..გილოცავ დამთავრებას..წარმატებებს გისურვებ,დაე მალევე დაგეწყოს მუშაობა :*

  2. 3 Teaa ივლისი 1, 2011, 1:36 AM

    kak apwimiswichna 😛 😀 😀 😀 warmatebebs da winsvlas gisurveb :* :*

  3. 5 მოლი ბლუმი ივლისი 1, 2011, 2:26 PM

    კურსების მიხედვით აღწერა მომეწონა. ფრიად რეალისტური იყო 🙂

    წარმატებები, კოლეგა!

  4. 7 salomeaa აგვისტო 9, 2011, 2:51 PM

    მეც სამართლის ბაკალავრი ვარ თსუ–ს : )) ,,დიდ ავტობანზე” წარმატებებს გისურვებ

  5. 9 რუსა აგვისტო 12, 2011, 8:13 PM

    მეც სამართლის ბაკალავრი ვარ:) მომეწონა მიმოხილვა მთელი სწავლის პერიოდების.იცი მეც მინდოდა დამეწერა და ახლა გული დამწყდა რატომ არ დავწერე,მაშინ დამეზარა..ახლა კიდევ ის განწყობა აღარ მაქვს..ახლა ძალიან სენტიმენტალურად გამომივა…უკვე მენატრება ის დრო.. 😦 თან წელს გავაგრძელებ თუ არა სწავლას მაგისტრატურაში არ ვიცი და ამიტომ…
    მომეწონა შენი ოპტიმიზმი და თავდაჯერებულობა…. ეს უკანასკნელი ძალიან მაკლია..წარმატებებს გისურვებ დიდ ,,ავტობანზე’’..მჯერა წარმატებული და ძლიერი იურისტი იქნები 🙂


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: