Car Boot Sale

იყო და არა იყო რა, იყო ერთი კათოლიკე მღვდელი ბრიტანეთის ქალაქ

სტოკფორდიდან. ერთხელაც ის კანადაში ჩავიდა და მოხვდა საკვირაო

ბაზრობაზე, საიდანაც იდეებით სავსე დაბრუნდა და გადაწყვიტა ასეთი

ღონისძიებები ბრიტანეთშიც მოეწყო.

მე საერთოდ ძალიან ვარ გატაცებული ბრიტანეთით. ეს უკვე რაღაც აკვიატებაა და არ მხოლოდ საოცნებო ქვეყანა. მე მიყვარს ლონდონი, მიუხედავად იმისა რომ ის არასდროს მინახავს. ბრიტანეთი არის ერთადერთი ქვეყანა სადაც შევძლებდი მეცხოვრა სამუდამოდ, საქართველო რომ არ არსებობდეს. არ ვიცი რატომ. მე ხომ წვიმებსაც ვერ ვიტან. ხომ გეუბნებით, აკვიატებაა რომელიც 4 წლიდან თან მდევს. არ მოგეჩვენათ, 4 წლის ვიყავი როცა პირველი ნაბიჯები გადავდგი ინგლისურ ენაში და გაუცნობიერებლად შევიყვარე ინგლისი და ინგლისელები. მას შემდეგ იქცა ის ჩემს ოცნებად. ამ პოსტშიც ძალიან მოკლედ, ერთ ჩემთვის ძალიან ”მოსაწონ” ღონისძიებაზე მიდა ორიოდე სიტყვით გითხრათ, რომელზეც სიამოვნებით გამოვიცარიელებდი ჯიბეს.

  დავუბრუნდეთ პირველ აბზაცს, გსმენიათ რამე Car Boot Sale-ის შესახებ? სიტყვა- სიტყვით ეს მანქანის საბარგულიდან ვაჭრობას ნიშნავს. კვირა დღეს, თუკი ამინდიც ხელს უწყობთ, ბრიტანელები დიდი ტრიალ მინდორზე იკრიბებიან, საკუთარი მანქანებით და ნამდვილი ვაჭრობა იმართება, მხოლოდ არა ძველი ნივთებით- არამედ სახლიდან წამოღებული ყოველგვარი ხლამითა და ”ნაგვით”, რომელსაც დაუფიქრებლად მოისვრიდნენ ნაგავში Car Boot Sale რომ არ ჰქონდეთ. რას აღარ ნახავთ აქ, დამტვრეული ნივთებიდან დაწყებული , საუკუნოვანი ბეჭდებით დასრულებული. თურმე ძალიან ხშირი შემთხვევა ყოფილა რომ ლამის რელიქვიებად ქცეულ ნივთებს რამდენიმე ფუნტად ყიდულობენ და შემდეგ აუქციონებზე ათასებად ყიდიან.

თქვენი არ ვიცი და მე სიამოვნებით წავიდოდი ასეთ ბაზრობაზე, მითუმეტეს რომ ძველი ნივთები ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით კი მიყვარს ნივთები ისტორიებით ❤

Advertisements

4 Responses to “Car Boot Sale”


  1. 1 shoka ივნისი 24, 2011, 11:23 AM

    ეგრე ჩვენთანაც ხომ იკრიბებიან ხოლმე ქრთველები ძველი ნივთების გასაყიდად ოღონთ მინდორზე კიარა მშრალ ხიდზე :D:D:D:D))

  2. 2 მოლი ბლუმი ივლისი 1, 2011, 2:31 PM

    ანგლოფილი ყოფილხარ 🙂 ანგლოფილებს განსაკუთრებული სიმპატიით ვეკიდები. მეც ასეთი ვარ და ალბათ, იმიტომ.

    Car Boot Sale მართლა საყვარელი ტრადიციაა. რაღაც მსგავსი ახლა ბათუმშიც ხდება. ოღონდ, ბათუმული სეილი წიგნებისაა. ეს, პირველ რიგში, გართობაა და მერე კომერციულად მნიშვნელოვანი ოპერაციები, ტაკ ჩტო მშრალი ხიდის ანალოგია მთლად ზუსტი არ უნდა იყოს.

    • 3 Chiamaria ივლისი 2, 2011, 12:55 AM

      თანაც როგორი ანგლოფილი მოლი 🙂 ეს ჩემი “პლატონური” სიყვარული იმდენ წელს ითვლის.. სათქმელი ბევრი დამიგროვდა

  3. 4 მოლი ბლუმი ივლისი 2, 2011, 1:27 AM

    მერე მაგას რა ჯობია… ბრიტანეთზე, ინგლისზე და ლონდონზე უკეთეს თემას სად ნახავ… 🙂


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: