წერილი შენთვის

ჩვენ გვიყვარს, ჩვენ ვტირით, ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს ემოციას. ჰოდა, ჩვენ ვცოცხლობთ.

მე მომწონს როცა ვტირი შენს მხარზე, როცა მიხარია შენი სიახრული. და იცი რა? ამიტომ ვართ ერთად.

ყოველთვის როცა მოგენატრები, მინდა მინატრო და შენს გვერდით გავჩნდე. როცა მიყურებ სიყვარულიანი თვალებით- შეუძლებელია არ გამაღიმო. იცი? მჯერა, რადგან ერთმანეთის ცხოვრების გაზიარება გვინდა, სულერთია სად ვიქნები. შენს გვერდით ყველგან სამოთხეა.

მე არ მინდა დავხატო სრულყოფილი სურათი.
ცხოვრება არაა მშვენიერი ვიცი. მაგრამ, ერთად, ჩვენ ნაწილ-ნაწილ შევქმნით სრულყოფილებას, სადაც ერთმანეთით ვისნუთქებთ.

იცი? შენ შეგიძლია დამირეკო გაცეცხლებულმა, შეგიძილა დამირეკო ძალიან გახალისებულმა, შეგიძლია დამირეკო იმედგაცრუებულმა- და გეცოდინება რომ მე დაგამშვიდებ, გეცოდინება რომ ჩემს გვერდით იპოვი სულის ბედნიერებას. მე კი ვიქნები ბედნიერი შენი სიხარულით.

შენ შეგიძლია მოხვიდე ყოველთვის, როცა გინდა რომ მიგრძნო. იცი სად არის ბედნიერება? როცა რჩები იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც უხარია შენს სულს და ეს დრო უსასრულოდ გრძელდება.

რა მარტივია ყველაფერი.. რა ცოტაა საჭირო… სამ პატარა სიტყვას შეუძლია ბედნიერება მოგიტანოს. ერთი ადამიანის ღიმილმა შეიძლება სიხარული მოგგვაროს. ერთმა ჩახუტებამ შეიძლება საოცრად დაგამშვიდოს. ერთმა კოცნამ ყველაფერი დაგავიწყოს.

მაგრამ საკმარისია კი? გამოხატავს სამი სიტყვა გრძნობის მთელ სიღრმეს?  იცი? ის ჩემთვის სიყვარულზე მეტია. სამყაროზე მეტია.

კი შენ იცი და მიხარია, რომ მეც ვიცი. ❤

Advertisements

30 Responses to “წერილი შენთვის”


  1. 1 გვირილა ივნისი 17, 2011, 4:26 PM

    გავთბი ^_^
    ძალიან საყვარელია :-* და მიხარია, რომ ამხელა სიყვარული შეგიძლია, ეს ნიჭია, მართლა.

  2. 3 Mallorie ივნისი 17, 2011, 5:13 PM

    ჭიამაიკო, მაინც რა კარგი ხარ..
    გვირილასი არ იყოს მეც გავთბი…
    ლავლავლავლავ.. ❤

  3. 8 ♥ Miss.Catalan.. ♥ ივნისი 17, 2011, 5:20 PM

    აჰ…რა ძალიან მომეწონა … =**

  4. 9 ketusi ივნისი 17, 2011, 8:13 PM

    რა კარია სიყვარული, რა ბედნიერი ხარ! სულ მასე ყოფილიყავი!

    • 10 ჭიამაია ივნისი 17, 2011, 11:35 PM

      დიდი მადლობა ქეთუსი ❤ სხვათაშორის შენი პოსტი ძალიან დამეხმარა ამ პოსტის მუსიკალური გაფორმებისთვის 🙂 მადლობა შენ :*

  5. 11 ninnaka ივნისი 18, 2011, 12:52 AM

    რა ვთქვა, რა დავამატო? სიყვარულით სავსე პოსტია. ძალიან ძალიან კარგია. 🙂 :*

  6. 13 თოვლი ივნისი 18, 2011, 7:14 AM

    ჭიამა(რ)ია, ასეთი პოსტები განსაკუთრებულად მიჩქროლებს გულს, ტკბილი მიზეზებიდან გამომდინარე და
    ახლა უფრო მეტად მინდა

    __ვიყო მთელი სამყაროსხელა, რადგან როცა ვეუბნები მთელი არსებით მიყვარხარ – მეთქი, ჩემი სხეული არ მაკმაყოფილებს და დიიიდი მინდა ვიყო, დიიიიიიიიიდი : ))))) ^_^

    • 14 Chiamaria ივნისი 18, 2011, 9:48 AM

      თვალს ვადევნებ ხოლმე შენს სიყვარულს თოვლიანო :*
      ყველაზე მაგარია როცა სამყაროზე მეტად გიყვარს ❤
      დიდები ვართ ძალიან დიდები, იმიტომ რომ უსაზღვრო სიყვარული ”არსების” გაბარიტებსაც საგრძნობლად ცვლის : D

  7. 15 ქეთი ივნისი 19, 2011, 7:46 PM

    სითბოთი სავსეა აქ ყველა სიტყვა… მომეწონა :))

  8. 16 ქეთი ივნისი 19, 2011, 7:47 PM

    გულიანი ნაწერია, მომეწონა…:))

  9. 17 ქეთი ივნისი 19, 2011, 7:50 PM

    სითბოთი სავსეა აქ ყველა სიტყვა… ..

  10. 18 ქეთი ივნისი 19, 2011, 7:54 PM

    vaime mapatiet bevri kometari dawera, exla vegar vhli, axali var da jer ver gauge press 😦 (

  11. 20 »♥» ana «♥« ივნისი 19, 2011, 9:10 PM

    რა ძალიან კარგი იყო ❤ სითბოთი და სიყვარულით სავსე წერილი,ძალიან ვისიამოვნე კითხვისასვ.. ))

  12. 22 კიწი ივნისი 19, 2011, 11:00 PM

    ვაიმე როგორი თბილი პოსტია ❤
    ძალიან სიყვარულის ხასიათზე დამაყენა ❤ :*
    რა ცუდია ბლოგერიდან ყოველთვის ვხედავდიხოლმე შენს ახალ პოსტებს :შ ვა :შ

  13. 24 Teaa ივნისი 21, 2011, 2:02 AM

    ძალიან ძალიან ძალლლლლლლლლლლლლიიიიიიიიიან მაგარია! 🙂 ^_^ რამოდენა სიყვარული გცოდნია, ეს ყველას არ შეუძლია….. ბედნიერი ხარ :* :*

  14. 26 ჯი-ნია-ნი ივნისი 22, 2011, 6:31 PM

    მნია,მნია..რა თბილია

  15. 27 shoka ივნისი 22, 2011, 9:24 PM

    vaime gavgijdi dzalian didi emocia wamovida sheni postidan chia maia 😛 ra bednieria is axalgazrda visac es posti ekutvnis : )))

  16. 28 ninola's blog :))) ივლისი 24, 2011, 2:54 AM

    საიდან წამოგივიდა მაინც ამდენი სითბო.. :(:(

    შენს გვერდით ყველგან სამოთხეა. ❤ ❤

    შენ შეგიძლია მოხვიდე ყოველთვის, როცა გინდა რომ მიგრძნო. იცი სად არის ბედნიერება? როცა რჩები იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც უხარია შენს სულს …. გეთანხმები 😦

    ძალიან ძალიან გავთბიი :* ისე რა კარგი სიტყვაა ეს ''სითბო'' ''გავთბი'' ზუსტად გამოხატავს იმ მდგომარეობას რასაც ამ წერილის წაკითხვისას იგრძნობს ადამიანი..

  17. 29 Chiamaria ივლისი 24, 2011, 11:43 AM

    დიდი მადლობა ნინოლა ასეთი თბილი კომენტარისთვის შენც :)))

  18. 30 Rippln აპრილი 23, 2013, 11:09 AM

    Hi, i think that i saw you visited my web site so i came to return the prefer?
    .I’m attempting to in finding things to enhance my site!I guess its ok to use some of your ideas!!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: