მოსიარულე გვამი

1 თვის წინ ვიყავი ყაზბეგში, კონფერეციაზე. დელეგატებს შორის ჩემი მეგობრებიც ერივნენ. მოსაღამოვდა და გადაღლილებმა დროის სასიამოვნოდ გატარება გადავწყვიტეთ, შევიკრიბეთ ფოიეში, ლეპტოპებითა და დინამიკებით შეიარღებულნი. არც სასმელის ნაკლებობა გვაწუხებდა. მოკლედ, როგორც ხდება ხოლმე, ზოგი დათვრა… ზოგი სიმთვრალის გარეშეც ახერხებდა ცეკვას.. ჰო, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს.

ეს ამბავი ჩემზეა და არა მათზე. ლუდის დიდი კათხით და ფოტოაპარატით შევიარაღდი, ბარში შევედი და სხვების ფოტოზე აღბეჭდვა დავიწყე. არაფერზე ვფიქრობდი. ჩემი მეგობარი მომიხალოვდა, ცეკვისგან დაღლილს სუნთქვა ეკვროდა. საცეკვაოდ დამპატიჟა, თავი გავიგიჟე არ მინდა–მეთქი. ძალიან შეიცვალეო მითხრა. ის გიჟი გოგო აღარ ხარო. პასუხად მხოლოდ გავუღიმე.    სასმელით ცოტა გაბრუებული, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი, მუსიკის ხმაურით დაყრუებული ავყევი ფიქრებს. ჩემი ტრანსფორმაცია ძალიან მცირე დროში მოხდა, თან ისე რომ ვერაფერი შევნიშნე. თითქოს ბუნებრივად, თითქოს მე სულ ასეთი ვიყავი. ახლა აღარც მახსოვს ის მხიარული გოგო რომელიც მეგობრებთან ერთად ბევრს ცეკვავდა, ალბათ ხუმრობდა კიდეც. აღარ მახსოვს გოგონა, რომელიც სულ ადვილად ხდებოდა ყველასთვის მეგობარი. რომელიც ყველას უღიმოდა და ცდილობდა ყურადღებიანი ყოფილიყო, ცდილობდა არავის ნათქვამი გამოპარვოდა, ცდილობდა პასუხი მიეცა ყველასთვის, ცდილობდა თავი მარტოდ არავის ეგრძნო. იყო დრო როცა თავს ვალდებულად თვლიდა ყველას გასაჭირზე ეფიქრა, რჩევები მიეცა. იყო იდრო, რომ ყველასთვის გაჭირვების ტალკვესის ფუნქცია დაიკისრა, ყველას ნდობა ჰქონდა და მასთან გულახდილობის არავის ერიდებოდა.

ეხლა? ჰო ეხლა იმ გოგოსგან არავინ და არაფერი დარჩა, სახელის, გვარის და გარგენობის გარდა. რაღაცნაირად ჩავიკეტე. კვირები ისე გადის საკუთარ მეგობრებს ვერ ვნახულობ, ახალი ადამიანების გაცნობა–დამეგობრებაზე ზედმეტია საუბარი. ვიცი რომ ეს მე არ ვარ, ვიცი რომ მე ასეთი არ ვარ. შინაგანად ძალიან დამაკლდა სიგიჟეც, ტინგიციც, ცრემლიც კი. ჰო, აღარ ვტირი. ემოციებიც კი გამიქრა. რამდენიმე დღის წინ დედაჩემს ვეუბნებოდი, რომ რამდენი ხანია გულიანად აღარც გამიცინია. აი ხმამაღლა, სკამიდან გადმოვარდნამდე, ჩაბჟირებამდე. აღარც მიტირია, გულიანად გულამომჯდარს. არ ვიცი რისი ბრალია, არ ვიცი რა მაბრკოლებს. არ ვიცი რა მოქმედებს. მაგრამ მე უსიცოცხლო გვამს ვემსგავსები. თავს კი ვერა და ვერ ვებრძვი. ძალა არ მაქვს თითქოს. მე გვამი ვარ, მოსიარულე. ზომბი.

Advertisements

7 Responses to “მოსიარულე გვამი”


  1. 1 Teaa ივნისი 16, 2011, 3:46 PM

    “კვირები ისე გადის საკუთარ მეგობრებს ვერ ვნახულობ, ახალი ადამიანების გაცნობა–დამეგობრებაზე ზედმეტია საუბარი.”- როგორ მესმის შენი.. ზუსტად ასე ვარ.. არც ისე ცოტა ხანია. 😦

  2. 2 ჭიამაია ივნისი 16, 2011, 11:53 PM

    იმედს ვიტოვებ რომ არც ისე დიდ დრო დაჭირდება რომ გადაიაროს 🙂

  3. 3 salolas ივნისი 17, 2011, 12:36 PM

    ცუდია… მაგრამ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ასეთი ეტაპი. უბრალოდ გადაიღალე. დასვენება გჭირდება…
    თუმცა არც იმაშია რამე ცუდი, თუ ცოტათი გაიზარდე და დასაერიოზულდი, 🙂
    მოკლედ, მე ვფიქრობ გადამეტებული ნათქვამია “მოსიარულე გვამი”..
    აი მოინდომე, ნახე შენი მეგობრები, ვისი ნახვაც მართლა გინდა ოღონდ. მერე არაფერზე არ იფიქრო. უბრალოდ იყავი მათთან ერთად და სახლში მისული მიხვდები რომ ისიამოვნე. და თუ ძველებურად აღარ ცანცარებ და გიჟობ, ეს სულაც არ ნიშნავს არაფერს : )

  4. 4 გვირილა ივნისი 17, 2011, 4:31 PM

    თითქოს ნაცნობი სიტუაციაა… მეც ვგრძნობ, რომ სხვა გავხდი და ბევრი რამე დავიკდე, მარა რაღაცეები შემომრჩა კიდე. არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი.

  5. 5 ჭიამაია ივნისი 17, 2011, 4:34 PM

    რაღაც საერთო სენია მოდებული. 🙂
    მემგონი წლის ბოლოს გადაწვის ნიშნებს აქვს ადგილი…


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 228 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: