ვაი და დამინახოთ ქუჩაში.

აი,  თაგ-მა ჩემამდეც მოაღწია და  დედამიწელმა ითავა ეს საქმე. ჰოდა, მოკლედ , ვაი და შეგხვდეთ ქუჩაში, მიცნობთ? ეჭვი მეპარება მაგრამ ვნახოთ 🙂

ჩემი მასისგან გამორჩევა ძალიან გაგიჭირდებათ, არც განსაკუთრებულად მაცვია, არც მაკიაჟი მაქვს ისეთი რომ თვალში მოგხვდეთ.

სტილი: თავისუფალი.

სიმაღლე: 172 სმ

წონა: 51 კგ

თმის ფერი: მუქი წაბლისფერი.

კანის ფერი: მუქი ხორბლისფერი, უფრო ყავისფერისკენ მიდრეკილი 🙂

თვალის ფერი : მუქი ყავისფერი, შავში გარდამავალი.

ერთნაირად ვწყალობ კაბებსა და ჯინსის შარვლებს. ზაფხულის პერიოდში კაბასა და სარაფნებს  ვეტანები, რომელთა სიგრძეც ძირითადად მუხლიდან იწყება და ზემოთ მიიწევს. (ზომიერების ფარგლებში 😉 )  ტანისამოსის ფერები პასტელურს და შავ/ნაცრისფერს შორის მერყეობს. ფეხზე 98% შემთხვევაში ბალეტკები მაცვია, ზოგჯერ კეტები. ქუსლები წელიწადში მაქსიმუმ 10 ჯერ შეიძლება ჩავიცვა და ისიც თუ სადმე მივიპრანჭები ან რამე ეფექტის მოხდენა მინდა 🙂

თვალზე მუდმივად ლაინერი მაქვს წასმული, არასდროს ვიკეთებ სათვალეს, არ ვისვამ ტუჩსაცხს (!), იშვიათად უფერო ან ძალიან მკრთალი ვარდისფერი  ( უფრო ტუჩისფერი) შეიძლება გადავისვა.  საუბარი ზედმეტია ტონალურ კრემზე, არანაირი შეფერილობისას არ ვწყალობ.

თმა ბუნებრივად ტალღოვანი, მაქვს უფრო ხვეული. ვინაიდან ეხლა ძალიან გამეზარდა და ცოტა ფორმა აქვს შესაცვლელი, ვატარებ შეკრულს- “კოსა” კეფასთან, წინამო (დიახ ქართულად ეგრე ქვია ჩოლკას :p ) თვალებამდე.  როცა სასურველი სიგრძე და ფორმა აქვს თმას, მაშინ მაქვს გაშლილი, რათა სრულად წარმოჩინდეს ჩემი კულულების მშვენება 🙂 ასევე, ხშირად ვისწორებ. ჰო კიდევ, მთავარი რაც თმას შეეხება: თმით ყოველთვის ვიფარავ არ ვაჩენ ყურებს!  ყველა მეუბნება რომ უაზრო აკვიატებაა , მაგრამ სასტიკად არ მომწონს როცა ყური ჩანს და განსაკუთრებით თუ ყური იჩანს.

როცა მარტო ვარ, აუცილებლად ყურსასმენი მიკეთია, ხასიათი თუ ხელს მიწყობს ჩემს სიარულში შეიძლება მუსიკის რიტმებს აყოლილი მოძრაობები ამოიცნოთ. თუ მარტო არ ვარ გვერდით ჩემი ბიჭი მომყვება ხელჩაკიდებული და ჩემი სახლიდან გასვლის 90%-ში ასეა. ანუ, დიდი ალბათობით თუ სადმე დამინახეთ მარტო არ ვიქნები 🙂 დავდივარ ძალიან სწრაფად და მეტი ბუნებრიობისთვის ისეთი “სიფათი” მაქვს, გეგონება სადღაც ვაგვიანებ. ხელში მუდმივად მიჭირავს ტელეფონი და ხშირად დავყურებ ხოლმე.  ზემოხსენებულო ჩემი ბიჭი ხშირად მეხუმრება რომ იდნავ გადაზნექილი დავდივარ, რაც გამოწვეულია ჩემი უზარმაზარი ჩანთის სიმძიმით და სულ რომ არაფერი მჭირდებოდეს იმ ჩანთიდან მაინც თან დავათრევ  🙂

ჯესი , ქოლგიანო გოგო, შემდეგნი ხართ 🙂

პ.ს მადლობა თეას სურათისთვის 🙂

Advertisements

19 Responses to “ვაი და დამინახოთ ქუჩაში.”


  1. 1 გვირილა ივნისი 13, 2011, 6:08 PM

    ჩანთის ამბავი მეცნო, მეც სულ თან დავათრევ 😀
    საყვარელი ყოფილხარ შენ ^_^
    უი, რა მაინტერესებს და – შენმა ბიჭმა ბლოგის არსებობის შესახებ იცის? 😉

    • 2 Chiamaria ივნისი 13, 2011, 6:12 PM

      ნწუ! 🙂 სრული ანონიმკა ვარ აქ. და კიდევ, ერთადერთი რაღაც არის რაც არ იცის და ენის წვერზე მაქვს, შეიძება ახლო მომავალში ვუთხრა 🙂 ჯერ ვუძლებ.

      • 3 გვირილა ივნისი 13, 2011, 7:18 PM

        იყოს ჯერ, მგონი ასე ჯობია 😉
        აუ, კიდე ერთი კითხვა მაქვს 😀 თუ გინდა მითხარი არაა შენი საქმეო 😀 პოლონეთში რომ იყავი და ვიღაც გენატრებოდა, ესაა თუ ახალია? აუუუ, მაინტერესებს საშინლად 😀

    • 4 Chiamaria ივნისი 13, 2011, 7:24 PM

      კი იგივეა 🙂 უკვე წელიწადნახევარია მამრთა მოდგმაში ჩემთვის მხოლოდ ”ის ერთადერთი” არსებობს.

  2. 6 girlwithumbrella ივნისი 13, 2011, 6:39 PM

    ვაიმე რაღაც გული ამიფანცქალდა 😀 აღსანიშნავია, პირველი ხარ ვინც დამთაგა :* დავწეერ აუცილებლაად 🙂

  3. 8 ჯი-ნია-ნი ივნისი 13, 2011, 8:13 PM

    ეს ჩანთები ჩვენი ტკივილია მოკლედ =))
    მეც ვიზნიქები მაგის გამო სასტიკად..

    მმ,როგორ მაინტერესებს შენი სურათი ვერც კი წარმოიდგენ : ))

  4. 10 კიწი ივნისი 13, 2011, 9:00 PM

    ჰმ, საინტერესოა, თუმცა ალბათ ძალიან ძნელია ასე იცნო ვინმე : )

  5. 12 ქიმერა ივნისი 13, 2011, 11:03 PM

    წინამო მომეწონა. :)) ეს ორი დღეა გიყურებთ და გაკვირდებით ბლოგერებს, (აქვე ავღნიშნავ თავს ბლგერად არ მვიჩნევ, ყოველშემთხვევაში ჯერ-ჯერობით მაინც) ეს თეგთამაშები რაღაც ძალიან მოდებულია თუ მე მომეჩვენა არ ვიცი. თავიდან ცოტა გამიკვირდა ამდენი ერთი შინაარსის მქონე პოსტი და ერთ პატარა შენიშვნას მოგცემთ თუ არ გეწყინებათ, ცოტა არ იყოს და უინტერესოა ამდენი ერთი და იგივე პოსტის კითხვა, თვალი გადავავლე და თითქმის ყველას ერთი და იგივე გიწერიათ. გაცილებით უფრო შინაარსიანი იქნებოდა ალბათ ცოტა ნაკლებად რომ მიგებაძათ ერთმანეთისთვის, თუმცა თქვენ პრინციპში სტაჟიანები ხართ და ალბათ მეტ-ნაკლებად იცნობთ კიდეც ერთმანეთს და ეს ერთგვარი შინაურული გართობაცაა და მე როგორც უცხო ვერევი, მარა მაინც.

    პ.ს. მარტო თქვენზე არ მიიღოთ Chiamaria, ზოგადად თითქმის ყველა ბლოგერზე მაქვს საუბარი.

    ისე კი ჭიამაიები ძალიანმიყვარს და მომხიბლა მათმა სიმრავლემ wall-ზე. 🙂

    • 13 ჭიამაია ივნისი 13, 2011, 11:15 PM

      საინტერესოა შენი აზრი. ახალი და ძველი არაფერ შუაშია. 🙂
      არცერთი ბლოგერი თვალით არ მინახავს… მოკლედ აქ ისეთი რამეებია აღწერილი რომელიც ძირითადად ახასიათებს ჩვენს გარეგნობას.
      მივიღებთ შენიშვნას, ალბათ წერის სტილი რაღაცნაირად გავს კიდევაც ერთმანეთს. ერთი სიტყვით, გეთანხმები და თუ ჩემს ბლოგზე კიდევ დაბრუნდები და ამ პასუხს ნახავ, იცოდე რომ შენც დაითაგე ამ პოსტში. 🙂 მიიღე გამოწვევა და დაწერე განსხვავებული, 🙂

      • 14 ქიმერა ივნისი 13, 2011, 11:21 PM

        დავბრუნდი და ვიხილე პასუხიც და გამოწვევაც, :)) იქიდან გამომდინარე რომ მეც ისეთივე ვარ როგორიც დანარჩენები და ვიზუალი ვინმესგან ნაკლებად გამომარჩევს, ისე რომ ვინმემ მიცნოს და თქვან, ეს ისაა, არაა ასე. ასე რომ გამოწვევა მიღებულია და ნაწილობრივ თავიც აღწერილი. ჩემს ბლოგს თუ გაეცნობი მიხვდები რომ იქ საკუთარი თავის გარდა არაფერზე ვსაუბრობ, ჯერ-ჯერობით მაინც. სასიამოვნო იყო რომ უყურადღებოდ არ დატოვე ჩემი კომენტარი. 🙂

    • 15 Chiamaria ივნისი 14, 2011, 10:31 AM

      ჩემთვისაც სასიამოვნი იყო შენი ბლოგის აღმოჩენა 🙂

  6. 16 Teaa ივნისი 16, 2011, 1:49 PM

    სურათისთვის არაფერს და.. რომ აღწერდი შენ თავს.. სიმაღლეს არ ვეხები და… შენ მე ხარ? 😀 😀 მსგავსებები ვიპოვეეეეეეეეეეეეეეეე 😀

  7. 18 შემოდგომისფერი თებერვალი 6, 2012, 2:05 PM

    ამის დაწერას ერთი ფოტო მაინც დაგედო,უფრო გიცნობდით 🙂

    • 19 Chiamaria თებერვალი 9, 2012, 4:35 PM

      ეგ ისედაც ცხადია, მაგრამ საქმე იმაშია რომ ეს ანონიმური ბლოგია. შესაბამისად ჩემი ფოტოებით რომ იყოს აქაურობა მოფენილი არც ამ პოსტის საჭიროება დადგებოდა. 🙂


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: