ძიტი

   საკმაოდ მრავალრიცხოვანი ოჯახი მაქვს, უფრო სწორად სტანდარტული, 6 კაციანი 🙂 სამი თაობა სრული შემადგენლობით ვართ წარმოდგენილნი და გენდერიც 3/3-ზეა. ბავშვობიდან შეჩვეული ვარ რომ სახლის საქმეებს ბებია და დედა ინაწილებენ, მე ათასში ერთხელ გამომიჩენენ რაიმეს, ჩემს მოვალეობებში მხოლოდ ”ქვემოთ ჩადი ეს და ეს ამოიტანე”, ”მტვერი გადაწმინდე”, ” მაღაზიიდან ეს მოიტანე” და ა.შ-შედის. იშვიათად სადილის მომზადებსაც ვიღებ საკუთარ თავზე და ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი რომ ”გემრიელი ხელი” მაქვს. ყოველშემთხვევაში მე ძალიან მომწონს 🙂 ქებასაც ვიმსახურებ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღეს ოჯახი სადილით მე უზრუნველვყავი და აი, როგორ დაიწყო ყველაფერი:
ვამზადებთ იტალიურ კერძს-ძიტი.
საჭირო მასალა 6 ადამიანზე:
1. 5 ცალი საშუალო ზომის სოსისი.
2. 5 ცალი მოხარშული კვერცხი
3. 4 ცალი პამიდორი
4. მწვანე ბარდის კონსერვი
5. 400 გრ მაკარონი
6. 1 ჭიქა წითელი ღვინო
7. 300-350 გრ ყველი
მარილი და პილპილი გემოვნებით
სანამ უშუალოდ საქმეზე გადავიდოდი წინასწარ, ცალკე ქვაბებში რა თქმა უნდა, დავიწყე მარილიანი წყლის ადუღება მაკარონისთვის და 5 კვერცხის ხარშვა. შემდეგ კი
1.

 სოსისი  დავჭერი პატარა კუბიკებად

2. დავყარე წინასწარ გაცხელებულ ტაფაზე. სანამ იბრაწებოდა პამიდორი პატარა კუბიკებად დავჭერი და დაახლოებით ასეთი მასა მივიღე (ცოცხალი პამიდორი არ გამომიყენებია, ჩემს შემთხვევაში ეს კონსერვია, თუმცა ცოცხალიც რომ გამოიყენოთ შეიძლება)

უკვე შემწვარ სოსისს ერთი ჭიქა ღვინო დავუმატე, დაახლოებით 3 წუთი ვადუღე და შემდეგ დაჭრილი პამიდორი გავურიე. 45 წუთი ნელ ცეცხლზე უნდა დავტოვოთ.
სანამ პამიდორი და სოსისი იშუშებოდა, წინასწარ გავამზადე ყველი. რეცეპტით ეს მოცარელა და პარმეზანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩემს შემთხვევაში იმერულმა ყველმაც გადასარევად შეითავსა ეს ფუნქცია. :
ნაწილი გავხეხე, ხოლო რამდენიმე ნაჭერი მთელი სახით შემოვინახე.
დარჩენილ დროში მაკარონიც მოიხარშა, მწვანე ბარდა კონსერვიდან საწურზე გადმოვიღე და წყალი მოვუშვი. კიდევ, კვერცხის გაგრილება / დაჭრაც მოვასწარი.
პარალელურ რეჟიმში სოსისსაც ვურევდი და ბოლოს დაჭრილი მწვანილიც დავაყარე.
უკვე ყველაფერი მზად არის საიმისოდ რომ გადავიტანოთ საცხობზე:
პირველ ფენად სოსისის და პამიდვრის სოუსს ვანაწილებთ (ნახევარს), ვამატებთ მოხარშულ მაკარონს მეორე ფენად (ნახევარს), შემდეგ სოუსის მეორე ნახევარს ვუსვამთ და ისევ მაკარონის დარჩენილ ნაწილს ვაყრით. ამის შემდეგ დავამატე ბარდა, კვერცხი, ყველის მთლიანი ნაჭრები მთელ სიგრძეზე გადავანაწილე და მოვაყარე გახეხილი ყველი.  აი ასე:
ამ ყველაფერმა გადაინაცვლა ღუმელში, გამოსაცხობად, ჯერ ქვედა ნაწილი დავბრაწე დაახლოებით 15 წუთის მანძილზე, შემდეგ ზედა მხარე. საცხობი ღუმელში დავტოვე მანამ, სანამ ყველი ზემოდან არ დაიბრაწა და …
სანამ ცხელია ნაჭრებად დაჭერით, სუფრასთან მიტანამდე ნაჭრები ცოცხალი მწვანილის ფოთლებით გააფორმეთ და გემრიელად მიირთვით.( ამის ამსახველ ფოტოს ვერ გთავაზობთ, არ დამაცალდა. გადასანსლეს)  ძალიან კარგი გამოვიდა ❤
Advertisements

9 Responses to “ძიტი”


  1. 1 Lanka ივნისი 11, 2011, 8:20 PM

    Ra gemrielad gamoiyurebaa… unda agavketo… momindaa 😀

  2. 2 girlwithumbrella ივნისი 11, 2011, 8:57 PM

    ნამ ნამ რა გემრიელი სურათებია : ))) ხოო რაც შეეხება პირველ აბზაცს, ჩემ ოჯახშიც ყველაფერი ასეა. თუმცა ჩვენ 7 ვართ 😀 სულ რომ გასკდე მარტო ვერ დარჩები 😦

  3. 4 ჯი-ნია-ნი ივნისი 11, 2011, 9:49 PM

    ვაიმე რას მიშვრები
    მომშივდა :)) რა გემრიელობებია
    პ.ს. იტალიური კერძებიდან, მაინც პიცა და მაკარონი მიყვარს სასტიკად

  4. 6 კიწი ივნისი 12, 2011, 11:57 AM

    მნიააამ ❤
    მინდა, რა გემრიელი რაღაც ჩანს :*

  5. 7 თიკა ივნისი 12, 2011, 12:57 PM

    ჭიამაია სასტიკად მოქმედებს ჩვენს ნერვებზე : ))))
    ისა, მეც უნდა ვიდიასახლისო ერთხელ და ვიხელმძღვანელებ ამით (ეს “ერთხელ” იმიტომ, რომ მეც შენს დღეში ვარ 😀 )

  6. 9 Jessie ივნისი 13, 2011, 4:53 PM

    ვაიმეეე. მშიააა 😦


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: