Tinker bell

საერთოდ ძალიან მიყვარს ანიმაციური ფილმები. ბევრ სერიოზულ ფილმს შეიძლება არა, მაგრამ ამერიკულ კომედიებს ნამდვილად მირჩევნია.. თუ რაიმე მსუბუქის ნახვა მინდა, არჩევანს ყოველთვის ანიმაციაზე ვაკეთებ. თითქმის აღარაფერი დარჩა ჩემი უნახავი,  დისნეის ფილმებიდან დაწყებული, ბარბის ისტორიებით დასრულებული ( ეს უკანასკნელი საერთოდ არ მომეწონა, მაგრამ ნანახი ხომ მაქვს და ითქვას 🙂  )

უკვე ზაფხულია მთელი თავისი ენერგიით, თუკი გარეთ წუთით მაინც გახვალთ, უკვე შეგაწუხებთ კიდევაც ზაფხულის ცხელი მზე… ჰოდა ამ საზაფხულო განწყობამ ერთერთი ჩემი საყვარელი მულტფილმი გამახსენა. გახსოვთ ალბათ ეს პატარა მწვანეკაბიანი გოგონა პიტერ პენიდან …

პიტერის თავგადასავლები რომ ძალიან მეყვარება ალბათ თქმა არ უნდა, მაგრამ ბოლო ხანებში მისი პატარა მეგობარი თავად იქცა მთავარ გმირად.  თუმცა მანამდე, ორიოდე სიტყვით ფერიას შესახებ:  პირველად ის  J. M. Barrie–ს დადგმაში გამოჩნდა 1904 წელს და 1911 წელს ნოველაში “პიტერ პენი და ვენდი”.  J. M. Barrie–ს მიხედვით ის ქოთნებსა და ჩაიდნებს აკეთებდა, როგორც ნამდვილ “ჩხრიკიდელას” შეეფერება. თავდაპირველად, სცენაზე მას სარკის შუქის ანარეკლი განასახიერებდა, რომელიც კულისებში მსახიობს ეჭირა, რაც შეეხება ხმას, ის ზარის წკრიალი იყო და მისი “შინაარსი” მხოლოდ სხვა ფერიებს ”ესმოდათ”. უფრო მოგვიანებით, როცა ფილმის ვერსიების გადაღება დაიწყეს, Tinker-ს ვიზუალური განსახიერებაც მიეცა და ხმის განსხვავებული ვერსიებიც გაუჩნდა– ზარის წკრიალიდან დაწყებული, ადამიანური დიალოგებით დასრულებული. სხვადასხვა დროს მას ვირჯინია ბრაუნი, ჯულია რობერტსი , ლუდივინ სანი განასახიერებდნენ.

Tinker ყველაზე მეტად ცნობილია იმ სახით, რასაც ფოტოზე ხედავთ.  დისნეის ფილმებში, ის პიტერ პენის საუკეთესო მეგობარია და დიალოგებიც არ აქვს.  მისი გამოსახულება თითქმის ნახევარი საუკუნე დისნეის ბრენდს წარმოადგენდა და აღიქმებოდა როგორც სიმბოლო : “დისნეის ჯადოსნური სამყარო”. არსებობდა მოსაზრებაც, რომ Tinker–ის სახე მერლინ მონროს ნაკვთების მიხედვით შეიქმნა, თუმცა ოფიციალური ვერსიით ანიმატორ მარკ დევისის მუზა მსახიობი მარგარეტ კერი იყო.

ასეა თუ ისე, პატარა ფერია თავად გახდა მთავარი გმირი. ამ დრომდე სამი ფილმია გადაღებული ხელმარჯვე Tinker–ის შესახებ. საოცრად ლამაზი ანიმაციებია ფერებისა და ხარისხის ჩათვლით. დიდი შინააროსბრივი დატვირთვა ფილმებს არ აქვთ, თუმცა მე კარგ, საოჯახო, ბავშვებთან ერთად საყურებელ ფილმად შევაფასებდი. თუკი კონკიასა და ფიფქიას, თავად პიტერ პენსა და მძინარე მზეთუნახავს ვინმე ძველმოდურად თვლის და ანიმეს გვთავაზობს, მე მათ ამ ფილმების სერიის ნახვას ვურჩევდი.  ესაა კეთილი ისტორიები მეგობრობასა და სიყვარულზე, რაზეც რელურად უნდა გაიზარდოს ბავშვი და არა იმ ძალადობაზე, რითაც უმეტესობა თანამედროვე მულტფილმებისა გაავსეს.

 

ფერიები

ფერიები: დაკარგული განძი

ფერიები:ჯადოსნური გადარჩენა

თუ ვინმეს ჯერ არ გინახავთ, ისიამოვნეთ, დაისვენეთ და ლამაზ, ფერად სამყაროში იმოგზაურეთ ცოტახნით. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ბავშვობაში დაბრუნება არავის გაწყენთ 🙂

Advertisements

8 Responses to “Tinker bell”


  1. 1 Lanka ივნისი 11, 2011, 8:24 PM

    პიტერ პენზე გამახსენდა Finding neverland ნანახი გაქვს? თუ არა აუცილებლად ანხე, უმაგრესი ფილმია

  2. 3 »♥» ana «♥« ივნისი 11, 2011, 11:27 PM

    ეს ძალიან საყვარელი ვიღაცაა 😀

  3. 4 girlwithumbrella ივნისი 12, 2011, 3:57 PM

    ასაკის მიუხედავად (16 წლის ვხდები 2 დღეში) მაინც ძალიან მიყვარს მულტფილმები 🙂 აუცილებლად ვნახავ ამასაც ^_^ :)))

    • 5 Chiamaria ივნისი 12, 2011, 4:50 PM

      ოჰ, კაი რა ასაკი :):):მე 20-ს ვარ და ხომ ხედავ, ბევრს ფილმს მირჩევნია თქო მულტფილმები 🙂 ასაკი არ აქვს ანიმაციას ჩემი აზრით 🙂

  4. 6 Teaa ივნისი 12, 2011, 6:34 PM

    მულწიკებიიი ! როგორ მიყვარს! რამდენი წლისაც არ უნდა ვიყო…. ოთხიანიევერ ენდ ევერ…. 😀

  5. 7 girlwithumbrella ივნისი 13, 2011, 6:42 PM

    გეთანხმები, არ აქვს ასაკი 🙂 მე ძველი მულტფილმებიც ძალიან მიყვარს, აი ჩემი ბავშვობის, დედაჩემის ბავშვობის… ჩიბურაშკა და ეგეთი საყვარელი მულტფილმები… 🙂 მხოლოდ იაპონურ ანიმეებს ვერ ვიტან :X


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: