შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ!

საერთოდ, ჩანახატების და მოთხრობების წერა არ მახასიათებს.ბოლო დროს ვცდილობ ცოტა მხატვრული სახე მივცე ხოლმე ამბებს. მომწონს სხვისი ჩანახატები და მეც ამიტომ მინდა ვცადო, შევძლებ თუ არა, ისევე გადმოვცე რაც მინდა, როგორც ამას სხვა ახერხებს- ემოციები და გრძნობები წამოვიღო მკითხველამდე. პირველი მცდელობა უკვე იხილეთ.

გახსოვთ ალბათ, ამას წინათ თბილისში რომ გაწვიმდა. გიჟური წვიმა იყო, მართლაც. მზიანი ამინდის მერე მსხვილი წვეთები წამოვიდა, მერე თანდათან გახშირდა და რამდენიმე წამში საშინელი თავსხმა დაიწყო, მაგრამ თბილი. ზაფხულის შხაპუნა წვიმა. ზუსტად ისეთი როგორიც მიყვარს, მხოლოდ მზე აკლდა. ამ წვიმამ ერთ წლის წინანდელი ამბავი გამახსენდა. ჰოდა სწორედ იმ დღეზე მინდა მოგიყვეთ.

ერთად ვიყავით, ვსეირნობდით. ცხელოდა. ჩვენს ადგილას ავედით, ზემოთ. საგზალიც წავიღეთ 🙂 ლუდი და მიწისთხილი. იმას ლუდი უყვარს, მე მიწისთხილი. მივეხუტე, მიყვარს მისი ძლიერი ხელები. მშვიდად ვარ. ლუდმა თვაისი გაიტანა, ცოტა თავბრუ მესხმოდა. ასე მიხუტებული ვიყავი კარგა ხანს, წინ თბილისის ხედი, გვერდით ის, უკან ხეები , ბევრი სიმწვანე და სიმყუდროვე ირგვლივ. მიყვარს ❤

   დიდი მსხვილი წვეთი დამეცა ფეხზე, მერე მეორე. ცოტა ხანს ხეები გვიცავდა, მალე ესეც აღარ იყო საკმარისი. ადგომა არ გვინდოდა, ჩემი შარფი გადავიფარეთ თავზე, წვიმამ აქაც შემოაღწია. ხეებში შევვარდით სიცილით, ისევ მივეხუტე ძალიან მაგრად და თბილად… მოულოდნელად დაიქუხა, მართლა შემეშინდა და შევხტი, თავი მის მკლავებში ჩავმალე. ხმამღლა გაიცინა და უფრო მაგრად მომხვია ხელი : ჩემი მშიშარა- ყურში მიჩურჩულა.

   წვიმამ მოიმატა, გიჟურად წვიმდა. მიწაზე ფეხი მიცურდა, ხეებიდან გამოვძვერით და წვიმაში გამოვედით. ხედვაც ჭირდა და წვიმის ხმაური მედგა ყურებში, ასფალტს წყალი ფარავდა, სულ დავსველდით.  ირგვლივ არავინ იყო, არც ისეთი ადგილი ჩანდა სადმე თავი რომ შეგვეფარებინა.

  ხელიდან გავსუხლტი და სიცილით გავიქეცი.

-რას აკეთებ? – სმენას მოსწვდა მისი ყვირილი.

– წამო რა- გავუცინე- ისედაც სველი ხარ.

იმანაც გაიცინა და გამომეკიდა. თმა სულ დამისველდა და ღერებად დამეკიდა.  ყურები მიჩანდა.. ამას ვერ ვიტან… ალბათ რას ვგავარ- ვფიქრობ. დამეწია და ისევ ჩამიხუტა მაგრად, – გაწუწულო კნუტო-მომეფერა და მაკოცა.  გრძელი კიბეები ჩახვეულებმა ჩამოვიარეთ, წყალი ნიაღვარივით  მოდიოდა. 

განსაკუთრებული დღე იყო. ზოგჯერ გვინატრია ნეტა ყველა გაქრეს ცოტა ხნით და ჩვენ მარტო დავრჩეთ თქო. თითქოს ნატვრა აგვიხდა,  ქუჩაში მხოლოდ ჩვენ ორნი, ერთმანეთის ხმაც ძლივს გვესმოდა, საშინლად ხმაურობდა წვიმა. 

-მიყვარხარ!- ხმამაღლა დაიყვირა.

-მეც მიყვარხარ!- ვცადე ახლოს მაინც მივსულიყავი მის ძლიერ ხმასთან.

სადღაც ჩანთაში ტელეფონი რეკავდა… მაგრამ მერე რა

ხელი ჩავკიდე და თავსხმა წვიმაში ნელა გავუყევით გზას. წვიმის გუბე დავინახე. ფეხს ავუჩქარე და ჩავხტი. სულ გაიწუწა. ხმამხღლა ვიცინოდით. ისევ მარტონი ვიყავით, თვალებში ვუყურებდით. ისევ მაკოცა, ისე როგორც არასდროს. ყველაზე თბილად., ყველაზე დიდი გრძნობით. შეჩერდი წამო მშვენიერი ხარ! მე კი ბედნიერი…

Advertisements

15 Responses to “შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ!”


  1. 1 »♥» ana «♥« ივნისი 4, 2011, 3:23 PM

    რა კარგი პოსტი იყო ❤
    ბედნიერებით გაჟღენთილი ))
    სულ ასეთი ბედნიერი ყოფილიყავი :*

  2. 3 girlwithumbrella ივნისი 4, 2011, 8:27 PM

    ძალიან, ძალიან, ძალიან ლამაზი ისტორიაა : ))) ❤ მართლაც, სულ ასეთი ბედნიერი ყოფილიყავი : ) სითბოთი და სიყვარილით გაბერილი : )

  3. 5 faifuris angelozi ივნისი 4, 2011, 8:52 PM

    zafxulis wvimis gemo da erti yvelaze dauviwyari gijuri sagamo gamaxsene)) sul aseti bednieri iyavi ra:*

  4. 7 ♥ Miss.Catalan.. ♥ ივნისი 5, 2011, 9:43 PM

    მგონი გული ამიჩუყდა კიდეც(ჰოი საოცრებავ). ძალიან მომეწონა პოსტი. გამოგდის ,,მხატვრულად” წერა. ასე გააგრძელე.

  5. 9 გვირილა ივნისი 6, 2011, 12:12 AM

    რა საყვარლები ხართ ^_^
    ვერ წარმოიდგენ როგორ ვისიამოვნე პოსტით.

    P.S. ჩემი პირველი კომენტარი ახალ მისამართზე, კეთილი იყოს 😉

  6. 12 თოვლი ოქტომბერი 24, 2011, 11:25 AM

    რა ლამაზი იყო, ღმერთო!

  7. 13 tami მაისი 13, 2012, 8:33 PM

    ძალიან თბილი ემოციები ჩამეღვარა გულში<3


  1. 1 Dancing in the Rain « ჭიამაია უკუბმული კომენტარი მაისი 13, 2012, 2:13 PM ჩანაწერზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: